Feb 212012
 

ახალი სინაფსები, რომლებიც წარმოიქმნება დამახსოვრების და დასწავლისას, ცდილობენ განთავსდნენ ერთმანეთთან ახლოს და წარმოქმნიან კლასტერ-კუნძულს, რომლის საზღვრებშიც, იჭერენ და ხელს უწყობენ ერთმანეთს.

დასწავლა და დამახსოვრება ხდება ნერვულ უჯრედებს შორის კავშირის დამყარების ხარჯზე: ახალი სინაფსების მეშვეობით წარმოიქმნება ახალი ნეირონული ჯაჭვი, რომლებშიც თავსდება შემოსული ინფორმაცია. ახლა ახალ სინაფსებისა და დასწავლის კავშირი ერთი და იგივე ადგილი გახდა. მაგრამ როგორ ხდება ახალი კავშირების წარმოქმნა, რა კანონზომიერებას ექვემდებარება? მეცნიერებმა სანტა-კრუზში კალიფორნიის უნივერსიტეტიდან (ა.შ.შ) სცადეს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.

წინათ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ მოძრაობითი აქტივობა, მოტორული ქერქის ნეირონებში წარმოშობს ე.წ დენდრიტულ ეკლებს, განსაკუთრებულ წარმონაქმნებს, რომლების საბოლოოდ გარდაიქმნებიან სინაფსებად. ახლა მეცნიერებმა უკვე გააანალიზეს მოტორული ქერქში, სინაფსები ციკლის მიმდინარეობა დასწავლისას.

თაგვებს, იმისთვის რომ საკვები მიეღოთ, ყოველ ჯერზე ერთი და იგივე მანიპულაცია უნდა შეესრულებინათ. მკვლევარები დააკვირდნენ რა ამ პროცესში წარმოქმნის სინაფსებს, აღმოაჩინეს, რომ დასწავლის პროცესში ყოველი მომდევნო სინაფსი ფორმირდება მის წინამორბედთან მაქსიმალურად ახლოს. ანუ დამახსოვრებას თან მოყვება სინაფსების კლასტერიზაცია; ნეირონთაშორისი კონტაქტების დაახლოებით მესამედი წარმოქმნის ასეთ სინაფსურ კუნძულებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთი სინაფსები, რომლებიც იმყოფებიან კლასტერის ფარგლებში, არიან უფრო გრძელვადიანები, ვიდრე ისინი, რომლების ფორმირებაც “მეზობლებისგან” შორს მოხდა.

ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, ავტორები წერენ, რომ მეზობელ დენდრიტულ ეკლებს, სინაფსების წინაპრებს, შეუძლიათ ერთმანეთის “ხელშეწყობა”: თუ ერთი ეკლის გვერდით წარმოიშობა მეორე, ამ შემთხვევაში პირველი კიდევ უფრო იზრდება ზომაში. ანუ კლასტერიზაცია ხელს უწყობს დამახსოვრების პროცესისათვის მზაობას და ქმნის მყარი კავშირების საფუძველს. ასევე მეცნიერები აღნიშნავენ ასეთი ტიპის კლასტერების მაღალ სპეციალიზაციას. ექსპერიმენტის მსვლელობისას ცვლიდნენ პირობებს: თაგვებს, საკვები სხვა მოძრაობით უნდა მოეპოვებინათ, ანუ იმისგან განსხვავებულით, რომლითაც იპოვებდნენ მანამდე. ამ შემთხვევაში ძველ მოტორულ მასალაზე ჩამოყალიბებული სინაფსების კლასტერები გამოუსადეგარები ხდებოდნენ: მათ ადგილას მოდიოდნენ ახლები, რომლებიც მოტორიკის უკვე ახალ სურათს შეესაბამებოდნენ. საბოლოოდ კლასტერიზაცია წარმოიქმნა სწორედ იმ პირობებში, როდესაც თაგვებს დავალება გაამეორებინეს. თუ თაგვებს საჭმლის ყოველ ჯერზე ახლებურად ამოღება უწევდათ, მაშინ დენდრიტული ეკლები და სინაფსები არ წარმოქმნიდნენ არანაირ კუნძულებს, მათი მხოლოდ მცირედი ნაწილი მიიწევდა ერთმანეთისაკენ. ანუ კლასტერიზაცია შეინიშნებოდა, მხოლოდ მიზანმიმართული სწავლების პროცესისას, ერთი და იგივე მოძრაობების გამეორების დროს.

ნათელია, რომ დამახსოვრების წარმატებულობა დამოკიდებულია სინაფსების კლასტერიზაციაზე, მაგრამ, მაგალითად რამდენად ხშირადაა საჭირო დასასწავლი მოქმედების გამეორება, იმისთვის, რომ წარმოიქმნას სუსტი კლასტერი, ეს მკვლევარებმა ჯერ-ჯერობით არ იციან. სინაპტიკურ კლასტერებზე სამუშაოები გაგრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ ნეიროფიზიოლოგების შრომები გამოყენებას ჰპოვებს პედაგოგიურ მეცნიერებებშიც.

გამოყენებულია სანტა-კრუზში კალიფორნიის უნივერსიტეტის მასალები.

 

Jan 082012
 

საიტმა LiveScience ამერიკელ მკვლევარებს სთხოვა დაესახელებინათ წინა წლის ყველაზე გამორჩეული სიახლეები და აი მათი პასუხებიც.

მაიკლ მანი, პენსილვანიის შტატის უნივერსიტეტის კლიმატოლოგი:

“ცოტა რთული შეკითხვაა, ვფიქრობ რამოდენიმე ნამუშევარი აუცილებლად უნდა იქნეს ნახსენები, რომლებმაც ნათელი გახადეს ექსტრემალურ ბუნებრივ პირობებს  და კლიმატის ცვალებადობას შორის, ასევე სტივენ რამსტორფის კვლევები, ტედ პრეფერის და სხვების, რომლებმაც შემოგვთავაზეს გადაგვეხედა ზღვის დონის პროგნოზირებადი ზრდა ამ საუკუნეში შეფასებასთან შედარებით, იმ შეფასების, რომელიც წარმოადგინეს კლიმატის ცვლილების საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფის დასკვნას”. ბოლო მონაცემებით, ზღვის დონის საშუალო მატება 1,8 მეტრით ახლანდელი სიტუაციის გათვალისწინებით არც ისე წარმოუდგენელია.

რაც შეეხება ზოგადად მეცნიერებას, კანდიდატები საკმაოდ ბევრია, მაგრამ როგორც ფიზიკოსს (მე თითქმის დავასრულე დისერტაცია თეორიტიკულ ფიზიკაში) არ შეიმიძლია არ დავასახელო ჰიგსის ბოზონი. თუ აღმოჩენა დადასტურდება, ეს იქნება თანამედროვე მეცნიერების უდიდესი გამარჯვება.

სკოტ სტოლტენბერგი, ლინკოლნში, ნებრასკას შტატის უნივერსიტეტის ქცევითი გენეტიკის მკვლევარი:

” ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოკვლევა, რომელიც გამოქვეყნდა 2011 წელს, პირველად აჩვენა, რომ იმპრინტირებულ გენს შეუძლია გავლენა მოახდინოს სოციალურ ქცევასზე. იმპრინტინგი — ეს არის მექანიზმი, რომლის საშუალებითაც რეგულირდება შთამომავლობის გენების ექსპრესია. ის დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელმა მშობელმა გადასცა შესაბამისი ალელი. მაგალითად, მამისგან იმპრინტინგებულ გენში ხდება მხოლოდ მისი მამისგან მიღებული გენის ექსპრესიტება, ხოლო დედისგან მიღებულის კი არა.

ალისტერ გარფილდმა და მისმა კოლეგებმა აჩვენეს, რომ გენი  Grb10, რომელიც მონაწილეობს უჯრედულ სიგნალიზაციაში და ექსპრესირდება თავის ტვინში, გამოიხატება მხოლოდ მამისეულ ალელში და თაგვებში გამოიხატება სოციალურ დომინირებაში. ეს ნიშნავს, რომ ქცევის გენეტიკური არქიტექტურის შესწავლისას აუცილებელია, თუ რომელი მშობლისგან აქვს ადამიანს გენი. ამ მომენტისადმი ყურადღების არ მიქცევა არის სწორედ იმის მიზეზი, რომ დღემდე მცირედაა შესწავლილი გენეტიკის გავლენა ადამიანის ქცევაზე”.

კრისტინა კილგროვი, ჩაპელ-ჰილში, ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის ანტროპოლოგი:

“2011 წლის შემოდგომაზე ანტროპოლოგების საერთაშორისო ჯგუფმა გამოაქვეყნა ორი მნიშვნელოვანი სტატია “შავი სიკვდილის შესახებ” — პანდემიის, რომელმაც XIV საუკუნეში თითქმის ნახევარი ევროპა ამოხოცა. 99 ადამიანის კბილებიდან და ძვლებიდან, რომლებიც დაკრძალულები იყვნენ ლონდონის ერთ-ერთ სასაფლაოზე, კრისტენ ბოსმა, ვერენა შუემანმა და მათმა კოლეგებმა წარმატებით გამოყვეს დნმ-ი და 20 მათგანში აღმაჩინეს დაავადება Yersinia pestis-ის კვალი. ჯგუფმა ასევე მოახდინა ბაქტერიის მთლიანი გენომის რეკონსტრუირება და შევიდა ისტორიაში, რადგან ეს არის ძველი პათოგენის პირველი სრული თანმიმდევრულობა. აღმოჩნდა, რომ ძველი გენომი მცირედით განსხვავდება მისი თანამედროვე ვერსიისაგან. მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ყველა დღევანდელი შტამპი წარმოქმნილია სწორედ “შავი სიკვდილისაგან”. იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელობაში პანდემია არც ისე საშიშია, მკვლევარებმა წამოჭრეს ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ მაღალი სიკვდილიანობა გახდა სხვა ფაქტორების ზემოქმედების შედეგი: არაჯანსაღი კლიმატის, მოუსავლიანობის და მოსახლეობის იმუნიტეტის დაქვეითების.

პანდემია წარსულის დაავადება არ არის. რამოდენიმე ხნის წინ მან იფეთქა სამხრეთ ამერიკაში და ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ პანდემია შეიყვანა აღმავალი დაავადებების რიგებში. ბოსის და შუემანის ნამუშევარმა ასევე აჩვემა, რომ Y. pestis ევოლუციონირდებოდა “შავი სიკვდილის” დროსაც და რომ, ძველი და თანამედროვე შტამპები საკმაოდ გვანან ერთმანეთს, პათოგენები მუტიებენ და თანდათან ვითარდებიან, ამიტომ ახალი პანდემია შესაძლოა მოხდეს ნებისმიერ მომენტში. თუმცა “შავი სიკვდილი” მედიცინის დღევანდელი განვითარების პირობებში ფაქტობრივად შეუძლებელია.

მოლეკულური ტექნოლოგიები, რომლითაც სარგებლობდნენ ბოსი და შუენემანი, გზას ხსნის არა მხოლოდ ისეთი დაავადებების ევოლუციონირების გაგებისაკენ როგორიცაა სიფილისი და ტუბერკულიოზი, არამედ ასევე თანამედროვე პანდემიების შემთხვევაში მიკროორგანიზმების შესწავლისაკენ”.

სტივენ სტერნსი, იელის უნივერსიტეტის, ევოლუციური ბიოლოგიის და ეკოლოგიის პროფესორი:

“ვფიქრობ, წლის მთავარი გარღვევა იყო პოტენციურად დასახლებული პლანეტების აღმოჩენა. თუ ჩვენ ვიპოვით სიცოცხლეს სხვა პლანეტებზე (ეს ახლა რეალურია როგორც არასოდეს), ამას ექნება უდიდესი გავლენა ჩვენს შეხედულებაზე ჩვენი ადგილის შესახებ სამყაროში. თუ ჩვენ მათ შესწავლასაც მოვახერხებთ, ამით ძალიან ბევრს ახალს გავიგებთ ჩვენს საკუთარ ბიოლოგიაზე, ევოლუციის მიერ სხვა არჩეულ გზასთან შედარებით”.

მეტ სპოინჰეიმერი, ბოულდერში, კოლორადოს უნივერსიტეტის ანტროპოლოგი:

“ერთ-ერთი ყველაზე დიდი დისკუსია, რომელიც წინა წელს გაიმართა, მიეძღვნა, პირობებს, რომლებში ცხოვრობდნენ ძველი გომინინები. ტიმ უაიტი და მისი თანამშრომლები ამბობდნენ, რომ ისინი ცხოვრობდნენ დახურულ, ტყიან გარემოში, ხოლო ტურე სერლინგი თავის თანამშრომლებთან ერთად კი ამბობდა რომ ისინი ცხოვრობდნენ ღია, მშრალ გარემოში. ამ საკითხს აქვს მნიშვნელოვანი როლი ადამიანის ევოლუციის გაგებაში”.

ძენ ფოლკსი, ტეხასის უნივერსიტეტის თავის ტვინის, ქცევის და ევოლუციის მკვლევარი:

“ჩვენ წარმატებით მივიწევთ წინ, ფუნქციონალური მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფის გამოყენებაში აზრების წაკითხვისთვის. ბევრი მეცნიერი იკვლევს ტყუილის ნეირონულ საფუძვლებს, რამაც მიგვიყვანა იდეამდე, რომ გამოგვეყენებინა მრტ აპარატი სიცრუის დეტექტორის სახით. ის გახდა იმდენად პოპულარული, რომ მას “ლეგენდების დამანგრევლების” ერთი სერიაც მიუძღვნეს”.

ამ სტატიაში წარმოდგენილია მანქანის მოტყუების ძალიან მარტივი მეთოდი. ეს მნიშვნელოვანია, რადგან იძლევა საშუალებას, გავიგოთ, რომ დღევანდელობაში ნეირობიოლოგიის პერსპექტიული დარგი ჯერ მხოლოდ ჩანასახის მდგომარეობაშია”.

გამოყენებულია LiveScience-ის მასალები.

Nov 222011
 

CMS-ის დეტექტორი.

პარიზში ჩატარებულ სიმპოზიუმ Hadron Collider Physics-ზე კოლაბორაცია ATLAS-ის და CMS-ის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს ბოლო ექსპერიმენტების შედეგები, რომლებიც ჰიგსის ბოზონის პოვნას ეძღვნება.

ATLAS-ის და CMS-ის დეტექტორები, რომლებიც დამონტაჟებულია დიდ ადრონულ კოლაიდერზე, აწარმოებენ ჰიგსის ბოზონის ძებნას ერთდროულად რამოდენიმე შესაძლო არსებული ვარიანტით — მაგალითად, ორი ფოტონით, ორი ტაუ-ლეპტონით, წყვილი W-ბოზონით და წყვილი Z-ბოზონით. მათი რეგისტრირება ასევე ხდება შესაძლო დაშლის პროდუქტით (ელექტრონების ან მიუონების წყვილებით), ხოლო W-ბოზონის კვალად ითვლება ელექტრონის ან მიუონის ნაერთი ნეიტრინოსთან.

ეს ვარაუდები, საიდანაც შესაძლოა მიიღონ ჰიგსის ბოზონი გამოთვლილია ჰიგსის ნაწილაკის სავარაუდო მასიდან გამომდინარე. მათი თანმიმდევრული შესწავლა იძლევა იმის ფიქრის საშუალებას, რომ ჰიგსის ბოზონის დაბადება, ნებისმიერი პარამეტრებით, რომელიც ჩაჯდება სტანდარტული მოდელის ფარგლებში, შეუმჩნევლად არ ჩაივლის.

ჯერ-ჯერობით, ნაწილაკის პოვნაზე საუბარი არ არის: ფიზიკოსები ჯერ მხოლოდ აზუსტებენ და თანდათან აფართოებენ მასის დიაპაზონს რომელშიც ჰიგსის ბოზონი არ შეიძლება იყოს.

2011 წლის აგვისტოში ATLAS და CMS-ის წარმომადგენლებმა გამოაქვეყნეს ამ სამუშაოების ანგარიში, რითიც აჩვენეს, რომ ჰიგსის ბოზონი, რომელსაც აღწერს სტანდარტული მოდელი, არსებობს 145–466 ტევ ინტერვალში 95% ალბათობით.

პარიზის სიმპოზიუმისთვის პრეზენტაციის მომზადებისას გამოყენებული იქნა იგივე მონაცემები, რაც გამოქვეყნდა ზაფხულში. განმასხვავებელი ამ შემთხვევაში იყო დამუშავების მეთოდიკა: თუ ადრე კოლაბორაციები  ATLAS და CMS მუშაობდნენ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, ახლა მათ უკვე გააერთიანეს შეგროვებული ინფორმაცია. შედეგად მასების ინტერვალი, რომელიც დაუშვებელია ჰიგსის ბოზონისათვის სტანდარტული მოდელიდან, გაფართობდა 141-467 ტევ-მდე. 99% ალბათობის შემთხვევაში ATLAS-მა და CMS-მა გამორიცხა დიაპაზონი 146–443 ტევ.

შეგახსენებთ, რომ ჰიგსის ბოზონის მინიმალური შესაძლო მასა არის 114,4 ტევ, რაც უკვე დიდი ხანია დადასტურდა დიდ ელექტრონ-პოზიტრონულ კოლაიდერზე. ასე რომ, ექსპერიმენტატორებისთვის, მასების ყველაზე საყურადღებო დიაპაზონს წარმოადგენს 114,4–141 ტევ, და სწორედ მასზე გაამახვილებენ ფიზიკოსები ყურადღებას, დიდი ადრონული კოლაიდერიდან 2011 წლის მონაცემების შეგროვებისას ყურადღებას. მოლაპარაკება ATLAS და CMS-ს შორის საბოლოოდ ჯერ არ შემდგარა, ისინი ჯერ კიდევ ეკონკურენტებიან ერთმანეთს ამ საკითხში, თან ჰიგსის ნაწილაკის აღმოჩენის ალბათობაც საკმაოდ მაღალია.

CMS-ის თანამშრომლები ყვებიან იმის შესახებ, თუ როგორ მიმინარეობდა მონაცემების გაერთიანება, რომელიც შეაგროვეს მეცნიერების ორმა ჯგუფმა:

სტატიის ტექსტი, რომელიც მოამზადეს  ATLAS და CMS-მა შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე:  HIG-11-023-pas .

გამოყენებულია  Nature News-ის მასალები.

Sep 222011
 

ზამთარში ჩვენ უფრო ხშირად ვამთქნარებთ ვიდრე ზაფხულში. როგორც მეცნიერები თვლიან, ეს არის იმის დამადასტურებელი, რომ მთქნარება ტვინის თერმორეგულაციას უწყობს ხელს.

გასაკვირია, მაგრამ დღემდე არ არსებობს, დადასტურებული თეორია, იმაზე, თუ რატომ ამთქნარებს ადამიანი ან ცხოველი. რამდენიმე ათწლეულების განმავლობაში მკვლევარები გამოთქვამდნენ სხვადასხვა მახვილგონივრულ ჰიპოთეზებს, მაგრამ თითქმის არცერთ მათგანს არ ჰქონდა ექსპერიმენტული დადასტურება. ახალი თეორია, რომელიც პრინსტონის უნივერსიტეტის (ა.შ.შ) მეცნიერებმა წარმოადგინეს, ჯობია მის წინამორბედებს თუნდაც იმით, რომ გამყარებულია ექსპერიმენტული მონაცემებით და სტატისტიკით.

როგორც ენდრიუ გალანი და ომარ ელდაკარი ამტკიცებენ, ბიოლოგიურად მთქნარების აზრი მდგომარეობს ტვინის თერმორეგულაციაში. წინასწარმა გამოკვლევებმა ვირთხებში აჩვენა, კავშირი მთქნარების სიხშირესა და ტვინის ტემპერატურას შორის. გაგრილება ამ შემთხვევაში ორი მიზეზის გამო შეიძლება ხდებოდეს: პირველ რიგში, დამთქნარება თავში სისხლის ცირკულაციას აძლიერებს ყბის კუნთების მუშაობის ხარჯზე; მეორე, გაგრილებას ხელს უწყობს პირის ღრუდან შემოსული ცივი ჰაერის ნაკადი. თუ ყველაფერი მართლაც ასეა, მაშინ სითბოში ცხოველები ნაკლებად უნდ ამთქნარებდნენ, ვიდრე სიცივეში.

მკვლევარებმა ეს თეორია უკვე არა ცხოველებზე არამედ ადამიანებზეც შეამოწმეს; ხოლო თავისი სამუშაოს შედეგები გამოაქვეყნეს ჟურნალ Frontiers in Evolutionary Neuroscience. მეცნიერები აფასებდნენ გამვლელების მთქნარების სიხშირეს, მათ შეამოწმეს ოთხმოცი ადამიანის მთქნარების სიხშირე ზამთარში და შემდეგ ზაფხულში. ზაფხული ტემპერატურა ოდნავ აღემატებოდა ადამიანის სხეულის ტემპერატურას, ჰაერის ნესტიანობა იყო დაბალი; ზამთრის ტემპერატურა საშუალოდ შეადგენდა 21 ˚C, ხოლო ჰაერის ნესტიანობა იყო მაღალი.

აღმოჩნდა, რომ წელიწადის დროს მართლაც აქვს მნიშვნელობა. თუ ჰაერის ტემპერატურა დაკლებულია, ჩვენ ვამთქნარებთ უფრო ხშირად, იმ ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა ჰაერის ნესტიანობა, მანამდე რამდენი ხანი ეძინა ეძინა ადამიანს და რამდენი ხანი არ იყო სახლში. ზამთარში ექსპერიმენტში მონაწილეების თითქმის ნახევარი ამთქნარებდა ხოლო ზაფხულში —  მხოლოდ მეოთხედი. მეტიც, რაც მეტი ადამიანი ატარებდა ზაფხულში დროს გარეთ მით მეტად იკლებდა მთქნარების ინტენსივობა. მონაწილეების დაახლოებით 40% ამთქნარებდნენ სახლიდან გასვლიდან პირველივე წუთებში, მაგრამ მალევე მთქნარება მხოლოდ 10% -მა გააგრძელა. ზამთარში ყველაფერი პირიქით იყო, თუმცა მთქნარების სიხშირე არ იზრდებოდა იმდენად, რამდენადაც ის კლებულობდა ზაფხულში.

ეს, არის პირველი ნამუშევარი, რომელშიც დადგენილია კავშირი წელიწადის დროებსა და ჩვენს მთქნარებისადმი მიდრეკილებასთან. ამას გარდა , თუ ჰიპოთეზა მთქნარების თერმორეგულირების როლზე მართალია, ეს შესაძლოა გახდეს დამატებითი სადიაგნოსტიკო საშუალება, ცენტრალური ნერვული სისტემის რიგირ დარღვევებისას, რომლებსაც თან ახლავს ტვინში სისხლმოქცევის დარღვევა.

გამოყენებულია პრინსტონის უნივერსიტეტის მასალები.

 

May 092011
 

იტალიელი და ამერიკელი მეცნიერების ჯგუფმა ექსპერიმენტულად დაამტკიცა, რომ ასტეროიდის მინერალურ კომპონენტებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ ორგანული ნაერთების წარმოქმნას, რომლებიც აუცილებელია სიცოცხლის განვითარებისათვის.

ცდები ტარდებოდა ცნობილი მეტეორიტი მერჩისონის მცირე ფრაგმენტზე, რომელიც დედამიწას შეეჯახა 1969 წელს. მეტეორიტი მიეკუთვნება ნახშირბადისებრ ხონდრიტებს და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე კარგად შესწავლილად. ჯერ კიდევ 1970-იან წლებში გამოჩნდა შეტყობინება მასში შემავალი ამინომჟავების და ნახშირწყალბადების შესახებ, ხოლო ეხლა მასში ნაპოვნმა ამინომჭავების რაოდენობამ ასს გადააჭარბა.

მერჩისონის მეტეორის ერთი გრამი ნივთიერება ავტორებმა დაფშხვნეს და მოაშორეს ორგანული მოლეკულა და დატოვეს მხოლოდ მინერალური კომპონენტები. შემდგომ მათ დაუმატეს ფორმამიდი CH3NO — უმარტივესი ამიდი, რომელიც ჯერ კიდევ 40 წლის წინ იქნა აღმოჩენილი ვარსკვლავთშორის სივრცეში. მიღებული ნარევი 48 საათის განმავლობაში შეინახეს 140˚C ტემპერატურაზე.

როგორც აღმოჩნდა, შემადგენელი მინერალები ახდენენ ფორმამიდის კონდესაციის რეაქციის კატალიზირებას, რომლებშიც წარმოიქმნება კარბოქსილური მჟავა (ორგანული შენაერთები, რომლებიც აერთიანებენ ერთ ან რამდენიმე კარბოქსილურ ჯგუფს), ამინომჟავები (გლიცინი), აზოტის საფუძვლები და შაქრის წინამორბედები. ადრე ჩატარებულ კვლევებში მსგავსი კატალიტური ეფექტები, ნაჩვენები იქნა მინერალების მაგალითზე, რომლებიც გვხვდებოდა ახალგაზრდა დედამიწაზე.

გამოყენებულია NewScientist-ის მასალები.

 

 

Apr 282011
 

წყლის ლოკოკინა Aplysia virgata (Jesus de Blas-ის ფოტო)

ლოს-ანჯელესში კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარები ამტკიცებენ, რომ მათ მიაგნეს მეთოდს, რომლითაც შესაძლებელია მოგონებების შესუსტება.

სწორედ ამაზე არ ოცნებობენ ომის ვეტერანები, გაუპატიურების მსხვერპლები და ის ადამიანები რომლებმაც მძიმე ტრავმა გადაიტანეს?

დევიდ გლანცმანმა და მისმა კოლეგებმა, პროტეინოკინაზა M-ის აქტივობის დაქვეითებით გააქრეს ან ყოველ შემთხვევაში ძალიან შეასუსტეს ზღვის ლოკოკინის (აპლიზიის) გრძელვადიანი მეხსიერება, პროტეინოკინაზა M თავისთავად შედის პროტეინოკინაზა C-ის ოჯახში. პროტეინოკინაზა C იმით გამოირჩევია, რომ ცვლის ცილის ქიმიურ შემადგენლობას და ფუნქციონირებას, მათში ფოსგატის დამატებით.

“თითქმის ყველა პროცესი, რომლებიც მონაწილეობენ ლოკოკინის მეხსიერების მუშაობაში, ნაპოვნია ძუძუმწოვრებშიც”, — ხაზს უსვამს ბატონი გლანცმანი.

პროტეინკინაზების უმეტესობას აქვს ერთდროულად კატალიზატორული და რეგულატორული ფუნქციები, ანუ აქვთ ამინომჟავების გარკვეული თანმიმდევრობა. პირველი განაპირობებს პროტეინოკინაზის ფუნქციონალს, ხოლო მეორეს აქვს გამთიშავის როლი, რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ სხვა სასიგნალო გზებმა პროტეინოკინაზის აქტივობის დასათრგუნვად. ხოლო პროტეინოკინაზა M-ს აქვს მხოლოდ კატალიზატორული ფუნქცია. “ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს მისი გათიშვის არანაირი გზა, — აღნიშნავს მეცნიერი. — ის აკავებს მოგონებას, მანამ სანამ ის თვითონ არ დაიშლება”.

მკვლევარებმა წყლის ლოკოკინა მისი მარტივი ნერვული სისტემის და შედარებით ადვილი ათვისების უნარის გამო აირჩიეს. მტაცებლის თავდასხმა, ზრდის ამ არსების მგრძნობელობას გარემოსადმი. მეცნიერებისათვის ცნობილია რომელი ნეირონები არიან ამაზე პასუხისმგებლები და სად მდებარეობენ ისინი.

ლოკოკინას კუდთან ადებდნენ ელექტროშოკს. შემდეგ მეცნიერები ოდნავ ეხებოდნენ მის მოლუსკს, რის შემდეგაც მოლუსკი რეფლექტორულად იკუმშებოდა 50 წამის განმავლობაში. ერთი კვირის შემდეგ რეფლექსი გრძელდებოდა 30 წამის განმავლობაში, ხოლო გამოუცდელ ლოკოკინებში კი ერთი ორი წამი გრძელდებოდა.

შემდეგ მკვლევარებმა “გამოცდილ” ლოკოკინას შეუყვანეს პროტეინოკინაზა M-ი. უკვე ერთი დღის შემდეგ შეხებაზე ის ისევე რეაგირებდა როგორც ყველა სხვა. ნათელია, რომ რაღაც მოხდა სენსორულ და მოტორულ ნეირონების სინაპტიკურ კავშირებში, რომელიც ჩამოყალიბდა ელექტროშოკის მოქმედების გამო. გაქრა თუ შესუსტდა? შესაძლოა რაიმეშია საქმე? შესაძლოა მეხსიერების გაუმჯობესება პროტეინოკინაზა M-ის ქტივობის გაზრდით?… ეს არც ისე შორ მომავალში გახდება ცნობილი.

კვლევების შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალ Journal of Neuroscience-ში.

გამოყენებულია ლოს-ანჯელესში კალიფორნიის უნივერსიტეტის მასალები.

 

 

Apr 262011
 

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, შიმპანზეები ახდენენ იმის დემონსტრაციას რომ არ შეუძლიათ მიიღონ საუკეთესო საუკეთესო ჯილდო, თუ ეს ნიშნავს, რომ ისინი უნდა მოიქცნენ როგორც ჯგუფის არა დომინანტი წევრი.

ლიდია ჰოპერმა ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტიდან (ა.შ.შ) დომიმინანტ შიმპანზეს ასწავლა ორიდან ერთ-ერთი ნივთის გაცვლა სტაფილოს ნაჭერში. შემდეგ მაიმუნს გარს ეხვია ხუთი “ქვეშევრდომი” და “დედოფლის” შემყურე ისინი მალევე ითვისებდნენ იგივეს.

ამის შემდეგ ახალი წესები მოქმედებდა: იმ ნივთში, რომელშიც ადრე არაფერს აძლევდნენ ეხლა უკვე შეიძლებოდა უფრო ძვირფასზე, ყურძენზე გადაცვლა. როდესაც, მაიმუნები მარტო სწავლობდნენ ისინი მალევე ხვდებოდნენ თუ რა მოეთხოვებოდათ. მაგრამ როგორც კი მათ შეუერთდებოდა დომინანტი “დედოფალი”, ისინი “სულელდებოდნენ” და ერთვბოდნენ ძველ სქემაზე, უარს ამბობდნენ ყურძენზე და კმაყოფილდებოდნენ სტაფილოს ნაჭერით.

ქალბატონი ჰოპერი ამბობს: “ჯგუფის დომინანტური წევრის ქცევების კომპირება მაიმუნებს ეხმარება მათთვის გამოსადეგი სოციალური ჩვევების შენარჩუნებაში”.

კვლევის  შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალ Animal Behaviour-ში.

გამოყენებულია NewScientist-ის  მასალები.

 

Mar 182011
 

მაკაკა-მაგოტებს შეუძლიათ სურათზე თავისი ჯგუფის წევრზე მითითება. ეს შესაძლებლობა მათ ასაკთან ერთად უვითარდებათ: ახალგაზრდა მაგოტებს კი ეს არ შეუძლიათ.

როგორც  გერმანიის პრიმატების შემსწავლელი ცენტრის მკვლევარები და გოტინგენის უნივერსიტეტის მკვლევარები იუწყებიან, მაკაკა-მაგოტებს ანუ ბერბერულ მაკაკას, თავისი მოძმეების ცნობა ფოტოსურათზე. იულია ფიშერმა და მისმა გუნდმა შეისწავლეს მაკაკების ქცევა ბუნებრივ გარემოში, ბუნების დაცვის ბაღში “როკამადურ” საფრანგეთის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში. მკვლევარები იყენებდნენ ალბომს იმ ცხოველების ფოტოსურათებით, რომლებსაც აკვირდებოდნენ, იმისათვის, რომ უკეთ გაერჩიათ ისინი ერთმანეთისაგან. ისე მოხდა, რომ ერთ-ერთმა მაკაკამ მოიპარა ეს პოტოალბომი და დაიწყო მისი დათვალიერება. სწორედ ამ მომენტში მოუვიდათ მეცნიერებს აზრად იმის შემოწმება თუ შეძლებდა მაკაკა თავისი მოძმის ცნობას სურათზე.

ექსპერიმენტი მარტივი იყო: მკვლევარები აჩვენებდნენ მაკაკებს თავისი “მეგობრების” და უცხო მაიმუნების სურათებს. ამ დროს შეამჩნიეს საინტერესო დეტალი: ზრდასრული მაკაკები, როდესაც მათ ნაცნობის ფოტოს ანახებდნენ სულ ცოტა ხანს უყურებდნენ მას და შემდეგ ტრიალდებოდნენ. ხოლო უცნობის პოტოს შემთხვევაში კი საკმაოდ დიდ ხანს აკვირდებოდნენ. “ანუ მაიმუნებს თავისი ჯგუფის წევრების სახეზე ცნობა შუძლიათ”, — ასკვნის პროფესორი ფიშერი.

მოზარდი მაიმუნები სხვაობას ვერ ხედავდნენ ნაცნობ და უცნობ მაკაკების ფოტოებს შორის: ისინი ერთნაირ ინტერესს ავლენდნენ ყველა სურათის მიმართ. მეტიც, მათ უჩვეულო დაინტრინტრიგებულობას ემატებოდა აღელვება. ახალგაზრდებმა აშკარად არ იცოდნენ თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ასეთ სიტუაციაში. ზოგიერთი მათგანი ესალმებოდა კიდეც სურათებს, პირით დამახასიათებელ ხმებს გამოსცემდნენ.

“ამ ყველაფრის ნახვა კიდევ უფრო გასაკვირი იყო იმის გამო, რომ მაიმუნებს არასოდეს ქონიათ ფოტოსურათთან შეხება და საერთოდ გამოსახულება არ ჰქონდათ ნანახი, — ამბობს ქალბატონი ფიშერი. — ასეთი საქციელი გარეულ, არალაბორატორიულ ცხოევლებში ჩვენთვის ნამდვილი სიურპრიზი იყო”. ყველაზე გასაოცარი მთელს ექსპერიმენტში არა ახალგაზრდა მაკაკების რეაქცია, არამედ ის იყო, რომ მაიმუნებმა შეძლეს გაეცნობიერებინათ გამოსახულებასა და რეალობას შორის. კიდევ ის, რომ მაგოტებში ეს შსაძლებლობა ასაკთან ერთად ჩნდება ახლებურად შეგვახედებს პრიმატების ქცევასა და კოგნიტურ შესაძლებლობებზე.

სტატია, კვლევის შედეგებით გამოქვეყნებულია ჟურნალ Animal Cognition-ში.

გამოყენებულია ბი-ბი-სის მასალები.

 

 

Feb 152011
 

სპეციალისტებმა ატმოსფერულ ოპტიკაში ლეს კოულიმ (Les Cowley) და რობერტ გრინლერმა (Robert Greenler) გაშიფრეს NASA-ის მზის ობსერვატორიის Solar Dynamics Observatory (SDO) გაშვებისას მიღებული მონაცემები.

SDO გაუშვეს წინა წლის 11 თებერვალს და უკვე ორ თვეში მეცნიერებმა წარმოადგინეს მისი მოწყობილობების მიერ გადაღებული მზის ფოტოები.

მაყურებლებმა, რომლებიც შეკრებილები იყვნენ მისე კანავერალის კოსმოდრომთან ახლოს, გაუმართლად და შესაძლებლობა მიეცათ ვიდეოზე გადაეღოთ Atlas V-ის წარმატებული სტარტი, რომელმაც SDO გაიყვანა კოსმოსში და მათ ასევე გადაიღეს შედარებით იშვიათი ატმოსფერული მოვლენა Sun Dog (ცრუ მზე). ეს ითვლება გალოს ერთ-ერთ სახეობად და ძირითადად ჩნდება დილის მზის მარცხენა ან მარჯვენა მხარეს და გამოწვეულია გამოსხივების გარდატეხით — ყინულის თხელ და ჰექსაგონალურ კრისტალებში, რომლებიც “ცურავს” ატმოსფეროში. ყველაზე საინტერესო მოხდა სტარტიდან რამოდენიმე წამის შემდეგ, როდესაც რაკეტა ავიდა ჰაერში: დარტყმითმატალღებმა დაარღვიეს კრისტალების განლაგება და “ცრუ მზეც” გაქრა.

Sun Dog-ის დარღვევა მკვლევარებმა მალევე ახსნეს, ხოლო სხვა ეფექტის მოდელირებზე დარტყმითი ძალის ზემოქმედებით მათ მუშაობა მოუწიათ. “Atlas V-თან გამოჩნდა თეთერი მკვეთრი ვერტიკალური ხაზი, რომელიც მიყვებოდა რაკეტას, — ყვება ბატონი კოული. — არაფერი ამდაგვარი ჩვენ ადრე არ გვინახავს”.

საჭირო რეზულტატი მკვლევარებს მისცა არატრივიულმა მოდელმა, რომელშიც კრისტალების ღერძი ვერტიკალიდან იხრება 8-12 გრადუსზე. გამოთვლებმა აჩვენა, რომ დანახული ხაზი — რაკეტის ჰალოს უნიკალური სახეობაა — ის უფრო დიდი ოვალის ნაწილი იყო, რომელიც ჰაერში მხოლოდ იდეალურ შემთხვევაში შეიძლებოდა გამოჩენილიყო.

SDO-ის სტარტის ვიდეოჩანაწერი. “ცრუ მზე” და მისი გამოჩენა ხდება მეორე წუთის ბოლოს:

გამოყენებულია Cosmos-ის მასალები.

Feb 112011
 

Rhizanthella gardneri — ეს არის ლამაზი, გაქრობის პირას მყოფი ორქიდეა, რომელიც მთელი ცხოვრება მიწის ქვეშ ცხოვრობს. ის მიწის ქვეშ იფურჩქნება, რაც მას უნიკალურ მცენარედ აქცევს.

წინა წელს, რადიოაქტიული იზოტოპების წყალობით, მეცნიერებმა დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტიდან შეძლეს ეჩვენებინათ, რომ ორქიდეა ყველა მკვებავ ნივთიერებებს იღებს სოკოსგან, რომელიც პარაზიტის სახით არსებობს დროკის ერთ-ერთ სახესხვაობის ფესვზე, რომელიც დამახასიათებელია დასავლეთ ავსტრალიის სიღრმეებისათვის.

ახლა კი მკვლევარებმა გაშიფრეს Rhizanthella gardneri-ის გენომი. ნამდვილად თავის დროზე მოხდა ეს ფაქტი, რადგან ბუნებაში ამ ტიპის მხოლოდ 50 ცალი მცენარე დარჩა.

იმის მიუხედავად, რომ ის სრულიად მიწისქვეშა მცენარეა და მას არ აქვს ფოტოსინთეზის საშუალება და ასევე არ აქვს მწვანე ფოთლები, ის მაინც ინახავს ქლოროპლასტებს. “ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ სხვა მცენარეებთან შედარებით ქლოროპლასტური გენების 70% დაკარგულია, — ყვება კვლევების წამყვანი ავტორი ეტიენ დელანუა. — დარჩა მხოლოდ 37. ეს ყველაზე პატარა ქლოროპლასტური გენომია”.

ცნობოლია, რომ ის ახდენს სხვა ფუნქციების კოდირებასაც, ფოტოსინთეზის გარდა, მაგრამ ნორმალური მცენარეების მაგალითზე მისი შესწავლა ძალიან რთულია. Rhizanthella gardneri-ში, ყველაფერი რაც არ არის აუცილებელი პარაზიტული ცხოვრების სტილისთვის, მოკვდა. დარჩა გენომის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც აუცილებელია ოთხი უმნიშვნელოვანესი ცილის წარმოქმნისათვის.

კვლევების შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალ Molecular Biology and Evolution-ში.

გამოყენებულია PhysOrg-ის მასალები.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache