ამერიკული უპილოტო თვითმფრინავების შექმნა დაიწყო განცხადების შემდეგ, რომ გერმანელმა კონსტრუქტორებმა შექმნეს ასეთი უჩვეულო ფორმის თვითმფრინავები, ომის ბოლოს. (National Archives-ის ფოტო)

გუშინ გაყიდვაში გამოვიდა ენი ჯეიკობსენის ახალი წიგნი “Area 51: საიდუმლო ამერიკული ბაზის ისტორია ცენზურის გარეშე“, რომელშიც მეცნიერები, მფრინავები და ინჟინრები (სულ 74 ადამიანი) პირველად ამხელენ, თუ რა ხდება რეალურად ნევადას უდაბნოში.

ქალბატონმა ჯეიკობსენმა — Los Angeles Times-ის ჟურნალისტმა — დაკითხა ბაზის თანამშრომლები 2008-2009 წლებში, მალევე მას შემდეგ, რაც  ამერიკის სადაზვერვო სააგენტომ (CIA) გამოაქვეყნა დიდი რაოდენობით დოკუმენტაცია, რომელსაც კავშირი ჰქონდა Area 51-თან. ამის მიუხედავად სამხედრო ბაზა რათქმაუნდა მაინც რჩება საიდუმლო ობიექტად — მისი დასახელებაც კი გასაიდუმლოებულია. მეტიც, ოფიციალურად ეს ობიექტი საერთოდაც არ არესებობს.

საიტმა FoxNews.com მიიღო ექსკლუზიური უფლება წიგნის მეოცე თავიდან ამონარიდის პუბლიკაციისა, კონკრეტულად თვითმფრინავ ჯაშუშის შესახებ. მის კონსტრუქციას შესაძლოა მართლაც მოეგონებინა შემთხვევითი დამკვირვებლისათვის “მფრინავი თეფში”. შემოგთავაზებთ მოკლე შინაარსს.

სამოცდაათიან წლებში CIA-მ ბაზის ნაწილზე კონტროლი გადასცა პენტაგონს, რომელიც იყო დაინტერესებული თვითმფრინავ F-117-ის შექმნით. დაზვერვას ბომბები არ აინტერესებდა, ამიტომ მმართველობა ძალიან დიდ ყურადღებას უპილოტო თვითმფრინავებს უთმობდა.

1996 წლის ბოლოს დაიწყო აპარატ Aquiline-ზე მუშაობა. სამუშაოებს ხელმძღვანელობდა ჰენკ მეიერდირკი. მოწყობილობა ზომაში ორი მეტრი იყო. დედამიწიდან შეხედვისას ის უნდა დამსგავსებოდა არწივს ან შევარდენს. წინა ნაწილზე მოწყობილობას ჰქონდა მცირე სატელევიზიო კამერა, ხოლო ფრთებქვეშ — ფოტომოწყობილობები.

ზოგიერთი ორგანიზაციის წევრები ამტკიცებენ, რომ აპარატი შექმნილია ატმოსფეროში რადიაციის დონის ანალიზისათვის და ასევე ელექტრო დაზვერვისათვის (საინტერესოა ამ შემთხვევაში რაღა საჭირო იყო მისთვის არწივის ფორმის მიცემა ?! :) . მაგრამ CIA-ის თანამშრომელმა ჯონ პოტეტმა სხვა ვერსია შემოგვთავაზა: “ჯაშუშმა თანამგზავრებმა, რომლებმაც გაიფრინეს კასპიის ზღვაზე, გადაიღეს უცნაური ფორმის გიგანტური ობიექტი, მრავალრიცხოვანი ძრავებით, რომელიც გადაადგილდებოდა წყალში, CIA-ს რათქმაუნდა დააინტერესა გაეგო მის შესახებ. სწორედ ამისთვის იქმნებოდა თავიდანვე Aquiline”.

როგორც შემდეგ 2008 წლისათვის გამოაცხადა ბი-ბი-სიმ ეს იყო ეკრანოპლანი.

ერთ-ერთი შემქმნელთაგანი ჯიმ ფრიდმანი აღნიშნავს: “Aquiline-ს უნდა ეფრინა დაბალ სიმაღლეზე და ერთ კავშირის ხაზის გასწვრივ. ვფიქრობ, ის წყალქვეშა ხომალდიდან უნდა აფრენილიყო. მუშაობა ნელა მიმდინარეობდა, იყო ბევრი ავარიული დაშვება”. ამ კონსტრუქციისათვის ფრენის “სწავლება” საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

პროექტი შეწყვიტეს მას შემდეგ, რაც მისი თავის თავზე აღება შესთავაზა დაცვის კონტრაქტორმა McDonnell Douglas-მა. მეიერდირკი თვილიდა, რომ კომპაიამ მოითხოვა $99 მლნ-ით მეტი, რაც რეალურად მის შემუშავებას სჭირდებოდა, მაგრამ კომპანიამ მაინც არ დათმო. ამიტომ მეიერდრიკმა ურჩია CIA-ს უბრალოდ დაეხურა პროექტი, როგორც მოხდა.

საცხოვრებელი ვაგონები პილოტებისათვის, რომლებსაც ასწავლიდნენ ახალი თვითმფრინავების მართვას. (Laughlin Heritage Foundation-ის ფოტო/CIA).

Aquiline-ი CIA-ს ერთადერთი პროექტი არ არის, რომელის დნიშნულებაც “ცხოველთა სამყაროს ნიღბის ქვეშ” მონაცემების შეგროვება იყო. მიმდონარეობდა სამუშაოები ორნიტოპტერზეც. იყო კიდევ ერთი ჩანაფიქრიც — ძალიან პატარა აპარატი, რომელიც გავდა ყვავს და შეეძლო რაფაზე დაშვებაც კი, იმისათვის რომ გადაეღო თუ რა ხდებოდა ოთახში. მაგრამ ვერც ეს მოდელი შეედრება პროექტ Insectothopter-ს. ეს მოწყობილობა გავდა ნემსიყლაპიას ზომებით და ფერებით. ის მოძრაობაში მოჰყავდა მინიატურულ ძრავს გაზზე.

CIA ასევე ცდილობდა ჯაშუშებად გადაექცია ცოცხალი ჩიტები და კატები. ერთ-ერთი პროგრამისას სპეციალურად გაწვრთნილი მტრედები დაფრინავდნენ ვაშინგტონის თავზე, კამერებით, რომელიც მიმაგრებული ჰქონდათ კისერზე. ამ იდეაზე უარი თქვეს, როცა გაარკვიეს, რომ როდესაც მტრედები იღლებიან ზედმეტი ტვირთისაგან, ფრენას წყვეტდნენ და შტაბამდე ფეხით მიდიოდნენ.

პროექტ Acoustic Kitty-ის ფარგლებში კატებს ასწავლეს თავის სხეულზე ელექტრონული მოწყობილობების ტარება. ამ ჩანაფიქრმაც წარუმატებლად ჩაიარა, რადგან ცხოველებს ძალიან ხშირად გადაჰქონდათ ყურადღება სხვა გამღიზიანებლებზე.

სავარაუდოდ, რაც ცნობილია Area 51-ის ყველაზე საინტერესო (და არანორმალურ) პროექტად შეიძლება ჩაითვალოს პენტაგონის მცედლობა შეექმნა რაღაც ტანკის მაგვარი დისტანციური მართვით, რომელიც ჩაერთვებოდა ვიეტნამის ჯუნგლებში, საბრძოლო მოქმედებებში. მათი ჩანაფიქრით ის სპილოს ზომის უნდა ყოფილიყო…

გამოყენებულია FoxNews.com-ის მასალები.

 

 

 

 

“ღამის” მხედველობის ახალი მოწყობილობა სამხედრო და სამოქალაქო მფრინავებს საშუალებას მისცმს არა მხოლოდ მათ წინ მდებარე სივრცის დანახვის საშუალებას, არამედ გვერდებზეც.

სიბნელეში ხედვა თვითმფრინავების და ვერტმფრენების პილოტებისათვის ახალი ნამდვილად არ არის. მაგრამ ამ ბოლო დრომდე ამ მოწყობილობის მთავარი პრობლემა იყო მხედველობის არის პატარა არეალი (დაახ. 40 გრადუსი) და დაბალი გარჩევადობა. კომპანია SA Photonics ამტკიცებს, რომ მათ შეძლეს ამ პრობლემების გადაჭრა.

მოწყობილობა High Resolution Night Vision System (HRNVS) წარმოადგენს ქუდზე ჩამოსაცმელს ღამის ხედვის ოთხი კამერით, რომელიც გადაეცემა ორ მოძრავ მიკროდისპლეის. შესაძლოა მათი დაყენება თვალების წინ ან გაწევა გვერდზე, მათ შორის როგორც ორივესი ერთად ისევე ცალცალკე.

კონსტრუქცია იძლევა არეალის 82,5 გრადუსამდე გაზრდის საშუალებას. ამას გარდა, სისტემას აქვს უკეთესი გარჩევადობა და ნაკლები წონა სხვა ანალოგებთან შედარებით. დისპლეიზე გამოჩენილი გამოსახულება შესაძლოა მივაახლოვოთ ან თუნდაც ჩავიწეროთ. HRNVS ერგება ამერიკის სამხედრო და სამოქოლაქაო მფრინავთა ქუდებს.

HRNVS-ის შექმნაში აქტიურად მონაწილეობდა პენტაგონის კვლევითი დაწესებულების წევრებიც. ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ უცნობია რამდენ ხანში შევა ეს სისტემა ექსპულატაშია.

აპარატურაის პრეზენტაცია მოხდება 28 აპრილს, ორლანდოში.

გამოყენებულია SA Photonics-ის მასალები.

 

ფარნბოროს საერთაშორისო აეროკოსმოსურ შოუზე (19–25 ივლისი, დიდი ბრიტანეთი) ამერიკულმა კომპანიამ Raytheon–მა წარმოადგინა ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსის Laser Weapons System–ის (LaWS) გამოცდის ვიდეო ჩანაწერი.

ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა Phalanx Close-in Weapon System–ის დახმარებით (CIWS; რომელიც ასევე აწარმოებს ავტომატურ, რადიოლოკაციურად მართვად ტყვიამფრექვევ გატლინგს), რომელიც ასევე მის მიერ არის წარმოებული, იარაღი ფოკუსირებს მიზანზე და შემდეგ აცხელებს მის ქვედა ნაწილს ექვსი ლაზერის საშუალებით. ვიდეო რგოლზე ჩანს, ხომალდის გემბანიდან თუ როგორ იღებს დარტყმას, კარგავს წონასწორობას და ვარდება უპილოტო თვითმფრინავი.

ტესტირების დროს, გამოცდამ «შეიწირა» სამი მფრინავი აპარატი.  ჯერჯერობით ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სიმაღლით და სიჩქარით მფრინავი დრონის ჩამოგდება შეუძლია ლაზერს უცნობია, თუმცა არსებობს სამი მიზეზი რის გამოც ღირს ამ აპარატით აღფრთოვანება.

პირველ მიზეზი — ეს არის მყარი ლაზერი და არა ქიმიური, რაც უზრუნველყოფს არტილერისტების უსაფრთხოებასა და ამცირებს ენერგომოხმარებას. გარდა ამისა, მისი მოცულობა ძალიან მცირეა და ამიტომ მოხერხებულია ხომალდზე ან სატვირთო მანქანაზე დამაგრება.

მეორე მიზეზი — მყარი ლაზერი გაცილებით სუსტია ქიმიურთან შედარებით, ხოლო ტენიანი ზღვის ჰაერი მხოლოდ ართულებს ამ პრობლემას. ის ფაქტი, რომ აპარატმა შეძლო მუშაობა სერიოზული მიღწევაა. რა თქმა უნდა მიწაზე LaWS–ის (მსგავსი პროექტები უკვე აქვთ მწარმოებლებს — Silent Guardian Protection SystemVigilant Eagle Airport Protection System და Scorpion Directed Infrared Countermeasures system) ეფექტურობა ბევრად დიდი იქნება.

…და ბოლოს — Raytheon–მა წარმოადგინა აპარატი, რომელმაც შეძლო მოძრავი სამიზნის ჩამოგდება.

სხვათა შორის, გასულ წელს კომპანია Boeing–მა წარმატებით გამოცადა თავისი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი ლაზერული სისტემა Mobile Active Targeting Resource for Integrated Experiments (MATRIX). თუმცა, როგორც ჩანს Raytheon-ტექნოლოგია შედარებით გაუმჯობესებული და მობილურია.

კომპანია იუწყება, რომ პენტაგონი უკვე დაინტერესდა ამ პროექტით.

ვიდეო რგოლი, რომელიც გადაღებულია წმინდა ნიკოლოზის კუნძულზე, ლოს–ანჯელესიდან 120 კმ–ით დასავლეთით:

წყარო Popular Science, BBC და Raytheon.

 


როგორც ჩანს ეგზოჩონჩხს ასეთი სახელი თავისი ანალოგის გათვალისწინებით დაერქვა, მწვანე და ძალიან ძლიერი ადამიანის მსგავსი ურჩხულის, რომლადაც ფიზიკურად არც ისე განვითარებული მეცნიერი იქცევა. მეომრები რომლებიც ტესტავენ ამ ეგზოჩონჩხს მართალია არ მწვანდებიან, მაგრამ მათი გამძლეობა და ძალა ერთი ორად იზრდება. როგორც  შემქმნელები ამბობენ, HULC მეომარს მისცემს საშუალებას გაუძლოს ისეთ ფიზიკურ დატვირთვებს როგორსაც ეგზოჩონჩხის გარეშე ვერცერთ შემთხვევაში ვერ გაუძლებდა.

HULC არის აბრევიატურა რაც ნიშნავს Human Universal Load Carrier, ხოლო თვითონ მოწყობილობა წარმოადგენს ჰიდრავლიკურად მართვად ტიტანის ეგზოჩონჩხს, რომელიც მეომარს საშუალებას აძლევს 90 კგ ტვირთის ტარებისა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, პრაქტიკულად ნებისმიერი ტიპის ადგილებში. HULC აღჭურვილია მიკროკომპიუტერით, რომელიც იძლევა მეომრის და ეგზოჩონჩხის მოძრაობების სინქრონიზაციის საშუალებას, თან ადამიანი ამ დროს თავს სრულიად ბუნებრივად გრძნობს. ამ ტექნოლოგიის შემქმნელია ასე თუ ისე ცნობილი კომპანია  Lockheed, რომელმაც ეხლახანს გააფორმა 1,1 მილიონიანი კონტრაქტი ამერიკის ჯარებთან ( რაც შეიძლება ითქვას რომ ძალზედ ცოტაა ასეთი ტიპის კონტრაქტისთვის).

HULC შედგება ორი ნაწილისაგან, ზედა და ქვედა. Lockheed-ის თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ ეგზოჩონჩხში მყოფი მეომრები შეძლებენ ნახევრად მჯდომ მდგომარეობაში სიარულს, მიწაზე ფოფხვასა თუ სხვა მოძრაობების შესრულებას ადამიანური რესურსების მინიმალური დანახარჯით. თვითონ ეგზოჩონჩხს 70კგ ტვირთის ზიდვა შეუძლია (თვითონ მეომრის წონის გარდა). ასე რომ მებრძოლს შეუძლია ატაროს 90კგ ისე თითქოს მას სულ რაღაც 20 კილო ტვირთი მიაქვს, რისთვისაც ნებისმიერი მეომარია მზად.

აღსანიშნავია ისიც, რომ HULC პრინციპით საკმაოდ გავს იაპონლების მიერ ინვალიდებისთვის გამოგონილ ეგზოჩონჩხს HAL, Hybrid Assistive Limb. თუმცა HULC მნიშვნელოვნად უფრო პატარა და შეუმჩნეველია, ვიდრე იაპონური პროტოტიპი.

რობოტიზირებული ეგზოჩონჩხის ტესტირებებს ჩაატარებენ მასაჩუსეტსის მეომართა მომზადების ცენტრის ჯარისკაცები. ტესტირებისას სხვადასხვა ექსტრემალურ სიტუაციაში შეამოწმებენ მას თუ რამდენად გაზრდის ეგზოჩონჩხი მეომრის ბრძოლისუნარიანობას. კონტრაქტში ასევე გათვალისწინებულია HULC-ის საველე ტესტირება, სისტემის შესამოწმებლად. ჯერ-ჯერობით სისტემა ძალიან ეფექტური და ფუნქციონალური ჩანს. საინტერესოა რით დამთავრდება საველე ტესტირებები.

წყარო: News.cnet.com აქვე შეგიძლიათ იხილოთ სიახლის ვიდეო. რომელის დადებაც ჩვენს საიტზე ვერ მოხერხდა.

 

სამხრეთ კორეელმა სამხედროებმა თავისი საზღვრის საკმაოდ დიდ მონაკვეთზე გააკეთეს რობოტიზირებული ტყვიამფრქვევების წერტილები, რომლებიც არსაიდან არ იმართებიან.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს რობოტი შექმნილია კომპანია Samsung-ის ერთ-ერთი განშტოების მიერ რომელსაც Samsung Techwin ქვია. ამ რობოტი-მეტყვიამფრქვევეს სახელია Т-800 SGR-1. მესაზღვრეები ახლა მხოლოდ ზიან ოთახებში დისპლეისთან და აკვირდებიან რობოტის დეტექტორიდან მოსულ ინფორმაციას.

ერთი ეგზემპლარის ფასი 200 ათას დოლარს შეადგენს, რობოტები ავტონომიურ რეჟიმში მუშაობენ მანამ, სანამ პოტენციურ მოწინააღმდეგეს აღმოაჩენენ. ხოლო ცეცხლის გახსნის გადაწყვეტილებას დისპლეისთან მყოფი მესაზღვრეები იღებენ. რობოტს აქვს: რადარი, ღამეში ხედვის მოწყობილობა, კამერები, აუდიო-ვიდეო აპარატურა და შესაბამისად მესაზღვრეებს უკვე თავისი კაბინეტიდან შეუძლიათ საუბარი საზღვრის დამრღვევებთან.

რობოტს მართლაც სოლიდური იარაღი აქვს — 5,5 მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევი და 40 მილიმეტრიანი ავტომატური ნაღმტყორცნი.

თუ რა რაოდენობის რობოტი დგას საზღვარზე ამას ხელისუფლება არ ახმაურებს და გასაგებიც არის, თუმცა ერთი ცნობილია რომ რობოტები 300კმ-ის რადიუსზეა განთავსებული და საბოლოო ტტესტების გავლის შემთხვევაშ რობოტებს დატოვებენ.

“ჯარისკაცები ადამიანები არიან და შეიძლება დაიღალონ ან დაეძინოთ, შესაბამისად საზღვრის დაცვის დავალება ვერ შეასრულონ. რობოტები კი 24 საათის განმავლობაში აწარმოებენ დაკვირვებას და არც იღლებიან არც ეძინებათ. ასევე მათ არც შიშის გრძნობა გაუჩნდებათ წინა რიგებში დგომისას” — განაცხადა Samsung Techwin-ის პრეს-სპიკერმა Huh Kwang-hak-მა.

რობოტის შესაძლებლობების დემონსტრაციისთვის შეიძლება ითქვას  მძაფრსიუჟეტიანი, მოკლემეტრაჟიანი ფილმი შიქმნა.

ვიდეო,რომელიც ამ რობოტზე შეიქმნა:

 

2010 წლის დასაწყისში სამეცნიერო-კვლევითმა სააგენტომ (Defense Advanced Research Projects Agency, DARPA) ამერიკის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი “მფრინავი Humvee“-ის შექმნაზე, რომელიც ოთხ მეომარს იტევს, ვერტიკალური აფრენის და დაჯდომის შესაძლებლობლობით, რომელსაც ასევე მიწაზე სიარულის შესაძლებლობა აქვს — როგორც ტრასაზე, ისევე ცუდ გზებზე.

12 ივლისს ფირმა AVX Aircraft-მა ფორტ-უორტიდან (ტეხასის შტატი) წარმოადგინა თავისი პროექტი. აქვს ორი დიდი პროპელერი. ეს დიდი პროპელერები მიწაზე დაშვებისას იკეცება, რაც ძალიან კომპაქტურია; ვერტმფრენის მანქანად ტრანსფორმირებას სულ რაღაც ერთი წუთი სჭირდება.

AVX Aircraft მანქანის მონაცემები ესეთია: მაქსიმალური ტვირთის რაოდენობა — 472კგ, ფრენის მანძილი 402კმ, მაქსიმალური სიჩქარე მიწაზე — 129კმ/სთ, ჰაერში 225კმ/სთ, მაქს. ფრენის სიმაღლე — 3კმ.

AVX — DARPA-ის მეორე კონკურსანტია. პირველი იყო კომპანია Logi Aerospace, რომელმაც წარმოადგინა ნამუშევარი რომელიც შექმნილია ნახშირბადის ქსოვილებისაგა და მისი სახელია Tyrannos , დასაკეცი ფრთებით, მაქსიმალური ტვირთის რაოდენობა 500კგ (817 კგ ჰორიზონტალური აფრენისას), ფრენის ფრენის მანძილი 463კმ, მიწაზე მაქსიმალური სოსწრაფე მიწაზე — 93კმ/სთ ჰაერში — 250კმ/სთ მაქსიმალური ფრენის სიმაღლე 3კმ. Tyrannos AVR-ისგან განსხვავებით აქვს ავტოპილოტით აფრენის და დაჯდომის შესაძლებლობა.

ჩვენ არ ვართ სამხედრო ექსპერტები, მაგრამ ჩვენ ვთვლით რომ “მფრინავი Humvee”-ის გამოყენება ყველაზე უკეთ შეიძლება დიდ ქალაქებში არეულობების ჩასახშობად; არც ისე ძლიერი ბრონი მანქანას ადვილად ხელმისაწვდომს ხდის აფრენისას და დაბალ სიჩქარეზე ფრენისას.

იმის მიუხედავად, რომ Logi Aerospace უფრო მძიმე და ძვირიცაა, მას აქვს დიდი პროპაგანდულ-კინომატოგრაფიული პოტენციალი — თავის ჰორიზონტალური აფრენის შესაძლებლობით, მას მხოლოდ 54 მეტრიანი სწორი ზედაპირი სჭირდება.

წყარო:Aviation Week

 

ამ პროექტზე მუშაობენ ამერიკელი მეცნიერები DARPA-დან (Defense Advanced Research Projects Agency). მათი მიზანია წყალქვეშა ნავის შექმნა,რომელსაც ფრენა შეეძლება.

დღსდღეობით არსებული ინფორმაციით, ამ პროექტის შექმნის გეგმა ჯერ კიდევ 2008 წელს არსებობდა.  ახლახან კი ამ პროექტის თავიანთი ვარიანტი სხვადასხვა გამომგონებლებმა წარმოადგინეს.

იმის მიუხედავად, რომ ჰიდროდინამიული და აეროდინამიული პრინციპები ბევრ რამეში ერთმანეთს გავს, მეცნიერებს ჯერ კიდევ მრავალი პრობლემის გადაჭრა მოუწევთ. საფრენი აპარატი მაქსიმალურად მსუბუქი უნდა იყოს, იმიტომ რომ მან შეძლოს წყლის ზედაპირზე ამოსვლა და შემდეგ აფრენა. ასევე მისი კორპუსი ძალიან მყარი და მოქნილი უნდა იყოს, რომ გაუძლოს წყლის წნევას სიღმეში.

მწარმოებლის, Graham Hawkes-ის განცხადებით, — “დასახული მიზნების რეალიზაციისთვის უნდა გამოვიყენოთ თანამედროვე კომპოზიტური მასალა, რომელიც ნახშირბადითაა წარმოებული. ასეთ მასალას აქვს საკმარისი გამძლეობა და არ აქვს დიდი წონა”. ჰოუკსმა უკვე შექმნა მფრინავი წყალქვეშა ნავის პროტოტიპი. თავის ქმნილებას მან “Super Falcon” დაარქვა. ინჟინერი დარწმუნებულია, რომ თუ აპარატს დაუმაგრებს დიდი ზომის ფრთებს და რეაქტიულ ძრავს, “Super Falcon” ჰაერში განავითარებს 900კმ/სთ სიჩქარეს ხოლო წყალქვეშ 18კმ/სთ.

მთავარი პრობლემა ისაა, თუ როგორ მოახერხონ ისე, რომ ეს აპარატი სწრაფად ჩავიდეს წყალში. ჰოუკსმა განაცხადა — ” მაგალითი ჩიტებისგან უნდა ავიღოთ, რომლებიც ყვინთავებ ნადირობისას”.

ასევე ჯერ კიდევ გადასაწყვეტია თუ რა იქნება აპარატის ენერგიის წყარო წყალქვეშ მოძრაობისას, რადგან წყალქვეშ რეაქტიული ძრავის გამოყენება საშიშია, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების გამო შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს. ალტერნატიული ვარიანტია ელემენტები, რომლებიც დაცლისას თავიდან იტენება. აკუმლატორის იდეაც არსებობდა მაგრამ ამ შემთხვევაში დიდი წონის პრობლემაა და არასაკმარისი ტევადობა.

მფრინავი წყალქვეშა ნავების გამოყენება იგეგმება მტრის გემების დასაზიანებლად და ასევე სანაპიროსთან ახლო სამიზნეების გასანადგურებლად.

გამოყენებულია newscientist.com-ის მასალები.

 

“სამშაბათს, 2010 წლის 22 ივნისს, ისრაელის მთავრობამ კოსმოსში გაუშვა კიდევ ერთი სატელიტ–ჯაშუში”, — აცხადებს ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო.

“ოფეკ–9″ კოსმოსში გაუშვეს სამხედრო–საჰაერო ძალების ბაზიდან “პალმაჰიმიდან”, რომელიც მდებარეობს თელ–ავივის სამხრეთით, რაკეტა-მატარებლის “შავიტის” დახმარებით. “აპარატის გაშვება მოხდა იმ მიზნით, რომ აკონტროლოს ირანის ტერიტორია, რადგან ყველაზე მეტ საფრთხეს ისრაელი სწორედ ამ ქვეყნისგან მოელის”, — იუწყება ადგილობრივი ტელევიზია.

საერთო ჯამში ისრაელმა კოსმოსში გაუშვა ექვსი აპარატი, თუმცა “ოფეკ–9″–ს გააჩნია ყველაზე დახვეწილი ვიდეო კამერა, ვედრე მის წინამორბედებს და არის ერთერთი უძლიერესი თავდაცვის საშუალება ამ ქვეყნისთვის.

 

შეერთებული შტატების არმიამ და ცენტრალურმა სადაზვერვო სამსახურმა გააფართოვეს უპილუტო საფრენი აპარატების (DRONES) მოქმედების სფერო პაკისტანში.

თუ წინათ სპეცსამსახური მათ იყენებდა მხოლოდ მაშინ, როცა ტერორისტების ზუსტი ადგილსამყოფელი იყო ცნობილი, ამიერიდან დრონებს შეუძლიათ შეუტიონ ყველა ეჭვმიტანილ პირს, მაშინაც კი, როცა მათი სახელიც არ არის ცნობილი (ესენი შეიძლება იყვნენ ინსტრუქტორები, რიგითი ჯარისკაცები ან ნებისმიერი საეჭვო პიროვნება იარაღით ხელში). ვიდეოკამერიდან მიღებული მასალის კარგად შესწავლის შემდეგ, ხორციელდება რაკეტების დისტანციური გაშვება.

უნდა აღინიშნოს, რომ აშშ აწარმოებს სამხედრო ოპერაციებს პაკისტანში, რადგან ეს ქვეყანა წარმოადგენს ტერორისტების ბაზას, რომლებიც შემდეგ გადადიან ავღანეთში, სადაც ჯარისკაცებს არ უშვებენ, მხოლოდ დრონებს.

რობოტიზირებული ჯარისკაცების სტრატეგია, როგორც იუწყებიან, შეიქმნა ბუშის ადმინისტრაციის მიერ, 2008 წლის ბოლოს, მას სრულად დაუჭირა მხარი ახალმა პრეზიდენტმა, რომელიც ცდილობს ბრძოლებში რაც შეიძლება ნაკლები ცოცხალი ძალა დაკარგოს.

საბრძოლო დრონების გამოყენება პაკისტანში დაიწყო 2004 წელს. ადამიანის ულებათა დამცველი ორგანიზაციების აღრიცხვით, ამ წელს დრონების მიერ მოკლულთა 30%-ს შეადგენდა  უდანაშაულო პირები. ხელისუფლების შეფასებით ეს ციფრი ბევრად დაბალია, რადგან უბრალო მოქალაქეები სამიზნესთან რჩებოდნენ საკუთარი სურვილით.

 

«Цели программы включают в себя космические эксперименты, снижение рисков и операции в области развития технологий для многоразового космического аппарата».

ფლორიდაში (აშშ) განხორციელდა უპილოტო სამხედრო შატლის X-37B პირველი გაფრენა, რომელიც განკუთვნილია საიდუმლო სამხედრო დავალებების შესასრულებლად.

ავტომატურმა საფრენმა აპარატმა სტარტი აიღო კანავერალის კონცხიდან რაკეტა «ატლას-5»-ზე წუხელ ადგილობრივი დროით 19:52-ზე. გაფრენა წარმატებით განხორციელდა.

მინიატურული შატლის სიგრძეა 8,9 მ, ფრთების სიგანე — 4,5 მ. კოსმოსური აპარატი რამდენჯერმე დაიხვეწა დამუშავების რამდენიმე წლის განმავლობაში. ამერიკელმა სამხედროებმა შემოგვთავაზეს ბუნდოვანი ახსნა შატლის სამხედრო გამოყენების შესახებ: ცხადია მან უნდა გაიაროს ზოგიერთი სატელიტური ტექნოლოგიების ტესტი.

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ X-37B დაჯდება ვანდენბერგის ავიაბაზაზე კალიფორნიაში, მაგრამ არ დაუზუსტებიათ, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება პიველი მისია. «სიმართლე გითხრათ არ ვიცით ის როდის დაბრუნდება», — განაცხადა ჰარი პეიტონმა (Gary Payton), რომელიც არის პროექტის ხელმძღვანელის თანაშემწე. მისი თქმით თვითმფრინავს შეუძლია კოსმოსში დარჩენა დაახლოებით ცხრა თვის განმავლობაში.

მეორე X-37B-ს გაშვება განხორციელდება 2011 წელს.

გამოყენებულია ფრანც-პრეს-ის მასალები.

© 2011 HI-TECH Suffusion theme by Sayontan Sinha

Social Widgets powered by AB-WebLog.com.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache