Sep 152011
 

კომპანია Sony Ericsson-მა და ოპერატორმა AT&T-იმ გამოსაშვებად გაამზადეს სმარტფონი Xperia Play 4G, რომელსაც აქვს HSPA+ სტანდარტის მობილურ ქსელებში მუშაობის მხარდაჭერა.

კომუნიკატორს გააჩნია 4-დიუმიანი მოცულობითი სენსორული დისპლეი გარჩევადობით 480×854 წერტილი, «მულტითაჩ» ტექნოლოგიის მხარდაჭერით. დისპლეის უკან დამალულია გამოსაწევი კლავიატურა სათამაშო კონტროლერით.

Xperia Play 4G-ს აქვს 5,1-მეგაპიქსელიანი კამერა ავტოფოკუსით და შუქდიოდური გაელვებით, MicroSD-სლოტი (კომპლექტში შედის 8-გბ-ანი ბარათი), Bluetooth და Wi-Fi მოდულები, GPS-მიმღები და ასევე 3,5-მმ-ანი ბუდე ყურსასმენებისთვის.

სიახლე არის Snapdragon-ის 1 გიგაჰერციან პროცესორზე გრაფიკული ამაჩქარებლით Adeno 205; ოპერატიული მეხსიერება შეადგენს 384 მბ-ს.

HSPA+ ქსელების მხარდაჭერა, უზრუნველყოფს მონაცემების გადაცემის სიჩქარეს 21 მბიტ/წ-მდე. სმარტფონში დაინსტალირებულია Android 2.3.3 (Gingerbread) ვერსიის ოპერაციული სისტემა და შვიდი თამაში ასარჩევად: Dungeon Defenders Second Wave, Asphalt 6 Adrenaline, Star Battalion, Madden NFL 11, The Sims 3, Tower Bloxx: My City და Crash Bandicoot. გარდა ამისა, კომპლექტში შევა მულტიმედიური დოკ-სადგური DK300 და აუდიოკაბელი MC100.

Xperia Play 4G გაყიდვაში გამოვა 18 სექტემბრიდან და მისი ღირებულება იქნება 50 დოლარი AT&T-თან ორწლიანი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში.

გამოყენებულია Sony Ericsson-ის მასალები.

Aug 242011
 

კომპანია Sony Ericsson მეოთხე კვარტალში დაიწყებს, კომუნიკატორის Live with Walkman-ის გაყიდვებს.

აპარატი შესრულებულია მონბლოკის ტიპის კორპუსში; სენსორული დისპლეის ზომა შეადგენს 3,2 დიუმს (გარჩევადობა — 320×480 წერტილი). არის ორი კამერა: წინა ვიდეოზარებისთვის და მთავარი 5-მეგაპიქსელიანი მატრიცით, რომელსაც შეუძლია მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერა 720р ფორმატში. სიახლეს გააჩნია, MicroSD სლოტი, FM-ტუნერი, GPS მიმღები და ასევე Wi-Fi და Bluetooth ადაპტერები.

სიახლეს აქვს, პროცესორი ტაქტური სიხშირით 1 გჰც; პროგრამული პლატფორმის როლს ასრულებს Android 2.3 (Gingerbread). მოდელის ზომებია: 56,5×106×14,2 მმ, ხოლო წონა— 115 გ. აკუმულატორული ელემენტის ერთხელ დამუხტვის შემთხევაში, ავტონომიური მუშაობის დრო ხმოვანი მონაცემების გადაცემის რეჟიმში, აღწევს 14 საათამდე და 600 საათამდე მოლოდინის რეჟიმში. მხარდაჭერილია, GSM და HSPA მობილური ქსელები.

სიახლე აღჭურვილია, მედიაფლეერის ჩასართველი აპარატული ღილაკით. ნახსენებია, მჭიდრო ინტეგრაცია სოციალურ ქსელთან Facebook-თან და საფირმო ფუნქცია მუსიკის იდენტიფიკატორი TrackID. xLOUD ტექნოლოგიის საშუალებით, შესაძლებელია მთავარი დინამიკის მოცულობის (ხმის) გაზრდა.

Live with Walkman-ის ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.

გამოყენებულია Sony Ericsson-ის მასალები.

Jul 302011
 

მოკლედ Xperia X10-ის ყველა მომხმარებელს მინდა ვაუწყო რომ გამოვიდა ნანატრი განახლება ამ მშვენიერი სმარტფონისთვის.

როგორც ყველაზე ავტორიტეტული ფორუმი იუწყება ზოგიერთ ქვეყნებში მომხმარებლებმა მიიღეს ახალი ვერსიის განახლება და მალე მისი root ვერსია ხელმისაწვდომი იქნება ყველა მსურველისთვისაც.

P.S.

და პირველი ჩამოტვირთვაც ამავე ფორუმიდან:

ეს არის ბმული FlashTool-ის მომხმარებლებისთვის

http://forum.xda-developers.com/showthread.php?t=920746

ეს კი მათთვის ვისაც Xrecovery-დან ურჩევნია რომის განახლება

http://forum.xda-developers.com/showthread.php?t=1192152

Jul 162011
 

ვებ-წყაროებზე დაყრდნობით, კომპანია Sony Ericsson უახლოეს თვეებში წარმოადგენს, თავის პირველ კომუნიკატორს ორბირთვიანი პროცესორით.

აპარატი, Xperia Duo მიიღებს, მონობლოკის ტიპის ფორმფაქტორს და ექნება  Qualcomm-ის ან ST-Ericsson-ის ჩიპი ტაქტური სიხშირით 1,4 გჰც.

სმარტფონის, სავარაუდო მახასიათბლები გამოიყურება შემდეგნაირად: სენსორული დისპლეი დიაგონალით 4,5-დიუმი (გარჩევადობა — 540×960 წერტილი), 1,5 გბ ოპერატიული მეხსიერება, ფლეშ-მოდული მოცულობით 8 გბ და აკუმულატორული ელემენტი მოცულობით 2 500 მა/სთ. გარდა ამისა, ნახსენებია კამერა 12-მეგაპიქსელიანი მატრიცით Exmor R CMOS და შუქდიოდური გაელვებით (მხარდაჭერილია მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერის ფუნქცია 1080р ფორმატში).

როგორც, მოსალოდნელია, Xperia Duo-ს ანონსი შედგება სექტემბერში. პროგრამული პლატფორმის როლს შეასრულებს Android 2.3 (Gingerbread) ვერსიის ოპერაციული სისტემა. ხოლო მოწყობილობის ღირებულების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით უცნობია.

გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

Jun 232011
 

კომპანია Sony Ericsson-მა, შეავსო თავისი სმარტფონების ხაზი ორი მოდელით: Sony Ericsson Xperia ray და Xperia active, რომლებიც შესრულებულია მონობლოკის ტიპის კორპუსში.

სმარტფონ Xperia ray-ს გააჩნია 3.3-დიუმიანი სენსორული დისპლეი გარჩევადობით 854×480 წერტილი, 0,3-მეგაპიქსელიანი წინა კამერა ვიდეოზარებისთვის და მთავარი 8,1-მეგაპიქსელიანი კამერა შუქდიოდური გაელვებით და მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერის ფუნქციით 720p ფორმატში. აპარატის ზომები — 111×53×9,4 მმ, წონა — 100 გ. ავტომატური მუშაობის დრო ხმოვანი მონაცემების გადაცემის რეჟიმში, აღწევს 7 საათამდე, ხოლო მოლოდინის რეჟიმში 440 საათამდე.

მეორე სიახლე, Xperia active შესრულებულია დალუქულ კორპუსში, რისი მეშვეობითაც; მას არ ედება მტვერი და შესაძლებელია მისი გაჩერება წყლის ქვეშ ნახევარი საათით ერთი მეტრის სიღრმეზე.  3-დიუმიან ეკრანს აქვს, წერტილოვანი გარჩევადობა 320×480; არის 5-მეგაპიქსელიანი კამერა. მოდელის ზომებია: 55×92×16,5 მმ, წონა — 111 გ. სასაუბრო რეჟიმში მუშაობის დრო — 5,5 საათამე, ხოლო მოლოდინის რეჟიმში 350 საათამდე.

Xperia active

ორივე სმარტფონს აქვს 1-გიგაჰერციანი პროცესორი, Wi-Fi და Bluetooth ადაპტერები, GPS-მიმღები, FM-ტუნერი და MicroSD სლოტი (კომპლექტში შედის მეხსიერების ბარათი).

ოპერაციული სისიტემა Android 2.3 (Gingerbread).

სმარტფონები განკუთვნილია GSM/EDGE და UMTS/HSPA ქსელებისთვის.

მოწყობილობები გაყიდავაში გამოვა მესამე კვარტალში.

გამოყენებულია Sony Ericsson-ის მასალები.

Jun 102011
 

კომპანია Sony Ericsson-მა, Mix Walkman-ის გარდა, წარმოადგინა კიდევ ერთი სიახლე — ფიჭური აპარატი txt pro.

მწარმოებლების განცხადებით, txt pro სპეციალურად დამზადდა მათთვის, ვისაც უყვარს სოციალურ ქსელებში ურთიერთობა. კერძოდ, აქ არის აპლიკაცია Facebook-თვის და Twitter-თვის. შეტყობინების აკრეფას აადვილებს მოძრავი QWERTY-კლავიატურა.

ტელეფონს გააჩნია 3-დიუმიანი სენსორული დისპელი გარჩევადობით 240×40, რომელიც დაცულია ნაფხაჭნებისგან. txt pro-ს, ასევე აქვს, კამერა 3,2-მეგაპიქსელიანი მატრიცით, FM-ტუნერი RDS-ის მხარდაჭერით, Wi-Fi და Bluetooth კონტროლერები, MicroUSB პორტი, 3,5-მილიმეტრიანი ბუდე ყურსასმენსთვის და MicroSD ფორმატის ფლეშ-ბარათის სლოტი 32 გბ-მდე.

სიახლე განკუთვნილია GSM/GPRS/EDGE 850/900/1800/1900 მჰც ქსელებში სამუშაოდ. თუ ვენდობით ტექნიკურ მახასიათებლებს, აკუმულატორი უზრუნვეყოფს ხუთ საათმადე საუბრის და 400 საათამდე მოლოდინის რეჟიმში მუშაობას.

txt pro-ს გაყიდვები დაიწყება შემდეგი კვარტალიდან; ღირებულების შესახებ ინფორმაცია უცნობია.

გამოყენებულია Sony Ericsson-ის მასალები.

Jun 102011
 

კომპანია Sony Ericsson-მა დააანონსა მობილური ტელეფონი Mix Walkman, რომლის გაყდივებიც დაიწყება შემდეგი კვარტალიდან.

აპარატი, შესრულებულია მონობლოკურ კორპუსში, 3-დიუმიანი სენსორული დისპლეით და გარჩევადობით 240×400 წერტილი(არ არის «მულტითაჩ» ინტერფეისის მხარდაჭერა). მოწყობილობას აქვს კამერა 3,2-მეგაპიქსელიანი მატრიცით, FM-ტუნერი (RDS), Wi-Fi და Bluetooth კონტროლერები, MicroUSB პორტი, 3,5-მილიმეტრიანი ბუდე ყურსასმენისთვის და MicroSD სლოტი 32 გბ-მდე.

სიალხე პირველ რიგში განკუთვნილია მეალომანებსითვის. ტელეფონს გააჩნია SenseMe ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სურვილისამებრ «ფლეილისტის» შექმნა და მუსიკის ამომცნობი სისტემა TrackID. სიმღერების სწარფი მოძებნისთვის არის ღილაკი Zappin.

Mix Walkman განკუთვნილია GSM GPRS/EDGE 850/900/1800/1900 მჰც ქსელებში სამუშაოდ. ხმოვანი მონაცემების გადაცემის რეჟიმში ავტომატური მუშაობის დრო შეადგენს 9 სთ-ს და 40 წუთს, მოლოდინის რეჟიმში — 465 საათამდე, ხოლო მუსიკის მოსმენის — 13 საათამდე.

ტელეფონის ზომები — 95,8×52,8×14,3 მმ, წონა — დაახლოებით 90 გ.

Mix Walkman-ის ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.

გამოყენებულია Sony Ericsson-ის მასალები.

May 262011
 

იაპონურმა ოპერატორმა შეავსო თავისი ფიჭური აპარატების «ასორტიმენტი» სმარტფონით Xperia acro SO-02C, რომელიც დაფუძნებულია Xperia arc-ის ბაზაზე.

სიახლემ მიიღო Xperia arc-ის ყველა მთავარი მახასიათებლები: Qualcomm Snapdragon-ის გიგაჰერციანი პროცესორი MSM8255 გრაფიკული ამაჩქარებლით Adreno 205, 4,2-დიუმიანი სენსორული დისპლეი წერტილოვანი გარჩევადობით 480×854 FWVGA) და 8,1-მეგაპიქსელიანი კამერა CMOS-მატრიცით Sony Exmor, შუქდიოდური გაელვებით, გამოსახულების სტაბილიზაციის სისტემით და HD-ვიდეოს ჩაწერის შესაძლებლობით 720p ფორმატში.

Xperia acro SO-02C-იმ, ასევე მიიღო რამოდენიმე დამატებითი ფუნქცია. აპარატს გააჩნია TV-ტუნერი 1Seg-ის სტანდარტის ციფრული ტელევზიის მხარდაჭერით და ინფრაწითელი პორტი. გარადა ამისა, მას აქვს «ელექტრონული საფულე».

სმარტფონი აღჭურვილია Bluetooth და Wi-Fi ადაპტერებით, GPS-მიმღებით, FM-რადიოთი და 3,5-მილიმეტრიანი ბუდით ყურსასმენისთვის. აპარატოს ზომები — 127×62×11,5 მმ, წონა— 135 გ.

Xperia acro SO-02 ფუნქციონირებს Android 2.3 ვერსიის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ; სიახლის გაყიდვები დაიწყება ივნისში ან ივლისში.

გამოყენებულია NTT DoCoMo-ს მასალები.

May 072011
 

კომპანია Sony Ericsson-მა დააანონსა Xperia-ს სერიის ორი ახალი კომუნიკატორი Android 2.3 (Gingerbread) ვერსიის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ.

აპარატები Xperia mini და mini pro აღჭურვილია Qualcomm Snapdragon-ის პროცესორით — ტაქტური სიხშირე  1 გჰც. 3-დიუმიანი სენსორული დისპლეი დამზადებულია მოცულობითი ტექნოლოგიით, მისი გარჩევადობა შეადგენს 320×480 პიქსელს.

სმარტფონებს გააჩნიათ 5-მეგაპიქსელიანი კამერა ავტოფიკუსით, შუქდიოდური გაელვებითა და მაღალი გარჩვადობის ვიდეოს ჩაწერის ფუნქციით — 720р ფორმატი; 320 მბ ჩაშენებული მეხსიერება, MicroSD სლოტი, Wi-Fi და Bluetooth ადაპტერები, GPS მიმღები, FM-ტუნერი, USB-პორტი და ასევე 3,5-მილიმეტრიანი ბუდე ყურსასმენისთვის.

mini pro-ს ასევე აქვს 0,3-მეგაპიქსელიანი წინა კამერა.

სიახლეები განკუთვნილია GSM/EDGE 850/900/1800/1900 მჰც და UMTS/HSPA 900/2100 ან 850/1900/2100 მჰც ქსელებში სამუშაოდ. ავტომატური მუშაობის დრო შეადგენს 4,5–5,5 საათს.

აპარატი Xperia mini-ს ზომები — 88×52×16 მმ და წონა — 94 გ, ხოლო Xperia mini pro-ს ზომები — 92×53×18 მმ, წონა — 136 გ.

სმარტფონები გაყიდვაში გამოჩნდება აგვისტოში; ხოლო მათი ღირებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

გამოყენებულია Sony Ericsson-ის მასალები.

Feb 142011
 

Xperia Play

პირველი სათამაშო სმარტფონი კომპანიისგან Android 2.3 ოპ. სისტემის ბაზაზე !

მისი ტექნიკური მონაცემებია:

პროცესორი: 1 გჰც Snapdragon  Adreno 205 ვიდეო აქსელერატორით. 60 კადრი წამში რენდერინგის წარმადობა და 5 საათი და 35 წუთი უწყვეტი თამაში.

ეკრანი დიაგონალით 4 დიუმი, 480×854 წერტილი გაფართოება ტექნოლოგიით TFT, ასევე 5 მეგაპიქსელიანი კამერა და სტერეო დინამიკები.

Xperia Pro

სმარტფონი განკუთვნილია ბიზნეს სეგმენტისთვის. მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას რომ სოციალური ქსელებისათვისაც შესანიშნავი არჩევანი იქნებოდა.

ეს არის სლაიდერი მოძრავი QWERTY კლავიატურით, 1 გიგაჰერციანი პროცესორით. ეკრანის ზომ არის 3,7 დიუმი  48-x854 წერტილით. მიუხედავად ბიზნეს მიმართულებისა მას აქვს ორი კამერა. უკან 8 მეგაპიქსელი – წინ 2 მეგაპიქსელი.

Xperia Neo

კიდევ ერთი სიახლე, მონობლოკი  Neo, პრაქტიკულად ეს არის XPERIA Arc-ის ანალოგი. ეკრანი დიაგონალით 3,7 დიუმი, იგივე გარჩევადობა 480х854, პროცესორი 1 გიგაჰერცი Qualcomm Snapdragon MSM8255. იგივე ორი კამერა ისეთივე მონაცემებით და 320 მეგაბაიტი ოპ. მეხსიერება. რაც სასაცილოა !

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache