May 052012
 

ნუთუ დაგავიწყდათ, რომ ამ წელს მთავრდება მაიას კალენდარი და გველოდება საშინელი აღსასრული? აპოკალიფსის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიზეზია პლანეტა ნიბირუ, რომელიც დედამიწას უნდა დაეჯახოს. ზოგჯერ მას პლანეტა X-ში ურევენ.
NASA-ს უკვე ძალიან მობეზრდა, რომ უფოლოგები, პანიკიორები, ტროლები, ცხელ-ცხელის მოყვარულები და უბრალო სპამერებიც კი მის მეცნიერებს აცხადებენ წყაროდ და ამიტომაც გააკეთა განცხადება, რომ ოახლოეს მომავალში დედამიწას არ ელოდება განადგურება ზემოთ ხსენებული ობიექტებისაგან. უფრო მკაცრად რომ ვთქვათ ასეთი ობიექტები არ არსებობენ.

სიგიჟის ეს ისტორია იქიდან დაიწყო, რომ 1976 წელს ზაქარია სიტჩინმა გამოაქვეყნდა წიგნი “მეთორმეტე პლანეტა”, რომელშიც განათავსა შუმერული ტექსტის თავისი თარგმანი, რომელშიც თითქოს ნახსენებია პლანეტა ნიბირუ, რომელიც მზეს ყოველ 3 600 წელიწადში ერთხელ უახლოვდება. რამოდენიმე წლის შემდეგ თვითმარქვია მედიუმმა ნენსი ლიდერმა განაცხადა, რომ ის კონტაქტში შევიდა უცხოპლანეტელებთან, რომლებმაც ის გააფრთხილეს, რომ პლანეტა დედამიწას 2003 წელს შეეჯახებოდა. როცა ეს არ მოხდა აპოკალიფსის თარიღი 2012 წლამდე გადაწიეს – რომელიც მაიას კალენდარის თანახმად დიდი პერიოდის დასასრულია.

შემდეგ უკვე 210 წელს, ასტრონომებმა აღმოაჩინეს ელენინის კომეტა (C/2010 X1) რის შემდეგაც უფოლოგებმა თქვეს, რომ ესაა ზუსტად ის დამღუპველი პლანეტა. კომეტა თუ პლანეტა – რა მნიშვნელობა აქვს ! იმის მაგივრად, რომ დედამიწას დაჯახებოდა ეს ობიექტი ზედმეტად მიუახლოვდა მზეს და გაიხლიჩა რამოდენიმე ფრაგმენტად.

თუმცა უფოლოგები არ დანებდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა გამოთხარა Astrophysical Journal Letters-ის 1984 წლის ჟურნალებში სტატია სადაც საუბარი იყო რამოდენიმე ინფრაწითელი გამოსხივების წყაროზე, რომლებსაც არა აქვთ ანალოგი. მსგავსი შრომები ფართოდ არის გავრცელებული ასტრონომიაში, რომელსაც უფრო დეტალური გამოკვლევები მოყვება ხოლმე. რა თქმა უნდა მოგვიანებით გაირკვა, რომ უმრავლესობა ამ ობიექტებს შორის იყო შორეული გალაქტიკები და არა პლანეტები.

თვით ფაქტი, რომ პლანეტა იმდენად ექსცენტრიული ორბიტით შეიძლება არსებობდეს ძალიან დიდ ეჭვებს ბადებს. ის მზის სისტემის სერიოზულ დესტაბილიზაციას გამოიწვევდა და მიიღებდა საპასუხო დარყმასაც სხვა პლანეტებისგან, რაც შეუმჩნეველი არ დარჩებოდა.

ყველაზე მარტივი და გადამოწმებადი მოსაზრება ამისთანა პლანეტის არსებობის უარსაყოფად იმაში მდგომარეოს, რომ ობიექტი რომელიც 2012 წლის ბოლოსკენ უნდა დაეჯახოს დედამიწას, უკვე გამოჩნდებოდა შეუარაღებელი თავალითაც. მარტივი გამოთვლებიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ის უკვე უნდა გამოჩენილიყო აპრილში უფრო კაშკაშად ვიდრე ჩვეულებრივი ვარსკვლავები რომლის დანახვაც ქალაქის ციდან არის შესაძლებელი და უნდა ყოფილიყო ისეთივე კაშკაშა როგორც მარსი მის ყველაზე მქრალ ფაზაში.

უფოლოგები ამბობენ, რომ პლანეტა უკვე დიდი ხანია რაც ჩანს, უბრალოდ ამის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაა აკრძალული, რათა არ მოხდეს პანიკა. თუმცა ძნელია ასობით ათასი ასტრონომის გაჩუმება. ასევე პროფესიონალებსაც თითქმის არ აქვთ მთავრობასთან არანაირი დამოკიდებულება გარდა სახელმწიფო უნივერსიტეტებისა. დევით მორისონმა NASA-ს ასტრობიოლოგიის ინსტიტუტიდან აღნიშნა, რომ უმრავლესობა ინფორმაციას იღებს დამოუკიდებელი ასტრონომებისაგან.

ასევე არსებობს უბრალო ხალხიც, რომელთაც შეუძლიათ აიხედონ ცაში.

წყარო: compulenta.ru
Apr 112012
 

პლანეტების წყვილი, რომელიც ევროპელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს დაიბადა მაშინ როცა დიდი აფეთქებიდან სულ რაღა 950 მილიონი წელი იყო გასული. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ცნობილი პლანეტური სისტემა. მისი დაბადება ბევრ საინტერესო საკითხს იკავშირდება სამყაროს ევოლუციის ადრეული ეტაპისთვის.

მიუნხენის უნივერსიტეტის ობსერვატორიის (University Observatory Munich) მკვლევართა ჯგუფი და მაქს პლანკის საზოგადოება  (Max-Planck-Gesellschaft)იტყობინება, რომ აღმოაჩინეს პლანეტები  HIP 11952b და HIP 11952c, რომელიც HIP 11952 ვარსკვლავს ეკუთვნიან. ორივე პლანეტა არის იუპიტერის მსგავსი გაზის გიგანტი. ისინი ვარსკვალვს 290 და 7 დღის განმავლობაში უვლიან გარშემო.

მსგავსი პლანეტური ისსტემები ცოტა არ არის, რომ არა ორი გარემოება: ამ პლანეტების  მშობელი ვარსკვლავი ძალიან ღარიბია მძიმე ელემენტებით და ძალიან ბებერია – მისი ასაკი არის 12,8 მილიარდი წელი.

გამოდის, რომ ეს პლანეტები რაღაცნაირად წარმოიშვნენ, მიუხედავად მეტალების მცირე რაოდენობისა პროტოპლანეტურ ღრუბელში. “არქეოლოგიური აღმოჩენა” დაგვეხმარება დავაზუსტოთ შეხედულებები კოსმოსის განვითარების ადღეულ პერიოდზე იმიტომ, რომ მეტალების მცირე შემცველობის მქონე ვარსკვალავებს პლანეტები ძალიან იშვიათად ჰყავთ.

პლანეტები ფორმიდრება ღრუბლებისაგან, რომლებიც შეიცავენ დიდი რაოდენობით ნივთიერებებს, რომლებიც უფრო მძიმეა ვიდრე წყალბადი და ჰელიუმი. ასეთი ატომები პირველად წარმოიშობა პირველი მასიური ვარსკვლავების ბირთვებში და მერე გამოიტყორცენბა მათი აფეთქების შედეგად.

ასევე საკვირველი იყო ვარკვლავი HIP 13044b, რომელიც აღმოაჩინეს 2010 წელს. ისიც ერთ-ერთი უძველესია, მისი ასაკი არის 9 მილიარდი წელი (ორჯერ უფრო მეტი ვიდრე მზე და დედამიწა)

როცა ასტრონომებმა ის აღმოაჩინეს, ჩათვალეს რომ ეს იყო გამონაკლისი შემთვევა. ახლა კი გამოდის, რომ უძველესი პლანეტები არც ისე დიდი იშვიათობაა, როგორც ეს აქამდე იყო ცნობილი. ეს იმას ნიშნავს, რომ პერიოდი, როცა სამყაროში პირველი პლანეტები წარმოიშვა უფრო ძველია ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ მეცნიერები.

წყარო: MEMBRANA

 

Feb 212012
 

ახალი სინაფსები, რომლებიც წარმოიქმნება დამახსოვრების და დასწავლისას, ცდილობენ განთავსდნენ ერთმანეთთან ახლოს და წარმოქმნიან კლასტერ-კუნძულს, რომლის საზღვრებშიც, იჭერენ და ხელს უწყობენ ერთმანეთს.

დასწავლა და დამახსოვრება ხდება ნერვულ უჯრედებს შორის კავშირის დამყარების ხარჯზე: ახალი სინაფსების მეშვეობით წარმოიქმნება ახალი ნეირონული ჯაჭვი, რომლებშიც თავსდება შემოსული ინფორმაცია. ახლა ახალ სინაფსებისა და დასწავლის კავშირი ერთი და იგივე ადგილი გახდა. მაგრამ როგორ ხდება ახალი კავშირების წარმოქმნა, რა კანონზომიერებას ექვემდებარება? მეცნიერებმა სანტა-კრუზში კალიფორნიის უნივერსიტეტიდან (ა.შ.შ) სცადეს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.

წინათ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ მოძრაობითი აქტივობა, მოტორული ქერქის ნეირონებში წარმოშობს ე.წ დენდრიტულ ეკლებს, განსაკუთრებულ წარმონაქმნებს, რომლების საბოლოოდ გარდაიქმნებიან სინაფსებად. ახლა მეცნიერებმა უკვე გააანალიზეს მოტორული ქერქში, სინაფსები ციკლის მიმდინარეობა დასწავლისას.

თაგვებს, იმისთვის რომ საკვები მიეღოთ, ყოველ ჯერზე ერთი და იგივე მანიპულაცია უნდა შეესრულებინათ. მკვლევარები დააკვირდნენ რა ამ პროცესში წარმოქმნის სინაფსებს, აღმოაჩინეს, რომ დასწავლის პროცესში ყოველი მომდევნო სინაფსი ფორმირდება მის წინამორბედთან მაქსიმალურად ახლოს. ანუ დამახსოვრებას თან მოყვება სინაფსების კლასტერიზაცია; ნეირონთაშორისი კონტაქტების დაახლოებით მესამედი წარმოქმნის ასეთ სინაფსურ კუნძულებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთი სინაფსები, რომლებიც იმყოფებიან კლასტერის ფარგლებში, არიან უფრო გრძელვადიანები, ვიდრე ისინი, რომლების ფორმირებაც “მეზობლებისგან” შორს მოხდა.

ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, ავტორები წერენ, რომ მეზობელ დენდრიტულ ეკლებს, სინაფსების წინაპრებს, შეუძლიათ ერთმანეთის “ხელშეწყობა”: თუ ერთი ეკლის გვერდით წარმოიშობა მეორე, ამ შემთხვევაში პირველი კიდევ უფრო იზრდება ზომაში. ანუ კლასტერიზაცია ხელს უწყობს დამახსოვრების პროცესისათვის მზაობას და ქმნის მყარი კავშირების საფუძველს. ასევე მეცნიერები აღნიშნავენ ასეთი ტიპის კლასტერების მაღალ სპეციალიზაციას. ექსპერიმენტის მსვლელობისას ცვლიდნენ პირობებს: თაგვებს, საკვები სხვა მოძრაობით უნდა მოეპოვებინათ, ანუ იმისგან განსხვავებულით, რომლითაც იპოვებდნენ მანამდე. ამ შემთხვევაში ძველ მოტორულ მასალაზე ჩამოყალიბებული სინაფსების კლასტერები გამოუსადეგარები ხდებოდნენ: მათ ადგილას მოდიოდნენ ახლები, რომლებიც მოტორიკის უკვე ახალ სურათს შეესაბამებოდნენ. საბოლოოდ კლასტერიზაცია წარმოიქმნა სწორედ იმ პირობებში, როდესაც თაგვებს დავალება გაამეორებინეს. თუ თაგვებს საჭმლის ყოველ ჯერზე ახლებურად ამოღება უწევდათ, მაშინ დენდრიტული ეკლები და სინაფსები არ წარმოქმნიდნენ არანაირ კუნძულებს, მათი მხოლოდ მცირედი ნაწილი მიიწევდა ერთმანეთისაკენ. ანუ კლასტერიზაცია შეინიშნებოდა, მხოლოდ მიზანმიმართული სწავლების პროცესისას, ერთი და იგივე მოძრაობების გამეორების დროს.

ნათელია, რომ დამახსოვრების წარმატებულობა დამოკიდებულია სინაფსების კლასტერიზაციაზე, მაგრამ, მაგალითად რამდენად ხშირადაა საჭირო დასასწავლი მოქმედების გამეორება, იმისთვის, რომ წარმოიქმნას სუსტი კლასტერი, ეს მკვლევარებმა ჯერ-ჯერობით არ იციან. სინაპტიკურ კლასტერებზე სამუშაოები გაგრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ ნეიროფიზიოლოგების შრომები გამოყენებას ჰპოვებს პედაგოგიურ მეცნიერებებშიც.

გამოყენებულია სანტა-კრუზში კალიფორნიის უნივერსიტეტის მასალები.

 

Jan 082012
 

საიტმა LiveScience ამერიკელ მკვლევარებს სთხოვა დაესახელებინათ წინა წლის ყველაზე გამორჩეული სიახლეები და აი მათი პასუხებიც.

მაიკლ მანი, პენსილვანიის შტატის უნივერსიტეტის კლიმატოლოგი:

“ცოტა რთული შეკითხვაა, ვფიქრობ რამოდენიმე ნამუშევარი აუცილებლად უნდა იქნეს ნახსენები, რომლებმაც ნათელი გახადეს ექსტრემალურ ბუნებრივ პირობებს  და კლიმატის ცვალებადობას შორის, ასევე სტივენ რამსტორფის კვლევები, ტედ პრეფერის და სხვების, რომლებმაც შემოგვთავაზეს გადაგვეხედა ზღვის დონის პროგნოზირებადი ზრდა ამ საუკუნეში შეფასებასთან შედარებით, იმ შეფასების, რომელიც წარმოადგინეს კლიმატის ცვლილების საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფის დასკვნას”. ბოლო მონაცემებით, ზღვის დონის საშუალო მატება 1,8 მეტრით ახლანდელი სიტუაციის გათვალისწინებით არც ისე წარმოუდგენელია.

რაც შეეხება ზოგადად მეცნიერებას, კანდიდატები საკმაოდ ბევრია, მაგრამ როგორც ფიზიკოსს (მე თითქმის დავასრულე დისერტაცია თეორიტიკულ ფიზიკაში) არ შეიმიძლია არ დავასახელო ჰიგსის ბოზონი. თუ აღმოჩენა დადასტურდება, ეს იქნება თანამედროვე მეცნიერების უდიდესი გამარჯვება.

სკოტ სტოლტენბერგი, ლინკოლნში, ნებრასკას შტატის უნივერსიტეტის ქცევითი გენეტიკის მკვლევარი:

” ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოკვლევა, რომელიც გამოქვეყნდა 2011 წელს, პირველად აჩვენა, რომ იმპრინტირებულ გენს შეუძლია გავლენა მოახდინოს სოციალურ ქცევასზე. იმპრინტინგი — ეს არის მექანიზმი, რომლის საშუალებითაც რეგულირდება შთამომავლობის გენების ექსპრესია. ის დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელმა მშობელმა გადასცა შესაბამისი ალელი. მაგალითად, მამისგან იმპრინტინგებულ გენში ხდება მხოლოდ მისი მამისგან მიღებული გენის ექსპრესიტება, ხოლო დედისგან მიღებულის კი არა.

ალისტერ გარფილდმა და მისმა კოლეგებმა აჩვენეს, რომ გენი  Grb10, რომელიც მონაწილეობს უჯრედულ სიგნალიზაციაში და ექსპრესირდება თავის ტვინში, გამოიხატება მხოლოდ მამისეულ ალელში და თაგვებში გამოიხატება სოციალურ დომინირებაში. ეს ნიშნავს, რომ ქცევის გენეტიკური არქიტექტურის შესწავლისას აუცილებელია, თუ რომელი მშობლისგან აქვს ადამიანს გენი. ამ მომენტისადმი ყურადღების არ მიქცევა არის სწორედ იმის მიზეზი, რომ დღემდე მცირედაა შესწავლილი გენეტიკის გავლენა ადამიანის ქცევაზე”.

კრისტინა კილგროვი, ჩაპელ-ჰილში, ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის ანტროპოლოგი:

“2011 წლის შემოდგომაზე ანტროპოლოგების საერთაშორისო ჯგუფმა გამოაქვეყნა ორი მნიშვნელოვანი სტატია “შავი სიკვდილის შესახებ” — პანდემიის, რომელმაც XIV საუკუნეში თითქმის ნახევარი ევროპა ამოხოცა. 99 ადამიანის კბილებიდან და ძვლებიდან, რომლებიც დაკრძალულები იყვნენ ლონდონის ერთ-ერთ სასაფლაოზე, კრისტენ ბოსმა, ვერენა შუემანმა და მათმა კოლეგებმა წარმატებით გამოყვეს დნმ-ი და 20 მათგანში აღმაჩინეს დაავადება Yersinia pestis-ის კვალი. ჯგუფმა ასევე მოახდინა ბაქტერიის მთლიანი გენომის რეკონსტრუირება და შევიდა ისტორიაში, რადგან ეს არის ძველი პათოგენის პირველი სრული თანმიმდევრულობა. აღმოჩნდა, რომ ძველი გენომი მცირედით განსხვავდება მისი თანამედროვე ვერსიისაგან. მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ყველა დღევანდელი შტამპი წარმოქმნილია სწორედ “შავი სიკვდილისაგან”. იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელობაში პანდემია არც ისე საშიშია, მკვლევარებმა წამოჭრეს ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ მაღალი სიკვდილიანობა გახდა სხვა ფაქტორების ზემოქმედების შედეგი: არაჯანსაღი კლიმატის, მოუსავლიანობის და მოსახლეობის იმუნიტეტის დაქვეითების.

პანდემია წარსულის დაავადება არ არის. რამოდენიმე ხნის წინ მან იფეთქა სამხრეთ ამერიკაში და ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ პანდემია შეიყვანა აღმავალი დაავადებების რიგებში. ბოსის და შუემანის ნამუშევარმა ასევე აჩვემა, რომ Y. pestis ევოლუციონირდებოდა “შავი სიკვდილის” დროსაც და რომ, ძველი და თანამედროვე შტამპები საკმაოდ გვანან ერთმანეთს, პათოგენები მუტიებენ და თანდათან ვითარდებიან, ამიტომ ახალი პანდემია შესაძლოა მოხდეს ნებისმიერ მომენტში. თუმცა “შავი სიკვდილი” მედიცინის დღევანდელი განვითარების პირობებში ფაქტობრივად შეუძლებელია.

მოლეკულური ტექნოლოგიები, რომლითაც სარგებლობდნენ ბოსი და შუენემანი, გზას ხსნის არა მხოლოდ ისეთი დაავადებების ევოლუციონირების გაგებისაკენ როგორიცაა სიფილისი და ტუბერკულიოზი, არამედ ასევე თანამედროვე პანდემიების შემთხვევაში მიკროორგანიზმების შესწავლისაკენ”.

სტივენ სტერნსი, იელის უნივერსიტეტის, ევოლუციური ბიოლოგიის და ეკოლოგიის პროფესორი:

“ვფიქრობ, წლის მთავარი გარღვევა იყო პოტენციურად დასახლებული პლანეტების აღმოჩენა. თუ ჩვენ ვიპოვით სიცოცხლეს სხვა პლანეტებზე (ეს ახლა რეალურია როგორც არასოდეს), ამას ექნება უდიდესი გავლენა ჩვენს შეხედულებაზე ჩვენი ადგილის შესახებ სამყაროში. თუ ჩვენ მათ შესწავლასაც მოვახერხებთ, ამით ძალიან ბევრს ახალს გავიგებთ ჩვენს საკუთარ ბიოლოგიაზე, ევოლუციის მიერ სხვა არჩეულ გზასთან შედარებით”.

მეტ სპოინჰეიმერი, ბოულდერში, კოლორადოს უნივერსიტეტის ანტროპოლოგი:

“ერთ-ერთი ყველაზე დიდი დისკუსია, რომელიც წინა წელს გაიმართა, მიეძღვნა, პირობებს, რომლებში ცხოვრობდნენ ძველი გომინინები. ტიმ უაიტი და მისი თანამშრომლები ამბობდნენ, რომ ისინი ცხოვრობდნენ დახურულ, ტყიან გარემოში, ხოლო ტურე სერლინგი თავის თანამშრომლებთან ერთად კი ამბობდა რომ ისინი ცხოვრობდნენ ღია, მშრალ გარემოში. ამ საკითხს აქვს მნიშვნელოვანი როლი ადამიანის ევოლუციის გაგებაში”.

ძენ ფოლკსი, ტეხასის უნივერსიტეტის თავის ტვინის, ქცევის და ევოლუციის მკვლევარი:

“ჩვენ წარმატებით მივიწევთ წინ, ფუნქციონალური მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფის გამოყენებაში აზრების წაკითხვისთვის. ბევრი მეცნიერი იკვლევს ტყუილის ნეირონულ საფუძვლებს, რამაც მიგვიყვანა იდეამდე, რომ გამოგვეყენებინა მრტ აპარატი სიცრუის დეტექტორის სახით. ის გახდა იმდენად პოპულარული, რომ მას “ლეგენდების დამანგრევლების” ერთი სერიაც მიუძღვნეს”.

ამ სტატიაში წარმოდგენილია მანქანის მოტყუების ძალიან მარტივი მეთოდი. ეს მნიშვნელოვანია, რადგან იძლევა საშუალებას, გავიგოთ, რომ დღევანდელობაში ნეირობიოლოგიის პერსპექტიული დარგი ჯერ მხოლოდ ჩანასახის მდგომარეობაშია”.

გამოყენებულია LiveScience-ის მასალები.

Jan 072012
 

ტყუპი აპარატების GRAIL-A და GRAIL-B-ს მოგზაურობამ მთვარის მიმართულებით, რომელმაც სტარტი 10 სექტემბერს აიღო, დასრულდა ჩვენი თანამგზავრის ორბიტაზე.

ზონდების ახლანდელ ორბიტას აქვს ელიფსური ფორმა რომლის სიმაღლეც ~90 დან ~8 360-მდე კილომეტრია, ხოლო მთვარის გარშემო ერთ სრულ ბრუნს ისინი 11,5 საათში ახორციელებენ. თავდაპირველად მოძრაობის ასეთ ტრაექტორიაზე გადავიდა GRAIL-A, რომლის მანევრიც დასრულდა 1 იანვარს. ხოლო უკვე 2 იანვარს მას შეუერთდა  GRAIL-B.

უახლოეს დროში სპეციალისტები დაიწყებენ GRAIL-ის ორბიტის სიმაღლის შემცირებას, და ნელ-ნელა მიუახლოებენ მას წრის ფორმას. მარტში, როდესაც დაიწყება მეცნიერული დაკვირვების პროგრამა, აპარატები იმოძრავებენ მთვარის ზედაპირიდან ~55 კმ-ზე, და ერთ სრულ ბრუნს მის გარშემო დაახლოებით 2 საათი დასჭირდება.

მისიის ძირითადი დანიშნულება გახდება ჩვენი თანამგზავრის გრავიტაციული ველისა და შიდა აგებულების შესწავლა. GRAIL-A და GRAIL-B, რომლებიც იმყოფებიან ერთ ორბიტაზე ერთმანეთისაგან არც ისე შორს, შეამოწმებენ გრავიტაციული ძალების მოქმედებას, რომელიც იცვლება რელიეფის ცვალებადობასთან ერთად. ასეთმა ცვლილებებმა უნდა გამოიწვიოს GRAIL-A-ს გადაადგილება GRAIL-B-სთან მიმართებაში, რასაც დააკვირდებიან და დაარეგისტრირებენ მეცნიერები.

ყოველი ზონდი ასევე აღჭურვილია მცირე ზომის კამერა MoonKAM-ით, რომელიც უკან აგზავნის მაღალი გარჩევადობის სურათებს. მის მუშაობას გააკონტროლებენ არა NASA-ს თანამშრომლები, არამედ უბრალო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც აარჩევენ გადაღების კონკრეტულ ადგილს და დროს,   და თავიანთ გადაღებულ მთვარის უკვე მზა სურათებს თვალს მიადევნებენ MoonKAM-ის ვებ-გვერდზე.

GRAIL-A უახლოვდება მთვარეს:

გამოყენებულია NASA-ის მასალები.

Dec 152011
 

ყველაზე სწრაფი ვიდეო კამერა მსოფლიოში საშუალებას იძლევა თვალყური ვადევნოთ შუქის ულტრამოკლე იმპულსის მოძრაობას ერთ-ლიტრიან ბოთლში, ისევე, როგორც ჩვეულებრივი სწრაფი კამერები გვაჩვენებენ ტყვიის გავლას ვაშლში.

უნიკალური სისტემა რამეშ რასკარმა(Ramesh Raskar) მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან და მისმა თანამშრომელმა Camera Culture ლაბორატორიიდან ბევენდი ჯგუფთან ერთად შექმნა.

რასკარი ცნობილია მრავალი შთამბეჭდავი ექსპერიმენტით. მათ შორის აღსანიშნავია კამერა რომელიც კუთხიდან იღებს. ახალი ექსპერიმენტიც წინამორბედების ელემენტებისაგან შედგება და იყენებს შუქთან მუშაობის მსგავს მეთოდებს.

დასაწყისისთვის დავტკბეთ იმით, თუ როგორ გადაურბენს სფერული ტალღის ფრონტი იმპულსური ლაზერისგან მეცნიერების მიერ დადგმულ ნატურმორტს. ყოველი ამგვარი რგოლი სცენას სინათლის სიჩქარით უვლის, თუმცა შენელებულ რგოლში ის უბრალოდ მიცოცავს.

YouTube Preview Image

ექსპერიმენტატორები ახალ სისტემას Trillion FPS Camera-ს უწოდებენ. მართალია საქმეში ეფექტური დრო ყოველი კადრის ექსპოზიციისთვის შეადგენს 1,71 პიკოწამს (წამის მეტრილიონედ ნაწილს) ამიტომაც აპარატი სინათლის გადაადგილებას აჩვენებს “სულ რაღაც” 0,58 ტრილიონი კადრით წამში. მაგრამ ამგვარი დამრგვალება კამერის შემქმნელებს ნამდვილად ეპატიებათ :-)

შედარებისთვის, ამის წინამორბედი მსგავსი დანიშნულების კამერე მუშაობდა 6 მილიონამდე კადრით წამში.

რასკარის გადაღების მეთოდი მუშაობს ჩვეულებრივ სინათლესთან, ლაზერი აქ არა კოჰერენტულობისთვის გამოიყენება, არამედ ულტრამოკლე გაელვებისთვისაა საჭირო.

მსგავსი კამერით მიღებული გამოსახულება მიიღება ორ განზომილებიანი სახით, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთი განზომილება არის სივრცითი ხოლო მეორე ეს არის დრო.

სცენის მთლიანი ფიქსირებისთვის, გამომგონებლებმა გამოიყენეს მბრუნავი სარკე, რომელსაც კამერის ჭრილი ახალ ხაზებზე გადაყავს.

სრული რგოლის გადასაღებად საჭიროა სარკის მილიონჯერ მობრუნება. იმისათვის, რომ შემდგომში ეს ყველაფერი გაერთიანდეს, საჭიროა ზუსტი სინქრონიზაცია ლაზერის იმპულსებსა და დეტექტორს შორის, რაც პიკოწამის სიზუსტით ხორციელდება.

გთავაზობთ ვიდეო რგოლების სერიას, რომელიც მეცნიერებმა წარმოადგინეს

YouTube Preview Image YouTube Preview Image YouTube Preview Image

 

Dec 082011
 

კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა ეიმსის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში, ამერიკელმა ასტრონომებმა, წარმოადგინეს პირველი პოტენციალური ეგზოპლანეტა, რომელიც კოსმოსურმა ტელესკოპმა “კეპლერმა” აღამოჩინა.

ახალი პლანეტა, 600 სინათლის წლით არის დაშორებული ჩვენსგან და შედის თებერვალში გამოქვეყებული 54 ობიექტის სიაში, რომლებიც შესაძლოა იყვნენ თავიანთი ვარსკვლავის დასახლებულ ზონაში. იმისათვის, რომ გადაემოწმებინათ “კეპლერის” მონაცემები მისი ტრანზიტის  (მნათობის დისკზე გავლა) მიხედვით, მეცნიერებმა ჩაატარეს დაკვირვებები ინფრაწითელი კოსმოსური ობსერვატორიით “სპიცერი” და რამოდენიმე ტელესკოპით დედამიწაზე. პირველად ინფორმაცია სწორი აღმოჩნდა და ეგზოპლანეტას მიენიჭა მუდმივი აღნიშვნა Kepler 22b.

ვარსკვლავი Kepler 22  განეკუთვნება G კლასის სპექტრულ ჯგუფს თუმცა ცოტათი ნაკლებია რადიუსით ვიდრე მზე და უფრო ნაკლებად კაშკაშაა და ნაკლები წონა აქვს. მისი ეგზოპლანეტა კი დედამიწას აღემატება 2,38-ჯერ; მისი მასაც აღემატება დედამიწის მასას მაგრამ ზუსტი წონის დასახელება ჯერ-ჯერობით შეუძლებელია. ასევე დაუდგენელია პლანეტის ქიმიური შემადგენლობაც.

ერთი წრეს ვარსკვლავის გარშემო პლანეტა 289,9 დღეს ანდომებს, თუ ამ პლანეტას აქვს ხმელეთი მაშინ იქ ტემპერატურა უნდა იყოს დაახლოებით 21 ˚C – ამბობს ტელესკოპის კოორდინატორი უილიამ ბორუკი.

კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს “კეპლერის” მუშაობის საერთო შედეგები, ეგზოპლანეტების კანდიდატების რაოდენობა გაიზარდა 2 326 პოზიციით: თებერვლიდან მოყოლებული, მეცნიერებმა 1 094 ახალი სახელი დაამატეს. აქედან 200-მდე პოტენციური პლანეტა თითქმის დედამიწის ზომისაა, 680-კი სუპერდედამიწის კატეგორიას მიაკითვნეს. 1 181 კანდიდატს აქვს ნეპტუნის მსგავსი რადიუსი, 203 შეიძლება შედაროს იუპიტერს, ხოლოდ 55 – მასზე დიდია ზომით.

დასახლებულ ზონაში მყოფი პლანეტების სია 48-მდე შემცირა. მიზეზი მარტივია: “კეპლერის” კოლაბორაცია ითვალისწინებს უფრო მკაცრ კრიტერიუმებს (გათბობის ეფექტი, რომელიც იძლევა ატმოსფეროს) როცა განისაზღვრება ცნება “დასახლებული ზონა”, შედეგად ის უფრო შორს აღმოჩნდა ვარსკვლავებისაგან.

Kepler 22b-ს აღმოჩენისადმი მიძღვნილი კონფერენცია:

YouTube Preview Image
Nov 292011
 

არქეის საერთო წინაპარი, ბაქტერიები და ეუკარიოტი იყო დიდი არსება, რომელსაც ეკავა მთლიანი პრაისტორიული ოკეანე.

საიდუმლოა დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საკითხი, რომელიც შესაძლოა ვერასდროს ვერ ამოიხსნას. როგორი ჰიპოთეზაც არ უნდა წარმოადგინოს ვინმემ, სანამ არ იქნება დამადასტურებელი საბუთები მისი სისწორე რწმენის საკითხი იქნება. ან შესაძლოა ამის გაგება შეუძლებელი გახდეს მანამ სანამ არ გამოვიგონებთ დროის მანქანას და არ ვნახავთ ყველაფერს ჩვენი თვალებით. დღეს უკვე მოიძებნება უფრო მეტი ვიდრე ირიბი მოლეკულურ-გენეტიკური საბუთები, რომლებიც საშუალებას იძლება აღვადგინოთ გენეალოგიური თანმიმდევრობა საიდუმლო წინაპრეპამდე.

გუსტავო კაეტანო-ანოლესი ილნოისის უნივერსიტეტიდან გვამცნობს რადიკალურ და ჭკვიანურ გადაწყვეტას უკანასკნელი უნივერსალური საერთო წინაპრით. ეს წინაპარი (ინგლისური აბრევიატურით LUCA) იყო პირველი, რომლისგანაც გამოიყო სამი ნაკადი – არქეა, ბაქტერიები და ეუკარიოტი; ცხოვრობდა ის სავარაუდოდ 3 მილიარდი წლის წინ.

კაეტანო ფიქრობს, რომ ის ერთი იყო: მისი სიტყვებით, ეს იყო უზარმაზარი ორგანიზმი, რომელიც იკავებდა პლანეტის ბიოსფეროს მთელს მოცულობას. მისი მრავალუჯრედიანი სხეული ჩაძირული იყო ოკეანეში, ამასთანავე განსხვავებული უჯრედები არ კონკურირებდნენ ერთმანეთთან და ეხმარებოდნენ ერთმანეთ (დაახლოებით ისე, როგორც ჩვენი სხეულის უჯრედები, მაგრამ არა ასეთი მყარი კონტაქტით და ურთიერთქმედებით) გარკვეულ  მომენტში საერთო წინაპარი გაიყო სამ ნაწილად – ბაქტერიებად, არქეად და ეუკარიოტად; ეუკარიოტი ტრანსფორმირდა მცენარეებად და ცხოველებად.

ჰიპოთეზამ ბევრი მომხრე შეიძინა და რამოდენიმე მკვლევარმა დაიწყო სერთო ცილების ძებნა, რომელბიც მიუთითებენ სამივე ფორმას ერთ სხეულს დაუკავშირებად. ასეთი ცილები 5 – დან 11%-ია, მეცნიერების აზრით ისინი კონსერვატიულებია და დიდი გენეტიკური ცვლილებებისდა მიუხედავად ინარჩუნებენ ერთნაირ სტრუქტურას. ამის გარდა ყველა ისინი მონაწილეობენ ენერგეტიკულ ცვლაში და იღებენ ენერგიას რომელიმე სუბსტრადიტან.

ამ მეგაწინაპრის ზოგიერთი შტრიხი კამათს იწვევს თეორიის მომხრეებშიც. ჟურნალში New Scientist გამოჩნდა სტატია, რომლის ავტორიც იყო მაიკლ მარშალი, მას ეჭვი ეპარება იმაში, რომ ორგანიზმი იყო მართლაც მრავალუჯრედიანი. მას გონია, რომ უჯრედული კედლები არ ქონდა მას ჯერ ჩამოყალიბებული. ამის გარდა, ის ფიქრობს რომ ინფორმაციის მატარებელი მაშინ იყო არა დ.ნ.მ. არამედ რ.ნ.მ.

მოკლედ, საერთო გლობალურ ფონზე ეს ჰიპოთეზები და პატარა უთანხმოებები უმნიშვნელოდ ჩანს. თუმცა შეუძლებელია არ ვაღიაროთ, რომ “სიცოცხლის ოკეანის” იდეა არც ისე ახალია და მეცნიერები ერიდებოდნენ განეხილათ ლიტერატურული ფანტასტიკის გენიალური ნიმუში, რომელიც სტანილავ ლემმა დაწერა 1961 წელს.

Nov 272011
 

მეცნიერების აღწერით “ეს არის ყველაზე კომპლექსური მისია, რომელიც ოდესმე გაგზავნილა სხვა პლანეტის ზედაპირზე”. NASA Mars Science Laboratory კოსმოსური ხომალდი უკვე გაფრინდა მარსისკენ.  Talas V რაკეტამ გაიტანა Curiosity როვერი კანავერალის კოსმოდრომიდან ამ დილით და უკვე მოხდა მისი განცალკევება რაკეტისგან ოდნავ მოგვიანებით, რითაც დაიწყო მოგზაურობა მარსისკენ, რომელიც მომავალი წლის აგვისტოში დასრულდება. შეგიძლიათ ნახოთ ორივე მოვლენის ვიდეო რგოლები:

YouTube Preview Image YouTube Preview Image

წყარო: NASA

Nov 242011
 

ფიზიკოსებმა ნაციონალური აჩქარების ლაბორატორიიდან SLAC და ბრუკჰევენის ნაციონალური ლაბორატორიიდან (აშშ) აჩვენეს, თუ როგორ შეიძლება გამოვიკვლიოთ სინათლის შიჩქარეზე სწრაფი ნეიტრინოები დიდი ადრონული კოლაიდერის საშუალებით.

მუონური ნეიტრიონოები  νμ რომლებიც სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობენ ვაკუუმში, აღმოჩენილ იქნა ექსპერიმენტში OPERA, რის შესახებაც ჩვენ დავწერეთ წინა სტატიაში. ამას წინათ კი ეს იფორმაცია დადასტურდა ცდების დამატებით სერიაში. თეორეტიკოსები არ ჩქარობენ ამ რეზულტატების აღიარებას, რადგან OPERA-ს თანამშრომლებმა არ დაარეგისტრირეს ამ მოვლენის თანამდევი ფიზიკური ეფექტები.

ასეთ ეფექტებს მიეკუტვნება ენერგიის შემცირების ეფექტი რომელიც წარმოადგინეს მეცნიერებმა ენდრიუ კოენომმა და შელდონ გელშოუმ. მეცნიერების აზრით ამ პროცესმა უნდა შეზღუდოს ნეიტრინოს ენერგია რომელიც OPERA დეტექტორს აღწევს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პრაქტიკულად ყველა ნეიტრინო, რომელიც მოძრაობს სიჩქარით δ = 5•10–5 დეტაქტორში უნდა მოვიდეს 2,5 გიგაელექტრონვოლტი ენერგიით.

ჯერ-ჯერობით უცნობია თუ, როდის ჩატარდება ცდების სერია დიდ ადრონულ კოლაიდერზე რომელიც შეამოწმებს ზესწრაფი ნეიტრინოების სიჩქარის პრობლემას და როდის გააკეთებენ თეორეტიკოსები და პრაქტიკოსები უკვე ოფიციალურ კომენტარს  ამ ყველაფერზე.

 

 

 

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache