Oct 092011
 

კომპანია HTC მიმდინარე კვარტალში დაიწყებს კომუნიკატორის Sensation XL-ის გაყიდვებს, რომელიც არის Android 2.3.5 (Gingerbread) ვერსიის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ საფირმო სამომხმარებლო ინტერფეისით Sense 3.5 UI.

სიახლე — ერთბირთვიან პროცესორზე Qualcomm Snapdragon MSM 8255 ტაქტური სიხშირით 1,5 გჰც. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 768 მბ-ს; ხოლო ჩაშენებული ფლეშ-მეხსიერების მოცულობა — 16 გბ. 4,7-დიუმიანი სენსორული დისპლეი დაცულია Gorilla Glass-ის მინით; ეკრანის გარჩევადობა — 480×800 წერტილი.

მთავარ კამერას გააჩნია 8-მეგაპიქსელიანი მატრიცა და ორმაგი შუქდიოდური გაელვება, მხარდაჭერილია ვიდოეს ჩაწერა 720р ფორმატში; ასევე არის 1,3-მეგაპიქსელიანი კამერა ვიდეოზარებისთვის. აპარატის სხვა მახასიათებლებია ასეთია: Wi-Fi (802.11b/g/n) და Bluetooth 3.0 ადაპტერები, GPS-მიმღები, FM-ტუნერი, აქსელერომეტრი, MicroUSB, MicroSD სლოტი და აკუმულატორული ელემენტი მოცულობით 1 600 მა/სთ.

სმარტფონი აღჭურვილია მაღალხარისხიანი აუდიოსისტემით Beats Audio; კომპლექტში შედის ყურსასმენები. კორპუსის სისქე — 9,9 მმ; მხარდაჭერილია HSDPA მობილურ ქსელებში მუშაობა. Sensation XL-ის ღირებულება, ჯერჯერობით უცნობია.

წყარო: TechConnect Magazine

 

 

Oct 042011
 

ვებ-წყაროებზე დაყრდნობით, კომპანია HTC უახლოეს მომავალში წარმოადგენს კომუნიკატორს Sensation Special Edition-ს, ეს არის პრემიუმ-კლასის აპარატის Sensation-ის გაუმჯობესებული ვარიანტი.

არსებული ინფორმაციით, სმარტფონს ექნება ორბირთვიანი პროცესორი Qualcomm Snapdragon MSM8260 ტაქტური სიხშირით 1,5 გჰც. ჩვეულებრივი Sensation იყენებს 1,2-გიგაჰერციან ჩიპს. ოთხჯერ გაიზრდება ჩაშენებული ფლეშ-მეხსიერების მოცულობა — 1-დან 4 გბ-მდე, ხოლო აკუმულატორული ელემენტის მოცულობა  1 520-დან 1 730 მა/სთ-მდე.

Sensation Special Edition-ის კომპლექტში შევა მაღალხარისხიანი ყურსასმენები მართვის პულტით. «ჭკვიანი ფოუნის» ღირებულება იქნება, დაახლოვებით 850 დოლარი.

ხოლო აპარატის სხვა ტექნიკური მახასიათბლები არ შეცვლილა: 4,3-დიუმიანი სენსორული დისპლეი გარჩევადობით  qHD (540×960 წერტილი), 768 მბ ოპერატიული მეხსიერება, კამერა 8-მეგაპიქსელიანი მატრიცით და ორმაგი შუქდიოდური გაელვებით (მხარდაჭერილია მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერა 1080p ფორმატში), GPS მიმღები, Bluetooth 3.0 და Wi-Fi (IEEE 802.11b/g/n) ადაპტერები, გიროსკოპი, აქსელერომეტრი, ციფრული კომპასი და ასევე, სიახლოვის და განათების სენსორები.

გამოყენებულია IntoMobile-ის მასალები.

Sep 222011
 

htc-ის პრეზიდენტი და გენრალური დირექტორი peter chous

ვებ-წყაროებზე დაყრდნობით, ცნობილია «გუგლფონის» Runnymede-ის მახასიათბლები, რომელსაც, კომპანია HTC  წარმოადგენს შემოდგომის ბოლომდე.

გვატყობინებენ, რომ აპარატში მოთავსებულია 1,5-გიგაჰერციანი პროცესორი Qualcomm Snapdragon MSM8255 ერთი ბირთვით. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 768 მბ-ს; პროგრამული პლატფორმა — Android 2.3.4, დამატებითი საფირმო სამომხმარებლო ინტერფეისით Sense 3.5.

სავარაუდოდ, სმარტფონს ექნება 1,3-მეგაპიქსელიანი წინა კამერა და მთავარი კამერა 8-მეგაპიქსელიანი მატრიცით, შუქდიოდური გაელვებით და ვიდეოს ჩაწერის ფუნქცია  720р ფორმატში სიჩქარით 60 კადრი წამში. სენსორული დისპლეის დიაგონალი — 4,7 დიუმი; ხოლო მისი გარჩევადობა  — 800×480 წერტილი. ასევე ნახსენებია, ორი მიკროფონი, Wi-Fi და მაღალ ხარისხიანი აუდიოსისტემა Beats Audio.

Runnymede გამოვა 16 და 32 გბ-ანი ინტეგრირებული ფლეშ-მეხსიერებით; მათ ღირებულება  — 840 და 890 დოლარი, მოდიფიკაციის შესაბამისად.

გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

Jul 042011
 

ინტერნეტში გამოჩნდა ინფორმაცია, HTC-ის მძლავრ სმარტფონზე Eternity-ზე, რომელიც არის Windows Phone 7.1-ის (Mango) პროგრამულ პლატფორმაზე.

სიახლეს გააჩნია, 4,7-დიუმიანი სენსორული დისპლეი Super LCD (გარჩევადობა — 480×800 წერტილი).

აპარატს აქვს, 1,5-გიგაჰერციანი პროცესორი Qualcomm.

Eternity-, არსებული ინფორმაციით აღჭურვილია, 512 მბ-ანი ოპერატიული მეხსიერებით და 16 გბ-ანი ფლეშ-მეხსიერებით. გათვალისწინებულია ორი კამერა: წინა 1,3-მეგაპიქსელიანი ვიდეოზარებისთვის და მთავარი 8-მეგაპიქსელიანი ორმაგიშუქდიოდური გაელვებით და HD-ვიდეოს ჩაწერის შესაძლებლობით 720р ფორმატში.

სმარტფონს, ასევე აქვს, Wi-Fi (802.11b/g/n) და Bluetooth 2.1 ადაპტერები, GPS-მიმღები, ორიენტაციის სენსორი, FM-ტუნერი და აკუმულატორი მოცულობით 1 650 მა/სთ.

Eternity-ის ზომები — 130,6×70,6×9,9 მმ, წონა — 170 გ. ანონსი, სავარაუდოდ, შედგება შემოდგომაზე.

გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

Jun 292011
 

ივლისში ოპერატორი T-Mobile USA იწყებს მძლავრი სმარტფონის myTouch 4G Slide-ის გაყიდვებს, რომელსაც აქვს მეოთხე თაობის მობილურ ქსელებში მუშაობის მხარდაჭერა.

სიახლის აპარატული ფუძე — Qualcomm Snapdragon-ის ორბირთვიანი პროცესორი ტაქტური სიხშირით 1,2 გჰც; ოპერაციული სისტემა — Android 2.3 საფირმო ინტერფეისით Sense 3.0. აპარატი შესრულებულია «გვერდული სლაიდერის» ფორფაქტორზე, აღჭურვილია გამოსაწევი QWERTY-კლავიატურით და 3,7-დიუმიანი სენსორული დისპლეით (გარჩევადობა — 800×480 წერტილი).

T-Mobile-ის განცხადებით, აპარატს, გააჩნია ყველა სამრტფონზე მძლავარი ფოტოკამერის ფუნქციონალი. ჩაშენებული 8-მეგაპიქსელიანი კამერა ორმაგი შუქდიოდური გელვებით იძლევა, მაღალხარსიხიანი სურათების გადაღების და HD-ვიდეოს ჩაწერის საშუალებას 1080p ფორმატში. არის კომპლექტური და პანაორამული გადაღების რეჟიმი, ხოლო ფუნქცია ClearShot HDR გამოსახულებსთვის უზრუნველყოფს, მაღალ დინამიურ დიაპაზონს, რომლის მეშვეობითაც, შესაძლებელია თანაბრად დამუშავდებს მუქი და ნათელი კადრების დეტალები.

სმარტფონის არსენალში შედის: 3,5-მილიმეტრიანი ბუდე ყურსასმენისთვის, MicroSD სლოტი, Wi-Fi (802.11b/g/n) და Bluetooth ადაპტერები. მხარდაჭერილია 4G UMTS/HSPA+ ქსელებში მუშაობა.

სიახლის შეძენეა შესაძლებელია 200 დოლარად T-Mobile-თან ორწლიანი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში.

გამოყენებულია T-Mobile USA-ის მასალები.

Jun 052011
 

HTC–ის პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი, პიტერ ჩოუ (Stephen Shankland / CNET–ის ფოტო).

HTC-ის გენერალურმა დირექტორმა, პიტერ ჩოუმ, Qualcomm Uplinq–ის კონფერენციაზე გამოსვლისას (სან–დიეგო, კალიფორნია, ა.შ.შ), სმარტფონების ბაზარზე, კომპანიის წარმატებების შესახებ ისაუბრა.

ჩოუს სიტყვებით, HTC ერთ–ერთი უმსხვილესი Android-დეველოპერი გახდა, რომელიც მხოლოდ Google–ს ჩამორჩება. გარდა ამისა, Canalys–ის შეფასებით, გაყიდული «გუგლფონების» რაოდენობით, კომპანია ლიდერობას არავის არ უთმობს.

НТС–ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ პირველ კვარტალში რეალიზებულმა კომუნიკატორების რაოდენობამ 9,7 მლნ ერთეულს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით ზრდამ 100% შეადგინა. თუ გაყიდვების მსგავსი ტემპები შენარჩუნდა, 2011 წლის განმავლობაში, HTC–მა შესაძლოა 40 მლნ სმარტფონი გაყიდოს. შედარებისთვის: 2010 წელს რეალიზებული მოწყობილობების რაოდენობა 25 მლნ ერთეულს შეადგენდა.

IDC ანალიტიკოსების შეფასებით, «ჭკვიანი ტელეფონების» უმსხვილეს მწარმოებელთა დავაში, ბაზრის 9%–ით, НТС მეხუთე ადგილს იკავებს.

ბატონმა ჩოუმ, ასევე, დაამატა, რომ НТС Windows Phone 7-ის ბაზაზე შექმნილი ახალი სმარტფონების წარმოებას გეგმავს.

წყარო: CNET

Jun 012011
 

ვებ-წყაროებზე დაყრდნობით, კომპანია HTC წარმოადგენს ახალ კომუნიკატორს Windows Phone 7-ის პროგრამულ პლატფორმაზე.

სმარტფონი მიიღებს 3,7-დიუმიან სენსორულ დისპელის და კამერას 12-მეგაპიქსელიანი მატრიცით, გაელვებით და RAW ფორმატში გადაღების შესაძლებლობით. ფორმფაქტორი — მონობლოკი.

დამკვირვებლები, ვარაუდობენ, რომ აპარატში დაინსტალირებული იქნბა ოპერაციული სისტემა Windows Phone 7 Mango-ს განახლების პაკეტით. მის შემადგენლობაში შევა: «მულტიტასკინგის» მხარდაჭერა, ბრაუზერი Internet Explorer 9-ის ბაზაზე ვებ-გვერდების დარანდერების აპარატული აჩქარების ფუნქციით, საძიებო ისნტრუმენტები, საუბრის გარჩევის საშუალება და ა.შ.

სმარტფონის სხვა ტექნიკური მახასიათებლები ჯერჯერობით უცნობია.

IDC-ის შეფასებით გასულ კვარტალში მთელი მსოფლიოს მაშტაბით გაიყიდა 99,6 მლნ სმარტფონი, რომელთაგანაც 8,9 მლნ ცალი იყო HTC. კომპანიის საბაზრო წილი დღევანდელი მდგომარებით არის 9%, ამ მაჩვენებლით HTC მეხუთე ადგილს იკავებს ყველაზე მსხვილ მწარმოებლებს შორის.

გამოყენებულია Mashable-ის მასალები.

May 312011
 

Citigroup–ის ანალიტიკოსმა, უოლტერ პრიტჩარდმა (Walter Pritchard) გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Microsoft HTC–ის მიერ გაყიდული თითოეული Android-კომუნიკატორიდან $5-ს ღებულობს.

საუბარია ფულის დაქვითვაზე, რომელსაც HTC ინტელექტუალური საკუთრების უკანონოდ მითვისების ბრალდებით წაგებული სასამართლოს შემდეგ დათანხმდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შეთანხმების შემდეგ HTC–მა დაახლოებით 30 მლნ სმარტფონის რეალიზება მოახერხა, კორპორაცია Microsoft-მა $150 მლნ მიიღო. სასაცილოა, მაგრამ ეს რეზულტატი ხუთჯერ აღემატება Microsoft–ის მიერ საკუთარი მობილური პლატფორმის (Windows Phone) ლიცენზიების გაყიდვებიდან მიღებულ შემოსავალს.

პრიტჩარდი, ასევე, აცხადებს, რომ Microsoft ანალოგიურ სასამართლო გარჩევებს Android–მოწყობილობების სხვა მწარმოებლებთანაც გეგმავს და თითოეული გაყიდული «გუგლფონიდან» მიღებულმა შემოსავალმა შესაძლოა 7,5–დან 12,5–მდე ამერიკულ დოლარს მიაღწიოს.

Gartner–ის შეფასებით, გასულ კვარტალში, მთელს მსოფლიოში, 100,8 მლნ სმარტფონი გაიყიდა. ამასთან, განსაკუთრებით დიდი პოპულარობით Android–მოწყობილობები სარგებლობს: ამ ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ, იანვრიდან მარტის ჩათვლით, რეალიზებული «ჭკვიანი ტელეფონების» 36% მუშაობდა.

წყარო: Fast Company

Apr 172011
 

კომპანია HTC-იმ დააანონსა ფლაგმანური სმარტფონი Sensation Android 2.3 (Gingerbread) ვერსიის აპარატულ პლატფორმაზე, საფირმო ინტერფეისით Sense.

მწარმოებლებმა სიახლეს დაარქვეს «მულტიმედიური სუპერფონი». აპარატის მახასიათებლები მართლაც შთამბეჭდავია: ორბირთვიანი პროცესორი Qualcomm Snapdragon MSM8260 ტაქტური სიხშირით 1,2 გჰც, 768 მბ ოპერატიული მეხსიერება და 4,3-დიუმიანი სენსორული Super LCD დისპლეი qHD გარჩევადობით (540×960 წერტილი).

Sensation-ს გააჩნია წინა კამერა ვიდეოზარების განსახორციელებლად და მთავარი 8-მეგაპიქსელიანი კამერა ავტოფოკუსით და შუქდიოდური გაელვებით, რომელსაც შეუძლია მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერა 1080p ფორმატში (1920×1080 წერტილი) სტერეოფონური ხმით და სიჩქარით 30 კადრი წამში.

კომუნიკატორს აქვს GPS მიმღები, Bluetooth 3.0 და Wi-Fi (IEEE 802.11b/g/n), გიროსკოპი, აქსელერომეტრი, ციფრული კომპასი, განათების და სიახლოვის სენსორი. ინტეგრირებული ფლეშ-მეხსიერების მოცულობა შეადგენს 1 გბ-ს; გათვალისწინებულია MicroSD სლოტი, MicroUSB პორტი და 3,-5-მილიმეტრიანი აუდიობუდე. Sensation ზომები — 126,1×65,4×11,3 მმ.

სიახლე განკუთვნილია GSM/WCDMA ქსელებისთვის; ავოტმატური მუშაობის დრო სასაუბრო რეჟიმში აღწევს 8,3 საათამდე, ხოლო  მოლოდინის რეჟიმში – 350 საათამდე. სმარტფონის მფლობელებს ექნებათ წვოდმა HTC Watch-ის ვიდეოსერვისზე.

Sensation-ის გაყიდვები დაიწყება მიმდინარე კვარტალში, ხოლო ღირებულების შესახებ ინფორმაცია უცნობია.

გამოყენებულია HTC-ის მასალები.

Apr 012011
 

გამოჩნდა მონაცემები კომუნიკატორის შესახებ, რომელსაც, როგორც მოსალოდნელია ამზადებს კომპანია HTC. სიახლე ფიგურირებს დასახელებით Pyramid.

აპარატი მიიღებს 4,3-დიუმიან სენსორულ Super-LCD-დისპლეის, წერტილოვანი გარჩევადობით 960×540, პროცესორს ტაქტური სიხშირით 1,2 გჰც. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 768 მბ-ს, ასევე გათვალისწინებულია Wi-Fi, Bluetooth და ორი კამერა: წინა კამერა — 1,3-მეგაპიქსელიანი, ხოლო უკანა კამერა — 8-მეგაპიქსელიანი შუქდიოდური გაელვებით და ავტოფიკუსით.

ჭორების თანახმად Pyramid-ის ოპერაციული სისტემა იქნება მესამე თაობის Android (Honeycomb), რომელიც უმეტესად გამოიყენება პლანშეტურ კომპიუტერებზე.

გაყიდვაში გამოსვლის თარიღი და ღირებულება, ჯერჯერობით უნცობია.

გამოყენებულია SlashGear-ის მასალები.

 

 

 

 

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache