May 142012
 

როგორც იქნა გამოვიდა Galaxy Note-ის ანდროიდის უახლეს ვერსიამდე განახლება, როგორც ჩვენს წინა პოსტში ვიტყობინებოდით მან მიიღო Premium Suite-ის სრული განახლებული პაკეტი და Android 4.0.4 ვერსიის საბაზისო ფუნქციონალი. რა თქმა უნდა უკვე განვაახლე ჩემი Note და მინდა აღვნიშნო, რომ მოწყობილობა გაცილებით უფრო სწრაფად მუშაობს, საგრძნობლად არის გაუმჯობესებული გრაფიკული შესაძლებლობები და სტილუსით მუშაობა უფრო კომფორტულია ვიდრე წინა ვერსიებში.

განახლების მისაღებად შედით პარამეტრებში>ტელეფონის შესახებ>პროგრამის განახლება

ხოლო root-ის მფლობელებმა (გამოცდილმა მომხმარებლებმა) შეგიძლიათ განაახლოთ შემდეგი ბმულიდან http://forum.xda-developers.com/showthread.php?t=1646088

May 072012
 

სმარტფონი Samsung Galaxy S III, რომლის გარშემოც იყო უამრავი საუბრები, ჭორები და ინფორმაციის გაჭონვები, წუხელ იქნა ოფიციალურად წარმოდგენილი ლონდონში. როგორც პრეზენტაციიდან გავიგეთ ეს აღმოჩნდა სენსორული მონობლოკი ერთი აპარატული ღილაკით და ორი სენსორით ეკრანის ქვეშ (რაც Samsung-ის გუგლოფონებისთვის ჩვეულებრივი ამბავია) Super AMOLED ეკრანის დიაგონიალი 4,8 დიუმს შეადგენს და მისი გარჩევადობა HD 720p ანუ 1280×720 წერტილია. კამერის მატრიცა 8 მეგაპიქსელიანია და ეს ყველაფერი იმართება Android 4.0 ოპ. სისტემით. სმარტფონის გამოთვლით სიმძლავრეს უზრუნველყოფს ოთხ ბირთვიანი Samsung Exynos პროცესორი.

Samsung Galaxy S III გამოირჩევა მთელი რიგი ჭკვიანური დეტალებით, რომელიც მომართულია მომხმარებელთან ურთიერთობის გაუმჯობესებისაკენ. მასში რეალიზებულია ფუნქცია S-Voice, რომელიც არის ხმოვანი მართვის სისტემა.კიდევ ერთი საინტერესო ფუნქცია არის Smart stay. რომლის დახმარებითაც 2-მეგაპიქსელია წინა კამერა უთვალთვალებს მომხმარებელს და განსაზღვრავს თუ როდის კითხულობს ის წიგნს ან ათვალიერებს ვებ-გვერს. ამ მომენტში ეკრანის განათებულობა ერთ დონეზე ნარჩუნდება, იმიტომ, რომ არ გადაიღალოს თვალები.მესამე გალაქტიკას აქვს კიდევ რამოდენიმე პროგრამული ფუნქცია: თუ ვკითხულობთ SMS შეტყობინებას ან ვუგზავნით ვინმეს საკმარისია ტელეფონი ყურთან მივიტანოთ, რომ ავტომატურად განხორციელდეს ზარი. საკმარისია ტელეფონი ავიღოთ ხელში, სისტემა ვიბრაციის საშუალებით შეგვატყობინებს გამოტოვებული მოვლენებსი შესახებ.

S Beam ფუნქცია (Google-ის ცნობილი Android beam ტექნოლოგიის განვითარებული ვარიანტი) საშუალებას იძლევა გავაზიაროთ მულტიმედიური კონტენტი ერთი სმარტფონიდან მეორეზე უბრალო შეხებით. ფუნქცია Buddy photo share-ს შეუძლია ფოტოგრაფიების ავტომატური გაგზავნა, მათთან ვინც კადრში მოხვდა AllShare Cast-ის საშუალებით და ფაილების გაზიარება AllShare Play-თი. ეკრანზე გამოსახული კადრი შეიძლება გამოვიტანოთ რამოდენიმე კომპიუტერზე, რომლებიც ერთსა და იმავე Wi-Fi ქსელშია.სმარტფონის ორივე კამერას შეუძლია ჩაიწეროს მაღალი ხარისხის ვიდეო. უმთავრესი კამერა გამოირჩევა ფოტოგრაფირების სისწრაფით. მასე მიყოლებით 20 კადრის გადაღება შუძლია. ამისთანა სერიის შემდეგ მომხმარებელს შულია აარჩიოს საუკეთესო კადრი და წაშალოს სხვა დანარჩენი. აპარატში არის NFC კავშირის მოდულია და Wi-Fi Channel Bondig რითაც აორმაგებს ქსელში ინფორმაციის გატარების სიჩქარეს.

 

საინტერესოა ისიც, რომ პრეზენტაციაზე დადასრურდა მარტში გავრცელებული ხმა იმის შესახებ, რომ სმარტფონსე ქნებოდა უმავთულო დამუხტვის საშუალება.

სმარტფონის ტექნიკური მონაცემები:

ოპ სისტემა: Android 4.0  Touchwiz Nature UX გარსით
ეკრანი: 4,8”, 1280х720, Super Amoled, Pentileპროცესორი: Samsung Exynos 4 Quadოპერატიული მეხსიერება: 1 გბ
მეხსიერება: 16/32/64 გბ + MicrosD + 50 გბ  Dropbox-ზეკამერა: 8 მეგაპიქსელი, ავტოფოკუსი, ფლეშ განათება, BSI, ვიდეოს ჩაწერა 1080pვებ კამერა: 1,9 მეგაპიქსელი, HD-ვიდეო ს ჩაწერა  30 კადრი წამში სიხშირით.კავში: 2G/3G/4G, Wi-Fi, Bluetooth 4.0, NFCნავიგაცია: GPS/ГЛОНАССსენსორები: პროგრამები, განათება, მიახლოება, გიროკომპასი, ბარომეტრი, ციფრული კომპასი.აკუმულატორი: 2100 მილიამპერი საათშიზომები: 136,6 x 70,6 x 8,6 მმწონა: 133г

ასევე მინდა შემოგთავაზოთ ვიდეო რგოლები:

YouTube Preview Image YouTube Preview Image

აქვე იხილეთ Samsung Unpacked 2012 live-ის ვიდეოჩანაწერი:

YouTube Preview Image

წყაროები: SamsungThe Verge.

May 032012
 

BlackBerry World 2012-ის სცენაზე გამოვიდა RIM-ის გენერალური დირექტორი და პრეზიდენტი ტორსენ ჰეინსი (Thorsten Heins), რომელმაც გარდა იმისა, რომ მოახდინა RIM-ის ახალი მობილური პლატფორმის ელემენტების დემონსტრირება, ასევე აჩვენა მსოფლიოს, რომ კომპანია ჯერჯერობით არ აპირებს დანებებას. RIM თავის იმედებს ამყარებს BlackBerry 10-ზე სრულიად ახალ პლატფორმაზე, რომელიც არის კონცენტრირებული ვირტუალურ კლავიატურაზე და უარს ამბობს ფიზიკურ კლავიატურის მემკვიდრეობაზე და BlackBerry 7-ზე. ყველასთვის გასაგებია, რომ ეს არის კომპანიის მობილურ ბაზარზე დარჩენის უკანასკნელი შანსი, RIM როგორც გამოიყენებს ამ შანს ის წარიმართება მისი მომავალი საბოლოო ჯამში. 

„მე აქ ვარ იმიტომ, რომ მე მჯერა იმ უნიკალური ფასეულობების, რასაც BlackBerry ყოველდღიურად სთავაზობს ჩვენს კლიენტებს“, — განაცხადა ტორსენ ჰეინნსმა. მან ისაუბრა RIM-ის პლატფორმის მთილან გადატვირთვაზე, რომელიც „გადავა შემდეგ დონეზე და იქნება უნიკალური. კომპანიის მიერ წარმოდგენილ BlackBerry 10 Dev Alpha-ს არ აქვს ფიზიკური კლავიატურა, რომელიც ყოველთვის მათი სავიზიტო ბარათი იყო . თუ ის არ იქნება რატომ გამოიყენებენ RIM-ის მოწყობილობებს მისი ფანები? და რა აიძულებს სხვა პლატფორმის მომხარებლებს გადავიდნენ BlackBerry-ის ტელეფონებზე?

აშკარაა, რომ პასუხი ამ კითხვებზე იმალება აპლიკაციებში. RIM-მა სცადა გაეკეთებინა საუკეთესო ჩაშენებული პროგრამები მოწყობილობისთვის — პრეზენტაციაზე ნაჩვენები იყო მშვენიერი პროგრამული კლავიატურა და მოულდნელად ინოვაციური აპლიკაცია ფოტოკამერისთვის.

კომპანია საბოლოოდ არ გამორიცხავს ფიზიკურ კლავიატურას, თუმცა როდესაც მთავარი მოწყობილობა გამოდის მის გარეშე, ნათელი ხდება, რომ მიმდინარეობს ცვლილებები. ახალი პლატფორმა იმედის მომცემია. ახალი ინტერფეისი Flow იყენებს ჟესტებს, რაც იძლევა სწრაფი გადაადგილების საშუალებას დოკუმენტბის აპლიაკციებსა და ეკრანის აპლიკაციებს შორის. თითის სწარფი დაჭერით ეკრანზე გამოდის არჩეული პანელი. დემონსტრაციის დროს ყველაფერი მუშაობდა ხარისხიანად შეფერხებების გარეშე.

კომპანიის არსებული ვირტუალური კლავიატურა, რომელიც ნაცნობია BlackBerry Storm-ის მომხარებლებისთვის, მიიღებს პროგრამულ განახლებას დამატებითი კლავიატურის სახით. RIM-ის პროგრამული პორტფელიოს უფროსმა ვივეკ ბარდავაიმ განაცხადა, რომ ეს კლავიატურა იმახსოვერბს, როგორ ბეჭდავს მასზე მომხარებელი და ეწყობა მისი ბეჭდვის სტილს. მაგალითად, იმისთვის, რომ  შემთხვევით არ დააჭირო ღილკა I-ს O-ს მაგივრად.

ვირტუალური კლავიატურა ბევრ რამეში დამოკიდებულია ჟესტებზე. თუ ეკრანს ჩქარა შემოვაბრუნებთ ქვევით, მოწყობილობაზე გამოჩნდება სიმბოლოები და ციფრები. ხოლო ინტელექტურალური ტექსტური ტექნოლოგია გვთავაზობს სიტყვებს, რომლის განთავსებაც შესაძლებელია შეტყობინებაში. ბეჭდვის პროცესი ის სასიამოვნოდ გამოიყურება, რომ შესაძლებელია RIM-ის მომხმარებლება მალე დაივიწყონ ფიზიკური კლავიატურა, რომელიც უკვე დიდი ხანია შეიყვარეს.

ბოლოს დემონსტირერბული იყო BlackBerry 10-ის კამერის ფუნქციონალი. როდესაც კამერა ჩართულია, ის იმახსოვრებს ყველაფერს რასაც ხედავს. შესაბამისად, თუ ვინმემ გადაღების დროს დახუჭა თვალები, დროის წინა ან უკანა გადაწევის მეშევეობით, შესაძლებლია გადაღების დროს იდეალური მომენტის პოვნა, როდესაც ადამიანს თვალები გახელილი ჰქონდა. ცვილებების შეტანა შესაძლებელია სურათის არჩეულ მონაკვეთზე ისე, რომ სხვა ადგილბი დარჩება ხელშეუხებელი.

როგორც მოსალდნელია, BlackBerry 10 გამოვა შემოდგომაზე ახალ მოწყობილობზე, რომლებიც ოპტიმიზირებული იქნება პლატფორმასთან. დემონსტრაციამ აჩვენა, რომ პლატფორმას აშკარად აქვს პოტენციალი. თუ RIM შეძლებს დეველოპერების ყურადღების მიქცევას, სავარუდოდ ის დაბრუნდება ბაზარზე. თუნდაც ინოვაციური ტექნოლოგიების კუთხით. მთავარია შეურთდებიან თუ არა მომხარებლები RIM-ის ახალ პლატფორმას.

YouTube Preview Image
Apr 302012
 

ფიჭურ აპარატებზე მაღალი მოთხოვნის გამო, Samsung–ის ფინანსური მაჩვენებელი სწრაფი ტემპებით იზრდება.

2012 წლის პირველ კვარტალში, სამხრეთ კორეულმა მწარმოებელმა $40,0 მლრდ–ის შემოსავალი მიიღო, რაც 2011 წლის იმავე პერიოდის რეზულტატთან შედარებით 22%–ით მეტია. გარდა ამისა, თითქმის 81%–ით გაიზარდა სუფთა მოგება და რეკორდულ მაჩვენებელს, $4,5 მლრდ–ს მიაღწია.

სამი თვის განმავლობაში კომპანიამ 93,5 მლნ სმარტფონის და ტელეფონის რეალიზება მოახერხა, შედეგად უმსხვილესი ფინური მწარმოებელი, Nokia, 83 მლნ გაყიდული ფიჭურა აპარატით, რიგით მეორე ადგილზე გადაბარგდა.

Samsung–ში აღნიშნავენ, რომ მობილური ტელეფონების განყოფილების მოგება პრაქტიკულად გასამმაგდა და $3,8 მლრდ–ს მიაღწია. საერთო ჯამში რეალიზებული „ყურმილებიდან“, კომუნიკატორების წილი 4,5 მლნ ერთეულს შეადგენს. დღეისათვის „სამსუნგი“ „ჭკვიანი ტელეფონების“ მსოფლიო ბაზრის 30,6%–ს აკონტროლებს.

წყარო: Reuters

Apr 282012
 

კომპანია LG Electronics-მა ევროპულ ბაზარზე დააანონსა «გუგლფონი» Optimus True HD LTE (მოდელი P936) მეოთხე თაობის მობილური ქსელების მხარდაჭერით.

მობილურ აპარატს გააჩნია 4,5-დიუმიანი დისპლეი IPS-მატრიცით; ეკრანის გარჩევადობა — 720×1280 წერტილი (ფორმატი 720p). არის ორი კამრა: 1,3-მეგაპიქსელიანი წინა და მთავარი კამერა 8-მეგაპიქსელიანი მატრიცით, რომელსაც აქვს მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერის შესალებლობის მხარდაჭერა.

სმარტფონი აღჭურვილია 1,5-გიგაჰერციანი პროცესორით ორი გამომთვლელი ბირთვით, 1 გბ ოპერატიული მეხსიერებით, უკაბელო კავშირის Wi-Fi და Bluetooth ადაპტერებით და ასევე სტანდარტული სენსორების კრებულით.

ოპ. სისტემა — Android 2.3 Gingerbread; მოგვიანებით ხელმისაწვდომი იქნება განახლება Android 4.0-მდე (Ice Cream Sandwich).

პირველად სიახლე გამოჩნდება გერმანიის ბაზარზე; ხოლო შემდეგ დაიწყება გაყიდვები სხვა ქვეყნებშიც. ინფორმაცია მოწყობილობის ღირებულების შესახებ, ჯერჯერობით უცნობია.

 

წყარო: SlashGear

Apr 272012
 

პლანშეტების და კომუნიკატორების ოპ. სისტემების ბაზარზე გამოჩნდება ახალი მოთამაშე, Mozilla-ს საზოგადოებამ  განაცხადება, რომ 2012 წლის დასარულს ან 2013 წლის დასაწყისში გამოვა პირველი მოწყობილობები Boot to Gecko-ს აპარატულ პლატფორმაზე. მობილური OS-ში მოთავსებულია Gecko ძრავი, რომელიც გამოიყენება კერძოდ ბრაუზერ Firefox-ში. პლატფორმა მიიღებს საკუთარ ინტერფეისს Web API, რომელსაც გააჩნია სტანდარტული ტელეფონის ფუნქციების მხარდაჭერა: ზარები, SMS, უკაბელო Bluetooth-კავშირი, NFC და ა.შ. მოსალოდნელია, რომ ოპ. სისტემა მჭიდროდ იქნება ინტგერირებული ვებ-აპლიკაცეიბთან დაინტერნეტ-სერვისებთან.

აღმასრულები დირექტორის გარი კოვაჩის (Gary Kovacs) სიტყვებით, სმარტფონები Boot to Gecko-ის ბაზაზე შემოთავზებული იქნება ხელმისაწვდომ ფასად, რაც ხელს შეუწყობს OS-ის პოპულარიზაციას. პირველი აპარატები Mozilla -ს ოპ. სისტემის მართვის ქვეშ წარმოდგენილი იქნება ბრაზილიაში, ხოლო მათი გავრცელებით დაკავდება ოპერატორი Telefonica Vivo. კომუნიკატორის ტექნიკური მახასიათებლები, ჯერჯერობით უცნობია.

YouTube Preview Image

წყარო: TechRadar

Apr 232012
 

წარმოდგენილია, Samsung Galaxy S III-ის ნიმუში, რომლის ანონსიც შედგება 3 მაისს ლონდონში. ჭორების თანახმად, კორპუსი, რომელიც გააჩნია მოწყობილობას, დროებითია და მას შეცვლიან ანონსამდე. რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებლს საკამოდ მძლავრად გამოიყურება და სავრაუდოდ არ შეიცვლება:

CPU: Samsung Exynos Quad-Core, 1.4 GHZ
GPU: Mali-400
RAM: 1 GB
ROM: 16 GB
Battery: 2050 მა/სთ

სლოტი მეხსიერების ბარათისთვის, NFC-მიკრო-ჩიპი და ა.შ. ეკრანი — 4.6″, SuperAMOLED+ HD (1280×720).

YouTube Preview Image

წყარო: viddler

Apr 182012
 

Samsung-ის  5.3 დიუმიანი GALAXY Note სმარტფონი, რომელის გაყიდვებმაც მოლოდინს გადააჭარბა, მალე მიიღებს Ice Cream Sandwich-ზე განახლებას. კომპანიამ აჩვენა ამ პროდუქტის განახლებაში შემავალი ფუნქციონალი ვიდეო რგოლის სახით, რომელზეც მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება.

YouTube Preview Image
Apr 182012
 

შეგიძლიათ დაივიწყოთ ყველა ჭორი და ყალბი სურათები და მოსაწვევები, რადგან Samsung Mobile-მა უკვე გაუგზავნა ბრიტანეთის პრესას მოსაწვევები 3 მაისს დაგეგმილ “Samsung Unpacked” ღონისძიებაზე. გზავნილი შემდეგნაირია “მოდით და შეხვდით შემდეგ Galaxy-ს”. ასევე ცნობილი გახდა, რომ იქნება ამ ღონიძიების ლაივ სტრიმინგი 11 საათზე თბილისის დროით Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

წყარო: SlashGear

Apr 132012
 

ფინური კომპანია Nokia უკვე აღარ გახლავთ მსოფლიოს უდიდესი მოთამაშე, მობილური აპარატების ბაზარზე. 14 წლის მანძილზე, კომპანიამ პირველად დათმო მოწინავე პოზიცია, რითაც პირველობა სამხრეთკორეულ მწარმოებელ Samsung-ს დაუთმო.

წინასწარი შეფასებით, 2012 წლის პირველ კვარტალში, Nokia, 83 მილიონი მობილური ტელეფონი და სმარტფონი გაყიდა. ამავდროულად Samsung-ის გაყიდვებმა 88 მილიონი ერთეული შეადგინა.

1998 წელს, Nokia  გახდა მობილური აპარატების უმსხვილესი მწარმოებელი, ამით მან ამერიკული კომპანია Motorola უკან ჩამოიტოვა. წლების მანძილზე ფინური გიგანტი, ბაზარზე ლიდერობას არ თმობდა, ბიუჯეტური მობილური აპარატების დიდი მოთხონის გამო, თუმცა კი კომპანიის გაყიდვები სტაბილურად მცირდებოდა, რამაც ხელი შეუწყო მის კონკურენტ კომპანიებს.

სმარტფონების სეგმენტში Nokia, უკვე რამოდენიმე კვარტალია პირველი აღარ არის. გასულ წელს, კომპანიის მიერ წარმოებულ  აპარატებზე მოთხოვნა 25%-ით (106,6 მილიონიდან 77,3 მილიონ ერთეულამდე) შემცირდა. საგრძნობი ცვლილებები, არც ახალი სმარტფონების გამოსვლის შემდეგ მომხდარა, რომლებიც აღჭურვილი არიან Windows Phone-ის ოპერაციული სისტემით. ამ მომენტისთვის, სმარტფონების უმსხვილეს მომწოდებლებელთა სიაში, Nokia მესამე ადგილს იკავებს (Samsung-ისა და Apple-ის შემდგომ).

მიმდინარე ოთხშაბათს, Nokia გააფრთხილა საკუთარი ინვესტორები, იმის შესახებ, რომ პირველი და მეორე კვარტლების მიხედვით, კომპანიის მობილური აპარატების დანაყოფი, დანაკარგს აჩვენებს. 2012 წლის განვმალობაში, კომპანიის გადაწყვეტილებით, ევროპაში ტელეფონების აწყობა შეწყდება და მას აზიაში გადაიტანენ. ეს გადაწყვეტილება მიღებულია დანახარჯების შემცირების მიზნით, რადგან კომპანიის მთავარი მომწოდებლები, აზიის რეგიონში არიან კონცენტრირებულნი.

წყარო: reuters.com

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache