დღეს გამოვიდა Ubuntu 11.10 ფინალური ვერსია კოდური დასახელებით Oneric Ocelot. ოფიციალურ საიტზე უკვე გამოაქვეყნეს ინფორმაცია რელიზის შესახებ. ასევე განახლდა დისტრიბუტივის ჩამოსატვირთიპორტალიც.

სამაგიდო:

სერვერი:

ალტერნატიული:

ბმული - Torrent - კლენტებისთვის.

მინდა გითხრათ, რომ თქვენთვის ვამზადებ Ubuntu-ს ინსტალაციის სრულ სახელმძღვანელოს, რომელსაც go.ge-ზე მალე იხილავთ. მანამდე კი დატკბით მოკლე მიმოხილვით:

Unity და Unity 2D

GNOME-ის სტანდარტული გარემო არ შედის სტანდარტუალდ დაყენებული პროგრამების სიაში. ახლა სეანსებს შორი მხოლოდ არის Unity და Unity 2D ნაკლები წარმადობის ვიდეო ადაპტერების მქონე კომპიუტერებისათვის.

სამუშაო მაგიდა:

Ubuntu-ს ღილაკმა გადაინაცვლა Launcher-ის პანელში. ბევრი პროგრამის ერთდორულად გახსნის შემთხვევაში პანელის ხატულები გარმონივით იკეცება ბოლოში.

ინდიკატორების პანელმაც განიცადა ცვლილება, დამატებულია დამატებითი პარამეტრები, გაუმჯობესებულია ენერგიის მართვა.


ფანჯრების გადამრთველი Alt+Tab გახდა უფრო მოხერხებული და ფუნქციონალური. ასევე გარმონივით ანიმაციით. ფანჯრებს შორის გადართვა ხდება მარჯვენა და მარცხენა მიმართულების ღილაკებით.

ახლა ერთი პროგრამის ფანჯრები ჯგუფებად ლაგდება და მისი გახსნისათვის უნდა დავაჭიროთ ღიალკს “ქვევით”

 

Dash

Dash-ის ინტერფეისი სრულიად განახლდა, დაემატა გადღაბნის ეფექტი (blur)

მართვის ცენტრი

დეველოპერების განცხადებით, ახალი ცენტრი უფრო ამარტივებს პარამეტრების მოწყობას.

 

Ubuntu-ს პროგრამების ცენტრი


ბრაგრამების ცენტრი ახალ ვერსიაში შექმნილია GTK 3-ზე. პროგრამი ახალი ვერსია უფრო მეტად არის სისტემაში ინტეგრირებულია, უფრო სწაფი და მოხერხებულია. შეიცვალა პროგრამების რეცენზირებისა და რეიტინგების სისტემაც.

 

პროგრამული ცვლილებები:

  • საფოსტო კლიენტი Evolution შეიცვალა Thunderbirt 7-ით.
  • მარქაფების შესაქმნელი უტილიტა Deja Dup ახლა უკვე ჩაშენებულია, როგორც სტანდარტული პროგრამა.
  • სტანდარტული ინსტალაციიდან ამოღებულია პაკეტების მენეჯერი Synaptic.
  • Gwibber გახდა უფრო სწაფი და მომხიბლველი
მოკლედ ახალი ვერსიისგან ბევრი სიახლე გველის და რა თქმა უნდა დაპირებული ინსტალაციის სახელმძღავენლოც.
 


Ubuntu One – არის Dropbox-ის ანალოგიური საცავი ღრუბელში, პირველ რიგში სხვა და სხვა კომპიუტერებს შორის ინფორმაციის სინქრონიზაციისთვის. სახელისმიუხედავად მისი მხარდაჭერა ბევრ პლატფორმაზეა განხორციელებული, როგორც Ubuntu-ზე ასევე  Android, iOS და Windows პლატფორმაზეც. მობილურებისთვის გათვალისწინებულია აუდიო სტრიმინგიც 3,99$ თვეში.

ახლა უკვე თავისუფალი სივრცე 2 გიგაბაიტიდან 5-მდე გაიზარდა. ახლა უკვე ამ სატარიფო გეგმას “Ubuntu One Free” ქვია. 20 გიგაბაიტით საცავის გზრდა 2.99$ ღირს თვეში.

ასევე გაიხსნა პროგრამა Ubuntu One App Developer Program, რომლის მიზანიცაა მიაწოდოს დეველოპერებს ინფორმაცია ყველა პლატფორმაზე მაქსიმალური ეფექტურობით, რომ გაადვილდეს პროგრამების ინტეგრაცია ღრუბელთან და  დაჩქარდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება.

 

2010 წლის სქტემბერში კომპანიებმა Google, Novell-მა და სხვებმა განაცხადეს რომ OpenOffice-დან გამოიყოფა ახალი საოფისე პაკეტი სახელწოდებით LibreOffice.  დღეისათვის OpenOffice ლიცენზიური პირობების გამო ვერ შევა თავისუფალ ოპერაციულ სისტემებში და ამიტომაც Canonical-ის დამფუძნებელმა მარკ შატლვორთმა გადაწყვიტა Ubuntu-ს შემდგომ რელიზში უკვე ახალი, თავისუფალი LibreOffice შესულიყო.

აღნიშნული ცვლილებები გამოიწვია კომპანია Oracle-ის მიერ Sun Microsystems-ის შეძენამ, რის შემდეგაც OpenOffice-რომელიც დაფუძნებული იყო კომერციულ პაკეტზე StarOffice, Oracle-ის მიერ გადაყვნილ იქნა განსხვავებულ ლიცენზიაზე.

მისი ტესტირების მსურველებს შეუძლიათ გადმოწერონ Ubuntu-ს შემდგომი ვერსიის ალფა ანარეკლი Ubuntu 11.04 daily build .ISO.

 

პროექტი Ubuntu One ნელ-ნელა ივსება ახლი ფუნქციონალური შესაძლებლოლბებით. თავიდან შესაძლებელი გახდა გადმოტვირთული ან ნაყიდი მუსიკის შენახვა Rhythmbox-დან ღრუბელში, ახლა კი მუსიკის მოსმენა შესაძლებელი ხდება ნებისმიერ Android მოწყობილობაზე. მხარდაჭერილი იქნება მხოლოდ MP3 ფორმატის მხარდაჭერა, ხოლო Ogg Vorbis-ის შესახებ ჯერ არაფერს ამბობენ, მაგრამ OGG, AAC, FLAC და სხვა ფორმატების მხარდაჭერაზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს მუშაობა.

ბეტა ვერსიის საჯარო ტესტირება ხელმისაწვდომია ნებისმიერი Android ტელეფონისა და UbuntuOne-ის მომხმარებლებისათვის (მათ შორის უფასო ანგარიშებისთვისაც).

ტესტირებისას, სერვისი Ubuntu One mobile-music უფასო იქნება. ბეტა ტესტირების შემდეგ, აუდიო სტრიმინგი ფასიანი გახდება, მაგრა ტარიფების შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით უცნობია.

დამატებით ინფორმაცია იხილეთ წყაროში:  wiki.ubuntu.com/UbuntuOne/MusicStreaming.

 

ოპერაციული სისტემა Ubuntu Linux-ის შემდეგ ვერსიას (ინდექსით 10.10) ექნება” multitouch” ინტერფეისის მხარდაჭერა.

მხარდაჭერა დარეალიზდება სპეციალური ფრეიმვორკით UTouch.

Canonical-ის უფროსის,მარკ შატლუორტის განცხადებით, რომელიც Ubuntu Linux-ის განვითარებითაა დაკავებული,აღნიშნავს, რომ მწარმოებლების საბოლოო მიზანია “შეხების ენის” შექმნა. შატლუორტი ადარებს გარკვეულ ჟესტებს სიტყვებს, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელია ბრძანებებით მთელი “წინადადებების” აწყობაც კი.

Ubuntu 10.10-ის რელიზი დაგეგმილია ოქტომბერში. ცნობილია, რომ მწარმოებლების ძალისხმევა მიმართულია არა მხოლოდ ” multitouch” ინტერფეისის შქმნაზე, არამედ ოპერაციული სისტემის სისწრაფის გაზრდაზე და მის სტაბილურობაზე. ასევე გაუმჯობესდება მომხმარებლის ნტერფეისიც; გაუმჯობესდება სოციალურისკენ ორიენტირებული ონლაინ სერვისებთან ინტეგრაცია.

წყარო:BetaNews.

 

კომპანია Canonical-მა გაფანტა ჭორები იმის შესახებ, რომ Ubuntu ემზადება პლანშეტური ვერსიის გამოშვებისთვის.

როგორც Canonical-ის დამფუძნებელმა მარკ შატლვორტმა განაცხადა, მედიაში გავრცელებული ჭორები უსაფუძვლოა.

 

პროექტ Ubuntu – ს კომერციულმა სპონსორმა Canonical -მა  განაცხადა რომ მიმდინარეობს Ubuntu – ს ვერსიის მზადება პლანშეტური კომპიუტერებისათვის.

ჯერ – ჯერობით Ubuntu ხელმისაწვდომია მხოლოდ პერსონალური კომპიუტერებისათვის, ნეტბუქებისათვისა და სერვერებისთვის.

ამ მოდიფიკაციის საფუძველი იქნება Ubuntu 10.10 კოდური სახელით Maverick Meerkat, რომლის რელიზიც შედგება ოქტომბერში. ასევე ცნობილია რომ სიახლეში გათვალისწინებული იქნება პლანშეტის მახასიათებლები. კერძოდ კი საუბარია გამარტივებულ სამომხმარებლო ინტერფეისზე, რომელიც უზრუნველყოფს ყველაზე საჭირო და მოთხოვნადი პროგრამების და ფუნქციების სწრაფ და მოხერხებულ მისაწვდომობას. “Multi touch ” ტექნოლოგიის მხარდაჭერით შესაძლებელი იქნება დისპლეიზე მოქმედებების განხორციელება მრავალწერტილოვანი შეხებით.

Ubuntu – ის პლანშეტური ვარიანტის კიდევ ერთი თავისებურება ისაა, რომ ის აუმჯობოსებს კვების ფუნქციას, ანუ მისი მეშვეობით მოწყობილობას ექნება ავტონომიურად მუშაობის უფრო დიდი შესაძლებლობა. მწარმოებლები ასევე აქტიურად თანამშრომლობენ ARM – პროცესორებისა და დისპლეების მწარმოებლებთან, მათ შორისაა კომპანიები : Freescale,Marvell და Pixel Qi .

წინასწარი ინფორმაციით პლანშეტები Ubuntu – ის ოპერაციული სისტემით ბაზარზე გამოჩნდება შემდეგი წლის პირველ კვარტალში.

გამოყენებულია PC World – ის მასალები.

 

Ubuntu-ს დეველოპერების სამიტზე წარმოდგენილ იქნა ახალი ინტერფეისი Ubuntu Netbook Edition 10.10 – Unity! – ეს არის “ჭკვიანი პანელი” Gnome-ში, და მოთავსებულია ეკრანის მარცხენა გვერდზე.

E44BED77-D4C0-4E5D-9E6F-A871843E6E2A.jpg

მისი გაცნობა დღესაც არის შესაძლებელი:

ფაუშვით ტერმინალში შემდეგი ბრძანებები:

$ sudo add-apt-repository ppa:canonical-dx-team/une
$ sudo apt-get update
$ sudo apt-get install unity

გადატვირთეთ სისტემა და დატკბით.

3AC0DA10-6BAA-450E-8AAF-793B2634ECC7.jpg

 

canonical-und-h264.png

ამ დროისათვის კომპანია Canonical არის ერთადერთი ლინუქს-მომწოდებელი, რომელმაც მიიღო ლიცენზია H.264/AVC კოდეკზე მისი დისტრიბუტივისათვის. დღეისათვის გაყიდულია დაახლოებით 800 ლიცენზია, მაგრამ მათ მიმღებთა შორის არ არის Red Hat და Novell. მიღებული ლიცენზია შეიძლება გამოყენებულ იქნას H.264 ვიდეოს ლეგალური ყურებისათვის მაგ. ვებ-ბრაუზერებში (Firefox-თვის მომზადდება შესაბამისი მოდული). შეგახსენებთ, რომ კომპანია Mozilla პრინციპულად უარს ამბომბს H.264 კოდეკის ლიცენზირებაზე Theora-ს სასარგებლოდ.

კრის კენიონმა (Chris Kenyon), რომელიც არის Canonical-ის ვიცე პრეზიდენტი დაამატა, რომ H.264 კოდეკი როგორც ყოველთვის არ შევა საბაზისო ვერსიაში, ლიცენზია კი არ გავრცელდება ჩვეულებრივ მომხმარებლებზე, რომლებიც თვითონ აყენებენ Ubuntu ლინუქსს. კომპანია Canonical-მა ლიცენზია აიღო MPEG-LA ორგანიზაციისაგან იმიტომ, რომ მისცეს OEM-მწარმოებლებს ჩადონ H.264 კოდეკი Ubuntus წინასწარ დაყენების შემთხვევაში, რომელიც ასევე შეიძლებ იყოს დაკომპლექტებული Aobe Flash, Adobe Acrobat, Fluendo, RealPlayer, DVD საკრავითა და სხვა პროპრიეტარული პროგრამებით, რომელიც სპეციალური შეთანხმების საფუძველზე ხორციელდება.

ის რომ კომპიუტერზე ყიდვისას უკვე აყენია Ubuntu არ ნიშნავს იმას, რომ მასზე აუცილებლად იქნება H.264 ლიცენზია, რადგანაც საკითხი ცალკეული OEM-მწარმოებლისთვის პერსონალურად განიხილება და მისი არჩევანის საფუძველზე მოხდება. იარლიყი “Ubuntu Compatible” ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ მწარმოებელმა სრულად მოახდინა აპარატურის Ubuntu-თან თავსებადობა. წარწერა “Ubuntu Certified” განსხვავდება იმით, რომ ტესტირება მწარმოებლის გარეშე, მხოლოდ Canonical-მა ჩაატარა.

 

AC7E67FC-416B-4C49-ABD9-D41A22E686BD.jpg

შედგა Ubuntu “Lucid Lynx” 10.04 – ყველაზე პოპულარული ლინუქსის შემდეგი ვერსიის რელიზი.

მთავარი ცვლილებები:
ბირთვი 2.6.32,
მთლიანად ამოაგდეს HAL, რაც აჩქარებს ჩატვირთვა/გამორთვის დროს და დაძინების რეჟჲმიდან გამოსვლას,
GCC 4.4.3 ვერსია,
Python 2.6.5 ვერსია,
NVidia-ს დრაივერი Nouveau-ს ვერსია,
GNOME 2.30;
ამოღებულია GIMP
გააუმჯობესეს Ubuntu One,
დაემატა Ubuntu One Music Store მუსიკალური მაღაზია,
Ubuntu Software Center 2.0,
ახალი გრაფუკული გარსი (სრული რებრენდინგი),
დამატებულია პაკეტი Gwibber — რომელიც არის სოციალური ქსელების კლიენტი,
დაამატეს Pitivi ვიდეო რედაქტორი,
ასევე Simple Scan — მარტივი და მოხერხებული სკანირების პროგრამა;

ეკრანის ანაბეჭდები:

419383CF-895D-47EF-8B73-60A236ED0829.jpg

A4D4995F-42E3-4F11-9298-02A1CFED1BBB.jpg

CFF8A86A-B22B-40F4-9602-5164BA8D5CAA.jpg

LTS პერიოდი მიმდინარე რელიზისათვის არის 3-წელი
LTS პერიოდი სერვერული რედაქციისთვის არის 5-წელი

მიმდინარე მომენტისათვის ხელმისაწვდომია მხოლოდ ნახევრად-ოფიციალური რელიზი, ანუ ის ფაილები რომელებიც მალე იქნება განთავსებული ყველა სერვერზე ერთდროულად.

აი ტორენეტები რომლების საშუალებითაც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ოპ. სისტემა:

Torrent: Desktop I386
Torrent: Desktop AMD64
Torrent: Server i386
Torrent: Server amd64
Torrent: Alternate i386
Torrent: Alternate amd64
Torrent: Netbook Remix i386

ქართული მირორის განახლებისთანავე შემოგთავაზებთ ბმულებს უკვე ოფიციალური სერვერებიდან.

© 2011 HI-TECH Suffusion theme by Sayontan Sinha

Social Widgets powered by AB-WebLog.com.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache