Apr 282012
 

კომპანია LG Electronics-მა ევროპულ ბაზარზე დააანონსა «გუგლფონი» Optimus True HD LTE (მოდელი P936) მეოთხე თაობის მობილური ქსელების მხარდაჭერით.

მობილურ აპარატს გააჩნია 4,5-დიუმიანი დისპლეი IPS-მატრიცით; ეკრანის გარჩევადობა — 720×1280 წერტილი (ფორმატი 720p). არის ორი კამრა: 1,3-მეგაპიქსელიანი წინა და მთავარი კამერა 8-მეგაპიქსელიანი მატრიცით, რომელსაც აქვს მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერის შესალებლობის მხარდაჭერა.

სმარტფონი აღჭურვილია 1,5-გიგაჰერციანი პროცესორით ორი გამომთვლელი ბირთვით, 1 გბ ოპერატიული მეხსიერებით, უკაბელო კავშირის Wi-Fi და Bluetooth ადაპტერებით და ასევე სტანდარტული სენსორების კრებულით.

ოპ. სისტემა — Android 2.3 Gingerbread; მოგვიანებით ხელმისაწვდომი იქნება განახლება Android 4.0-მდე (Ice Cream Sandwich).

პირველად სიახლე გამოჩნდება გერმანიის ბაზარზე; ხოლო შემდეგ დაიწყება გაყიდვები სხვა ქვეყნებშიც. ინფორმაცია მოწყობილობის ღირებულების შესახებ, ჯერჯერობით უცნობია.

 

წყარო: SlashGear

Apr 102012
 

ვებ-წყაროებზე დაყრდნობით კომპანია LG მაისში დააანონსებს კომუნიკატორს D1L-ს, რომელიც კონკურენიცას გაუწევს Galaxy S III-ს, რომელსაც გამოშავებად ამზადებს კომპანია Samsung. სავარაუდო მონაცემებით, D1L-ს ექნება 28-ნანომეტრიანი «სისტემა ჩიპზე» Snapdragon S4, რომელიც აერთიანებს ორ გამომთვლელ ბირთვს ტაქტური სიხშირით 1,5 გჰც და გრაფიკულ კონტროლერს Adreno 225-ს. პროცესორი იძლევა მუშაობის საშუალებას: 3D-კონტენტთან, მაღალი გარჩევადობის ვიდეოსთან 1080p ფორმტაში, 8-არხიან (7.1) ხმასთან და კამერებთან გარჩევადობით 20 მლნ პიქსელი.

სმარტფონი მიიღებს 4,7-დიუმიან სენსორულ დისპლეის გარჩევადობით 720×1280 წერტილი და მეოთხე თაობის LTE მობილური ქსელების მხარდჭერას. ოპ. სისტემის როლში გამოყენებული იქნება  Android 4.0 (Ice Cream Sandwich). სხვა მახასიათბლებეი ჯერჯერობით არ სახელდება.

მიმდინარე წელს LG გეგმავს 80 მლნ ფიჭური აპარატის რეალიზებას, მათ შორის დაახლებით 35 მლნ სმარტფონი იქნება, რომლიდანაც 8 მლნ, როგორც მოსალდნელია იქნება LTE-ქსელების მხარდაჭერით.

გამოყენებულია Slashgear-ის მასალები.

Oct 122011
 

გერმანულმა დიზაინერულმა სახლმა Jil Sander და კომპანია LG Electronics-მა დაიწყეს კომუნიკატორის დიზაინერული ვერსიის Jil Sander Mobile-ის ევროპული გაყიდვები.

აპარატი წარმოადგენს სმარტფონ Optimus 7-ის მოდიფიცირებულ ვერსიას, რომელიც ფუნქციონირებს ოპერაციული სისტემის  Windows Phone 7.5-ის (Mango) მართვის ქვეშ.

Jil Sander Mobile შესრულებულია Qualcomm-ის ერთბირთვიან პროცესორზე ტაქტური სიხშირით 1 გჰც. 3,8-დიუმიანი სენსორული დისპლეის გააჩნია WVGA (480×800 წერტილი) გარჩევადობა; არის 5-მეგაპიქსელიანი კამერა ავტოფოკუსით (მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერის შესაძლებლობა 720р ფორმატში).

კომუნიკატორს გააჩნია 16 გბ ჩაშენებული ფლეშ-მეხსიერება, უკაბელო კავშირის Wi-Fi ადაპტერი, GPS-მიმღები, 3,5-მილიმეტრიანი ბუდე ყურსასმენებისთვის და აკუმულატორული ელემენტი მოცულობით 1 500 მა/სთ. აპარატში ყენდება საფირმო პროგრამული უზრუნველყოფა Jil Sander; კომპლექტში შედის ტყავის ჩასადები და ყურსასმენები.

Jil Sander Mobile-ის ღირებულება არის 300 ევრო.

წყარო: MobileBurn

Sep 292011
 

ვებ-წყაროების ინფორმაციით, წლის ბოლომდე კომპანია LG Electronics წარმოადგენს მძლავრ კომუნიკატორს LU6200-ს Android-ის პლატფორმაზე.

იუწყებიან, რომ ფლაგმანური აპარატი მიიღებს  1,5-გიგაჰერციან პორცესორს Qualcomm-ს ორი ბირთვით და გრაფიკული ამაჩქარებლით Adreno 220-ით. სენსორული დისპლეის დიაგონალი შეადგენს 4,5-დიუმს, ხოლო გარჩევადობა — 720×1280 წერტილი.

ნახსენებია ორი კამერა: წინა 1,3-მეგაპიქსელიანი მატრიცით და მთავარი 8-მეგაპიქსელიანი შუქდიოდური გაელვებით და მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერის ფუნქციით (სავარაუდოდ 1080р ფორმატში). სხვა მახასიათბელები გამოიუყურება შემდეგნაირად: 1 გბ ოპერატიული მეხსიერება, ფლეშ-მოდული მოცულობით 4 გბ, Wi-Fi (802.11b/g/n) და Bluetooth 3.0 ადაპტერები, NFC მიკროჩიპი, TV-ტუნერი (DMB სტანდარტი) და აკუმულატორული ელემნტი მოცულობით 1 830 მა/სთ. სმარტფონის ზომები — 132,9×67,9×10,5 მმ, ხოლო წონა — 123 გ.

აღსანიშნავია, რომ სმარტფონს შეუძლია მუშაობა მეოთხე თაობის LTE მობილურ ქსელებში. მისი ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.

გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

Sep 252011
 

IFA 2011-ის გამოფენაზე, კომპანია  LG Electronics-მა წარმოადგინა  LW980T სერიის ტელევიზორები, რომლებსაც აქვთ 3D-კონტენტთან მუშაობის მხარდაჭერა.

პანელების დიაგონალი არის 47 დიუმიდან 55-მდე; ხოლო მათი სისქე — 27,5 მმ. პლატფორმა Smart TV უზრუნველყოფს სხვადასხვა ონლაინ რესურსებთან წვდომას მაგალითად, ვიდეოპორტალებთან, გასართობ საიტებთან და ა.შ.

ტელევიზორებში რეალიზებულია, ჩვეულებრივი ორგანზომილებიანი კონტენტის სამგანზომილებიან გამოსახულებაში გადაყვანის ფუნქცია. სტერეოსკოპური გამოსახულების საყურებლად, აუცილებელია სათვალეები. რეჟიმი Dual View იძლევა საშუალებას, რომ თამაშის დროს ორმა მოთამაშემ დაინახოს განსხვავებული გამოსახულებები.

LW980T სერიის პანელები აღჭურვილები არიან ოთხი HDMI  და ორი USB პორტით; ასევე არის, უკაბელო კავშირის Wi-Fi ადაპტერი. დისტანციური მართვის პულტი Magic Motion მუშაობს როგორც მაუსი, რომელის მეშვეობითაც შესაძლებელია ტელევიზორის მართვა ხელის მოძრაობით.

LW980T ტელევიზორების ღირებულება შეადგენს 2 900 დოლარს; ცალკეულად შესაძლებელია 9.1 ფორმატის HX906TX აუდიოსისტემის შეძენა.

გამოყენებულია The Telegraph-ის მასალები.

Aug 252011
 

კომპანია LG Electronics IFA 2011-ის გამოფენაზე (2–7 სექტემბერი, ბერლინი, გერმანია) წარმოადგენს, არასტანდარტულ კომპიუტერულ მაუსს LSM-100-ს, რომლის შესახებაც, პირველი ინფორმაცია გამოჩნდა იანვარში.

წარმოდგენილი მანიპულატორის განაკუთრებულობა მდგომარებს შემდეგში: მისი გამოყენება შესაძლებელია არამარტო კომპიუტერის ეკრანზე კურსორის სამართავად, არამედ გამოსახულების და დოკუმენტების დასასკანირებლად А3 ფორმატამდე. მომხმარებელს შეუძლია, მისთვის სასურველ დოკუმენტს გადაატაროს მაუსი და კორპუსზე განთავსებულ  სპეციალურ ღილაკზე თითის დაჭერით, მისცეს ციფრული სახე.

დასაკანირებული გამოსახულება ინახება, როგორც PNG, JPEG, TIFF, BMP, PDF, XLS ან DOC; პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც შედის მიწოდების კომპლექტში, შეუძლია ტექსტის ამოცნობა და დამუშავება.

მანიპულატორი აღჭურვილია, სენსორული ლაზერით, სტანდარტული მარჯვენა და მარცხენა ღილაკებით, უკან დაბრუნების ღილაკით და ბრუნვადი გორგოლაჭით. მოსალოდნელია, რომ სიახლის გაყიდვები ევროპაში, დაიწყება აგვისტოს ბოლომდე; მასუსი-სკანერის ღირებულება არის 150 დოლარი.

გამოყენებულია  LG Electronics-ის მასალები.

Jul 252011
 

ვებ-წყაროებზე დაყრდნობით, კომპანია LG წლის ბოლოს, წარმოადგენს, მინიმუმ შვიდ ახალ კომუნიკატორს Android-ით და Windows-ით.

არსებული ინფორმაციით, წარმოდგენილი იქნება «გუგულფონები» Prada K2, Univa, Victor, Gelato NFC, E2, K და ასევე Fantasy, Windows Phone 7 Mango-ს ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ.

ცნობილია, რომ მოდელი Prada K2 მიიღებს, 4,3-დიუმიან სენსორულ დისპლეის Nova, ორბირთვიან პროცესორს, მთავარ კამერას 8-მეგაპიქსელიანი მატრიცით, წინა 1,3-მეგაპიქსელიან კამერას და 16 გბ ინტეგრირებულ ფლეშ-მეხსიერებას. მოწყობილობა შესრულებულია 8,8 მმ-ანი სისქის კორპუსში.

მოწყობილობა Univa, აღჭურვილი იქნება, 800-მეგაჰერციანი პროცესორით, 3,5-დიუმიანი თაჩსქრინით (480×320 წერტილი), 5-მეგაპიქსელიანი კამერით და Wi-Fi-კონტროლერით. კორპუსის სისქე — 11,9 მმ.

Victor-ის მახასიათებლები, სავარაუდო მონაცემებით ასეთია: 3,8-დიუმიანი  OLED-ეკრანი (800×480), პროცესორი ტაქტური სიხშირით 1 გჰც, ორი კამერა (5 და 0,3-მეგაპიქსელიანი მატრიცით) და ასევე,  Wi-Fi (802.11b/g/n) ადაპტერი.

აპარატი Gelato NFC, მიიღებს, NFC ტექნოლოგიის მხარდაჭერას. ნახსენებია, მირკოჩიპი სიხშირით 800 მჰც, 3,2-დიუმიანი დისპლეი (480×320) და კამერა 3-მეგაპიქსელიანი მატრიცით.

E2-ის არსენალში შევა: პროცესორი ტაქტური სიხშირით 1 გჰც-მდე, QVGA-ეკრანი (320×240) და კამერა 3-მეგაპიქსელიანი მატრიცით.

სმარტფონების, K-ის და Fantasy-ის მახასიათებლები, ჯერჯერობით უცნობია.

გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

Jul 242011
 

ვებ-წყაროებზე დაყრდნობით, კომპანია Samsung, ამზადებს ფლაგმანურ სმარტფონს მოცულობითი კონტენტის მხარდაჭერით.

აპარატი, დასახელებით Galaxy 3D, არსებული ინფორმაციით შესრულებული იქნება 4,3-დიუმიანი სენსორული დისპელით. სტერეოსკოპიული სურათის სანახავად არ არის საჭირო სპეციალური სათვალე.

ჭორების თანახმად, მოწყობილობა მიიღებს, Exynos-ის ორბირთვიან პროცესორს ტაქტური სიხშირით 1,2 გჰც. ასევე, ნახსენებია, ორმაგი 8-მეგაპიქსელიანი კამერა 3D-გადაღებისთვის და HDMI ინტერფეისი.

Galaxy 3D-ს, დებიუტი, შესაძლოა შედგეს 2011 წლის ბოლოს — უფრო ზუსტად, მეოთხე კვარტალში. აღსანიშნავია, რომ მასში დაინსტალირებული იქნება ოპერაციული სისტემა Android 2.3.

სმარტფონებს 3D-კონტენტის მხარდაჭერით, უკვე გვთავაზობს სხვა მწარმოებლებიც. მაგალითად, LG Electronics-ს აქვს, მოდელი Optimus 3D, რომელიც შესრულებულია 4,3-დიუმიანი ეკრანით და ორი კამერით.

აქვე შეგახსენებთ, რომ Sharp-მა წარმოდგინა მსოფლიოში პირველი «გუგულფონი» 3D დისპლეით.

გამოყენებულია Samsung Hub-ის მასალები.

Jul 192011
 

კომპანია LG Electronics-მა გამოუშვა 20-დიუმიანი მონიტორი Flatron DX2000.

მოწყობილობაში გამოყენებულია Parallax Barrier-ის ეფექტი: მატრიცაზე ფორმირდება, ორი უმნიშვნელოდ განსხვავებული სურათი მარჯვენა და მარცხენა თვალისთვის, რისი მეშვეობითაც გამოსახულება აღიქმება, როგორც მოცულობითი გამოსახულება. 3D-სურათების დასათვალიერებლად არ არის საჭირო სპეციალური სათვალე.

მონიტორში ჩაშენებული კამერა, თვალყურს ადევნებს, ეკრანის წინ მომხმარებლის მდებარეობას, ოპტიმალური სტერეოსკოპიული ეფექტის ფორმირებისთვის. შესაძლებელია 2D-გამოსახულების გარდაქმანა მოცულებითში.

პანელის გაფართოვება შეადგენს 1600×900 პიქსელი; კონტრასტი  — 1 000:1. მატრიცის განახლების დრო – 5 მს. ასევე გათვალისწინებულია DVI და HDMI ინტერფეისი.

Flatron DX2000-ის შეძენა, შესაძლებელი იქნება, უახლოეს მომავალში 1 200 დოლარად.

გამოყენებულია  LG Electronics-ის მასალები.

May 022011
 

Kate Mitchell / Corbis–ის ფოტო.

კომპანია IDC–იმ მობილური ტელეფონებისა და სმარტფონების, 2011 წლის პირველი კვარტლის, მსოფლიო ბაზრის მონაცემები გამოაქვეყნა.

«ჭკვიან ტელეფონებზე» მოთხოვნების ზრდის ფონზე, ფიჭური აპარატების გაყიდვების მოცულობა 20%–ით გაიზარდა. თუ 2010 წლის პირველ კვარტალში 310,5 მლნ «ყურმილი» გაიყიდა, მიმდინარე წელს ამ მაჩვენებელმა 371,8 მლნ ერთეულს გადააჭარბა.

ფინური Nokia ისევ უმსხვილეს მწარმოებლად რჩება, თუმცა ერთი წლის განმავლობაში მისი საბაზრო წილი 34,7–დან 29,2%–მდე შემცირდა. სამი თვის განმავლობაში Nokia–მ 108,5 მლნ აპარატის რეალიზება მოახერხა.

მეორე და მესამე ადგილზე — სამხრეთ–კორეული მწარმოებლები Samsung და LG Electronics, შესაბამისად 18,8 და 6,6%. მთელი კვარტლის განმავლობაში ამ კომპანიებმა 70,0 და 24,5 მლნ მობილური ტელეფონი და სმარტფონი გაყიდეს.

Apple, რომელიც ბაზრის 5,0%–ს იკავებს, რეიტინგში მეოთხე ადგილზეა. კომუნიკატორ iPhone–ის კვარტალური გაყიდვები 114,9%–ით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია — 18,7 მლნ ერთეული.

15,1 მლნ გაყიდული «ყურმილითა» და ბაზრის 4,1%–ით, ხუთეულს ჩინური ZTE ხურავს.

სხვა დანარჩენმა კომპანიამ, საერთო ჯამში, 135 მლნ ფიჭური აპარატი გაყიდა, რაც ბაზრის 36,3%–ს შეესაბამება.

წყარო: IDC

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache