Sep 182010
 

სატელეკომუნიკაციო-კომპანია Orange-ის გენერალური დირექტორი სტეფან რიშარი.

უმსხვილესი ევროპელი მობილური ოპერატორები მზად არიან შექმნან საკუთარი ოპერაციული სისტემა სმარტფონებისათვის, იუწყება GSMA Mobile Business Briefing.

ახალი ოპერაციული სისტემის შექმნის იდეა ეკუთვნის ტელეკომ-კომპანია Orange-ის (France Telecom) გენერალურ დირექტორს სტეფან რიშარს. 8 ოქტომბერს რიშარი პარიზში შეხვდება უმსხვილესი ოპერატორების Telefonica-ს, Deutsche Telekom-ისა და Vodafone-ის ხელმძღვანელებს, რათა განიხილონ სიტუაცია და შეაფასონ მობილური აპარატების ბაზარზე ოპერაციული სისტემების Android-ისა და iOS-ის პოზიცია.

საქმე იმაშია, რომ ორივე პლატფორმა ძალიან პოპულარულია, ხოლო მათი სერვისები დაკავშირებულია მწარმოებლებთან — Google და Apple შესაბამისად. ოპერატორები კი რა თქმა ინდა დაინტერესებულნი არიან, რომ სმატფონში დააინტეგრირონ საკუთარი მომსახურეობა. ამ პრობლემის გადასაჭრელად რჩება ერთადერთი გამოსავალი, შეიქმნას რაიმე «ევროპული» OS მობილურებისათვის.

სავარაუდოდ, ზემოთხსენებული ტელეკომ-ოპერატორები მიმართავენ უმსხვილესი ჩინური ოპერატორის China Mobile-ის გზას: მან, შეგახსენებთ, Android-ის ბაზაზე შექმნა პლატფორმა OPhone ; ამოჭრა მასში Google-ის ყველა სერვისი და დააინტეგრირა თავისი. თუმცა შესაძლებელია, რომ Orange-ის, Telefonica-ის, Vodafone-ისა და Deutsche Telekom-ის არჩევანი შეჩერდეს Symbian-ზე, LiMo-ზე ან რაიმე მესამეზე. მაგრამ მოწყობილობების მწარმოებლებისათვის, უდავოდ, ყველაზე კარგი ვარიანტია Android, რადგან ძალიან ბევრ კომპანიას უკვე აქვს მოწყობილობების ამ პლატფორმაზე გამოშვების გამოცდილება.

ავღნიშნავ, რომ ოპერატორი Vodafone და კომპანია Samsung თავის დროზე სმარტფონებში H1 და M1 იყენებდნენ LiMo-ს, რომლის ინტერფეისშიც იყო ჩაშენებული მომსახურეობის პლატფორმა Vodafone 360. თუმცა პროექტმა განიცადა წარუმატებლობა, ხოლო შემდეგი მოდელის — H2-ის — გამოშვება გაუქმდა.

წყარო GSMA Mobile Business Briefing.

May 102010
 

მობილური ოპერატორის Vodafone-ის ბრიტანულმა  ქვეგანყოფილებამ დაიწყო ტელეფონის  LG GT400 Viewty Smile-ის რეალიზაცია.

აპარატს აქვს 3-დიუმიანი სენსორული TFT-დისპლეი წერტილოვანი გაფართოვებით 240×400 (WQVGA), კამერა 5-მეგაპიქსელიანი მატრიცით  და ავტოფოკუსით, Bluetooth 2.1 ვერსიის მოდული, მუსიკალური გამშვები, FM-ტუნერი, 100 მბ ინტეგრირებული მეხსიერება და microSD-ის ფორმატის ფლეშ-ბარათის სლოტი მოცულობით 16 გბ.

ზოგი წყარო იუწყება, რომ მოდელს აქვს GPS ნავიგაციის თანამგზავრული სისტემის მიმღები.

ტელეფონში რეალიზებულია საფირმო სამომხმარებლო ინტერფეისი S-Class, რომლის მეშვეობითაც ხდება მსოფლიოში უდიდეს სოციალურ ქსელთან, Facebook-თან დაკავშირება. GSM/GPRS/EDGE და UMTS/HSDPA ქსელებში მუშაობის მხარდაჭერა.

LG GT400 Viewty Smile მომხმარებელს გადეცემა უფასოდ, იმ შემთხვევში თუ გააფორმებს კონტრაქრს და გადაიხდის თვეში £10

გამოყენებულია Vodafone-ის და LG Centra-ის მასალები.

Apr 302010
 

ევროპულუმა  მობილურიმა ოპერატორმა Vodafone წარმოადგინა «გუგლფონი» 845, რომლის მახასიათებლები ცნობილი იყო რამოდენიმე კვირის წინ.

Vodafone 845 –– დამზადებულია  კომპანია Huawei Technologies-ის მიერ: აპარატის ღირებულება ხელშეკრულების გარშე — 150 ევრო. მოწყობილობის გაყიდვაში გამოსვლა დაიწყება მომავალ თვეში, ევროპის თორმეტ ქვეყანაში (დიდი ბრიტანეთის ჩათვლით).

კომუნიკატორი, ფუნქციონირებს ОС Android-ის 2.1 ვერსიის მართვის ქვეშ Vodafone 360 პლათფორმის და Google სერვივისების მხარდაჭერით. სიახლე აღჭურვილია 2,8-დიუმიანი სენსორული ეკრანით წერტილოვანი გაფართოვებით 320×240 (QVGA), 3-მეგაპიქსელიანი კამერით, უკაბელო კავშირის Wi-Fi (IEEE 802.11b/g) კონტროლერით, Bluetooth მოდულით და ასევე GPS ნავიგაციის თანამგზავრული სისტემის მიმღებით.

მოწყობილობის ზომები –– 100×55×13 მმ.

გამოყენებულია Vodafone-ის მასალები.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache