Jan 282011
 

ფრანგი არქიტექტორი ჟან-პიერ უდენი ამტკიცებს, რომ გიზის დიდ პირამიდას (ხეოფსი) შესაძლოა ქონდეს ორი საიდუმლო ოთახი, რომლების არსებობის შესახებაძ ჯერ-ჯერობით არავინ არ იცოდა.

ოთახი პირამიდის ცენტრში უდენმა “დაინახა” 3D-მოდელირების მეშვეობით, ცნობების შესწავლის შემდეგ, რომელიც წარმოადგინა ამერიკელმა ეგვიპტოლოგმა ბობ ბრაიერმა.

არქიტექტორის აზრით, ამ ოთახებში ინახება ავეჯი, რომელიც ფარაონ ხუფუს, რომელიც ცნობილია როგორც ხეოფსი, უნდა გამოეყენებინა სიკვდილის შემდეგ. ასეთი ოთახები არის სნეფუს პირამიდაში, ხუფუს მამის. შესაძლოა ძველი პირამიდის ელემენტები გამოყენებულია დიდ პირამიდაშიც. ასევე ბლოკები, რომლებიც ქმნიან ჩრდილოეთ კედელს თითქოს მიანიშნებენ იქ გასასვლელის არსებობას, რომელსაც მივყავართ ასეთ ოთახებამდე და შემდეგ გასასვლელისაკენ გადის.

პრეს-კონფერენციაზე ჟან-პიერ უდენმა განაცხადა, რომ ძალიან უნდა საიდუმლო ოთახების პოვნა.

2007 წლის მარტშო დღის გმირმა წამოჭრა თეორია, რომლის თანახმადაც ხეოფსის პირამიდა შენდებოდა შიგნიდან გარეთ, შიდა სპირალური პანდუსის მეშვეობით, და არა გარე, როგორც აქამდე ითვლებოდა. ამის დასამტკიცებლად მან შესთავაზა ექსპედიციის მოწყობა ეგვიპტოლოგებთან და ფრანგ ინჟინრებთან ერთად. თუმცა ბატონი ედენის ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა, რადგან ეგვიპტის სიძველეთა საქმეების საბჭომ უარი თქვა ექსპედიციის მოწყობაზე.

ხოლო წელს ექსპედიციაზე უფლების მოპოვებას შეეცდებიან კანადელი სპეციალისტები ლავალის უნივერსიტეტიდან კვებეკში.

გამოყენებულია ფრანს-პრესის მასალები.

Jan 182011
 

იაპონელი მეცნიერება თვლიან, რომ უძველესი ცხოველების კლონირება უკვე ფანტასტიკა აღარაა, ეს რეალობაა. კვლევები, რომელიც ჩაატარა აკირა ირიტანიიმ კიოტოს უნივერსიტეტიდან, აჩვენეს, რომ ცხოველების გაყინული ნარჩენებისაგან შესაძლებელია დნმ-ის გამოყენება, ცოცხალი ცხოველების შესაქმნელად.

ექსპერიმენტის მსვლელობისას მეცნიერებმა შეძლეს თაგვის კლონირება, რომელიც გაყინულ მდგომარეობაში იყო 16 წლის განმავლობაში. ამასობაში მისი გენეტიკური მასალა შეუყვანეს სხვა თაგვს. იაპონელი მეცნიერები მამონტის კლონირების წარმატების შანსს 30%-ით აფასებენ, თან ამ პროცენტმა შესაძლოა საგრძნობლად მოიმატოს წლების განმავლობაში ტექნოლოგიის დახვეწასთან ერთად. მამონტისათვის მასალის მოსაპოვებლად, რომელიც რუსეთსია, რიიტანი გეგმავს ექსპედიციას ამ წლის საფხულში.

პატარა მამონტს დაბადებს აფრიკელი სპილო. მეცნიერების შეფასებით, წარმატებას ისინი უახლოეს ოთხ-ხუთ წელიწადში მიაღწევენ.

გამოყენებულია Daily Telegraph-ის მასალები.

Dec 192010
 

მაკროსკოპიული მექანიკური ოსცილატორის კვანტური “ქცევის” გამოკვლევა ჟურნალ Science-ის მიერ დასახელდა 2010 წელს ყველაზე უფრო ღირებულად.

ამ სამუშაოს ავტორები არიან ფიზიკოსები სანტა-ბარბარაში კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, რომლებმაც თავიანთი ნამუშევარი გამოაქვეყნეს Nature-ში. მათი მიერ ამორჩეული მექანიკური სისტემა, მინიატურულ ტრამპლინს წააგავდა, რომლის ზომაცაა 30 მკმ, რომლის ცენტრშიც არის პიეზოელექტრული მასალის ფენა, ხოლო მის გვერდებზე ალუმინის ფენებია განთავსებული. კვანტური მექანიკის სპეციალისტებისათვის, რომლებიც მიჩვეულები არიან მოლეკულებთან,ატომებთან და ფოტონებთან მუშაობას, ასეთი რეზონატორი ძალიან დიდი ჩანდა.

იმისათვის, რომ მათ დაენახათ ეფექტი, მეცნიერებმა ოსცილატორი შეაერთეს ჩვეულებრიბ კვანტურ-მექანიკურ სისტემასთან, რომელსაც ქონდა ძირითადი და აგზნებული ენერგიის მდგომარეობები. შედარებით მაღალ ტემპერატურაზე ექსპერიმენტირებისას, მათ აჩვენეს რომ აქვთ კვანტების რხევითი მოძრაობის მართვის საშუალება. ამის გარდა მათ შეძლეს რეზონატორის მდგომარეობის სუპერპოზიციის შექმნა.

“ამით ფიზიკოსებმა აღნიშნეს კვანტური ეფექტები, ადამინის ხელით მიერ შექმნილ ობიექტზე დაკვირვებისას, — ამბობს ჟურნალ Science-ის რედაქტორი ედრიან ჩო (Adrian Cho). — ეს ნამდვილი გარღვევაა”.

ათი ყველაზე შესამჩნევი ნამუშევრების სიაში, რეიტინგული ჟურნალის აზრით, ასევე შევიდა ექიმების (გენეტიკოსების) სტატიაკრეიგ ვენტერის ინსტიტუტიდან, რომლებმაც შექმნეს ბაქტერია Mycoplasma mycoides სრული გენომი, ეს დნმ-ი მოათავსეს მონათესავე ორგანიზმის უჯრედში M. capricolum და მიიღეს M. mycoides-ის კლონი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა ნეანდერტალის გენომის არასრული ვარიანტის პუბლიკაცია. ანალიზისათვის ძირითადი მასალა მეცნიერებმა ამოიღეს 38 300–44 400 წლის სამი ძვლიდან ამოიღეს, რომელიც აღმოჩენილია ვინდიის გამოქვაბულში, ხორვატიაში. მიმდევრობის მიღებული ვარიანტი გამოიყენება ნეანდერტალების თანამედროვე ადამიანთან შედარებისას.

ამის გარდა, ჟურნალის ექსპერტებმა აღნიშნეს პროგრესი შიდსთან ბრძოლაში, უჯრედების “გადაპროგრამირების” ახალი მეთოდი სინთეტიკური რნმ-ით და გენომის სეკვენირების უფრო სწრაფი და ეკენომიური მეთოდის შექმნა.

გამოყენებულია ამერიკის მეცნიერების განვითარების მხარდამჭერი ასოციაციის მასალები.

Nov 282010
 

მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა პირველად დეტალურად აჩვენა, თუ როგორ იმოქმედა დინოზავრების გადაშენებამ ძუძუმწოვრების ზომებში გაზრდაზე.

ძუძუმწოვრები წარმოიშვნენ 210 მლნ წლის წინ და პირველი 140 მლნ წლის განმავლობაში რჩებოდნენ პატარებად (10-100გ), მანამ სანამ ეკოსისტემაში დომინირებდნენ დინოზავრები და სხვა გიგანტური რეპტილიები.

მასიურ განადგურებას (65 მლნ წლის წინ) რათქმაუნდა ძუძუმწოვრებმაც ვერ აუარეს გვერდი, მაგრამ ბოლომდე, ყველა სახეობა არ განადგურებულა, ხოლო გადარჩენილებს ახასიათებდათ რიგი თვისებები, რომლებიც დაეხმარათ მათ ახალ პირობებში ადაპტაციისას: ძირითადად ესენი იყვნენ პატარა ზომის ცხოველები, რომლებიც ცხოვრობდნენ ფუღუროებში, მიწისქვეშ.

ნაპოვნი ნარჩენების მასშტაბურმა კვლევამ ყველა კონტინენტზე აჩვენა, რომ მასიური განადგურების შემდეგ მალევე ძუძუმწოვრებმა დაიწყეს ზომაში მკვეთრი გაზრდა, პირველ პიკს მიაღწიეს ოლიგოცენის პერიოდისას (დაახლოებით 34 მლნ წლის წინ) ევრაზიაში, ხოლო მეორე — მიოცენისას (დაახლოებით 10 მლნ წლის წინ) ევრაზიაში და აფრიკაში.

ზოგიერთი ძუძუმწოვარი დარჩა პატარა ზომის და დაიკავეს ის ეკოლოგიური ადგილი, რომელიც ადრე ეკუთვნოდა იგივე ზომის არსებებს. რაც შეეხება იმ ცხოველებს რომლებმაც “გადაწყვიტეს” გაზრდა, მათი ზომები განუწყვეტლივ იზრდებოდა ყველა კონტინენტზე. სწორედ ეს გარემოება აძლევს მეცნიერებს იმის საშუალებას, რომ ძუძუმწოვრები გაიზარდნენ სხვა გიგანტური ჯიშების გაქრობის შედეგად, ანუ მათი გაქრობის შემდეგ განთავისუფლდა ეკოლოგიური კალაპოტი ასეთი ტიპის არსებებისათვის.

მაგრამ ძუძუმწოვრებმა მაინც ვერ შეძლეს დინოზავრებთან გატანაბრება. თანამედროვე მარტორქაც წინაპარი Indricotherium transouralicum სიმაღლეში აღწევდა 5,5 მეტრს ხოლო მისი წონა შეადგენდა 15 – 17 ტონას. არგენტინოზავრი იზრდებოდა 40 მეტრამდე და იწონიდა 110 ტონას! კვლევების ხელმძღვანელი ფელისა სმიტი ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტიდან ამის მიზეზად ასახელებს ძუძუმწოვრების თბილსისხლიანობას. ცვენს მიერ გამოყენებული ენერგიის დაახლოებით 90% იხარჯება ორგანიზმის ტემპერატურის შესანარჩუნებლად, რაც მკვეთრ საზღვრებს უწესებს ზრდას.

გიგანტური ძუძუმწოვრები საბოლოოდ გაქრნენ დედამიწის ზედაპირიდან პლეისტოცენური განადგურების შემდეგ. სპეციალისტების დიდი ნაწილი თანხმდება იმაში, რომ ამის მიზეზი პირველ რიგში გახდა ადამიანის მოქმედებები.

კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალ Science-ში.

გამოყენებულია Discovery News-ის მასალები.

Oct 312010
 

Yizhousaurus-ის თავის ქალა (Bill Mueller-ის ფოტო).

ჩინეთის სამხრეთით იუნანის პროვინციაში ნაპოვნია უძველესი ზაუროპოდის მთელი ჩონჩხი.

ტეხასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის თანამშრომელი სანკარ ჩატერჯი (Sankar Chatterjee) შეისწავლიდა ახალი ტიპის დინოზავრების ნარჩენებს 2005 წლის შემდეგ. მათ მიერ ჩინელ პალეონტოლოგებთან ერთად მომზადებული  ანგარიში წარმოდგენილი იქნა დღეს 31 იქტომბერს დენვერში ამერიკის გეოლოგიური საზოგადოების ყოველწლიურ შეკრებაზე.

დინოზავრი, რომელსაც დაარქვეს Yizhousaurus sunae, ცოცხლობდა დაახლოებით 200მლნ წლის წინ (იურული პერიოდის დასაწყისში). ისევე როგორც სხვა Sauropoda-ის წარმომადგენლებს, ამ ცხოველსაც ქონდა წინ წამოწეული კისერი, მყარი ჩონჩხო და გადაადგილდებოდა 4 ფეხზე; თუმცა ზომებით ის უფრო პატარაა ვიდრე მისი “მომდევნო” ზაუროპოდები, რომლებიც 36 მეტრამდე იზრდებოდნენ. Yizhousaurus sunae-ის ზომა მეცნიერებმა შეაფასეს როგორც 9მ.

ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს დინოზავრის ძალიან კარგად შენახული თავი. “ზაუროპოდების თავი არც ისე დიდი და მყარი იყო, — ხსნის ბატონი ჩატერჯი. — ისინი ინახებიან მხოლოდ 10% შემთხვევებში”.

Y. sunae-ის თავი არის საკმაოდ ფართო, და მოკლე (30სმ-ზე ნაკლები). U-ს მაგვარი პირი მოგვაგონებს იურული პერიოდის ბოლოსკენ მცხოვრებ ზაუროპოდს Camarasaurus; ძლიერი კბილები, მას საშუალებას აძლევდა როგორც ფოთლების ისე ტოტების გადაყლაპვისა. “ევოლუციის მსვლელობისას ზაუროპოდებს აღარ ჰქონდათ “უნივერსალური” კბილები”, — აღნიშნავს სანკარ ჩატერჯი.

აღსანიშნავია ისიც, რომ დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ იუნანში ნაპოვნი იქნა პროზაუროპოდების (ლუფენგაზავრის) ნარჩენები. ახლა უკვე პალეონტოლოგებს გამოუჩნდათ საშუალება რომ გამიჯნონ ამ დინოზავრებიდან “გადასვლა” ზაუროპოდებისკენ.

Y. sunae-ის აღმოჩენილი ძვლების ნაწილი (Bill Mueller-ის ფოტო).

გამოყენებულია ამერიკის გეოლოგიური საზოგადოების მასალები.

Oct 282010
 

ჩინელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა წარმოადგინეს ადამიანის ქვედა ყბისა და სამი კბილის კვლევის შედეგები, რომელიც აღმოჩენილია 2007 წელს ჩჟიჟენის გამოქვაბულში ჩინეთის სამხრეთით.

ნარჩენები ეჭვქვეშ აყენებს ტრადიციულ წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როდის გამოვიდნენ ჩვენი წინაპრები აფრიკიდან.

საქმე იმაშია, რომ ყბას აქვს ერთი უდაოდ თანამედროვე ნაწილი — წინ წამოწეული ყბა, თუმცა ის 60 ათასი წლით ძველია რიგით შმდეგ Homo sapiens-ის ნარჩენებზე რომელიც ჩინეთშია აღმოჩენილი.

ითვლება, რომ Homo sapiens აფრიკიდან გამოვიდა დაახლოებით 60 ათასი წლის წინ. ამის შემდეგ შედარებით ახალმა სახეობამ სწრაფად ჩაანაცვლა თავისი წინაპრები — Homo erectus და Homoneanderthalensis. ჩჟიჟენის გამოქვაბულში აღმოჩენილმა ნარჩენებმა კარდინალურად გადაწია უკან დროში მიგრაციის დაწყების დრო (130-100 ათასი წლის წინ) და საშუალებას იძლევა, იმის თქმისა, რომ ადამიანი აქტიურად ერწყმოდა სხვა სახეობებს 50-60 ათასი წლის განმავლობაში. მაგრამ რატომ რჩებოდა ის ამდენ ხანს აზიაში და ევროპაში 50-40 ათასი წლის წინ გადმოვიდნენ? უცნობია!

უფრო მეტიც, ირკვევა, რომ მამრობითი მამრობითი სქესის წარმომადგენლებმა, რომლებიც ანატომიურად თანამედროვე ადამიანს გვანან ჩავიდნენ ჩინეთში იმაზე უფრო ადრე ვიდრე Homo sapiens-მა ადამიანურად ქცევა დაიწყო. ზემოთ ნახსენების ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი სიმბოლური აზროვნების ქონაა. ჩინეთში ნახატები, რომლებიც წარმოადგენდნენ სხვადასხვა საგნებს, ადამიანებს და მოვლენებსაც კი გამოჩნდა 30 ათასი წლის წინ.

თუმცა, ბევრი არ ეთანხმება ერიკ ტრინკაუსას დასკვნებს ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან სენტ-ლუისში (ა.შ.შ) და მის კოლეგებს. მაგალითად, ვისკონსინის უნივერსიტეტის (ა.შ.შ) პალეონტოლოგი ჯონ ჰოკსი თვლის, რომ ყბა ზუსტად შეესაბამება ნეანდერტალის გაბარიტებს, ხოლო მისი მახასიათებლები გავს თანამედროვე ადამიანისას, ამიტომ ინტერპრეტაციისას უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ. “მე მგონია, რომ ისინი, სავარაუდოდ მართლები არიან, მაგრამ უფრო მყარი არგუმენტების მიღება კარგი იქნებოდა”, — ამბობს ბატონი ჰოკსი. ყბა და სამი კბილი — სულ ესაა, სამწუხაროდ, რისი პოვნაც მოხერხდა გამოქვაბულში.

კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში.

გამოყენებულია National Geographic-ის მასალები.

Oct 192010
 

გიზის პირამიდებთან არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ქურუმის სამარხი, რომელიც IV დინასტიის ფარაონ ხაფრას დროს ცხოვრობდა.

მდიდრულად მორთული სამარხი პირამიდის მშენებლების საფლავების გვერდზეა.

ხაფრა, ხუფუს შვილი (ხეოფსი), ცნობილია სიდიდით მეორე პირამიდის მშენებლობით. მის საპატივცემულოდ აშენებული კომპლექსი, მისი სიკვდილის შემდეგაც დიდი ხანი ფუნქციონირებდა. რიტუალებს და ლოცვებს ქურუმების გარკვეული ჯგუფი ატარებდა, სწორედ ამ ჯგუფს მიეკუთვნებოდა რუჯ-კა, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე XXVI საუკუნეში მოღვაწეობდა.. მის მოვალეობაში განწმენდის რიტუალიც შედიოდა.

მისი სამარხის ნაწილი აშენებულია ბლოკებით, რომლებიც ქმნიან რაღაც ლაბირინთის მაგვარს, ხოლო თვითონ ის დარბაზი სადაც ესვენა მკვდარი, ამოტვიფრულია პირდაპირ კლდეში, არქეოლოგების თქმით კედლები მოხატულია ლამაზი გამოსახულებებით, ყოველდღიური ცხოვრებიდან. მათგან ერთ-ერთზე რუჯ-კა თევზაობს და მიცურავს ნავით, მეორეზე — ქურუმი და მისი ცოლი დგანან მაგიდასთან.

ზაჰი ხავასის თქმით, რომელიც სიძველეებში ეგვიპტის უმაღლესი საბჭოს გენერალური მდივანია, აღმოჩენილი სამარხით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ სამ ცნობილ პირამიდას შორის არის კიდევ კომპლექსი, სადაც მაღალი “წოდების” კარის კაცებს მარხავდნენ.

გამოყენებულია Discovery News-ის მასალები.

Jul 202010
 

ინტერნეტში გამოქვეყნდა ინგლისელი არქეოლოგის ჰოვარდ კარტერის არქივი, მან აღმოაჩინა ტუტანჰამონის სამარხი.

აღმოჩენა 1922 წელს გაკეთდა. ეს ფარაონის ერთადერთი სამარხია, რომელიც მეცნიერებმა იპოვეს და არ იყო გაძარცვული. მასში აღმოჩენელია 5 398 ობიექტი, რომელიც მოგვითხრობს ძველი ეგვიპტის ცხოვრების ყველა ასპექტზე, — იარაღებიდან დაწყებული მუსიკალური ინსტრუმენტებით დამთავრებული, ასევე ტანსაცმელი, კოსმეტიკა და თქვენ წარმოიდგინეთ ტუტანჰამონის ბებიის თმებიც კი. ამ ყველაფრის კატალოგიზაციისთვის ჰოვარდ კარტერს დასჭირდა 10 წელი.

ამ აღმოჩენების მნიშვნელობის მიუხედავად, იმ ნივთების ორი მესამედი დღესდღეობით მაინც შეუსწავლელია. ეს ნაწილობრივ დაკავშირებული, იმ ფაქტთან რომ ჰოვარდ კარტერი გარდაიცვალა 1939 წელს, გათხრების დასრულებიდან სულ რაღაც 7 წლის შემდეგ და საბოლოოდ მან ვერ მოასწრო თავისი საფუძვლიანი შრომის დასრულება, ხოლო მის დაწყებულ საქმესაც გამგრძელებელი არ გამოუჩნდა.

სამარხში აღმოჩენილი უძველესი ნივთები ინახება ეგვიპტეში, კაიროს ანტიკვარულ მუზეუმში და მათი ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია (მე პირადად ნანახი მაქვს, და აღვფრთოვანებული ვიყავი :) )ხოლო კარტერის ნახატები და სურათები ინახება ოქსფო რდის უნივერსიტეტის გრიფიდის უნივერსიტეტში (The Griffith Institute). როგორც ჩანს, ეგვიპტოლოგებს აშინებთ ჩასატარებელი სამუშაოების რაოდენობა.

არქივის კურატორმა იარომირ მალეკმა, ვეღარ მოითმინა, გადაეწურა ახალი კარტერის გამოჩენის იმედი და საბოლოოდ გამოაქვეყნა ყველა დოკუმენტი ინტერნეტში.

არქივიში შედის 3500 კარტერის მიერ კარგად მოხატული ნამუშევარი, ქიმიკოს ალფრედ ლუკასის დახმარებით.

წყარო: Guardian

Jul 062010
 

ბრიტანეთის საქველმოქმედო ფონდმა Ethiopian Heritage Fund, რომელიც მდებარეობს ეთიოპიის მონასტერში, შეძლო შემოენახა უძველესი მსოფლიოში ილუსტრირებული წიგნი.

ეს არის გარიმის სახარება. გარიმი დაერქვა მოძღვრის საპატივცემლოდ.

ავა გარიმი კონსტანტინოპოლიდან ეთიოპიაში ჩავიდა ჩვენი წელთაღრიცხვით 494 წელს. ლეგენდის თანახმად მას შეეძლო სახარების გადაწერა სულ რაღაც ერთ დღეში, რადგან ღმერთს არ ჩაჰავდა მზე მანამ, სანამ მოძღვარი არ დაასრულებდა სამუშაოს.

წიგნი V საუკუნიდან ინახებოდა გარიმის მონასტერში, ქალაქ ადუას მახლობლად, ქვეყნის ჩრდილოეთით. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ გარიმის სახარება არის უძველესი წიგნი, რომელშიც შენახულია ორიგინალური გვერდები. ის ფაქტი, რომ წიგნი გადარჩა დღევანდელ დღემდე, მეცნიერებს მიაჩნიათ წარმოუდგენელ მოვლენად, რადგან ეთიოპია გადაიწვა მუსლიმანებისა და იტალიელების შემოტევის დროს, ხოლო 1930 წელს მონასტერი დაინგრა ხანძრისგან.

სახარება დაწერილია თხის ტყავზე ძველეთიოპიურ ენაზე. V საუკუნით თარიღდება წიგნის ორი ეგზემპლარი, თუმცა მეორე დაწერილია სხვანაირი კალიგრაფიით. ორივე ფოლიო შეიცავს ფერად ილუსტრაციებს, რომლებიც დღემდე არ არის გახუნებული. იგეგმება წიგნების მონასტერიდან მუზეუმში გადატანა.

წყარო Daily Telegraph.

Jul 022010
 

პალეონტოლოგისტების საერთაშორისო ჯგუფმა, პერუს სამხრეთით, აღმოაჩინა კაშალოტის სამმეტრიანი თავის ქალა, რომლის ასაკი შეადგენს 12–13 მლნ წელს.

ახალმა სახეობამ მიიღო სახელწოდება Leviathan melvillei, «მობი დიკის» ავტორის, ჰერმან მელვილის (Herman Melville) საპატივცემლოდ.

უძველესი კაშალოტის სიგრძე შეადგენდა დაახლოებით 13,5–17,5 მეტრს, რომელიც შეესაბამება მამრობით სქესის დღემდე მოღწეულ Physeter macrocephalus–ის ოჯახის წარმომადგენელს. ძუძუმწოვარს ჰქონდა ძალიან დიდი კბილები — დიამეტრი 12 და სიგრძე 36 სმ (P. macrocephalus–ის კბილების უდიდესი ნიმუში დაახლოებით 10 სმ–ზე მოკლეა), რომელიც განლაგებულია ყბის ორივე მხარეს. ეს განასხვავებს L. melvillei–ის თანამედროვე კაშალოტებისგან, რომლებსაც ზედა ყბის კბილების ფუნქციონირება დაკარგული აქვთ; ალბათ «ლევიაფანი» არ იყო ნაკლებად საშიში, ვიდრე მკვლელი ვეშაპი Orcinus orca.

«ასეთ კაშალოტს თავისუფლად შეეძლო “ულვაშა ვეშაპებზე” ნადირობა, რომლების მაშინ ძალიან ბევრი იყო, — აცხადებს კვლევის ერთ–ერთი მონაწილე ოლივე ლამბერი (Olivier Lambert) ბელგიის სამეფო ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტიდან. — ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის თავს ესხმოდა საშუალო ზომის ვეშაპებს რვიდან ცხრა მეტრამდე».

აღმოჩენილი თავის ქალის შესწავლით შეიძლება გაიცეს პასუხი იმ კითხვას, თუ რატომ აქვთ ვეშაპებს ასეთი არაპროპორციულად დიდი თავი. მეცნიერების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ დიდი თავი ეხმარება ვეშაპს, საჭმლის საპოვნელად, ღრმად ჩაყვინთვაში, თუმცა ახალი მონაცემები ამ ჰიპოტეზას უარყოფს: “ულვაშა ვეშაპები”, რომლებზეც სავარაუდოდ ნადირობდა L. melvillei, ცხოვრობს წყლის ზედაპირზე.

«გარდა ამისა, თავიანთი დიდი თავებით შესაძლებელია ვეშაპები ეჯახებოდნენ ერთმანეთს, გამრავლების დროს, მდედრის “დასაპატრონებლად”», — აზრი გამოთქვა იუტის უნივერსიტეტის თანამშრომელმა დევიდ კერიერმა (David Carrier).

სიახლის სრული ვერსია გამოქვეყნებულია ჟურნალში Nature.

წყარო Nature News.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache