Apr 162010
 

როგორც Microsoft იტყობინება მათ დაასრულეს მუშაობა ახალ საოფისე პროგრამების პაკეტზე Office 2010, ის წარმოებაში ჩაუშვეს (Release To Manufacturing, RTM).

კორპორაციის განცხადებით ღია ტესტირების დაწყებიდან (გასული წლის ნოემბრიდან) ბეტა ვერსია 7,5 მლნ-ზე მეტჯერ იქნა ჩამოტვირთული. ეს სამჯერ აღემატება Office 2007 beta-ს ჩამოტვირთვების რაოდენობას. მომხმარებლების ძალიან ბევრი კომენტარი და შენიშვნა იქნა გათვალისწინებული პაკეტის ტესტირებისას.

პაკეტის მთავარ თავისებურებად სახელდება ერთიანი “ლენტური” ინტერფეისი ყველა პროგრამაში, განახლებული “ფაილ” მენიუ, ჩასმის წინასწარი გახედვის ფუქცია, ფოტო-და ვიდეოს რედაქტირების გაფართოებული შესაძლებლობა, ასევე მონაცემების ვიზუალიზაციის სისტემა “ინფო-შეიპები” (მინი დიაგრამების შექმნა ექსელის ერთი უჯრის შიგნით) Office 2010-ის საშუალებით შეიძლება ერთობლივი მუშაობა SharePoint და Outlook Social Connector-ის მეშვეობით.

მაიკროსოფტის პრეზიდენტი

სტივ ბალმერი - მაიკროსოფტის გენერალური დირექტორი

Office 2010-ის ოფიციალური პრეზენტაცია დანიშნულია 12 მაისს, ხოლო იმავე თვის 16 რიცხვში პროდუქტს მიიღებს კორპორაციული ხელმომწერები. Office 2010-ის საშინაო მოდიფიკაციები უკვე ივლისში გამოჩნდება.

ამ პროდუქტის რელიზთან ერთად წარმოებაში ჩაეშვა Share Point 2010 და Project 2010, რომელთა პრეზენტაციაც იმავე დღეს 12 მაისს არის დაგეგმილი.

Feb 132010
 

Macworld 2010 კონფერენციაზე რომელიც 9 – 13 თებერვალს მიმდინარეობს სან-ფრანცისკოში (აშშ), კომპანია მაიკროსოფტმა ისაუბრა Office for Mac 2011-ის შესახებ, ეს არის საოფისე პროგრამების კრებული Mac OS X ოპერაციული სისტემისათვის.

პროდუქტის საბოლოო რელიზი წლის ბოლოსთვის იგეგმება.

პროდუქტი ფოკუსირებულია კროს-პლატფორმულ თავსებადობაზე, ინსტრუმენტების ოპტიმიზაციაზ კოლექტიური მუშაობისათვის და გაუმჯობესებული სამომხმარებლო ინტერფეისით.

თავსებადობა მაიკროსოფტის აზრით ითვალისწინებს მხოლოდ ტექსტური დოკუმენტების კორექტულ გახსნასა და გამოსახვას, ელექტრონულ ქსელებსა და პრეზენტაციებსაც ნებისმიერ მხარდაჭერილ პლატფორმაზე.

პროდუქტში გათვალისწინებული იქნება დოკუმენტების რეალურ დროში გაცვლა-გამოცვლის სისტემა, როგორც Mac-ის ასევე Microsoft-ის მომხმარებლებს შორის SkyDrive, Office Web Apps-ის საშუალებით.

«Ленточный» интерфейс Office for Mac 2011.

«ლენტური» ინტერფეისი

საფოსტო კლიენტის Entourage-ის მაგივრად იქნება  Outlook for Mac. PST ფორმატის მხარდაჭერა უზრუნველყოფს Windows-დან საფოსტო არქივების გადმოტანას. ასევე განახლდება Visual Basic-ის მაკროსების მხარდაჭერა რომელიც წინა ვერსიიდან ამოღებულ იქნა რელიზის PowerPC-დან თანამედროვე არქიტექტურაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

Office for Mac 2011 сможет подключаться к онлайновым службам коллективной работы.

Office for Mac 2011-ში შესაძლებელი იქნება ონლაინ საცავებთან დაკავშირებაც.

მომზადებულია Macworld-ის მატერიალების ბაზაზე.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache