Nokia N9 – არის ყველაზე საინტერესო სმარტფონი, რომელიც კომპანიამ გამოუშვა ამ ბოლო დროს. საქმე იმაშია, რომ N9 – არის პირველი და უკანასკნელი მოწყობილობა MeeGo პლატფორმაზე, რომელიც Intel-თან თანაშმრომლობით ვითარდებოდა და შემდეგ დაიხურა. პლატფორმის დახურვაზე ძალიან ბევრი კომენტარი გაკეთდა, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ აწი მისი მართვის ქვეშ არც-ერთი მოწყობილობა არ გამოვა. გაყიდვაში გამოსვლისთანავე ყველა ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ ეს არის ყველაზე განსხვავებული მოწყობილობა რაც კი რამ გამოუშვია Nokia-ს და მის კონკურენტებს.

ბევრი თვლის, რომ მოწყობილობა ძალიან გავს Apple-ის iPhone-ს და ეს გარკვეულ წილად ასეცაა. მას აქვს სწრაფი და ჰაეროვანი სამომხმარებლო ინტერფეისი, ყველა გრაფიკული ელემენტი ლამაზად არის გამოხატული, არ გამოიყენება არანაირი ფიზიკური ღილაკი სისტემასთან ურთიერთქმედებისთვის, არ არის ვიჯეტები და შეტყობინებები მათ მაგივრად, გაშვებისას ირთვება რამოდენიმე პროგრამა. მოწყობილობას არა აქვს მეხსიერების ბარათების სლოტი და იყენებს micro SIM ბარათებს. კარგია თუ ცუდი ეს? უპირველეს ყოვლის iPhone არის ეტალონი და მისი მსგავსი მოწყობილობის გამოჩენა უკვე არ არის სიახლე. მსგავსი მიმართულებით მიდის Anroid და Windows Phone პლატფორმებიც.

ზოგიერთი რევიუვერი ამბობს, რომ ეს არის N900-ის იდეოლოგიური გაგრძელება Maemo პლატფორმისთვის, მაგრამ აშკარაა, რომ მოწყობილობა iPhone-ის აუდიტორიასთან უფრო ახლოსაა ვიდრე რომელიმე სხვასთან. ნუ დაგავიწყდებათ, რომ წინა თაობის Maemo სმარტფონი იყო ენთუზიასტების პლატფორმა და მას ქონდა ფიზიკური QWERTY კლავიატურა, აქ კი უმთავრესი დატვირთვა თვისებებშია და არა ინტერფეისსა და დიზაინში.

Nokia N9 არსებული Symbian-სმარტფონების ფონზე ძალიან გამოკვეთილად ჩანს და ეს მისი უჩვეულო მონაცემებითაა განპირობებული. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ წინასწარი შეკვეთებით მან თუნდაც Nokia N8-ს გაუსწრო. გაყიდვების დაწყებიდან აღინიშნება ამ სმარტფონზე სტაბილური და უფრო მეტი მოთხოვნა ვიდრე N8-ზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ობლად დარჩენილი პლატფორმისათვის.

აპარატული მონაცემებით ეს მოწყობილობა ენთუზიასტების ყველა მოლოდინს აჭარბებს Noklia-გან, მას აქვს ორ-ბირთვიანი პროცესორი, მისი პროგრამული პლატფორმა ძალიან კარგად არის ოპტიმიზებული აპარატულ საშუალებებთან და რაც მთავარია, მასზე სერიოზული გრაფიკული მოთხოვნების მქონე თამაშებიცაა პორტირებული.

ოპერაციული სისტემა, რომელიც მართავს სმარტფონს არის MeeGo (Harmattan 1.2) Nokia N9, რომელიც ორიენტირებულია სრულფასოვან მრავალამოცანიანობაზე, რაშიც მას ეხმარება 1 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, სამუშაო მაგიდის ერთ ერთი დაფა სრულიად ეთმობა გაშვებულ პროგრამებს. ეს არ არის მხოლოდ პროგრამების იკონები, როგორ Android-სა და iOS-ში – ეს არის გამოსახულება ამა თუ იმ პროგრამის მიმდინარე მდგომარეობის სრული სურათით. სანამ დეტალურ განხილვას შევუდგებოდეთ მანდამდე გადავხედოთ მოწყობილობის ტექნიკურ მონაცემებს:

ქსელები: GSM / GPRS / EDGE 850/900/1800/1900 UMTS / HSDPA 850/900/1700/1900/2100

ეკრანი: AMOLED 3,9 დიუმი, მოცულობითი სენსორი მულტითაჩით, 854×480 წერტილი, 16 მილიონი ფერი, დაცული გამოზნექილი Gorilla Glass ფენა ბლიკსაწინააღმდეგო საფარით.

კამერა: 8 მეგაპიქსელი, ავტოფოკუსითა და Carl Zeiss-ის ოპტიკით, ვიდეო 1280×720, 30 კადრი წამში, შუქდიოდური გაელვებით.

მეხსიერება: ჩაშენებული 16/64 გიგაბაიტი

პროცესორი: TI OMAP 3630, 1 Ghz Cortex A8, გრაფიკული ამაჩქარებლით PowerVR

კომუნიკაცია: Bluetooth 2.1, USB 2.1, Wi-Fi 802.11 b/g/n

ჩასმული მოდული GPS, Ovi Maps უფასო ნავიგაცია

NFC (Near Field Communication)

3.5 მმ აუდიო ჯეკი, არაკონვერტირებული ვიდეოკოდეკების მხარდაჭერა.

აკუმულატორი: BV-5JW, 1450 მა/ს

საუბრის რეჟიმში – 11 საათამდე

მოლოდინის რეჟიმში – 450 საათამდე

ფლეერის რეჟიმში – 50 საათამდე

ზომა: 116,5×61,2×7.3-12,1 მმ

წონა: 135 გ.

N9 და MeeGO ამ სახით არის უნიკალური და ერთადერთი აპარატი, რომელსაც არ ექნება გაგრძელება. ერთის მხრივ ეს უარყოფითად მოქმედებს გაყიდვებზე, იმიტომ, რომ პროგრამული უზრუნველყოფა არ გაიზრდება მომავალში. მეორე არის ის რომ საჭირო მინიმუმი – თამაშები და სოციალური ქსელების კლიენტები, მესინჯერები, მშვენიერი ბრაუზერი და სხვა მრავალი ფუნქცია, რომელსაც მომხმარებელი იყენებს უმთავრესათ მას აქვს. თუ თქვენ გსურთ პროგრამების და თამაშების ულევი რაოდენობა, მაშინ ეს აპარატი თქვენთვის არ არის. სხვა შემთხვევაში თქვენ კმაყოფილი დარჩებით მოწყობილობის მუშაობით სრულიად. Continue reading »

 

კომპანია Nokia-მ დააანონსა, Symbian-ის განახლებული ოპერაციული სისტემა, კოდური დასახელებით Belle და ასევე წარმოადგინა, სამი სმარტფონი ამ პლატფორმაზე — აპარატები, Nokia 600, Nokia 700 და Nokia 701.

Belle-ს «აფდეითში» შედის: გაუმჯობესებული ბრაუზერი და NFC-კავშირი. «საშინაო» ეკრანების რაოდენობა გაიზრადა 3-დან 6-მდე; გამოჩნდა ახალი შეტყობინებების სისტემა.

კომუნიკატორი Nokia 600 აღჭურვილია, 1-გიგაჰერციანი პროცესორით, 3,2-დიუმიანი სენსორული დისპლეით (640×360 წერტილი), 2 გბ ინტეგრირებული ფლეშ-მეხსიერებით და კამერით, რომელსაც აქვს 5-მეგაპიქსელიანი მატრიცა. არის, უკაბელო კავშირის Bluetooth 3.0 და Wi-Fi  ადაპტერები, GPS მიმღები, FM-ტუნერი, MicroSD სლოტი და MicroUSB პორტი. მოდელის ზომებია: 111×53×14 მმ, ხოლო წონა — 100 გ. აკუმულატორული ელმენტის ერთხელ დამუხტვის შემთხვევაში, ავტონომიური მუშაობის დრო მუსიკალურ რეჟიმში, აღწევს 60 საათამდე.

აპარატ Nokia 700-ს, რომელსაც აქვს მსგავსი ტექნიკური მახასიათებლები, არის უფრო კომპაქტური: მისი გაბარიტები — 110×50×9,7 მმ, ხოლო მისი წონა — 96 გ.

სმარტფონ Nokia 701-ს აქვს, 1-გიგაჰერციანი ჩიპი, 8 გბ ჩაშენებული მეხსიერება, MicroSD სლოტი,  3,5-დიუმიანი ეკრანი გარჩევადობით  640×360 წერტილი, 8-მეგაპიქსელიანი კამერა ორმაგი შუქდიოდური გაელვებით და ვიდეოს მხარდაჭერით  720p ფორმატში, დამხმარე წინა კამერა და ასევე NFC, Wi-Fi, Bluetooth 3.0 და GPS მოდულები. ზომები — 117×57×11 მმ, წონა — 130 გ.

ყველა სმრატფონი შესრულებულია მონობლოკის ტიპის კორპუსში და განკუთვნილია GSM/HSDPA ქსელებში სამუშაოდ. მოწყობილობების ღირებულება არ სახელდება.

გამოყენებულია Nokia-ს მასალები.

 

გამოჩნდა, ინფორმაცია, Nokia-ს ახალი სმრატფონის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ, რომელიც არის Symbian-ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ.

აპარატ-მონობლოკი  Nokia 700 (Zeta) შესრულებულია Qualcomm Snapdragon-ის პროცესორზე 1 გჰც ტაქტური სიხშირით. სენსორული დისპლეი, დამზადებულია  AMOLED ტექნოლოგიით და გააჩნია 3,2-დიუმიანი დიაგონალი; მისი გარჩევადობა  — 360×640 წერტილი. სიახლის არსენალში  — ორი კამერა: 0,3-მეგაპიქსელიანი წინა, განკუთვნილია ვიდეოზარებისთვის და მთავარი 5-მეგაპიქსელიანი შუქდიოდური გაელვებით. გათვალისწინებულია უკაბელო კავშირის კონტროლერები Wi-Fi, Bluetooth და MicroSD სლოტი.

სმარტფონი აღჭურვილია  NFC (Near Field Communication) მოდულით. აპარატი განკუთვნილია HSPA ქსელებში სამუშაოდ, ხოლო მისი ზომებია: 110×51×10 მმ.

როდის დაიწყება Zeta-ს გაყიდვები, ჯერჯერობით უცნობია.

გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

 

კომპანია Nokia-მ ოფიციალურად წარმოადგინა სმარტფონი N9 — თავისი პირველი აპარატი, რომელიც ფუნქციონირებს MeeGo-ს (ვერსია 1.2) ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ.

სმარტფონი შესრულებულია მონობლოკური ტიპის კორპუსში და არ აქვს არცერთი ფიზიკური ღილაკი წინა პანელზე. 3,9-დიუმიანი სენსორული დისპლეი შესრულებულია AMOLED ტექნოლოგიით, ეკრანის გარჩებადობა — 854×480 წერტილი. არის ორი კამერა: წინა ვიდეოზარებისთვის და უკანა მთავარი კამერა, 8-მეგაპიქსელიანი მატრიცით, ოპტიკით Carl Zeiss, ორმაგი შუქდიოდური გაელვებით და მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერის ფუნქციით 720р ფორმატში.

სიახლის აპარატული ფუძე — პროცესორი TI OMAP 3630 ტაქტური სიხშირით 1 გჰც; ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 1 გბ-ს. ჩაშენებული ფლეშ-მეხსიერების მოცულობა შესაძლებელია იყოს 16 ან 64 გბ. სმარტფონს, გააჩნია GPS-მიმღები, NFC მიკროჩიპები, Wi-Fi (802.11b/g/n) და Bluetooth 2.1 ადაპტერები და ასევე MicroUSB პორტი.

N9 განკუთვინილია GSM/EDGE 850/900/1800/1900 მჰც და WCDMA 850/900/1700/1900/2100 მჰც ქსელებისთივს. აკუმულატორის ერთხელ დამუხტვის შემთხევაში, ავტომატური მუშაობის დრო, ხმოვანი მონაცემების გადაცემის რეჟიმში, არის 11 საათამდე და მოლოდინის რეჟიმში — 450 საათამდე.

აპარატის ზომები — 116,5×61,2×7,6–12,1 მმ, წონა — 135 გ. გაყიდვები დაიწყება მიმდინარე წლის ბოლოს.

გამოყენებულია Nokia-ს მასალები.

 

Nokia–ს ხელმძღვანელმა, სტივენ ელოპმა კომენტარი გაუკეთა გავრცელებულ ჭორს იმის შესახებ, თითქოს Microsoft ფინური ვენდორის მობილური ტელეფონების განყოფილების შეძენას გეგმავს.

«არ არსებობს არანაირი მოლაპარაკებები, ყველა ჭორი უსაფუძვლოა», — განაცხადა ბატონმა ელოპმა D9–ის კონფერენციაზე.

რაც შეეხება «უსაფუძვლო» ჭორებს — მოლაპარაკება, Nokia–ს მობილური ბიზნესის გაყიდვის შესახებ, 2011 წლის ბოლოს უნდა დამთავრდეს; შეთანხმების ფასი $19 მლრდ–ს შეადგენს.

ასევე, კონფერენციაზე გამოსვლისას, Nokia–ს ხელმძღვანელმა, ზუსტად რამდენიმე წამით, უჩვენა სმარტფონის პროტოტიპი Windows Phone 7–ით და აღნიშნა, რომ პირველი მოწყობილობა ამ პროგრამული პლატფორმით მეოთხე კვარტალში გამოვა.

წყარო: ფრანს პრესი

 

Nokia–ს ხელმძღვანელი, სტივენ ელოპი (მარცხნივ) და Microsoft–ის გენერალური დირექტორი, სტივ ბალმერი (2011 წლის 11 თებერვალი; Microsoft–ის ფოტო).

თუ ანალიტიკოს ელდარ მურტაზინის განცხადებას ვენდობით, Nokia და Microsoft, ერთ კვირაში, ბიზნესის ნაწილობრივ გაერთიანებაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

ბატონი მურტაზინი იუწყება, რომ საუბარია «მაიკროსოფტის» მიერ Nokia–ს ტელეფონების ქვეგანყოფილების შეძენაზე. «ჯერჯერობით ამ მოლაპარაკების რეზულტატები საჯარო არ იქნება, თუმცა შეთანხმება, შესაძლოა, 2011 წლის ბოლომდე დაიხუროს: ორივე კომპანია ძალიან ჩქარობს», — აღნიშნავს ანალიტიკოსი.

გარიგების ფასს მურტაზინი არ ასახელებს, თუმცა რესურს SoftSailor–ს მიაჩნია, რომ Nokia–ს მობილურ ბიზნესში $30 მლრდ–ის გადახდა შეიძლება.

თუმცა, Nokia-ს ბრიტანელმა წარმომადგენლობამ აღნიშა, რომ მსგავს ჭორებს კომპანია, როგორც წესი, კომენტარს არ უკეთებს და დასძინა, რომ მურტაზინის განცხადებები «სულ უფრო ნაკლებად ზუსტი ხდება».

შეგახსენებთ, რომ ელდარ მურტაზინი მართალი აღმოჩნდა მაშინ, როცა წინასწარმეტყველებდა «ნოკიას» სათავეში შესაძლო ცვლილებებზე, ასევე მოწყობილობებში Windows Phone 7–ის გამოყენების გეგმებსა თუ Ovi–ის რებრენდინგზე.

წყარო: ელდარ მურტაზინის პირად/სოციალური დიღიური

 

Microsoft–ის გენერალური დირექტორი, სტივ ბალმერი (2011 წლის იანვარი; Jon Snyder / Wired.com–ის ფოტო).

ცნობილი გახდა, რომ Microsoft–ის Bing პასუხს აგებს ახალი BlackBerry–ების საძიებო სისტემაზე. აშკარაა, ამით  Microsoft–მა აღაირა ის ფაქტი, რომ მობილურების მსოფლიო ბაზარზე მარტო ვერასოდეს შეძლებს დაეწიოს ისეთ გიგანტებს როგორებიც არიან Google და Apple.

თუმცა შეძლებს კი Microsoft წარმატების მიღწევას, თუნდაც,  Nokia–სა და BlackBerry–ს დახმარებით?

გუშინ, BlackBerry World–ის კონფერენციაზე (3–5 მაისი, ორლანდო, ფლორიდა, ა.შ.შ) სტივ ბალმერმა კომპანია RIM–თან თანამშრომლობის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. «ჩვენ აუცილებლად ჩავდებთ ინვესტიციას BlackBerry–ის პლატფორმებში. მის მოწყობილობებში გამოყენებულიქნება Bing–ის საძიებო სისტემა და კარტოგრაფიული სერვისი…» ბოლოს მან დაამატა: «მე არასოდეს ვყოფილვარ ასეთი აღელვებული ჩვენს მომავალზე».

რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი ფრაზა არ ეხებოდა მარტო მობილურ მოწყობილობებს. თუმცა, ესეც ძალიან ბევრს ნიშნავს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია Microsoft–სთვის.

Microsoft–ის ბიზნესი და მოგება, ძირითადად, წარსულის დამსახურებებზე დგას და არა მომავლის პროექტებზე. კომპანიამ განაცხადა, რომ გასულ ფინანსურ კვარტალში, Office–ის წყალობით, დიდი ფინანსური მოგება ნახა, ხოლო Office Web Apps–ის განყოფილებამ კი კოლოსალური ზარალი განიცადა — $726 მლნ.

მომავალი — მობილური მოწყობილობები, სადაც Microsoft–ის გამოსვლას თითქმის არაფერი შეუცვლია. Windows Phone 7 ძალიან სუსტუ აღმოჩნდა, შესუსტდა ასევე მომხმარებელთა ინტერესი ამ OS-ის მიმართ.

Microsoft–ისა და Nokia–ს შეთანხმება — ეს არის Microsoft–ის თხოვნა დახმარებაზე. თუმცა Bing–ისა და Bing Maps–ის BlackBerry–მოწყობილობებში გამოყენება შესაძლოა შესანიშნავ პოტენციურ მოგებას ნიშნავდეს. ამას დამატებული ის შემოსავალი, რომელსაც Microsoft Nokia–ს სმარტფონებში Windows Phone 7–ის გამოყენებით მიიღებს.

მაგრამ, საკმარისია ეს ყველაფერი, სმარტფონების მსოფლიო ბაზარზე, Android–ისა და IOS–ის «დასაჩაგრავად»? ძალიან საეჭვოა. დღეისათვის (თუნდაც ახლო მომავალში) ფაქტია, რომ Nokia–სა და RIM–ის დევაისები რამდენიმე საფეხურით დაბლა დგანან Android–ის პლანშეტებთან და სმარტფონებთან, ასევე, iPhone–თან და IPAD–თან შედარებით.

რთული დასაჯერებელია, რომ Microsoft დაეწევა Google–ს ან Apple–ს. მაგრამ თუ Nokia და RIM შეძლებენ მის, თუნდაც, მესამე ადგილზე მყარად დამკვიდრებას, ესეც უკვე შეიძლება გამარჯვებად ჩაითვალოს.

 

Kate Mitchell / Corbis–ის ფოტო.

კომპანია IDC–იმ მობილური ტელეფონებისა და სმარტფონების, 2011 წლის პირველი კვარტლის, მსოფლიო ბაზრის მონაცემები გამოაქვეყნა.

«ჭკვიან ტელეფონებზე» მოთხოვნების ზრდის ფონზე, ფიჭური აპარატების გაყიდვების მოცულობა 20%–ით გაიზარდა. თუ 2010 წლის პირველ კვარტალში 310,5 მლნ «ყურმილი» გაიყიდა, მიმდინარე წელს ამ მაჩვენებელმა 371,8 მლნ ერთეულს გადააჭარბა.

ფინური Nokia ისევ უმსხვილეს მწარმოებლად რჩება, თუმცა ერთი წლის განმავლობაში მისი საბაზრო წილი 34,7–დან 29,2%–მდე შემცირდა. სამი თვის განმავლობაში Nokia–მ 108,5 მლნ აპარატის რეალიზება მოახერხა.

მეორე და მესამე ადგილზე — სამხრეთ–კორეული მწარმოებლები Samsung და LG Electronics, შესაბამისად 18,8 და 6,6%. მთელი კვარტლის განმავლობაში ამ კომპანიებმა 70,0 და 24,5 მლნ მობილური ტელეფონი და სმარტფონი გაყიდეს.

Apple, რომელიც ბაზრის 5,0%–ს იკავებს, რეიტინგში მეოთხე ადგილზეა. კომუნიკატორ iPhone–ის კვარტალური გაყიდვები 114,9%–ით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია — 18,7 მლნ ერთეული.

15,1 მლნ გაყიდული «ყურმილითა» და ბაზრის 4,1%–ით, ხუთეულს ჩინური ZTE ხურავს.

სხვა დანარჩენმა კომპანიამ, საერთო ჯამში, 135 მლნ ფიჭური აპარატი გაყიდა, რაც ბაზრის 36,3%–ს შეესაბამება.

წყარო: IDC

 

Nokia–ს აღმასრულებელი დირექტორი სტივენ ელოპი (მარცხნივ) და Microsoft–ის გენერალური დირექტორი სტივ ბალმერი (2011 წლის 11 თებერვალი; Alastair Grant / AP–ის ფოტო).

კომპანია Nokia–მ ეხლახან გამოაქვეყნა 2011 წლის პირველი კვარტლის მუშაობის შედეგები.

სამი თვის განმავლობაში, ფიჭური აპარატების მსოფლიოში უმსხვილესმა მწარმოებელმა €10,4 მლრდ–ის შემოსავალი მიიღო, რაც 2010 წლის პირველ მეოთხედთან შედარებით 9%–ით ნაკლებია, როცა ფინური ვენდორის შემოსავალი €9,5 მლრდ–ს შეადგენდა. შუფთა მოგებაც €349–დან €344 მლნ–მდე შემცირდა.

გასულ კვარტალში, Nokia–მ, მსოფლიო ბაზარს 108,5 მლნ მობილური ტელეფონი მიაწოდა. ეს მაჩვენებელი, მხოლოდ 1%–ით მეტია 2010 წლის პირველ კვარტალთან და 12%–ით ნაკლები მის უკანასკნელ კვარტალთან შედარებით. სულ რეალიზებული «ყურმილებიდან» სმარტფონების წილმა 24,2 მლნ შეადგინა. ამ უკანასკნელის გაყიდვები, წლიური გამოთვლებით, 13%–ით გაიზარდა, ხოლო კვარტალური გამოთვლებით 14%–ით შემცირდა. ფიჭური აპარატების საშუალო ფასი, ერთი წლის განმავლობაში, €62–დან €65–მდე გაიზარდა.

Nokia-ს მონაცემებით, პირველ კვარტალში, მთელს მსოფლიოში, დაახლოებით 374 მლნ ტელეფონი და სმარტფონი გაიყიდა, რაც წინა წლის რეზულტატთან შედარებით 16%–ით მეტია. ფინური ვენდორის წილმა 29% შეადგინდა, ანუ 2010 წლის პირველ მეოთხედთან შედარებით 4%–ით ნაკლები (33%).

წყარო: Nokia

 

კომპანია Nokia-ამ წარმოადგინა სმარტფონი X7. სმარტფონს აქვს განახლებული Symbian³-ის (Anna) პლატფორმა, რომელმაც მიიღო გაუმჯობესებული ინტერფეისი, გაფართოებული უსაფრთხოების საშუალება, უფრო სწრაფი ბრაუზერი და ა.შ.

კორპუსის ტიპი — მონობლოკი; სიახლის ზომები შეადგენს 119,7×62,8×11,9 მმ-ს, წონა — 146 გ. სენსორულ AMOLED-დისპლეის გააჩნია 4 დიუმიანი დიაგონალი და წერტილოვანი გარჩევადობა 640×360. ინტეგრირებული მეხსიერების მოცულობა — 350 მბ, მაგრამ კომპლექტში შევა 8 გბ-ანი MicroSD ბარათი.

კომუნიკატორს, ასევე აქვს Bluetooth 3.0, Wi-Fi (802.11b/g/n), კამერა 8-მეგაპიქსელიანი მატრიცით, ორმაგი შუქდიოდური გალვებით და ვიდეოს ჩაწერის ფუნქციით 720р ფორმატში, FM-ტუნერი, GPS მიმღები A-GPS-ის მხარდაჭერით, აქსელერომეტრი, MicroUSB პორტი, 3,5-მილიმეტრიანი აუდიობდე და ასევე განათების და სიახლოვის სენსორი.

სმარტფონი განკუთვნილია GSM/EDGE 850/900/1800/1900 მჰც და WCDMA 850/900/1700/1900/2100 მჰც ქსელებში სამუშაოდ.

საუბრის დრო, აკუმულატორის ერთხელ დამუხტვის შემთხევაში შეადგენს 6,5 საათს, ხოლო მოლოდინის რეჟიმში — 450 საათამდე.

სიახლის გაყიდვები დაიწყება მიმდინარე კვარტალში.

გამოყენებულია Nokia-ს მასალები.

© 2011 HI-TECH Suffusion theme by Sayontan Sinha

Social Widgets powered by AB-WebLog.com.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache