კომპანია Microsoft, შესაძლოა, ერთი წლის განმავლობაში ახალი თაობის სათამაშო კონსოლი წარმოადგინოს, რომელიც შეცვლის Xbox 360–ს, «სტუდია Crytek–ის სანდო წყაროებიდან გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით», იუწყება რესურსი VideoGamer.

იუწყებიან, რომ Crytek–მა უკვე დაიწყო მუშაობა TimeSplitters 4–ზე (შუთერი), რომელიც ახალ MS-კონსოლზე გამოვა. სიახლე დღეისათვის ცნობილია როგორც Xbox 720. მოწყობილობის ტექნიკურ მახასიათებლებზე ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ TimeSplitters 4–ში გამოყენებულიქნება პროგრამული ინტერფეისი DirectX 11 შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოწყობილობა მაღალი წარმადობის ვიდეოქვესისტემას მიიღებს.

ასევე იმის შესახებ, რომ Microsoft–მა დაიწყო ახალ კონსოლზე მუშაობა, ნათქვამია «მომავალი თაობის კონსოლური არქიტექტურის» დამუშავების სპეციალისტების ძიების მარტის განცხადებაში. მაშინ კორპორაცია ეძებდა ექსპერტებს გრაფიკის აპარატული პლატფორმის, აუდიოსისტემის და სხვ. დარგებში.

ვებ–წყაროებს მიაჩნიათ, რომ Xbox 720–ის დებიუტი შესაძლოა Electronic Entertainment Expo–ს (E3) მომავალ ჩვენებაზე შედგეს, რომელიც ლოს–ანჯელესში (ა.შ.შ), 2012 წლის 5–დან 7 ივნისის ჩათვლით, ჩატარდება.

წყარო: VideoGamer

 

მორიგი საინტერესო ინფორმაცია, Е3–ის ღონისძიებიდან, Kinect–ის მფლობელთათვის. დაანონსდა თამაში Raving Rabbids: Alive & Kicking.

პროექტი, მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, Xbox 360 კონსოლებისთვის გამოვა; გამომცემელი — Ubisoft, მწარმოებელი — «უბის» ერთ–ერთი შიდა სტუდია. თამაშის განსაკუთრებულობა — ტექნოლოგია Augmented Reality–სა და Kinect–ის მხარდაჭერა.

Raving Rabbids: Alive & Kicking–ში არ არის არანაირი სიუჟეტური კამპანია, პირდაპირ რომ ვთქვათ ეს არის მინი თამაში. პროექტი პოზიციონირებულია როგორც «საოჯახო გასართობი მეგობრებისთვის და ოჯახის წევრებისთვის». აქედან გამომდინარე, მას აქვს კოოპერატიული რეჟიმის მხარდაჭერა, რომელიც ოთხ ადამიანზე არის გათვლილი. მოსალოდნელია, ასევე, სოცქსელ Facebook–თან ინტეგრაცია.

«გეგონათ, რომ კურდღლები არ არიან სახიფათო და ხელს არ უშლიან ყოველდღიურ ცხოვრებას? — რიტორიკულად კითხულობენ დეველოპერები. — თქვენ ცდებით: კურდღლები ბრაზდებიან და ცდილობენ თავდაყირა დააყენონ თქვენი ცხოვრება».

თამაშის E3-პრეზენტაცია:

წყარო: Eurogamer

 

6 იანვარს, CES 2011-ის გამოფენაზე (6-9 იანვარი, ლას-ვეგასი. ნევადა, აშშ.) Microsoft-ის გენერალურმა დირექტორმა, სტივ ბალმერმა ოფიციალურ გამოსვლაში განაცხადა, რომ Kinect-ის ბაზარზე გამოჩენიდან (2010 წლის ნოემბერი) სამოც დღეში კორპორაციამ, მთელს მსოფლიოში, 8 მლნ მოწყობილობის რეალიზება შეძლო.

ბალმერმა ასევე დაამატა, რომ დღეისათვის სულ 50 მლნ Xbox 360 არის გაყიდული, აქედან 30 მლნ (ყოველ ორ წამში ერთი ახალი წევრი) Xbox Live-ის წევრი გახდა.

წყარო: EricTric

 

ექშენ Steel Battalion Heavy Armor-ის შემდეგ, გამომხემლობა Capcom-მა Tokyo Game Show 2010-ის ჩვენებაზე, რომელიც 16-დან 19 სექტემბრის ჩათვლით ტარდება იაპონიის დედაქალაქში, წარმოადგინა კიდევ სამი პროექტი.

ცნობილი გახდა, რომ სტუდია Ninja Theory მუშაობს Devil May Cry-ის ექშენ-სერიის ახალ ნაწილზე. დღეისათვის თამაში ცნობილია სამუშაო სახელით DMC Devil May Cry. მასში არ არის სერიული ნომერი, რომელიც შემთხვევით არ მომხდარა. «ჩვენ გადავწყვიტეთ მთავარი გმირის, დანტეს, გამომჟღავნება და მთლიანად პროექტისათვის შეიქმნა ახალი დიზაინი », — იუწყებიან მწარმოებლები. თამაში იწერება PS3 და Xbox 360 პლატფორმებისათვის.

თამაშის თრეილერი:

Capcom-ის მორიგი პროექტი — თამაში Asura’s Wrath, რომლის შექმნაზე მუშაობს სტუდია CyberConnect2. პლატფორმების სია იგივეა: PS3 და Xbox 360. შემქმნელები შთაგონებულნი არიან აღმოსავლური მითოლოგიით, რაც აშკარად იგრძნობა თამაშში. თამაშში მოთხრობილია ასურელი ომის ღმერთის აშურას შესახებ. მას კოლეგები გაყიდიან პანთეონში და წაართმევენ ყველა ღვთაებრივ ძალას… ასე ეგონათ მათ. მოკლედ მოთამაშეს მოუწევს შურისძიება…

თამაშის თრეილერი:

…და ბოლო პროექტი, — თამაში Dead Rising 2: Case West. სინამდვილეში, ეს არ არის მთლად თამაში, უფრო ზომბ-ექშენ Dead Rising 2-ის ეპილოგია. ორიგინალი გამოვა PC, PS3 და Xbox 360 პლატფორმებისათვის, ხოლო Case West გამოჩნდება მხოლოდ MS-კონსოლებისათვის. ამ ეპილოგში მომხმარებელს მოუწევს ჩაკი გრინითა (მეორე ნაწილის გმირი) და ფრენკ ვესტით (ცნობილი Dead Rising 1-დან) თამაში. ერთად ისინი გაანადგურებენ გაცოცხლებული მკვდრების არმიას და დამხმარე ხელსაწყოებით (დაწყებული ხერხით, ჰოკეის ხელკეტით დამთავრებული) არ დატოვებენ მათ კვალსაც. შექმნაზე მუშაობს სტუდია Blue Castle Games.

თამაშის თრეილერი:

წყარო Capcom.

 

გამომცემლობა Capcom-მა დააანონსა თამაში teel Battalion Heavy Armor. ეს მოხდა დღეს Tokyo Game Show 2010-ის (16–19 სექტემბერი, იაპონია) თამაშების ჩვენებაზე.

ანონსი საყურადღებოა ყველა ასპექტში. პირველ რიგში, Steel Battalion Heavy Armor გახდება Capcom-ის პირველი თამაში, რომელშიც გამოიყენება MS-კონტროლერი Kinect. მეორე, ეს არის ლეგენდარული საბრძოლო რობოტების სიმულატორის Steel Battalion-ის სეკველი — Xbox კონსოლის დებიუტანტი (2002 წელი). ალბათ გახსოვთ, რომ თამაში უკავშირდებოდა მონსტრ კონტროლერს, რომელიც აღჭურვილი იყო ორი ჯოისტიკით, სამი პედლით, ორმოცი უცნაური ღილაკითა და გადასართავი ბერკეტით.

გაგრძელება, რომელიც გამოვა მხოლოდ Xbox 360-თვის, მუშავდება სტუდია From Software-ში. Kinect-ის მომხმარებლები ამ თამაშში, აუცილებლად, აღმოაჩენენ რაღაც ახალს. მაგალითად: ამ მანიპულატორის საშუალებით აღიქმება მომხმარებლის ყველა მოძრაობა, რის შემდეგაც გადაეცემა თამაშს. სიუჟეტი კი შემდეგნაირია: 2082 წელია, ალტერნატიულ რეალობაში ხალხმა არ იცის, რა არის კომპიუტერი და მაღალი ტექნოლოგია, ამიტომ ყველა ბრძოლაში გამოიყენება საკმაოდ პრიმიტიული საბრძოლო ტექნიკა. თუმცა, არსებობს ერთი საშუალება, რომელსაც შეუძლია გამარჯვების მოტანა , — ვერტიკალური ტანკი (ჩათვალე: რობოტი). რისი მართვაც მოუწევს მოხმარებელს საკუთარი სხეულის გამოყენებით (ეს ხომ Kinect-ა).

თამაში თრეილერი:

წყარო Capcom.

 

Microsoft – მა უარყო Xbox – ის მართველის Aaron Greenberg – ის განცხადება იმის შესახებ რომ პროექტი Milo & Kate მხოლოდ დემონსტრაციაა.

გრინბერგმა განაცხადა რომ ეს პროექტი მხოლოდ ტექნიკური დემოა, შექმნილი სტუდია Lionhead – ის მიერ Kinect – ის პოპულარიზაციისთვის. “ეს არ არის თამაში და ჩვენ არ ვაპირებთ მის გასაყიდად გამოტანას” – განაცხადა ხელმძღვანელმა.

როგორც აღმოჩნდა აარონ გრინბერგს არასწორად ესმოდა MS – პოლიტიკამ ამიტომ ამას მოყვა სრულიად საწინააღმდეგო განცხადებები Microsoft – ის მხრიდან.

” პროექტი Milo არავის გაუუქმებია, მისი დამუშავება გრძელდება სტუდია Lionhead – ის მიერ, — დაწერა აარონ გრინბერგმა თავის Twitter-ბლოგზე.— მე მხედველობაში მქონდა რომ ეს თამაში ამ წელს არ გამოვიდოდა და არა ამ პროექტის მთლიანად უარყოფა. Lionhead Studios ყოველთვის იყო ინოვატორი, და ახალი თამაშიც ამის დამადასტურებელია”.

თამაშის სიუჟეტი ჯერ-ჯერობით არ ხმაურდება. ამ დროისთვის ცნობილია ის რომ მანიპულატორი Kinect მოგვცემს საშუალებას პერსონაჟებთან უშუალო ურთიერთმოქმედების, ვირტუალური ნივთებით და გარემოცვით მეტიც შესაძლებელია ნივთების “გადაცემა” რეალური სამყაროდან ვირტუალურში.

გამოყენებულია Eurogamer – ის მასალები.

 

2E7C7BE2-8E73-4598-AB8E-DD133BFF400F.jpg

მოკლედ, რომ ვთქვათ არავისთვის სიახლე არ იყო კოდური სახელწოდება “Project Natal” რომელიც წლების განმავლობაში ყალიბდებოდა და შედგა როგორც Microsoft-ის Kinnect. მოკლედ ყველაფერი რაც მაიკროსოფტმა ჩადო ამ პროექტში შესანიშნავად გაკეთდა და ღირსეულად წარსდგა ახალი კონტროლერი ახალ კონსოლთან ერთად პუბლიკის წინაშე.

Kinect მოიცავს მოძრაობის რამოდენიმე დეტექტორს, რომლის მეშვეობითაც აგებს საკმაოდ ზუსტსა და ადვილად დათვლად 3D ინფორმაციას ოთახის პირობებში. არის ფერადი კამერა სურათების გადასაღებად, სახეების ამოსაცნობად და ა. შ, მაგრამ ნამდვილი საოცრება ხდება მონაოქრომატული CMOS კამერის სენსორის საშუალებით რომელიც შეწყვილებულია ინფრაწითელ ბლასტერთან. Microsoft-ში ამას “სიღრმის სენსორს” უწოდებენ, სწორედ ამ სურათის განათება და ჩრდილი გადის ანალიზს, რომ კონსოლმა ააგოს გარშემო ობიექტების 3D რუკა. ასევე არის მრავალ მიმართულებიანი მიკროფონების მასივი რომელიც ადგენს ხმის წყაროს და არ უშვებს ხმაურსა და ხელის შემშლელ ნებისმიერ ხმას.

11B332B6-35BF-4419-8E96-F2A0B4731AF8.jpg

ეს ყველაფერი მოტორიზებულ მბრუნავ ბაზაზეა დამაგრებული. Microsoft-ს არ გამოუქვეყნებია მოტორის პარამეტრები და სხვა დეტალები თუმცა Kinect-ს შეუძლია წარმატებით ადევნოს თვალყური მოთამაშის გადაადგილებას ოთახში.

Microsoft-მა არ იზრუნა იმაზე, რომ Kinect-ს ჰქონოდა მისივე დამოუკიდებელი პროცესორი, ამიტომაც სისტემის მუშაობისას XBOX 360-ის პროცესორზე 10-15%-ით მეტი დატვირთვა მოდის ზოგადად.

მოკლედ დანარჩენი დეტალების ნახვა შესანიშნავად შეიძლება Engadget-ის მიერ გამოქვეყენბულ ვიდეო რგოლში.

ასევე მინდა შემოგთავაზოთ Kinect-თვის დღეისათვის დაანონსებული თამაშების სია:

Zumba Fitness
Game Party in Motion
Motionsports
Kinect Adventures
The Biggest Loser: Ultimate Workout
Kinect Joyride
Kinect Sports
Adrenalin Misfits
Deca Sports Collection
Dance Central
Dance Masters
Sonic Free Riders
Kinectimals
EA Sports Active 2.0
Your Shape: Fitness Evolved

აღსანიშნავია რომ Kinect გამოვა 4 ნოემბერს და მისი შეძენა 150$-ის ფარგლებში იქნება შესაძლებელი.

 

კომპანია Microsoft-მა ოფიციალურად დაარქვა Project Natal–ის ახალი სახელი Kinect. ასევე ცნობილია, რომ მრავალ თამაშს ექნება Kinect-ის მხარდაჭერა (მაგალითად Fable 3).

მოწყობილობა გაყიდვაში გამოვა 2010 წლის ნოემბერში.

პროექტის ოფიციალური გვერდი >> (ვიდეოები, ფოტოები და პრესმასალები პროექტის შესახებ).

შეძლებს კი Kinect რევოლუციას ვიდეოთამაშების ინდუსტრიაში?

დამატებითი ინფორმაცია:

Kinectimals

ამ თამაშში თქვენ შეგიძლიათ ითამაშოთ ცხოველებით.

Joyride

მანქანების რბოლა, რომლის მართვაც შეიძლება კონტროლერის გარეშე.

Kinect Sports

კრივი, ბოულინგი, პლაჟის ფრენბურთი, მძლეოსნობა, ფეხბურთი და მაგიდის ჩოგბურთი.

Kinect Adventures

რაფტინგი მეგობრებთან ერთად.

Dance Central

ცეკვები.

ასევე Kinect XBOX 360–ში დაამატებს ვიდეოჩატს, ჟესტების საფუძველზე, მომხმარებლები არამხოლოდ ურთიერთობენ ერთმანეთში, არამედ ცვლიან ერთმანეთის ფოტოებს.

ცნობილია, რომ ვიდეო თამაშს Star Wars–ს ექნება Kinnect–ის მხარდაჭერა, ასევე იოგის სავარჯიშო ტრენაჟორს.

გარდა ამისა ერთერთმა იტალიურმა საიტმა გაავრცელა ჭორი XBOX 360 Slim–ის გამოსვლის შესახებ.

 

Natal позволит управлять происходящим на экране, размахивая ногами и руками.

კორპორაცია Microsoft–მა დაასახელა თარიღი ინოვაციური სისტემის Natal–ის მართვა Xbox 360–თვის: მოვლენა რომელსაც ეწოდა «მსოფლიო პრემიერა», შედგება 13 ივნისს.

Natal-ის აქვს სპეციალური პანელი, რომელიც აღჭურვილია კამერით, მანძილის სენსორით, მიკროფონით და ცენტრალური პროცესორით.

სიახლეს შეუძლია, მოთამაშის სხეულის მდგომარების თვალთვალი სამგანზომილებიან სივრცეში, სისტემა ცნობს მის ვიზუალურ და ხმოვან ბრძანებებს და იძლევა მოვლენების მართვის შესაძლებლობას ეკრანზე, ტრადიციული გეიმფადის გარეშე.

სავარაუდოდ, 13 ივნისს ნაჩვენები იქნება მზა სისტემა Natal და თამაშები მისი მხარდაჭრით.

შემდეგ დღეს «მაიკროსოფტი» ჩაატარებს ბრიფინგს, რომელზეც, როგორც მოსალოდნელია, დასახელდება Natal–ის ღირებულება და გაყიდვაში გამოსვლის თარიღი.

შესაბამისად, Natal–ის მსოფლიო პრემიერა  შედგება —Electronic Entertainment Expo 2010 (Е3)–ზე, რომელიც ჩატარდება ლოს–ანჯელესში (კალიფორნია, აშშ) 15დან 17 ივნისამდე.

ექსპერტების შეფასებით, Natal–ის ღირებულება შეადგენს 70–80 დოლარს.

გამოყენებულია Gamasutra–ის მასალები.

© 2011 HI-TECH Suffusion theme by Sayontan Sinha

Social Widgets powered by AB-WebLog.com.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache