ტყუპი აპარატების GRAIL-A და GRAIL-B-ს მოგზაურობამ მთვარის მიმართულებით, რომელმაც სტარტი 10 სექტემბერს აიღო, დასრულდა ჩვენი თანამგზავრის ორბიტაზე.
ზონდების ახლანდელ ორბიტას აქვს ელიფსური ფორმა რომლის სიმაღლეც ~90 დან ~8 360-მდე კილომეტრია, ხოლო მთვარის გარშემო ერთ სრულ ბრუნს ისინი 11,5 საათში ახორციელებენ. თავდაპირველად მოძრაობის ასეთ ტრაექტორიაზე გადავიდა GRAIL-A, რომლის მანევრიც დასრულდა 1 იანვარს. ხოლო უკვე 2 იანვარს მას შეუერთდა GRAIL-B.
უახლოეს დროში სპეციალისტები დაიწყებენ GRAIL-ის ორბიტის სიმაღლის შემცირებას, და ნელ-ნელა მიუახლოებენ მას წრის ფორმას. მარტში, როდესაც დაიწყება მეცნიერული დაკვირვების პროგრამა, აპარატები იმოძრავებენ მთვარის ზედაპირიდან ~55 კმ-ზე, და ერთ სრულ ბრუნს მის გარშემო დაახლოებით 2 საათი დასჭირდება.
მისიის ძირითადი დანიშნულება გახდება ჩვენი თანამგზავრის გრავიტაციული ველისა და შიდა აგებულების შესწავლა. GRAIL-A და GRAIL-B, რომლებიც იმყოფებიან ერთ ორბიტაზე ერთმანეთისაგან არც ისე შორს, შეამოწმებენ გრავიტაციული ძალების მოქმედებას, რომელიც იცვლება რელიეფის ცვალებადობასთან ერთად. ასეთმა ცვლილებებმა უნდა გამოიწვიოს GRAIL-A-ს გადაადგილება GRAIL-B-სთან მიმართებაში, რასაც დააკვირდებიან და დაარეგისტრირებენ მეცნიერები.
ყოველი ზონდი ასევე აღჭურვილია მცირე ზომის კამერა MoonKAM-ით, რომელიც უკან აგზავნის მაღალი გარჩევადობის სურათებს. მის მუშაობას გააკონტროლებენ არა NASA-ს თანამშრომლები, არამედ უბრალო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც აარჩევენ გადაღების კონკრეტულ ადგილს და დროს, და თავიანთ გადაღებულ მთვარის უკვე მზა სურათებს თვალს მიადევნებენ MoonKAM-ის ვებ-გვერდზე.
კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა ეიმსის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში, ამერიკელმა ასტრონომებმა, წარმოადგინეს პირველი პოტენციალური ეგზოპლანეტა, რომელიც კოსმოსურმა ტელესკოპმა “კეპლერმა” აღამოჩინა.
ახალი პლანეტა, 600 სინათლის წლით არის დაშორებული ჩვენსგან და შედის თებერვალში გამოქვეყებული 54 ობიექტის სიაში, რომლებიც შესაძლოა იყვნენ თავიანთი ვარსკვლავის დასახლებულ ზონაში. იმისათვის, რომ გადაემოწმებინათ “კეპლერის” მონაცემები მისი ტრანზიტის (მნათობის დისკზე გავლა) მიხედვით, მეცნიერებმა ჩაატარეს დაკვირვებები ინფრაწითელი კოსმოსური ობსერვატორიით “სპიცერი” და რამოდენიმე ტელესკოპით დედამიწაზე. პირველად ინფორმაცია სწორი აღმოჩნდა და ეგზოპლანეტას მიენიჭა მუდმივი აღნიშვნა Kepler 22b.
ვარსკვლავი Kepler 22 განეკუთვნება G კლასის სპექტრულ ჯგუფს თუმცა ცოტათი ნაკლებია რადიუსით ვიდრე მზე და უფრო ნაკლებად კაშკაშაა და ნაკლები წონა აქვს. მისი ეგზოპლანეტა კი დედამიწას აღემატება 2,38-ჯერ; მისი მასაც აღემატება დედამიწის მასას მაგრამ ზუსტი წონის დასახელება ჯერ-ჯერობით შეუძლებელია. ასევე დაუდგენელია პლანეტის ქიმიური შემადგენლობაც.
ერთი წრეს ვარსკვლავის გარშემო პლანეტა 289,9 დღეს ანდომებს, თუ ამ პლანეტას აქვს ხმელეთი მაშინ იქ ტემპერატურა უნდა იყოს დაახლოებით 21 ˚C – ამბობს ტელესკოპის კოორდინატორი უილიამ ბორუკი.
კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს “კეპლერის” მუშაობის საერთო შედეგები, ეგზოპლანეტების კანდიდატების რაოდენობა გაიზარდა 2 326 პოზიციით: თებერვლიდან მოყოლებული, მეცნიერებმა 1 094 ახალი სახელი დაამატეს. აქედან 200-მდე პოტენციური პლანეტა თითქმის დედამიწის ზომისაა, 680-კი სუპერდედამიწის კატეგორიას მიაკითვნეს. 1 181 კანდიდატს აქვს ნეპტუნის მსგავსი რადიუსი, 203 შეიძლება შედაროს იუპიტერს, ხოლოდ 55 – მასზე დიდია ზომით.
დასახლებულ ზონაში მყოფი პლანეტების სია 48-მდე შემცირა. მიზეზი მარტივია: “კეპლერის” კოლაბორაცია ითვალისწინებს უფრო მკაცრ კრიტერიუმებს (გათბობის ეფექტი, რომელიც იძლევა ატმოსფეროს) როცა განისაზღვრება ცნება “დასახლებული ზონა”, შედეგად ის უფრო შორს აღმოჩნდა ვარსკვლავებისაგან.
მეცნიერების აღწერით “ეს არის ყველაზე კომპლექსური მისია, რომელიც ოდესმე გაგზავნილა სხვა პლანეტის ზედაპირზე”. NASA Mars Science Laboratory კოსმოსური ხომალდი უკვე გაფრინდა მარსისკენ. Talas V რაკეტამ გაიტანა Curiosity როვერი კანავერალის კოსმოდრომიდან ამ დილით და უკვე მოხდა მისი განცალკევება რაკეტისგან ოდნავ მოგვიანებით, რითაც დაიწყო მოგზაურობა მარსისკენ, რომელიც მომავალი წლის აგვისტოში დასრულდება. შეგიძლიათ ნახოთ ორივე მოვლენის ვიდეო რგოლები:
GRAIL- THE Gravity Recovery and Interior Laboratory, მთვარის მისიაში მონაწილეობს ორი “ტყუპი” აპარატი, რომელთა დანიშნულებაც, დედამიწის თანამგზავრის გრავიტაციული ველის და მისი შინაგანი მდგომარეობის შესწავლაა. აპარატებები 8 სექტემბერს გაეშვა მისე კანავერალის კოსმოდრომიდან. მთვარემდე მისაღწევად, ორ აპარატს დასჭირდება დაახლოებით ოთხი თვე, ისინი მოძრაობენ სპეციალური ტრაექტორიით, რომელიც მათ დაუზოგავს ენერგიას.
NASA-ს ავტომატურმა აპარატმა Dawn ასტეროიდ ვესტას 2 700 კილომეტრზე გადაუფრონა და დედამიწაზე გადმოსცა მისი ზედაპირის ხარისხიანი სურათები.
მიღებული გამოსახულებების საფუძველზე მეცნიერებმა დაამონტაჟეს ვესტას შემოვლის მოკლე ვიდეო, რომელიც მოცემულია ქვემოთ. ადვილია იმის შემჩნევა, რომ ასტეროიდის ჩრდილოეთის განედები არაა განათებული: იქ ახლა გრძელდება “ზამთარი”. ვესტას სამხრეთ პოლარულ ნაწილში კარგად შეიმჩნევა დიდი ზომის ჩავარდნა, რომელიც საკმაოდ ადრე აღმოაჩინა “ჰაბლმა“. ამ ჩაღრმავების დიამეტრი შეადგენს ასობით კილომეტრს, ხოლო მის ცენტრში არის დიდი მთიანი მასივი, რომლის სიმაღლეც აღწევს 15კმ-ს.
მთებიასტეროიდის სამხრეთ პოლუსის ტერიტორიაზე (NASA/ JPL-Caltech / UCLA / MPS / DLR / IDA-ის ილუსტრაცია)
ამ გამოსახულებაზე რელიეფის სიმაღლე კოდირებულია ფერით, და მგვალი ფორმის 500კმ დიამეტრის ჩავარდნა, მთის მასივით ცენტრში მკვეთრად გამოიკვეთება. (NASA/ JPL-Caltech / UCLA / MPS / DLR / IDA-ის ილუსტრაცია)
Dawn-ის მიერ გადაღებული სურათების ნაკრები, NASA-ის სპეციალისტებმა გამოიყენეს, იმის გასარკვევად, თუ როგორ არის ასტეროიდის ბრუნვის ღერძი განთავსებული. მათ ასევე დააყენეს ვესტას გრძივ-განივი კოორდინატთა სისტემა, ხოლო ნულოვანი მერიდიანი გაიყვანეს 500 მეტრიან კრატერზე, სახელად Claudia.
აღსანიშნავია ასევე, რომ ასტეროიდზე ყველა კრატერს, დაერქმევა ქალღმერთ ვესტას, ქურუმების და ძველი რომის იმ ეპოქის გამოჩენილი ქალების სახელები დაერქმევა. რელიეფის სხვა განსაკუთრებულობებს კი მიენიჭებათ იმ დროს არსებული ქალაქების სახელები.
ეგზოპლანეტა, რომელიც ნათდება ორი მნათობით (ილუსტრაცია NASA / JPL-Caltech / T. Pyle).
Extreme Solar Systems II-ის კონფერენციაზე ამერიკელი ასტრონომების ჯგუფმა, რომელსაც ხელმძღვანელობს ლორენს დოილი (Laurance Doyle) SETI-ის ინსტიტუტიდან, განაცხადა გიგანტი პლანეტის აღმოჩენის შესახებ რომელსაც ორი მზე აქვს.
თვითონ შესაძლებლობა ეგზოპლანეტების არსებობისა ორბიტაზე, რომელსაც ორი ვარსკვლავი აქვს, უკვე აღარავის აკვირვებს: სპეციალისტებისთვის ცნობილია ასეთი სისტემების რამოდენიმე მაგალითი ( CM Draconis, HW Virginis, NN Serpentis), რომლებშიც (სავარაუდო) პლანეტარული კომპანიონის გრავიტაციული მოქმედება არღვევს დაბნელებების მკაცრ პერიოდულობას. ამ ჯგუფში ასევე შედის სისტემა Fornax, რომელიც შედგება თეთრი და წითელი ჯუჯისაგან და შეიცავს, როგორც ჩანს ორ პლანეტას.
თუმცა ჰიპოთეზები გრავიტაციის ორბიტალურ პარამეტრებზე ზეგავლენაზე საკმაოდ ლოგიკური ჩანს, მაგრამ მათი დამტკიცება, მათ ტრანზიტზე(ანუ თუ მანძილი რომელსაც გადის პლანეტა მზის დისკის გარშემო), ინფორმაციის არქონის გამო შეუძლებელია. სამწუხაროდ მეცნიერებმა ტრანზიტის დაფიქსირება ვერ შეძლეს ვერცერთ ზემოთ ნახსენებ შემთხვევაში.
ამ ფონზე, მონაცემები, რომლებიც შეაგროვეს ამერიკელმა მეცნიერებმა ტელესკოპ “კეპლერის” მეშვეობით, ყველაზე დამაჯერებლად გამოიყურება. “კეპლერის” ხანგრძლივი დაკვირვებების მიზანი გახდა დაბნელებული ორმაგი სისტემა Kepler-16, რომელიც დედამიწიდან დაახლოებით 200 სინათლის წელიწადითაა დაშორებული. პირველი დაბნელების დროს, როდესაც მცირე ზომის ვარსკვლავი (Kepler-16 B) გადის დიდის (A)-ს წინ, გამოსხივების ნაკადი, რომელსაც სისტემა ასხივებს, მცირდება დაახლოებით 13%-ით, ხოლო მეორე დაბნელება — B-ს დროებით გაქრობა, რომელსაც ბოლომდე ფარავს A, — იწვევს ნაკადის ~1,6%-ით შემცირებას.
ამ დაბნელებების დარეგისტრირებით და დამატებითი დაკვირვებების წარმოების შემდეგ Kepler-16-ზე სპეკტროგრაფ TRES-ის გამოყენებით, ავტორებმა დაადგინეს, რომ ორმაგი სისტემის ორბიტალური პერიოდი შეადგენს 41,1 დღეს, მნათობები A და B-ის მასები მზის 0,69 და 0,20 შეადგენენ, ხოლო რადიუსები მზის 0,65 და 0,23.
NASA-ის ილუსტრაცია / JPL-Caltech / R. Hurt.
მალევე “კეპლერმა” აღნიშნა Kepler-16-ის სამი “დაუგეგმავი” სიმკვეთრის დაცემა, რომლებიც არ იყო დაკავშირებული პირველად და მეორად დაბნელებებთან და დაშორებული იყო ერთმანეთისგან ინტერვალით 230,3 და 221,5 დღე. ინტერვალის ხანგრძლივობის ცვალებადობა მარტივად იხსნება, თუ ეს მესამე დაბნელება ხდება რაიმე ობიექტის გამო, რომელიც ბრუნავს “ორმაგის” გარშემო: საქმე ისაა, რომ ობიექტი განუწყვეტლივ გადის A და B ვარსკვლავების წინ, როდესაც ისინი სხვადასხვა პოზიციაში იმყოფებიან.
მესამე დაბნელების დროს გამოსხივების მთლიანი ნაკადი მცირდება 1,7%-ით. შესაბამისად, ობიექტი გადის A ვარსკვლავის დისკზე, იქიდან გამომდინარე, რომ ეფექტი B-ს სრული დაფარვის ეფექტი საკმარისი არაა (როგორც ზემოთ ვახსენეთ მან შეადგინა ~1,6%). ასეთი ახსნა მას შემდეგ აღიარეს, როგორც ზუსტი რაც “კეპლერმა” დაარეგისტრირა ყველაზე სუსტი (0.1%) მეოთხე დაბნელება, რომელიც, ნათელია, რომ გამოიწვია B ვარსკვლავის ნაწილობრივმა დაფარვამ.
Kepler-16-ის მესამე შემადგენელის თვისებების შეფასებაში ასტრონომებს დაეხმარა მათ მიერ გამოთვლილი პირველადი და მეორადი დაბნელებების გადახრა გათვლითი დროიდან. ეს მონაცემები შეიყვანეს სამი სხეული გრავიტაციული ურთიერთქმედების მოდელში და გამოთვლებმა აჩვენა, რომ ობიექტს, რომელიც პასუხისმგებელია მესამე და მეოთხე დაბნელებებზე აქვსპლანეტარული პარამეტრები. გიგანტ Kepler-16 b-ის მასა, რომელიც მოძრაობს 229- დღიან ორბიტაზე შეადგენს იუპიტერის 0,333-ს, ხოლო რადიუსი — იუპიტერის 0,754.
მეცნიერების თქმით, ახალი პლანეტა წააგავს სატურნს, თუმცა განსხვავდება მაღალი სიმკვრივით, 0,964 გ/სმ3 (სატურნის — მხოლოდ 0,687 გ/სმ3). იმისათვის რომ მოახდინონ პლანეტის შიდა აგებულება, აუცილებელია პლანეტის ასაკის ცოდნა, მაგრამ აქ წარმოიქმნება პრობლემები: ვარსკვლავ А-ს, რომლის წარმოშობის მიხედვითაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ Kepler-16 b-ის ასაკზე, აქვს როგორც ხანდაზმული ( ნელი ბრუნვა) ასევე ახალგაზრდა (მაღალი მაგნიტური აქტივობა) მნათობის ნიშნები. მაგრამ ყველა შემთხვევაში, ნებისმიერი ასაკის გამოთვლისას, რომელიც 0,5 მლრდ წელს აღემატება, უზრუნველყოფს 40-60 დედამიწის მასას და ბირთვში მძიმე ელემენტების დაგროვებას; თუ შეფასებები ზუსტია, მაშინ გაზის მასები (წყალბადი და ჰელიუმი) და მძიმე ელემენტები (ყინული და მთის წარმონაქმნები) Kepler-16 b-ის შემადგენლობაში შეესაბამება ერთმანეთს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეგზოპლანეტა ვერ ხვდება თავისი სისტემის “დასახლებულ” ზონაში.
მოკლე ვიდეო, რომელშიც Kepler-16 b-ს ადარებენ ტატუინს, გამოგონილ პლანეტას “ვარსკვლავური ომებიდან”:
Kepler-16 b-ის სრული აღწერა გამოქვეყნებულია ჟურნალ Science-ში.
ალბათ ყველა მკითხველი მიხვდა თუ რა იგულისხმებოდა სათაურში. მართლაც NASA-მ გამოუშვა ბრაუზერის პროგრამა, რომელიც მზის სისტემის სამ განზომილებიან მოდელს. სურვილისამებრ შესაძლებელია სისტემის ნებისმიერ წერტილში გადასვლა, ამის გარდა პროგრამაში შეიძლება დროის დაჩქარება და პლანეტებზე და მათ თანამგზავრებზე დაკვირვება. პროგრამაში შეიძლება ხელოვნური აპარატების ნახვაც.
ყველაფერი რაც პროგრამის სამუშაოდ არის საჭირო შეგიძლიათ გადმოტვირთოთ ამ ბმულიდან, რომლის მეშვეობითაც პროგრამა მუშაობს პერსონალურ კომპიუტერზე – საუბარია პლაგინზე Unity Web Player როგორც PC-ზე ასევე MAC-ზე. როგორც კი ჩამოტვირთავთ ყველაფერს რაც გჭირდებათ შეგიძლიათ პროგრამით სარგებლობა, დააკვირდეთ პლანეტებისა და ასტეროიდების მოძრაობას.
ამის გარდა, შეიძლება გამოყენოთ პროგრამის ცალკეული მოდულები, შესაძლებელია Juno ექსპედიციის თვალყურის დევნება, რომელიც მომდევნო 5 წელი გაგრძელდება.
NASA-ს დეველოპერებმა თქვეს, რომ ეს პროგრამა არის პირველი მსგავსი შესაძლებლობა მომხმარებლისთვის, როცა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დეტალებში ნახოს მთელი მზის სისტემა, რეალურ რეჟიმში. Eyes on the Solar System-ის მთავარი მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია, იმისათვის, რომ NASA-ს მიერ შეგროვილი ცოდნა და გამოცდილება ნებისმიერი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი.
“Opportunity”-მ აღმოაჩინა Tisdale 2. (NASA / JPL-Caltech-ის ფოტო.)
ეს აღმოჩენა აპარატმა გააკეთა მალევე მას შემდეგ, რაც გადაინაცვლა თავისი მოგზაურობის ახალ მიზანთან — კრატერი Endeavour.
სამი კვირის წინ როვერმა “oportunity” (შესაძლებლობა) მიაღწია კრატერ Endeavour-ის კიდემდე, მან მისი საწყისი ადგილიდან კრატერამდე 30კმ გაიარა. ამ რეგიონში მისი პირველი აღმოჩენა გახდა არ ისე დიდი ზომის კლდოვანი წარმონაქმნი, რომელსაც დაარქვეს Tisdale 2. როვერმა ის რამოდენიმე დონეზე გამოიკვლია, მანიპულატორის მიკროსკოპის და პანორამული კამერების გამოყენებით.
ქვა საკმაოდ განსხვავდება იმ ნიმუშებისაგან, რომლებსაც მარსმსვლელი იკვლევდა წინა 7 წლის განმავლობაში წითელ პლანეტაზე, ყვება პროექტის ხელმძღვანელი სტივ სკვაირსი კორნელის უნივერსიტეტიდან (ა.შ.შ). მისი სტრუქტურა გავს ვულკანური წარმოშობისას, მაგრამ ბრომის და თუთიის შემადგენლობა გაცილებით დიდია.
როგორც ბატონი სკვაირსი აღნიშნავს, დედამიწაზე ასეთი შემადგენლობა მოწმობს იმაზე, რომ ასეთი სახეობა ჩამოყალიბდა ჰიდროთერმულ წყაროსთან ახლოს, რომელიც ჩვეულებრივ სავსეა მიკროორგანიზმებით. ოთხი წლის წინ როვერმა “Spirit” (სული), რომელიც ეხლა უკვე ქვიშაში განისვენებს, იპოვა ადგილი, სადაც შესაძლოა ყოფილიყო ცხელი წყალი, მაგრამ მისი მოსალოდნელი მჟავიანობა ძალიან მაღალი აღმოჩნდა. ახლა კი წყალი, თუ ის აღმოაჩინეს ამ ადგილას, შესაძლოა იყოს ნეიტრალური, რაზეც მიანიშნებს კრატეში თიხისებრი მინერალების არსებობა.
სხვა სიტყვებით, სიცოცხლის უმარტივესი ფორმებისათვის Tisdale 2-ის რეგიონში პირობები საკმაოდ ხელსაყრელია. თუმცა ჰიდროთერმული სისტემები არ ნიშნავს, რომ იქვე აუცილებლად გადის წყალი; სრულიად შესაძლებელია, რომ ის გადიოდა ამ ადგილს დიდი ხნის წინ, აღნიშნავს სკვაირსი. ზუსტი პასუხები უკვე მას შემდეგ იქნება, რაც ვეტერანი მარსმვლელი, რომელმაც უკვე 50-ჯერ გადააჭარბა მისი დაგეგმილი მუშაობის გრაფიკს, დეტალურად გამოიკვლევს ამ ადგილს.
უკვე ძალიან მალე — ნოემბერში — “Oportunity”-სთან ერთად გაეშვება კიდევ ერთი როვერი “Curiosity“, რომელიც დაეშვება ჰეილის კრატერთან ახლოს.
“opportunity”-ის მიერ გავლილი გრძელი გზა მარსზე. ( NASA / JPL-Caltech / MSSS / NMMNHS-ის ფოტო).
2011 წლის 5 აგვისტოს 20:25 წუთზე თბილისის დროით, იუპიტერისკენ დაიძრა ახალი კოსმოსური აპარატი. მისი მოწყობილობები ღრმად შეაღწევენ ღრუბლებში, რომ გაიგონ თუ რა არის მათ ქვეშ. პასუხმა შესაძლოა დაადასტუროს მზის სისტემის შექმნის არსებული თეორიები ან შეცვალოს მიმდინარე შეხედულებები მისი წარმოშობის შესახებ.
აპარატი “იუნონნა” (Juno) – არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი არამარტო ამერიკისთვის, ასევე მსოფლიო კოსმოსური სფერსთვისაც. ბოლო მისია იუპიტერზე იყო ზონდი (New Horizons) 2007 წელს, რომელმაც უბრალოდ ჩაუფრინა გიგანტს. ალბათ ლაპარაკი ზედმეტია თუ რამდენად საინტერესოა პლანეტის შესწავლა ახლო მანძილიდან და დიდი ხნის განმავლობაში
რაკეტამ Atlas V, რომელსაც მიაქვს «იუნონა», სტარტი აიღო კანავერალის კონცხზე მოთავსებული ა.შ.შ.-ს სამხედრო საჰაერო ძალების კოსმოდრომიდან (NASA TV-ს კადრები).
ხუთი წლის შემდეგ Juno გავამეხუთე პლანეტის მაღალელიპტიკურ ორბიტაზე, რითაც მზის სისტემის შესწავლაში კიდევ ერთი ახალი გვერდი გაიხსნება.
აპარატის ამოცანები მრავალფეროვანია. ზონდი რღმად შეიხედავს იუპიტერის ატმოსფეროში, რომ გაზომოს მისი ტემპერატურა და შემადგენლობა, შეისწავლის ღრუბლების მოძრაობას.მისი წყალობით მეცნიერებს იმედი აქვთ დაადგინონ, რამდენად არის იუპიტერის ატმოსფეროში წყალი და ამიაკი. ამით გაირკვევა თუ რომელი თეორიებია უფრო მართებული პლანეტების წარმოშობის საკითხებში.
ამ სურათზე ტექნიკოსები Juno-ს გასაფრენად ამზადებენ. მისი სასტარტო წონა 4 ტონას შეადგენს (ფოტო: NASA/KSC)
იუპიტერი უმთავრესად წყალბადისაგან და ჰელიუმისგან შედგება, მისი ფორმირება ადრინდელ ეტაპზე მოხდა, რითაც საწყისი მატერიალის უმთავრესი ნაწილი იქნა ათვისებულია, რომელიც მზის დაბადების შემდეგ გადარჩა.
ამ პროცესის დეტალები უცნობია. თეორიის თანახმად თავიდან შეიქმნა მყარი ბირთვი, რომელმაც მიიზიდა დარჩენილი გაზი და მტვერი ან პროტოპლანეტური მატერიალი დიდ სფეროდ შეიკრა რის შემდეგაც შეიკუმშა და შეიქმნა პლანეტა-გიგანტი. ამ და სხვა თეორიების გადასამოწმებლად საჭიროა იუპიტერის შემადგენლობის ზუსტი მონაცემები. ამიტომაც Juno-ს გაშვება ყველაზე მეტად პლანეტოლოგებს უხარიათ.
აპარატი ასევე შეადგენს იუპიტერის გრავიტაციული და მაგნიტური ველის რუქას, გამოავლენს პლანეტის რღმა აგებულებას. ყველაზე მეტი ყურადღება პლანეტის მაგნიტოსფეროს მიექცევა პოლუსების გარშემო, დაკვირვება ჩატარდება პოლარულ ციალზეც.
ერთი ბრუნი იუპიტერის გარშემო აპარატისთვის 11 დღე იქნება, ყოველი ბრუნის განმავლობაში მოწყობილობებმა ეკონომიურად უნდა ხარჯონ ენერგია, ამასობაში მზის ელემენტებმა უნდა შეაგროვონ სინათლის მაქსიმალური რაოდენობა.
ამერიკელების გეგმის მიხედვით 2016 წლის ივლის-აგვისტოში აპარატის იუპიტერთან მისვლის შემდეგ ის ერთი წლის განმავლობაში შეისწავლის პლანეტას და მის თანამგზავრებს. ამ დროის განმავლობაში ის გაზის გიგანტის გარშემო 33 ბრუნს შეასრულებს.
მისიის დასასრულისკენ “იუნონა” პლანეტის ატმოსფეროში ჩაიძირება, რა დროსაც ის მისთვის დავალებულ ბოლო ამოცანებსაც შეასრულებს.
ამერიკელი კოსმოსური გამოკვლევების ექსპერტები თვლიან, რომ შესვენება პილოტირებად ფრენებში კატასტროფის ტოლფასია.
ატლანტისის დაშვების შემდეგ, ამერიკელი ექსპერტები ნაციონალური კოსმოსური პროგრამის მდგომარეობის კვლევით დაკავდნენ. თუმცა NASA-ს ხელმძღვანელი ჩარლზ ბოლდენი აცხადებს, რომ პილოტირებადი კოსმოსური ფრენების მომავალი უღრუბლოა, არ ეთანხმებიან ამ აზრს კოსმოსურ პროგრამაში ჩართული სხვა სპეციალისტები.
NASA-ს ყოფილი ხელმძღვანელი მაიკლ გრიფინი BBC-თან ინტერვიუში ამბობს: “თუ მაღალფარდოვან პოლიტიკურ განცხადებებს გვერდზე გადავდებთ, ცხადი ხდება, რომ პილოტირებული კოსმოსური ფრენების ამერიკული პროგრამა განუსაზღვრელი დროით შეჩერდა” გრიფინი თვლის, რომ სიტუაცია რომელშიც NASA გვთავაზობს კერძო კომპანიების ხომალდებს, რომლებიც ჯერ არ არსებობს, კატასტროფაა, რომლისგანაც ამერიკული კოსმონავტიკა შესაძლოა ვერასდროს ვერ გამოჯანმრთელდეს.
პროფესორი ჯონ ლოგსდონი, რომელიც არის კოსმოსური სტრატეგიის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში, ეთანხმება გრიფინს. “ჩვენ დახვურეთ შატლი, ისე რომ არ გვქონდა მისი შემცვლელი. ეს სამწუხაროა” ლოგსდონი ამბობს, რომ “შატლის შემცვლელის არქონა ეს ქვეყნის ხელმძღვანელობის სისუსტის ბრალია. 8 წელი გავიდა და არაფერი არ შეცვლილა, ეს ჩავარდნაა, ეს სირცხვილია, რომ ჩვენ რუსებს უნდა გადავუხადოთ ფული ორბიტაზე გასვლაში. ჩვენ დიდი ხანია ვიცოდით, რომ ასე იქნებოდა, მაგრამ არაფერი არ გაგვიკეთებია, რომ რამე შეგვეცვალა. ჩვენ თვითონ მოვიმწყვდიეთ თავი კუთხეში”
იმედია მკითხველიც დამეთანხმება, რომ ამ ორი ადამიანის კომენტარები უსაფუძვლო არ არის, მაგრამ მე იმედს დავიტოვებ, რომ ამიერიკის კოსმოსური პროგრამა ამითი არც ისე სერიოზულად დაიწევს უკან და მალე ორბიტაზე გასასვლელი ახალი ტრანსპორტიც გამოჩნდება.
ჯერ-ჯერობით უცნობია რა იქნება შემდეგ, თუმცა NASA გულხელდაკრეფილი არ არის და ძალიან მალე გამოჩნდება კომერციული პროექტები, რომელიც გაცილებით უკეთესი იქნება როგორც მეცნიერებისთვის ასევე მთავრობისთვისაც.