Nov 212011
 

სპეციალისტებმა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან (ა.შ.შ) შექმნეს ჩიპი, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, მეცნიერებს დაეხმარება იმ პროცესების შესწავლაში, რომელიც მიმდინარეობს ადამიანის ტვინში.

ექსპერიმენტულ ნაწარმს შეუძლია ერთი სინაფსის მუშაობის იმიტირება — ორ ნეირონს შორის ადგილის, რომელიც პასუხისმგებელია ნერვული იმპულსის გადაცემაზე. მთლიანად ადამიანის ორგანიზმში დაახლოებით 100 მილიარდი ნეირონია და თითოეული მათგანი აყალიბებს სინაფსს სხვა ნეირონებთან.

ჩიპი იძლევა საშუალებას აღვადგინოთ ნეირონების ქცევა ახალი ინფორმაციის ათვისების პროცესში. ითვლება, რომ ეს მოვლენა არის ტვინის ბევრი ფუნქციის საფუძველი, მათ შორის დასწავლის უნარი და მეხსიერება. ჩიპი შეიცავს დაახლოებით 400 ტრანზისტორს, და დაპროექტებულია ისე, რომ ახდენდეს სხვადასხვა იონური არხების აქტივობის იმიტაციას.

ივარაუდება, რომ ექსპერიმენტული ნაწარმი მეცნიერებს დაეხმარება ადამიანის ტვინის მოქმედების შესწავლაში და შორეულ მომავალში ქმნის ახალი ტიპის გამომთვლელი სისტემების გამოჩენის შესაძლებლობას, ასევე ელექტრონული სქემების, რომლებიც გააერთიანებენ ხელოვნურ იმპლანტანტებს და თავის ტვინს.

შეგახსენებთ, რომ ჩიპებს, რომლებიც თავის ტვინის მოქმედების იმიტაციას ახდენს ასევე აწარმოებს კორპორაცია IBM.

გამოყენებულია მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მასალები.

 

Sep 172011
 

იაპონელი ინჟინრების კონცეპტუალური ნიმუშის მთავარი ღირსება ძალიან მცირე წონაა.

კომპანია Toray ავტომობილებზე არ სპეციალიზირდება: მათი დაინტერესების სფეროა პოლიმერული მასალები, ორგანული ქიმია და ნანოტექნოლოგიები. თუმცა Toray-ში დარწმუნებულები არიან, რომ მათი ბოლო ქმნილება, რომელზეც დაიხარჯა 300 მილიონი იენი (4 მლნ დოლარი), იპოვის თავის მყიდველს.

ორადგილიანი სპორტქარ-კაბრიოლეტის დიზაინით, რომელიც  მოძრაობს ელექტოძრავის მეშვეობით, დაკავებული იყო კომპანია  Gordon Murray Design, რომელიც აპროექტებს “ფორმულა 1″-ის ბოლიდებს. მანქანას შეუძლია 147 კმ/სთ სიჩქარის განვითარება, ხოლო ელემენტის მუხტი მას ყოფნის 187 კმ-ის გასავლელად, ამბობს Toray-ს საავტომობილო განყოფილების უფროსი ტორუ იმანაკა

ავტომობილი მხოლოდ 864 კგ-ს იწონის, აქიდან 220 კგ-ს მხოლოდ აკუმლატორები იწონიან. ეს მიიღწევა იმით, რომ მანქანის მთლიანი უკანა მხარე გაკეთებულია ნახშირბად-პლასტმასისაგან.

სიმყარე და მასალის მიერ ენერგიის შეწოვის მაღალი მაჩვენებელი უზრუნველყოფს უსაფრთხოებას: მძღოლს და მგზავრს იცავს მონოკოკის ტექნიკით დამზადებული კორპუსი, რომელშიც ისინი იმყოფებიან, ასევე მანქანის უაკანა ნაწილის დეფორმაციის საკმაოდ დიდი ზონა ავარიის შემთხვევაში. სისტემა შემოწმებულია ქრაშ-ტესტების და კომპიუტერული მოდელირების მეშვეობით.

ხოლო ნახშირბადის მთავარი “მინუსის” — მაღალი ფასი — გამოსწორება როგორც ჩანს ვერ შეძლეს. ელექტრომობილზე საუბრისას ბატონ იამანაკას არ უხსენებია მისი ფასი. თუმცა ეს შესაძლოა დაკავშირებულია იმასთან, რომ ავტომობილი ჯერ კიდევ პროტოტიპის სახით არსებობს, რომელიც ჯერ კიდევ უნდა დაამუშაონ ავტორებმა. მათივე თქმით ავტომობილი ბოლომდე მზად უკვე 2015 წლისათვის იქნება.

გამოყენებულია  DigInfo TV-ის მასალები.

Jun 132011
 

ამერიკის თავდაცვის პერსპექტიული კვლევების სამმართველო აპირებს ბიოინჟინერიის ახალ ერაზე გადაყვანას პროგრამა Living Foundries-ის მეშვეობით.

Microsystems Technology Office, MTO, ამერიკის თავდაცვის პერსპექტიული კვლევებისამმართველო (DARPA) იწყებს მროგრამა Living Foundries-ს (“ცოცხალი ქარხნები”). პირველწყაროს მიხედვით, მისი მიზანია, — “ბიოლოგიისათვის ინჟინერული მიდგომის გამოყენება, იმისათვის, რომ გამოიყენონ როგორც ტექნოლოგია და განავითარონ საწარმოო პლატფორმა” ეს ყველაფერი “ამერიკაში ახალი ინდუსტრიიცა და თავდაცვის მასალების და მოწყობილობების შესამნელად”.

პროგრამა იქნება დისციპლინათშორისი, იმისათვის, რომ მოხდეს იდეების და მეთოდების გაცვლის სტიმულირება; DARPA-ს არ ასწყობს არსებული მდგომარეობა, კონკრეტულად ის, რომ “კვლევები ტარდება შცდომებით და ცდებით” ასევე ის, რომ “წარმატებული პროექტების მიღწევები არ გამოიყენება ახალ პროექტებში”. შედეგად “მოდიფიცირდება მხოლოდ ცალკეული გენები, კონსტრუირდება მათი მარტივი მიმდევრობები”.

სამმართველო აპირებს ბიოინჟინერიაში ახალი ინსტრუმენტების, ტექნოლოგიების და მეთოდოლოგიების შექმნას, კონსტრუირების წარმოებისგნ განცალკევებას და “დიზაინი — წარმოება — ტესტირება”, ამ ციკლის ასწრაფებას, მოხდება გენების და ბიოქიმიური პროცესების კატალოგიზაცია, იმისთვის, რომ შეიქმნას მოდულური ორგანიზმები და ბიომასალები შეკვეთით (მათ შორის უჯრედოვანი რიგები, რომლებშიც ახალი გენების ჩამატება საკმაოდ მარტივია).

იმისათვის, რომ “ცოცხალი ქარხნებით” დააინტერესოს მეცნიერები და ბიზნესმენები, 28 ივლისს DARPA არლინგტონში (ვირგინია, ვაშინგტონის მახლობლად) ჩაატარებს ღონისძიებას “ინდუსტრიის დღე” (Industry Day), რომელშიც მონაწილეებს გააცნობენ დეტალებს და წაახალისებენ მათ გამოცდილების და ცოდნის გაზიარებისათვის.

გამოყენებულია Wired და DARPA-ის მასალები.

 

 

Jan 042011
 

კოსმოსური ლიფტი – ეს წარმოუდგენლად მაღალი შენობაა, რომელიც განკუთვნილია ტვირთის დედამიწის ორბიტაზე გადასატანად. ეს ჯერ-ჯერობით სამეცნიერო ფანტასტიკის სამყაროა. თუმცა ლონდონის სამეფო კოლეჯის (King’s College London) მეცნიერთა ჯგუფმა განაცხადა, რომ ახლო მომავალში ეს შესაძლოა სულაც აღარ მიეკუთვნებოდეს სამეცნიერო ფანტასტიკას. მეცნიერების თქმით, ამისათვის მადლობა უნდა მოუხადოთ იმ ადამიანებს ვინც განავიტარა ნახშირბადის ნანომილების ტექნოლოგია, რომლებსაც “თეორიულად” გააჩნიათ იმხელა სიმკვრივე, რომ გაიწელონ დედამიწის ზედაპირიდან 35,4 ათას კილომეტრზე

მეცნიერმა მარკ მედოვნიკმა (Mark Miodownik) გააჟღერა ეს იდეა საახალწლო ლექციებზე, რომელსაც ყოველწლიურად ატარებს The Royal Instituion Microsoft Research-თან ერთად. “კოსმოსური ლიფტის იდეა დიდი ხანია არსებობს, მაგრამ დღემდე ჩვენ არ გაგვაჩნდა მასალა, რომელსაც შეეძლო საკუთარი წონის გაძლება დედამიწიდან კოსმოსამდე. მასალა ჯერ კიდევ ბოლომდე შემუშავებული არ არის, და თეორიაში ის საკმარისად მყარია კოსმოსური ლიფტის ასაშენებლად”.

თუ ესეთ კონსტრუქციას ააშენებენ, საჭირო იქნება მისი გაჩერება გრავიტაციის ძალის და ცენტრისკენული აჩქარების მეშვეობით. ასევე საჭირო იქნება საპირწონე წონასწორობის შესანარჩუნებლად – თეორიულად მისი როლი უნდა შეასრულოს კოსმოსური ხომალდების სადგურმა. ამ მიმართულებით განხორციელებულია გარკვეული ნაბიჯები – მაგალითად, NASA-მ დაგეგმა 3 მილიონის დახარჯვა მომდევნ ხუთი წლის განმავლობაში ამ იდეის საკვლევად და მისი პრაქტიკული განხორციელებისათვის მაკეტის სახით.

თეორიულად, დაწოლამ პერსპექტიულ მასალაზე შეიძლება შეადგინოს 30 ტ/მმ, რაც საკმარისი უნდა აღმოჩნდეს კოსმოსში გზის ასაშენებლად.


Dec 242010
 

კორპორაცია IBM-მა განაცხადა მორიგი მიღწევის შესახებ მონაცემების შენახვის ტექნოლოგიის წარმოებაში — მისი სახელია RaceTrack Memory.

ეს სახელი მეხსიერებას შემთხვევით არ მიუღია: საქმე იმაშია, რომ ინფორმაციის ჩაწერისას ან წაკითხვისას პიტები თითქოს “დახტიან” ნანომავთულის გარშემო. RaceTrack-ის ტიპის მეხსიერების მუშაობის პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ მონაცემები იწერება მაგნიტური დომენების კედლებზე, რომლებიც გამტარში წარმოადგენენ საზღვრებს. მონაცემების ბიტების ობერირება შესაძლებელია ელექტრო იმპულსებით.

როგორც მოელიან, ტექნოლოგია მოახდენს გადატრიალებას მონაცემების შენახვის სფეროში. RaceTrack- მეხსიერებებს შეეძლებათ ასჯერ მეტი ინფორმაციის დატევა, თანამედროვე მოწყობილობებთან შედარებით, მას ასევე ექნება ენერგოდამოუკიდებლობა, სწრაფი მოქმედება, არ ექნება მოძრავი ნაწილები და ჭირდება ძალიან ცოტა ენერგია.

იუწყებიან, რომ IBM-ის მკვლევარებმა პირველად შეძლეს აჩქარების და შენელების დროის გაზომვა, ასევე მანძილის, რომელსაც მაგნიტური დომენის კედლები გადიან ელექტრული იმპულსის ზემოქმედების შემდეგ. ამ მექანიზმის ზუსტად გაგება აუცილებელია იმისათვის, რომ ზუსტად განლაგდეს ბიტები ჩამწერ და წამკითხველ მოწყობილობებთან.

მანამ, სანამ RaceTrack Memory გამოჩნდება ბაზარზე, IBM-ის მეცნიერებს კიდევ დიდი სამუშაოს შესრულება მოუწევთ.

IBM-ის მიღწევებზე უფრო დეტალურად წაკითხვა შესაძლებელია ჟურნალ Science-ში.

გამოყენებულია IBM-ის მასალები.

Dec 232010
 

მეცნიერებმა ნოტინჰემის უნივერსიტეტიდან (დიდი-ბრიტანეთი) ადამიანის ერთ თმის ღერზე დაიტანეს მენდელეევის ქიმიური ელემენტების პერიოდული სისტემა.

ის იმდენად პატარაა, რომ ჩანიშვნების სტანდარტულ ქაღალდზე Post-It დაეტება მილიონი ასეთი ცხრილი.

188 ელემენტი, რომელიც გამოსახულია იონური გროვის და ელექტრონული მიკროსკოპის მეშვეობით, თმის ღერი ეკუთვნოდა მარტინ პოლიაკოვს, ბრიტანელ ექსპერტს “მწვანე ქიმიის” დარგში. მას ეს საჩუქარი დაბადებისდღისათვის მოუმზადეს.

“შესაძლებელია ჩანაფიქრი შეიძლება “სულელურად” მოგეჩვენოთ, მაგრამ ამით კარგად ხდება ნანოდამწერლობის დემონსტრირება, — აღნიშნა მარტინმა. — ჩვენმა მიკროსკოპისტმა მაიკ ფეიმ აჩვენა, თუ რაოდენ მარტივია ეს, მან დემონსტრაცია მოახდინა პუბლიკისათვის ძალიან მიმზიდველი გზით”.

დამეთანხმებით, რომ ამაზე გაჩერება არ შეიძლება. ნანოტექნოლოგიების და ნანომეცნიერების ცენტრის თანამშრომლება “გილოცავთ ახალ წელს” ამოტვიფრეს ფიფქზე…

“აი სწორედ ასეთი ძლიერი ინსტუმენტებით ვსარგებლოთ ჩვენს ლაბორატორიაში ყოველ დღე”, — მორცხვად გამოთქვა თავისი აზრი ამ შემთხვევაზე ფიზიკოსმა ფილიპ მორიარტიმ.

გამოყენებულია Daily Mail-ის მასალები.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache