May 032012
 

BlackBerry World 2012-ის სცენაზე გამოვიდა RIM-ის გენერალური დირექტორი და პრეზიდენტი ტორსენ ჰეინსი (Thorsten Heins), რომელმაც გარდა იმისა, რომ მოახდინა RIM-ის ახალი მობილური პლატფორმის ელემენტების დემონსტრირება, ასევე აჩვენა მსოფლიოს, რომ კომპანია ჯერჯერობით არ აპირებს დანებებას. RIM თავის იმედებს ამყარებს BlackBerry 10-ზე სრულიად ახალ პლატფორმაზე, რომელიც არის კონცენტრირებული ვირტუალურ კლავიატურაზე და უარს ამბობს ფიზიკურ კლავიატურის მემკვიდრეობაზე და BlackBerry 7-ზე. ყველასთვის გასაგებია, რომ ეს არის კომპანიის მობილურ ბაზარზე დარჩენის უკანასკნელი შანსი, RIM როგორც გამოიყენებს ამ შანს ის წარიმართება მისი მომავალი საბოლოო ჯამში. 

„მე აქ ვარ იმიტომ, რომ მე მჯერა იმ უნიკალური ფასეულობების, რასაც BlackBerry ყოველდღიურად სთავაზობს ჩვენს კლიენტებს“, — განაცხადა ტორსენ ჰეინნსმა. მან ისაუბრა RIM-ის პლატფორმის მთილან გადატვირთვაზე, რომელიც „გადავა შემდეგ დონეზე და იქნება უნიკალური. კომპანიის მიერ წარმოდგენილ BlackBerry 10 Dev Alpha-ს არ აქვს ფიზიკური კლავიატურა, რომელიც ყოველთვის მათი სავიზიტო ბარათი იყო . თუ ის არ იქნება რატომ გამოიყენებენ RIM-ის მოწყობილობებს მისი ფანები? და რა აიძულებს სხვა პლატფორმის მომხარებლებს გადავიდნენ BlackBerry-ის ტელეფონებზე?

აშკარაა, რომ პასუხი ამ კითხვებზე იმალება აპლიკაციებში. RIM-მა სცადა გაეკეთებინა საუკეთესო ჩაშენებული პროგრამები მოწყობილობისთვის — პრეზენტაციაზე ნაჩვენები იყო მშვენიერი პროგრამული კლავიატურა და მოულდნელად ინოვაციური აპლიკაცია ფოტოკამერისთვის.

კომპანია საბოლოოდ არ გამორიცხავს ფიზიკურ კლავიატურას, თუმცა როდესაც მთავარი მოწყობილობა გამოდის მის გარეშე, ნათელი ხდება, რომ მიმდინარეობს ცვლილებები. ახალი პლატფორმა იმედის მომცემია. ახალი ინტერფეისი Flow იყენებს ჟესტებს, რაც იძლევა სწრაფი გადაადგილების საშუალებას დოკუმენტბის აპლიაკციებსა და ეკრანის აპლიკაციებს შორის. თითის სწარფი დაჭერით ეკრანზე გამოდის არჩეული პანელი. დემონსტრაციის დროს ყველაფერი მუშაობდა ხარისხიანად შეფერხებების გარეშე.

კომპანიის არსებული ვირტუალური კლავიატურა, რომელიც ნაცნობია BlackBerry Storm-ის მომხარებლებისთვის, მიიღებს პროგრამულ განახლებას დამატებითი კლავიატურის სახით. RIM-ის პროგრამული პორტფელიოს უფროსმა ვივეკ ბარდავაიმ განაცხადა, რომ ეს კლავიატურა იმახსოვერბს, როგორ ბეჭდავს მასზე მომხარებელი და ეწყობა მისი ბეჭდვის სტილს. მაგალითად, იმისთვის, რომ  შემთხვევით არ დააჭირო ღილკა I-ს O-ს მაგივრად.

ვირტუალური კლავიატურა ბევრ რამეში დამოკიდებულია ჟესტებზე. თუ ეკრანს ჩქარა შემოვაბრუნებთ ქვევით, მოწყობილობაზე გამოჩნდება სიმბოლოები და ციფრები. ხოლო ინტელექტურალური ტექსტური ტექნოლოგია გვთავაზობს სიტყვებს, რომლის განთავსებაც შესაძლებელია შეტყობინებაში. ბეჭდვის პროცესი ის სასიამოვნოდ გამოიყურება, რომ შესაძლებელია RIM-ის მომხმარებლება მალე დაივიწყონ ფიზიკური კლავიატურა, რომელიც უკვე დიდი ხანია შეიყვარეს.

ბოლოს დემონსტირერბული იყო BlackBerry 10-ის კამერის ფუნქციონალი. როდესაც კამერა ჩართულია, ის იმახსოვრებს ყველაფერს რასაც ხედავს. შესაბამისად, თუ ვინმემ გადაღების დროს დახუჭა თვალები, დროის წინა ან უკანა გადაწევის მეშევეობით, შესაძლებლია გადაღების დროს იდეალური მომენტის პოვნა, როდესაც ადამიანს თვალები გახელილი ჰქონდა. ცვილებების შეტანა შესაძლებელია სურათის არჩეულ მონაკვეთზე ისე, რომ სხვა ადგილბი დარჩება ხელშეუხებელი.

როგორც მოსალდნელია, BlackBerry 10 გამოვა შემოდგომაზე ახალ მოწყობილობზე, რომლებიც ოპტიმიზირებული იქნება პლატფორმასთან. დემონსტრაციამ აჩვენა, რომ პლატფორმას აშკარად აქვს პოტენციალი. თუ RIM შეძლებს დეველოპერების ყურადღების მიქცევას, სავარუდოდ ის დაბრუნდება ბაზარზე. თუნდაც ინოვაციური ტექნოლოგიების კუთხით. მთავარია შეურთდებიან თუ არა მომხარებლები RIM-ის ახალ პლატფორმას.

YouTube Preview Image
Jun 242011
 

Kodak–ის აღმასრულებელი დირექტორი, ანტონიო პერესი (Mark Ovaska–ს ფოტო).

დასასრულს უახლოვდება Kodak–ის მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელის განხილვა, რომელიც Apple–სა და Research In Motion–ს (RIM) პატენტის უფლების დარღვევაში ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის იანვარში Kodak–მა Apple-სა და RIM–ს სხვისი ტექნოლოგიის საკუთარ კომუნიკატორებში უკანონოდ გამოყენების გამო უჩივლა. იმავე წლის იანვარშივე ა.შ.შ–ს საერთაშორისო სავაჭრო კომისმიამ (ITC) უარყოფითი პასუხი გასცა Kodak–ის პრეტენზიებს, რადგან ის სრულიად უსაფუძვლოდ ჩათვალა. თუმცა შემდეგ საქმე გადასახედად მეორედ გაიგზავნა.

როგორც იუწყებიან, საბოლოო პასუხი 30 ივნისს იქნება ცნობილი. თუ განსასჯელები დამნაშავედ სცნეს, Kodak–მა შესაძლოა $1 მლრდ–ის ფულადი კომპენსაცია მიიღოს.

სხვათა შორის, გასულ წელს Kodak–მა უკვე მოიგო ანალოგიური დავა ჩრდილო–კერეულ კომპანიებთან, Samsung–თან და LG Electronics–თან, რომლებიც შესაბამისად $550 და $414 მლნ–ის გადახდას დათანხმდნენ.

წყარო: Associated Press

May 092011
 

ვებ-წყაროებზე დაყრდნობით კომპანია Research In Motion (RIM) არ დაკმაყოფილდება მხოლოდ პლანშეტური კომპიუტერის BlackBerry PlayBook-ის 7-დიუმიანი მოდელის  გამოშვებით.

არაოფიციალური ინფორმაციით, RIM-ის გეგმებში შედის პლანშეტის დამზადება 10-დიუმიანი სენსორული დისპლეით. როგორც მოსალოდენლია ეს მოწყობილობა მიიღებს განახლებულ ოპერაციულ სისტემას BlackBerry Tablet OS-ს. მონაცემები სიახლის ტექნიკური მახასითებლების ჯერჯერობით უცნობია.

ასევე მოსალოდნელია, რომ ივნისში გამოჩნდება 7-დიუმიანი BlackBerry PlayBook-ის მოდიფიკაცია 4G-ის მხარდაჭერით.

დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ BlackBerry PlayBook-ის მოწყობილობები საკამოდ კარგი ტემპით იყიდება. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წელს RIM შეძლებს 3-დან 4 მილიონამდე პლანშეტის რეალიზებას.

გამოყენებულია Boy Genius Report-ის მასალები.

May 052011
 

Microsoft–ის გენერალური დირექტორი, სტივ ბალმერი (2011 წლის იანვარი; Jon Snyder / Wired.com–ის ფოტო).

ცნობილი გახდა, რომ Microsoft–ის Bing პასუხს აგებს ახალი BlackBerry–ების საძიებო სისტემაზე. აშკარაა, ამით  Microsoft–მა აღაირა ის ფაქტი, რომ მობილურების მსოფლიო ბაზარზე მარტო ვერასოდეს შეძლებს დაეწიოს ისეთ გიგანტებს როგორებიც არიან Google და Apple.

თუმცა შეძლებს კი Microsoft წარმატების მიღწევას, თუნდაც,  Nokia–სა და BlackBerry–ს დახმარებით?

გუშინ, BlackBerry World–ის კონფერენციაზე (3–5 მაისი, ორლანდო, ფლორიდა, ა.შ.შ) სტივ ბალმერმა კომპანია RIM–თან თანამშრომლობის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. «ჩვენ აუცილებლად ჩავდებთ ინვესტიციას BlackBerry–ის პლატფორმებში. მის მოწყობილობებში გამოყენებულიქნება Bing–ის საძიებო სისტემა და კარტოგრაფიული სერვისი…» ბოლოს მან დაამატა: «მე არასოდეს ვყოფილვარ ასეთი აღელვებული ჩვენს მომავალზე».

რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი ფრაზა არ ეხებოდა მარტო მობილურ მოწყობილობებს. თუმცა, ესეც ძალიან ბევრს ნიშნავს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია Microsoft–სთვის.

Microsoft–ის ბიზნესი და მოგება, ძირითადად, წარსულის დამსახურებებზე დგას და არა მომავლის პროექტებზე. კომპანიამ განაცხადა, რომ გასულ ფინანსურ კვარტალში, Office–ის წყალობით, დიდი ფინანსური მოგება ნახა, ხოლო Office Web Apps–ის განყოფილებამ კი კოლოსალური ზარალი განიცადა — $726 მლნ.

მომავალი — მობილური მოწყობილობები, სადაც Microsoft–ის გამოსვლას თითქმის არაფერი შეუცვლია. Windows Phone 7 ძალიან სუსტუ აღმოჩნდა, შესუსტდა ასევე მომხმარებელთა ინტერესი ამ OS-ის მიმართ.

Microsoft–ისა და Nokia–ს შეთანხმება — ეს არის Microsoft–ის თხოვნა დახმარებაზე. თუმცა Bing–ისა და Bing Maps–ის BlackBerry–მოწყობილობებში გამოყენება შესაძლოა შესანიშნავ პოტენციურ მოგებას ნიშნავდეს. ამას დამატებული ის შემოსავალი, რომელსაც Microsoft Nokia–ს სმარტფონებში Windows Phone 7–ის გამოყენებით მიიღებს.

მაგრამ, საკმარისია ეს ყველაფერი, სმარტფონების მსოფლიო ბაზარზე, Android–ისა და IOS–ის «დასაჩაგრავად»? ძალიან საეჭვოა. დღეისათვის (თუნდაც ახლო მომავალში) ფაქტია, რომ Nokia–სა და RIM–ის დევაისები რამდენიმე საფეხურით დაბლა დგანან Android–ის პლანშეტებთან და სმარტფონებთან, ასევე, iPhone–თან და IPAD–თან შედარებით.

რთული დასაჯერებელია, რომ Microsoft დაეწევა Google–ს ან Apple–ს. მაგრამ თუ Nokia და RIM შეძლებენ მის, თუნდაც, მესამე ადგილზე მყარად დამკვიდრებას, ესეც უკვე შეიძლება გამარჯვებად ჩაითვალოს.

Apr 192011
 

დღეს ა.შ.შ-სა და კანადაში პლანშეტური კოპიუტერის, RIM BlackBerry PlayBook-ის გაყიდვები დაიწყო, რომელიც გასული წლის სექტემბერში იყო წარმოდგენილი.

მოწყობილობას გააჩნია 7-დიუმიანი სენსორული დისპლეი წერტილოვანო გარჩევადობით 1024×600, ორი კამერა ( 3 და 5 მეგაპიქისელი), Wi-Fi (IEEE 802.11a/b/g/n) და Bluetooth 2.1 ადაპტერები, MicroHDMI და MicroUSB პორტები, ასევე  1 გბ ოპერატიული მეხსიერება. პროგრამულ პლატფორმად გამოყნებულია BlackBerry Tablet OS.

დღეისათვის პლანშეტი კანადის და ამერიკის 20 ათასზე მეტი მაღაზიისათვის არის ხელმისწვდომი. RIM BlackBerry PlayBook-ის შეძენა 16 გბ-ანი ჩაშენებული ფლეშ-მეხსიერებით შესაძლებელია $500, ხოლო 32 და 64 გბ-ანი მოდელის — შესაბამისად $600 და $700.

ანალიტკოსები ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წელს RIM, დაახლოებით, 3 მლნ BlackBerry PlayBook-ის რელიზებას შეძლებს.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=OLDh-6_sHT4

გამოყენებულია რეიტერის მასალები.

Feb 092011
 

კომპანია IDC–მ 2010 წლის მეოთხე კვარტლის კომუნიკატორების მსოფლიო ბაზრის მოცულობა შეაფასა.

ანალიტიკოსების გამოთვლებით, ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით, მთელს მსოფლიოში, 100,9 მლნ სმარტფონი გაიყიდა. ეს მაჩვენებელი 2009 წლის ბოლო მეოთხედთან შედარებით 87,2%–ით მეტია, როცა ბაზრის მოცულობა 53,9 მლნ ერთეულს შეადგენდა.

Nokia–ს წილი, გასულ კვარტალში, წლიური გამოთვლებით 38,6–დან 28%–მდე შემცირდა (28,3 მლნ კაყიდული კომუნიკატორი). თუმცა უმსხვილესი მწარმოებლების სიაში ფინური ვენდორი მაინც ინარჩუნებს პირველობას.

16,2 მლნ გაყიდული «აიფონით» Apple მეორე ადგილზე იმყოფება. წლის განმავლობაში კომპანიის წილი არ შეცვლილა და 16,1%–ს შეადგენს.

მესამე ადგილზეა კანადური Research In Motion, რომელმაც ოქტომბრიდან დეგემბრის ჩათვლით 14,6 მლნ BlackBerry–ის რეალიზება მოახერხა და ბაზრის 14,5%–ს ფლობს. ერთი წლით ადრე კომპანიის წილი 19,9%–ს შეადგენდა.

გაყიდვების მოცულობის განსაკუთრებით სწრაფი ტემპებით ზრდა Android–მოწყობილობების მწარმოებლებმა უჩვენეს. მოკლედ, კომპანია Samsung–მა, რომელიც მეოთხე პოზიციაზე იმყოფება, საბაზრო წილი 3,3–დან 9,6%–მდე გაზარდა, ხოლო HTC–მა, რომელიც ხურავს ხუთეულს, — 4,5–დან 8,5%–მდე.

2010 წელს, სულ, 302,6 მლნ კომუნიკატორი გაიყიდა, ანუ 74,4%–ით მეტი ვიდრე 2009 წელს (173,5 მლნ).

უმსხვილესი მწარმობელების პოზიციები, წლიური გამოთვლებით, ასე გადანაწილდა: Nokia — 33,1%, Research In Motion — 16,1%, Apple — 15,7%, Samsung — 7,6%, НТС — 7,1%, სხვ. — 20,3%.

წყარო: IDC

Feb 082011
 

კომპანია comScore–ის მონაცემებით, გასულ კვარტალში, შეერთებულ შტატებში 63,2 მლნ კომუნიკატორის მფლობელი დაფიქსირდა. ეს მაჩვენებელი 2009 წლის უკანასკნელ კვარტალთან შედარებით 60%–ით მეტია.

ამერიკელებს შორის ყველაზე გავრცელებულ სმარტფონად Research In Motion–ის BlackBerry რჩება, რომლის წილი 31,6%–ს შეადგენს.

Android–კომუნიკატორმა Apple iPhone–ს უკვე გაასწრო პოპულარობით. comScore–ს შეფასებით, გასული წლის ბოლო მეოთხედში «გუგლფონი» ბაზრის 28,7%–ს ფლობდა, ხოლო «აიფონი» — 25%–ს. ანალიტიკოსები, ასევე აღნიშნავენ, რომ OS Android–ის გაყიდვების რაოდენობა განსაკუთრებით დიდი ტემპებით იზრდება.

8,4%–ით მეოთხე ადგილზე Microsoft–ის მობილური ოპერაციული სისტემა გავიდა, ხოლო Palm–ის პლატფორმას მომხმაებელთა 3,7% იყენებს.

წყარო: comScore

Jan 282011
 

კორპორაცია Microsoft–მა გამოაქვეყნა ინფორმაცია მობილური ოპერაციული სისტემის, Windows Phone 7–ის გაყიდვების მოცულობის შესახებ, რომლის დებიუტი მსოფლიო ბაზარზე 2010 წლის ოქტომბერში შედგა.

კორპორაციის შეფასებით, 2010 წლის მეორე კვარტალში მობილური პლატფორმის 2 მლნ–ზე მეტი ასლი გაიყიდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამავე რაოდენობის მაწყობილობების რეალიზება მოხდა ამ OS-ის მართვის ქვეშ, ანუ Microsoft–ის მიერ დასახელებული ციფრები Windows Phone 7–ის ოპერატორებისა და კომუნიკატორების მწარმოებლების მიერ შესყიდულ რაოდენობას აღნიშნავს.

Microsoft–ში აღნიშნავენ, რომ მომხმარებელთა 93% «აღფრთოვანებულია» Windows Phone 7–ის შესაძლებლობებით. თუმცა დღეისათვის ეს OS გაყიდვების რაოდენობით კონკურენტ მობილურ პლატფორმებს ძალიან ჩამორჩება. მაგალითად, კომპანია Apple–მა, გასულ კვარტალში, 16,2 მლნ iPhone–ის რეალიზება მოახერხა iOS ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ, ხოლო კანადურმა RIM–მა — 14,2 მლნ კომუნიკატორი BlackBerry.

თუმცა უდიდეს წარმატებას OS Android განიცდის. Google–ის შეფასებით, ყოველდღიურად 300 ათასი სმარტფონი აქტიურდება ამ პლატფორმის მართვის ქვეშ.

წყარო: რეიტერი

Nov 252010
 

Research In Motion-ის (RIM) აღმასრულებელი დირექტორის ჯიმი ბალსილის (Jim Balsillie) განცხადებით, პლანშეტური კომპიუტერის BlackBerry PlayBook-ის ღიერებულება იქნება $500-დოლარამდე.

მოწყობილობა ამერიკაში გამოჩნდება 2011 წლის პირეველ კვარტალში, ხოლო სხვა რეგიონებში ბიზნეს-პლანშეტი გამოჩნდება შემდეგი წლის მეორე კვარტალში.

ბალსილის აზრით, 500 დოლარი –– საკმაოდ კონკურენტუნარიანი ფასია RIM-ის პირველი პლანშეტისთვის. შედარებისთვის: ამერიკაში ყველაზე იაფფასიანი iPad-ის ღირებულება შეადგენს $499, ხოლო Samsung Galaxy Tab-ის ღირებულა არის $599 Verizon Wireless-ის აბონენტთათვის.

BlackBerry PlayBook წარმოდგენილი იყო, სექტმბრის ბოლოს BlackBerry DEVCON 2010-ის კონფერენციაზე.

მოწყობილობას აქვს 7-დიუმიანი სენსორული ეკრანი წერტილოვანი გარჩევადობით 1024×600, ორი ვიდეოკამერა ( გარჩევადობით 3 და 5 მეგაპიქსელი), Wi-F, Bluetooth მოდული MicroHDMI პორტი და ა.შ.

პლანშეტი ხელმისაწვდომია 16, 32 და 64 გბ მეხსიერებით, შესაბამისად ყველაზე დაბალი მოდიფიკაციის ღირებულება შეადგენს $500.

გამოყენებულია Bloomberg-ის მასალები.

Oct 062010
 

BlackBerry
PlayBook

Apple
iPad

Samsung
Galaxy Tab

Dell
Streak

ეკრანის ზომა 7 დიუმი 9.7 დიუმი 7 დიუმი 5 დიუმი
გარჩევადობა 1024 x 600 1024 x 768 1024 x 600 800 x 480
პიქსელების სიმჭიდროვე (საშუალო.) 170 133 170 187
პალტფორმა BB Tablet OS iOS 3.2.2 (4.2 in November) Android 2.2 Android 1.6 (2.12. მომავლაში)
Adobe Flash-ის მხარდაჭერა 10.1 არ არის მხარდაჭერილი 10.1 არ არის მხარდაჭერილი
პროცე 1GHz dual-core Cortex A9 1GHz Apple A4 (ARMv7) 1GHz Cortex A8 1GHz Snapdragon
გრაფიკა უცნობია PowerVR SGX 535 PowerVR SGX 540 Adreno 200
ოპერატიული მეხსიერება 1გბ 256მბ 512მბ 512მბ
შიდა მეხსიერება 16გბ / 32გბ (დაუმოწმებელია) 16GB / 32გბ / 64გბ 16გბ / 32გბ 2გბ
დამატებითი მეხსიერება უცნობია არ აქვს microSD microSD
კავშირი 802.11 a/b/g/n, Bluetooth 2.1 + EDR 802.11 a/b/g/n, Bluetooth 2.1 + EDR 802.11 b/g/n, Bluetooth 3.0 802.11 b/g, Bluetooth 2.1 + EDR
ფიჭური მონაცემთა გადაცემა 3G და 4G მომავალში 3G დამატებით (GSM) 3G (ნებისმიერ ოპერატორზე) 3G (AT&T-ის ქსელში)
GPS არ აქვს 3G მოდელებში მხოლოდ აქვს აქვს
კამერა 3MP წინა,
5MP უკანა
არ აქვს 1.3MP წინა,
3MP უკანა
VGA წინა,
5MP უკანა
წინა
408 გრამი
680 -726 გრამი
386 გრამი 222 გრამი

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache