ვებ-წყაროებზე დაყრდნობით, კომპანია Samsung გამოსაშვებად ამზადებს ფლაგმანურ კომუნიკატორს  Galaxy S III-ს, რომლის ანონსიც შესაძლოა შედგეს 2012 წლის დასაწყისში. იუწყებიან, რომ მძლავრ აპარატს ექნება ოთხბირთვიანი პროცესორი ტაქტური სიხშირით 2 გჰც. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 1,5 გბ-ს; ხოლო ჩაშენებული ფლეშ-მოდულის მოცულობა — 32 გბ.

არსებული მონაცემებით, სენსორული დისპლეის ზომა — 4,65 დიუმი, ხოლო მისი გარჩევადობა — 1024×1280 წერტილი. ასევე ნახსენებია, კამერა 10-მეგაპიქსელიანი მატრიცით, რომელსაც შეუძლია მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერა 1080р ფორმატში (1920×1080 პიქსელი). სავარაუდოდ, სმარტფონი მიიღებს  NFC (Near Field Communication) ტექნოლოგიის მხარდაჭერას.

ოპერაციული სისტემა — Android Ice Cream Sandwich, დამატებითი საფირმო ინტერფეისით TouchWiz 5.0. გამორიცხული არ არის, რომ სიახლე წარმოდგენილი იქნება Mobile World Congress 2012-ის გამოფენაზე, რომელიც ჩატარდება ბარსელონაში (ესპანეთი) 27 თებერვლიდან 1 მარტამდე.

წყარო: Pocketnow

 

კომპანია Samsung-მა  IFA 2011-ის გამოფენაზე, დააანონსა პლანშეტური კომპიუტერი Series 7 Slate PC  Intel-ის პლატფორმაზე.

სიახლეს შესაძლებელია ჰქონდეს მეორე თაობის Core პროცესორი (Core i5-2467M მოდელამდე ტაქტური სიხშირით 1,6 გჰც) ან ორბირთვიანი ჩიპი Pentium. ოპერაციული სისტემა — Windows 7 (64-ბიტიანი ვერსია).

პლანშეტს აქვს 4 გბ ოპერატიული მეხსიერება და მყარი დისკი მოცულობით 32 ან 64 გბ. სენსორული დისპლეის ზომა, შესრულებულია მოცულობითი ტექნოლოგიით და შეადგენს 11,6 დიუმს; ხოლო მისი გარჩევადობა — 1366×768 წერტილი.

კომპიუტერს განკარგულებაშია: 2-მეგაპიქსელიანი წინა კამერა და 3-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, 3G (HSPA+), Wi-Fi (802.11 b/g/n) და Bluetooth 3.0 მოდულები, GPS მიმღები, USB 2.0 პორტი, HDMI, MicroSD-ბარათების სლოტი და ასევე ქსელური Ethernet-ადაპტერი. მოწყობილობის წონა შეადგენს 860 გ-ს, ხოლო კორპუსის სისქე 13 მმ-ს. აკუმულატორული ელემნტის ერთხელ დამუხტვის შემთხევაში, ავტონომიური მუშაობის დრო აღწევს შვიდ საათამდე.

სიახლე გაყიდვაში გამოვა ოქტომბრის დასაწყისში 1 100-დან 1 350 დოლარამდე. დამატებით აქსესუარად შესაძლებელი იქნება Bluetooth-კლავიატურის შეძენა.

გამოყენებულია Samsung-ის მასალები.

 

კომპანია Samsung-მა IFA 2011-ის გამოფენაზე (ბერლინი) წარმოადგინა მინი-პლანშეტი Galaxy Note.

მოწყობილობას გააჩნია 1,4-გიგაჰერციანი პროცესორი ორი ბირთვით; გრაფიკის დამუშავებას უზრუნველყოფს კონტროლერი Mali-400. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 1 გბ-ს. ოპერაციული სისტემა  — Android 2.3, დამატებითი საფირმო სამომხმარებლო ინტერფეისით TouchWiz.

სიახლეს აქვს 5,3-დიუმიანი სენსორული  Super AMOLED დისპლეი გარჩევადობით 1280×800 წერტილი; მიწოდების კომპლექტში შედის კალამი S Pen, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია გაჯეტის ინტერფეისის მართვა და ამასთანავე ჩანიშვნების გაკეთება. გარდა ამისა, მთავარი 8-მეგაპიქსელიანი კამერა მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერის შესაძლებლობით 1080р ფორმატში და წინა კამერა 2-მეგაპიქსელიანი მატრიცით.

Galaxy Note წარმოადგენს პლანშეტის და სმარტფონის ჰიბრიდს: მოწყობილობას შეუძლია იმუშაოს HSPA+ და LTE მობილურ ქსელებში; მისი წონა შეადგენს 180 გ-ს; ხოლო კორპუსის სისქე  — 9,65 მმ-ს.

სიახლის გაყიდვაში გამოსვლის თარიღი და ღირებულება არ სახელდება.

გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

 

კომპანია Samsung-მა წარმოადგინა, სმარტფონ Galaxy S II-ის და პლანშეტის Galaxy Tab 8.9-ის ვერსიები მეოთხე თაობის მობილური ქსელების მხარდაჭერით LTE (Long Term Evolution).

სმრატფონი აღჭურვილია, 4,5-დიუმიანი სენსორული დისპლეით, რომელიც შესრულებულია Super AMOLED Plus ტექნოლოგიით (სტანდარტული მოდელის ეკრანი არის 4,3-დიუმი). მატრიცის გარჩევადობა არ სახელდება. სიახლის აპარატული ფუძე — ორბირთვიანი პროცესორი ტაქტური სიხშირით 1,5 გჰც (Galaxy S II-ის სტანდარტულ ვერსიას აქვს 1,2 გჰც). სმარტფონს გააჩნია, MicroSD ფორმატის ფლეშ-ბარათების სლოტი, 8-მეგაპიქსელიანი კამერა გაელვებით და მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერის ფუნქციით 1080p ფორმატში (Full HD), Wi-Fi (IEEE 802.11n) და Bluetooth 3.0 მოდულები და ასევე GPS მიმღები. ოპერაციული სისტემა — Android 2.3 (Gingerbread).

პლანშეტს Galaxy Tab 8.9-ს აქვს, 8,9-დიუმიანი სესნორული დისპლეი გარჩევადობით 1280×800 წერტილი, 1,5-გიგაჰერციანი პროცესორი, 3-მეგაპიქსელიანი კამერა შუქდიოდური გაელვებით და მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერის ფუნქციით  720p ფორმატში, 2-მეგაპიქსელიანი წინა კამერა, Wi-Fi და Bluetooth 3.0 მოდულები, გიროსკოპი, აქსელერომეტრი, ციფრული კომპასი, MicroSD სლოტი, სტერეოფონური დინამიკები და USB 2.0. პორტი.

მეოთხე თაობის ქსელებში მუშაობისას მოწყობილობა უზრუნველყოფს, საწყისი პუნქტიდან აბონენტამდე მონაცემების გადაცემის სიჩქარეს 100 მბიტ/წ-მდე და 50 მბიტ/წ-მდე საპირისპირო მიმართულებით. ღირებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

 

კომპანია Apple–მა, ევროპაში, Samsung–ის წინააღმდეგ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ კომპანიებს შორის უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს სასამართლო გარჩევები. სტივ ჯობსის იმპერია სამხრეთ კორეულ მწარმოებელს, iPad–დან და iPhone–დენ დიზაინის, სამომხმარებლო ინტერფეისისა და გაფორმების დაკოპირებაში ადანაშაულებს. «სამსუნგი» კი Apple–ს მონაცემთა უკაბელო გადაცემის, ენერგომოხმარების შემემცირებელი საშუალებისა და შეცდომების კორექციის პატენტის უფლების დარღვევაში სდებს ბრალს.

მიმდინარე წლის აგვისტოში, გერმანიის სასამართლომ დროებით აკრძალა Samsung Galaxy Tab 10.1–ის ევროპაში გაყიდვა. ახლა კი ჰოლანდიის სასამართლომ გამოიტანა ანალოგიური სარჩელი Samsung–ის სამი სმარტონის მისამართით — Galaxy S, Galaxy S II და Galaxy Ace.

გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ დასახელებულ კომუნიკატორებში უკანონოდ გამოიყენება Apple–ის ტექნოლოგია, რომელიც ციფრული ფოტოგრაფიის კოლექციის ნავიგაციას ეხება. გარდა ამისა სასამართლომ უარყო Apple–ის ყველა პრეტენზია, მათ შორის ბრალდება, თითქოსდა  Galaxy აკოპირებს «აიფონის» დიზაინს.

ზემოთხსენებული გადაწყვეტილება ეხება Samsung–ის ჰოლანდიურ წარმომადგენლობას, რომელსაც ამიერიდან ეკრძალება ჩამოთვლილი სმარტფონების გაყიდვა დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ფინეთში, ირლანდიაში, შვედეთში, შვეიცარიასა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში. დადგენილება ძალაში 13 ოქტომბრიდან შევა; მანამდე, კომუნიკატორებში პროგრამული უზრუნველყოფის შეცვლით, Samsung–ს საშუალება ეძლევა მოაგვაროს აღნიშნული პრობლემა.

ასევე იუწყებიან, რომ Apple–სა და Samsung–ს შორის გაჩაღებული დავას, ინტელექტუალური საკუთრების შესახებ, 2012 წლის 30 ივნის შეერთებული შტატების სასამართლოც განიხილავს.

წყარო: რეიტერი

 

ვებ-წყაროებზე დაყრდნობით, კომპანია Samsung, ამზადებს კომუნიკატორ Galaxy Q-ს ანონსს, რომელიც იქნება Android-ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ.

ცნობილია, რომ აპარატი მიიღებს სენსორულ დისპლეის  5,3 (!)  დიუმიანი დიაგონალით. პრაქტიკულად ეს იქნება სმარტფონის და პლანშეტის ჰიბრიდი, რომელსაც ექნება ნიშა, Galaxy-ის სერიის ტოპ-კომუნიკატორებს და Galaxy Tab-ის მინი-კომპიუტერებს შორის.

სავარაუდო მონაცემებით, Galaxy Q-ს დისპლეი შესრულებული იქნება Super AMOLED Plus ტექნოლოგიით (გარჩევადობა არ სახელდება). ანალოგიური პანელი გამოიყენება Galaxy S II-ში.

დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ Galaxy Q-ს ექნება მძლავრი ორბირთვიანი პროცესორი ტაქტური სიხშირით 1,5 გჰც. ასევე ნახსენებია მეოთხე თაობის LTE ქსელების მხარდაჭერა.

სიახლის ანონსი, სავარაუდოდ შედგება FA 2011-ის გამოფენაზე, რომელიც ჩატარდება ბერლინში (გერმანია) 2-დან 7-სექტემბრამდე.

გამოყენებულია SlashGear-ის მასალები.

 

ახალი ფლაგმანური სმარტფონის, Samsung Galaxy S II–ის გაყიდვები, სამხრეთ კორეაში, 25 აპრილს დაიწყო. გაყიდვების დაწყებიდან რამდენიმე დღით ადრე, სამი სამხრეთ–კორეული ოპერატორისგან, Samsung–მა 200 ათასი წინასწარი შეკვეთა მიიღო. პირველ 30 წუთში, დაახლოებით, 10 ათასი შეკვეთა გაფორმდა, ხოლო მომდევნო 64 წუთში მათი რაოდენობა გაორმაგდა.

შედარებისთვის: აგვისტოში Apple–მა კორეელებისგან iPhone 4–ის, მხოლოდ, 110 ათასი შეკვეთა მიიღო.

როგორც ჩანს, Galaxy S II–ის რეკორდს, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, ვერცერთი მწარმოებელი ვერ მოხსნის, ხოლო წლის ბოლომდე 10 მლნ მოწყობილობის გაყიდვის გეგმა, სრულიად შესაძლებელია, რეალური გახდეს.

 

Kate Mitchell / Corbis–ის ფოტო.

კომპანია IDC–იმ მობილური ტელეფონებისა და სმარტფონების, 2011 წლის პირველი კვარტლის, მსოფლიო ბაზრის მონაცემები გამოაქვეყნა.

«ჭკვიან ტელეფონებზე» მოთხოვნების ზრდის ფონზე, ფიჭური აპარატების გაყიდვების მოცულობა 20%–ით გაიზარდა. თუ 2010 წლის პირველ კვარტალში 310,5 მლნ «ყურმილი» გაიყიდა, მიმდინარე წელს ამ მაჩვენებელმა 371,8 მლნ ერთეულს გადააჭარბა.

ფინური Nokia ისევ უმსხვილეს მწარმოებლად რჩება, თუმცა ერთი წლის განმავლობაში მისი საბაზრო წილი 34,7–დან 29,2%–მდე შემცირდა. სამი თვის განმავლობაში Nokia–მ 108,5 მლნ აპარატის რეალიზება მოახერხა.

მეორე და მესამე ადგილზე — სამხრეთ–კორეული მწარმოებლები Samsung და LG Electronics, შესაბამისად 18,8 და 6,6%. მთელი კვარტლის განმავლობაში ამ კომპანიებმა 70,0 და 24,5 მლნ მობილური ტელეფონი და სმარტფონი გაყიდეს.

Apple, რომელიც ბაზრის 5,0%–ს იკავებს, რეიტინგში მეოთხე ადგილზეა. კომუნიკატორ iPhone–ის კვარტალური გაყიდვები 114,9%–ით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია — 18,7 მლნ ერთეული.

15,1 მლნ გაყიდული «ყურმილითა» და ბაზრის 4,1%–ით, ხუთეულს ჩინური ZTE ხურავს.

სხვა დანარჩენმა კომპანიამ, საერთო ჯამში, 135 მლნ ფიჭური აპარატი გაყიდა, რაც ბაზრის 36,3%–ს შეესაბამება.

წყარო: IDC

 

კომპანია IDC–მ 2010 წლის მეოთხე კვარტლის კომუნიკატორების მსოფლიო ბაზრის მოცულობა შეაფასა.

ანალიტიკოსების გამოთვლებით, ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით, მთელს მსოფლიოში, 100,9 მლნ სმარტფონი გაიყიდა. ეს მაჩვენებელი 2009 წლის ბოლო მეოთხედთან შედარებით 87,2%–ით მეტია, როცა ბაზრის მოცულობა 53,9 მლნ ერთეულს შეადგენდა.

Nokia–ს წილი, გასულ კვარტალში, წლიური გამოთვლებით 38,6–დან 28%–მდე შემცირდა (28,3 მლნ კაყიდული კომუნიკატორი). თუმცა უმსხვილესი მწარმოებლების სიაში ფინური ვენდორი მაინც ინარჩუნებს პირველობას.

16,2 მლნ გაყიდული «აიფონით» Apple მეორე ადგილზე იმყოფება. წლის განმავლობაში კომპანიის წილი არ შეცვლილა და 16,1%–ს შეადგენს.

მესამე ადგილზეა კანადური Research In Motion, რომელმაც ოქტომბრიდან დეგემბრის ჩათვლით 14,6 მლნ BlackBerry–ის რეალიზება მოახერხა და ბაზრის 14,5%–ს ფლობს. ერთი წლით ადრე კომპანიის წილი 19,9%–ს შეადგენდა.

გაყიდვების მოცულობის განსაკუთრებით სწრაფი ტემპებით ზრდა Android–მოწყობილობების მწარმოებლებმა უჩვენეს. მოკლედ, კომპანია Samsung–მა, რომელიც მეოთხე პოზიციაზე იმყოფება, საბაზრო წილი 3,3–დან 9,6%–მდე გაზარდა, ხოლო HTC–მა, რომელიც ხურავს ხუთეულს, — 4,5–დან 8,5%–მდე.

2010 წელს, სულ, 302,6 მლნ კომუნიკატორი გაიყიდა, ანუ 74,4%–ით მეტი ვიდრე 2009 წელს (173,5 მლნ).

უმსხვილესი მწარმობელების პოზიციები, წლიური გამოთვლებით, ასე გადანაწილდა: Nokia — 33,1%, Research In Motion — 16,1%, Apple — 15,7%, Samsung — 7,6%, НТС — 7,1%, სხვ. — 20,3%.

წყარო: IDC

 

გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია Samsung ამზადებს ფლაგმანურ «გუგლფონს», რომელიც გამოვა შემდეგი წლის პირველ ნახევარში. სავარაუდოდ მოდელის ანონსი შედგება თებერვალში Mobile World Congress 2011-ის გამოფენაზე.

ჯერჯერობით უსახელო სმარტფონი ფუნქციონირებს Android-ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ, კოდური დასახელებით  Gingerbread, ხოლო აპარატულ პლატფორმად გამოყენებულია ცენტრალური პროცესორი ტაქტური სიხშირით 1,2 გჰც.

აპარატს აქვს: 8-მეგაპიქსელიანი კამერა ავტოფოკუსით, შუქდიოდური გაელვებით და HD-ვიდეოს ჩაწერის ფუნქციით 1080p (Full HD) ფორმატში, 16 გბ-იანი მეხსიერება, GPS ნავიგაციის თანამგზავრული სისტემის მიმღები, Wi-Fi (IEEE 802.11n) და Bluetooth 3.0 ადაპტერები, ასევე სენსორული დისპლეი წერტილოვანი გარჩევადობით 480×800 (WVGA), რომელიც შესრულებულია მეორე თაობის  Super AMOLED ტექნოლოგიით. მისი დიაგონალი იქნება 4,3 ან 4,5 დიუმი.

აღსანიშნავია, რომ სიახლეს გააჩნია  C2DM ტექნოლოგიის მხარდაჭერა, Google სერვისი, DLNA პროტოკოლი და ასევე ელექტრონული წიგნების, ჟურნალების და ა.შ წაკითხვის მხარდაჭერა.

გამოყენებულია Engadget-ის მასალები.

© 2011 HI-TECH Suffusion theme by Sayontan Sinha

Social Widgets powered by AB-WebLog.com.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache