Oct 252011
 

23 ოქტომბერს ოპერატორმა Sprint-მა დაიწყო «GooglePhone» Admiral-ის გაყიდვები, რომელიც დაამზადა კომპანია Motorola Mobility-მ.
აპარატი შესრულებულია მძლავრ კორპუსში ამერიკული სამხედრო სტანდარტის MIL-STD-810G-ის შესაბამისად: ის უძლებს ვარდნას და დარტყმას, ის ასევე დაცულია წყლის წვეთებისგან, მტვრისგან, რყევისგან, ვიბრაციისგან და ტემპერტურის ვარდნისგან.
სმარტფონში გამოყენებულია ერთბირთვიანი პროცესორი Qualcomm ტაქტური სიხშირით 1,2 გჰც; ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 512 მბ-ს. 3,1-დიუმიანი სენსორული დისპლეის ქვეშ, რომლის გარჩევადობაც არის 480×640 წერტილი განთავსებულია კლავიატურა QWERTY განლაგებით.
სიახლის არსენალში შედის: ფლეშ-მოდული მოცულობით 4 გბ, მათავარი 5-მეგაპიქსელიანი კამერა შუქდიოდური განათებით (მხარდაჭერილია ვიდეოს ჩაწერა 720p ფორმატში), MicroSD-სლოტი, Wi-Fi-ადაპტერი (802.11b/g/n), Bluetooth 2.1 მოდული, GPS-მიმღები, ელექტრონული კომპასი და აკუმულატორი მოცულობით 1 860  მა/სთ. ოპ.სისტემა — Android 2.3.
Admiral განკუთვნილია CDMA ქსელებში გამოსაყენებლად. აპარატის ღირებულება შეადგენს 100 დოლარს (ორწლიანი სააბონენტო კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში).
წყარო: Motorola Mobility
Oct 202011
 

კომპანია Motorola Mobility-იმ დაანონსა მძლავრი სმარტფონი RAZR 4,3-დიუმიანი დისპლეით, რომელიც არის Android 2.3.5-ის პლატფორმაზე.

აპარატი შესრულებულია მონობლოკის ტიპის კორპუსში, რომლის სისქეც შეადგენს 7,1 მმ-ს. სენსორული Super AMOLED Advanced ეკრანი, რომელსაც გააჩნია qHD (960×540 წერტილი) გარჩევადობა, დაცულია დაზიანებისგან Gorilla Glass-ის მინით. სიახლეში გამოყენებულია ორბირთვიანი პროცესორი ტაქტური სიხშირით 1,2 გჰც. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 1 გბ-ს; ხოლო ჩაშენებული ფლეშ-მოდულის მეხსიერბა — 16 გბ (კომპლექტში შევა MicroSD-ბარათი იგივე მოცულობით). მოწყობილობას, ასევე გააჩნია Wi-Fi (802.11b/g/n) და Bluetooth 4.0 ადაპტერები, GPS მიმღები, ელექტრონული კომპასი, HDMI ინტერფეისი და USB 2.0 პორტი.

RAZR-ს აქვს ორი კამერა: 1,3-მეგაპიქსელიანი წინა კამერა და მთავარი კამერა 8-მეგაპიქსელიანი მატრიცით, შუქდიოდური გაელვებით და მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერის შესაძლებლობით 1080р ფორმატში. კვებას უზრუნველყოფს, აკუმულატორული ელემენტი მოცულობით 1 780 მა/სთ; ენერგომოხმარების ამცირებს პროგრამული უზრუნველყოფა SmartActions, რომლის მეშვეობითაც, როგორც გვარწმუნებენ ავტონომიურად მუშაობის დრო საუბრის რეჟიმში, აღწევს 12,5 საათამდე. სიახლე ბაზარზე გამოჩნდება ნეობრის დასაწყისში. აშშ-ში სმარტფონების გაყიდვებით დაკავდება ოპერატორი Verizon Wireless, სახელით Droid RAZR. მოწყობილობის ღირებულება სააბონენტო ორ წლიანი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში იქნება, 300 დოლარი.

წყარო: Motorola Mobility

Oct 052011
 

საძიებო სისტემის მონსტრის მიერ Motorola Mobility–ის შეძენამ, და რაც მთავარია მობილურ ტექნოლოგიებში 17 000–ზე მეტ პატენტზე წვდომამ, სმარტფონების, პლანშეტებისა და სხვა კომუნიკატორების ბაზარზე უმსხვილეს მოთამაშეებთან შედარებით, Google–ს ბევრად უფრო ხელსაყრელი პოზიციაზე ყოფნის საშიალება მისცა.

კომპანია Gartner–ის ანალიტიკოსის, მაიკლ გარტენბერგის აზრით, 12,5 მ.ლ.რ.დ. დოლარად Google–ის მიერ Motorola Mobility–ის შეძენა, Android–მოწყობილობების სხვა მწარმოებლებისთვის ნამდვილი «ღამის კოშმარი» გახდა. ისეთი კომპანიებს, როგორებიც არიან Samsung და HTC გააჩნიათ «გუგლფონების» ფართო არჩევანი, თუმცა ამიერიდან Google–ის ყველა სიახლეზე წვდომას პირველი Motorola მიიღებს, რაც სრულიად მოკლავს ბაზარზე კონკურენციას.

თუმცა, 1 ოქტომბერს, ტელეინტერვიუში, Google–ის ყოფილმა CEO–მ, როგორც იქნა დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება ამ თემასთან დაკავშირებით. მისი თქმით, Android–ის ეკოსისტემა წარომადგენს პრიორიტეტს, აქედან გამომდინარე მისი კომპანია არ გადადგამს არცერთ ნაბიჯს Motorola–ს სასიკეთოდ, თუ ეს ზიანს მიაყენებს «გუგლფონების» სხა მწარმოებლებს. «ჩვენ გვჭირდება ხისტი და ძლიერი კონკურენცია Android–ის ბაზარზე, ჩვენ არ ვითამაშებთ მოყვარულების როლს».

წყარო: Bloomberg

Sep 082011
 

დღეს, 8 სექტემბერს, ოპერატორი Verizon Wireless იწყებს, Motorola Mobility-ის ფლაგმანური კომუნიკატორის Droid Bionic-ის გაყიდვებს, რომელიც არის Android 2.3.4 (Gingerbread) ვერსიის აპარატულ პლატფორმაზე.

აპარატი შესრულებულია მონობლოკის ტიპის კორპუსში და გააჩნია მეოთხე თაობის LTE მობილურ ქსელებში მუშაობის მხარდაჭერა.

4G-ის დაფარვის ზონებში მოწყობილობას შეუძლია, მონაცემების გადმოწერა 12 მბიტ/წ სიჩქარით; ხოლო არხის გამტარუნარიოანობა საპირსიპორ მხარეს (საბაზისო სადგურის მიმართულებით) — 5 მბიტ/წ-მდე.

Droid Bionic-ს აქვს 1-გიგაჰერციანი პროცესოი ორი ბირთვით და 1 გბ ოპერატიული მეხსიერებით. ჩაშენებული ფლეშ-მეხსიერების მოცულობა შეადგენს 16 გბ-ს; კომპლექტში შედის MicroSD-ბარათი იგივე მოცულობით.

სმარტფონის განკარგულებაშია: წინა კამერა ვიდეოზარებისთვის, მთავარი კამერა 8-მეგაპიქსელიანი მატრიცით და ვიდეოს ჩაწერის მხარდაჭერით 1080p ფორმატში, Wi-Fi კონტროლერი, და ასევე  HDMI 1.4 და USB კონექტორები. სენსორული დისპლეი დაცულია დაზიანებისგან Gorilla Glass-ის მყარი მინით, მისი დიაგონლი შეადგენს 4,3-დიუმს; ხოლო მისი გარჩევადობა — 540×960 წერტილი (ფორმატი qHD).

Droid Bionic-ის ღირებულება არის 300 დოლარი (Verizon Wireless-თან ორწლიანი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში).

გამოყენებულია  Motorola Mobility-ის მასალები.

Sep 062011
 

კომპანია Motorola Mobility-იმ შეავსო თავისი «გუგლფონების» ხაზი მოდელით  Pro+, რომელიც შესრულებულია მონობლოკის ტიპის კორპუსში.

კომუნიკატორი განეკუთვნება ბიზნეს-კლასს. მოწყობილობას გააჩნია 3,1-დიუმიანი სესნორული დისპლეი გარჩევადობით 480×640 წერტილი და Gorilla Glass-ის დამცავი მინა. ეკრანის ქვევით განთავსებულია კლავიატურა QWERTY-განლაგებით. სიახლის არსენალში — კამერა 5-მეგაპიქსელიანი მატრიცით, ავტოფოკუსით და შუქდიოდური გაელვებით, ასევე Wi-Fi და Bluetooth ადაპტერები, GPS-მიმღები, FM-ტუნერი,  MicroSD სლოტი, USB 2.0 პორტი და 3,5-მილიმეტრიანი აუდიობუდე.

სმარტფონი აღჭურვილია 1 გიგაჰერციანი პროცესორით. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 512 მბ-ს; ჩაშენებული ფლეშ-მეხსიერების მოცულობა — 4 გბ. სიახლეს, ასევე აქვს ელექტრონული კომპასი, აქსელერომეტრი, სიახლოვის და განათების სენსორები. აპარატის ზომებია: 120×62×12 მმ, ხოლო წონა  — 113 გ.

Motorola Pro+ განკუთვნილია WCDMA/GSM ქსელებში სამუშაოდ. აკუმულატორული ელემენტის ერთხელ დამუხტვის შემთხევაში, ავტონომიური მუშაობის დრო აღწვს 8 საათამდე სასაუბრო და 13 საათამდე მოლოდინის რეჟიმში. სმარტფონი ფუნქციონირებს  Android 2.3-ის (Gingerbread) მართვის ქვეშ.

გაყიდვები დაიწყება ოქოტმბერში; ფასი ჯერჯერობით უცნობია.

გამოყენებულია Motorola Mobility-ის მასალები.

Aug 212011
 

 Motorola Mobility-ის გენერალური დირექტორი სანჯაი ჯა (Sanjay Jha)

ვებ-წყაროებზე დაყრდნობით, კომპანია Motorola Mobility, რომელიც გასულ კვირას შეიძინა Google-მა, შესაძლოა უახლოეს მომავალში წარმოადგინოს ფლაგმანური სმარტფონი Droid HD.

მძლავარი აპარატი შესრულებულია მონობლოკის ტიპის კორპუსში. სავარაუდოდ, ის მიიღებს 4,5-დიუმიან სესნორულ დისპლეის გარჩევადობით 1280×720 წერტილი და კამერას 8-მეგაპიქსელიანი მატრიცით, რომელსაც აქვს მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერის მხარდაჭერა 1080р ფორმატში (1920×1080). ასევე ნახსენებია წინა კამერა ვიდეოზარებისთვის.

აღსანიშნავია, რომ სიახლეს ექნება, ორბირთვიანი პროცესორი ტაქტური სიხშირით 1 გჰც; ოპერატიული მეხსიერების მოცულობა — 1 გბ. გარდა ამისა, მოწყობილობის არსენალში შედის: MicroSD სლოტი, MicroUSB პორტი და HDMI ინტერფეისი.

პროგრამული პლატფორმის როლს შეასრულებს Android. დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ სიახლის დებიუტი შედგება სექტემბერში.

გამოყენებულია  ITProPortal-ის მასალები.

Aug 182011
 

კომპანია Motorola Mobility-მ, დააანონსა კომუნიკატორი Defy+, რომელიც არის Android 2.3 (Gingerbread) ვერსიის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ.

აპარატი, შესრულებულია მონობლოკის ტიპის კორპუსში, რომელშიც ვერ აღწევს, წყალი და მტვერი. 3,7-დიუმიანი სენსორული დისპლეი აღჭურვილია, Gorilla Glass-ის მყარი შუშით, რისი მეშვეობითაც, ის დაცულია ნაკაწრებისგან. ეკრანის ზომები  — 854×480 წერტილი.

სიახლეს გააჩნია, პროცესორი ტაქტური სიხშირით 1 გჰც. ჩაშენებული ფლეშ-მეხსიერების მოცულობაა 2 გბ;კომპლექტში შედის MicroSD-ბარათი ამავე მოცულობით. სმარტფონს აქვს, 5-მეგაპიქსელიანი კამერა ავტოფოკუსით და გაელვებით, FM-ტუნერი,  GPS-მიმღები, ელექტრონული კომპასი და აქსელერომეტრი.

Defy+-ის ზომები შეადგენს 107×59×13,4 მმ-ს; წონა — 118 გ. აკუმულატორული ელემენტის ერთხელ დამუხტვის შემთხევაში, ავტონომური მუშაობის დრო აღწევს  7,1 საათამდე საუბრის რეჟიმში და 16 დღემდე მოლოდინის რეჟიმში.

სმარტფონის გაყიდვები, ევროპაში, აზიაში და ლათინო ამერიკაში შემოდგომაზე დაიწყება; ღირებულება, ჯერჯერობით არ სახელდება.

გამოყენებულია Motorola Mobility-ს მასალები.

Aug 162011
 

კომპანიებმა Google და Motorola-მ მიაღწიეს შეთანხმებას, რომელსაც ხელი მოაწერა ორივე კომპანიის დირექტორებმა. გადაწყვეტილება ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს ა.შ.შ.-ს მთავრობამ, რის შემდეგადაც Google ოფიციალურად გამოვა მობილური ტელეფონების ბაზარზე.

Motorola გასული საუკუნის 20-იან წლებში დაარსდა. ის თავიდან რადიომოწყობილობებს უშვებდა. 2011 წლის იანვარში კომპანია გაიყო ორ ნაწილად: Motorola Solutions და Motorola Mobility.

შესყიდვის შესახებ განცხადება Google-ის ხელმძღვანელმა ლარი პეიჯმა გააკეთა კომპანიის ოფიციალურ ბლოგზე.

Aug 022011
 

Motorla Mobility-ის უფროსი სანჯაი ჯა (Sanjay Jha)  

Motorola Mobility-ის უფროსმა სანჯაი ჯამ (Sanjay Jha) ისაუბრა, მიმდინარე წელს კომპანიის გეგმებზე ახალი მოწყობილობების გამოშევების შესახაბ.

მისი სიტყვებით,  გამოსაშვებად ამზადებენ ორ პლანშეტურ კომპიუტერს: ერთერთი მათაგანი აღჭურვილია 10-დიუმიანი დისპლეით, როგორც Xoom, ხოლო მეორე პლანშეტს აქვს უფრო პატარა ზომის ეკრანი. სავარაუდოდ, პროგრამულ პლატფორმად გამოყენებული იქნება,  Android-ის ოპერაციული სისტემა.

მესამე-მეოთხე კვრატლაში დაიწყება, ორი სმარტფონის გაყიდვები, LTE (Long Term Evolution) მობილური ქსელების მხარდაჭერით. სექტემბერში შესაძლებელი იქნება, კომუნიკატორის Droid Bionic-ის შეძენა, რომელიც დაანონსებული იყო იანვარში CES 2011-ის გამოფენაზე.

გასულ კვარტალში Motorola Mobility-მ, საერთო ჯამში მოახდინა 11,0 მლნ მობილური მოწყობილობის რეალიზება, მათ შორის 4,4 მლნ სმარტფონის და 440 ათასი პლანშეტური კომპიუტერის Xoom. მიმდინარე კვარტალში, კომპანია გეგმავს, 1,5 მლნ პლანშეტური კომპიუტერის გაყიდვას.

გამოყენებულია CNET News-ის მასალები.

Jul 252011
 

Motorola-ს ფიჭური აპარატების ქვეგანყოფილების უფროსი სანჯაი ჯა (Sanjay Jha)

კომპანია Motorola წლის ბოლომდე გამოუშვებს მძლავრ კომუნიკატორს Android-ის პლატფორმაზე.

აპარატი, დასახელბით Dinara, კორპუსის კონსტრუქციით, წააგავს მოდელს Droid Bionic-ს. ამ უკანასკნელს, გააჩნია, მონობლოკის ტიპის ფორმფაქტორი; 4,3-დიუმიანი სენსორული დისპლეის გარჩევადობა — 540×960 წერტილი.

Dinara, როგორც ცნობილია, მიიღებს დიდ HD-ეკრანს, რომლის გარჩევადობაც შეადგენს  540×960 ან 720×1280 პიქსელი. სმარტფონს სავარაუდოდ ექნება, ორ ბირთვიანი პროცესორი Texas Instruments და სიხშირე მინიმუმ 1,2 გჰც.

ასევე ნახსენებია, ორი კამერა: წინა ვიდეოზარებისთვის და მთავარი 13-მეგაპიქსელიანი მატრიცით. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა  — 1 გბ; ჩაშენებული ფლეშ-მოდულის მოცულობა, ჭორების თანახმად, შეადგენს 16 გბ-ს.

კომუნიკატორი მიიღებს, მუდმივ აკუმულატორულ ელემენტს და სავარაუდოდ, შეძლებს, მეოთხე თაობის LTE ქსელებში მუშაობას.

გამოყენებულია SlashGear-ის მასალები.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache