Jan 072012
 

ტყუპი აპარატების GRAIL-A და GRAIL-B-ს მოგზაურობამ მთვარის მიმართულებით, რომელმაც სტარტი 10 სექტემბერს აიღო, დასრულდა ჩვენი თანამგზავრის ორბიტაზე.

ზონდების ახლანდელ ორბიტას აქვს ელიფსური ფორმა რომლის სიმაღლეც ~90 დან ~8 360-მდე კილომეტრია, ხოლო მთვარის გარშემო ერთ სრულ ბრუნს ისინი 11,5 საათში ახორციელებენ. თავდაპირველად მოძრაობის ასეთ ტრაექტორიაზე გადავიდა GRAIL-A, რომლის მანევრიც დასრულდა 1 იანვარს. ხოლო უკვე 2 იანვარს მას შეუერთდა  GRAIL-B.

უახლოეს დროში სპეციალისტები დაიწყებენ GRAIL-ის ორბიტის სიმაღლის შემცირებას, და ნელ-ნელა მიუახლოებენ მას წრის ფორმას. მარტში, როდესაც დაიწყება მეცნიერული დაკვირვების პროგრამა, აპარატები იმოძრავებენ მთვარის ზედაპირიდან ~55 კმ-ზე, და ერთ სრულ ბრუნს მის გარშემო დაახლოებით 2 საათი დასჭირდება.

მისიის ძირითადი დანიშნულება გახდება ჩვენი თანამგზავრის გრავიტაციული ველისა და შიდა აგებულების შესწავლა. GRAIL-A და GRAIL-B, რომლებიც იმყოფებიან ერთ ორბიტაზე ერთმანეთისაგან არც ისე შორს, შეამოწმებენ გრავიტაციული ძალების მოქმედებას, რომელიც იცვლება რელიეფის ცვალებადობასთან ერთად. ასეთმა ცვლილებებმა უნდა გამოიწვიოს GRAIL-A-ს გადაადგილება GRAIL-B-სთან მიმართებაში, რასაც დააკვირდებიან და დაარეგისტრირებენ მეცნიერები.

ყოველი ზონდი ასევე აღჭურვილია მცირე ზომის კამერა MoonKAM-ით, რომელიც უკან აგზავნის მაღალი გარჩევადობის სურათებს. მის მუშაობას გააკონტროლებენ არა NASA-ს თანამშრომლები, არამედ უბრალო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც აარჩევენ გადაღების კონკრეტულ ადგილს და დროს,   და თავიანთ გადაღებულ მთვარის უკვე მზა სურათებს თვალს მიადევნებენ MoonKAM-ის ვებ-გვერდზე.

GRAIL-A უახლოვდება მთვარეს:

გამოყენებულია NASA-ის მასალები.

Sep 212011
 

გერმანელმა მეცნიერებმა წარმატებულად გამოსცადეს ავტონომიურიტრანსპორტული საშუალება დედაქალაქის რეალური მოძრაობის პირობებში.

პროექტი MadeInGermany დაიწყო 2007 წელს ჯგუფ AutoNOMOS-ის მიერ, რომელმაც გააერთიანა ინჟინერები და ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტები ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტიდან. მკვლევარების მიზანი იყო შეექმნათ ავტომობილი, რომლის მართვისთვისაც ადამიანი საჭირო არ არის.

მათ გადააწყვეს Volkswagen Passat Typ 3C და აღჭურვეს იგი სენსორების ნაკრებით, GPS-ანტენით და ასევე ექვსი ლაზერული შორი სენსორით. ავტომობილზე ასევე დამონტაჟებულია ლაზერული სკანერი, რომელიც ახდეს გარემოს 3D მოდელის ფორმირებას და სამი ვიდეოკამერა, რომლებიც აფიქსირებენ შუქნიშნების სიგნალებს, გზის დანაყოფებს და სხვა სხეულებთან მიმართებაში ავტომობილის მდგომარეობას.

ასეთი მოწყობილობებით MadeInGermany-ის შეუძლია მარტივად, თუნდაც დიდ მოძრაობაში ორიენტირება, ის აკონტროლებს გარემს 360 გრადუსით და ასევე მართვის ყველა სისტემას. მძღოლს უბრალოდ ავტომობილის მოქმედებების დაკვირვებაღა დარჩა ერთადერთი ავტოპილოტის გათიშვის ფუნქციით ექსტრემალურ სიტუაციებში. დეველოპერებმა ასევე დატესტეს სისტემის მართვა ტვინის სიგნალების მეშვეობით.

ამ წლის ივნისში ავტომობილმა, რომელმაც ათასობით წრე შემოარტყა საცდელ ავტოდრომს, ტრანსპორტის უსაფრთხოების დეპარტამენტისაგან მიიღო დადებითი შეფასება, რის შემდეგაც უკვე ყველანაირი უფლების დაცვით შეძლო დედაქალაქის ქუჩებში გასვლა. პირველი ტესტის დროს მან ოთხჯერ წარმატებით გაიარა 20 კილომეტრიანი მარშუტი, სწორად გაიარა 46 შუქნიშანი და არ დაურღვევია მოძრაობის არცერთი წესი. უახლოეს თვეებში MadeInGermany  გააგრძელებს ბერლინის ქუჩებში მოძრაობას, ხოლო შემდეგ შეეცდება უახლოეს ქალაქში ჩასვლას.

პროექტის ხელმძღვანელი რაულ როჰასი დარწმუნებულია, რომ 10-15 წლის შემდეგ ავტომობილი ავტოპილოტით უკვე ზოგადად ჩვეულებრივი მოვლენა იქნება —  თუ ყველგან არა ავტობანებზე აუცილებლად.

გამოყენებულია ბერლინის თავისუფალი უნივერსისტეტის მასალები.

May 092011
 

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სტუდენტებმა მომალის სანავიგაციო ინტერფეისი წარმოადგინეს.

სახელწოდება AIDA 2.0–ით ცნობილი სიახლე, ნავიგაციის ინტერაქტიული სისტემის კონცეფტს წარმოადგენს, რომელიც კარნახობს მარშრუტს, სწავლობს გზას და გააჩნია სხვა მრავალი ფუნქცია, რომელიც უადვილებს მძღოლს ავტომობილის მართვას. AIDA 2.0–ს, ასევე, შეუძლია უჩვენოს მთლიანი ავტომობილის სხვადასვხა ნაწილები და პირდაპირ მძღოლის თვალწინ, 3 განზომილებაში, გამოსახოს მითითებული რუკა.

დღეისათვის ეს მხოლოდ საინტერესო კონცეფტია, რომელიც, არსებული ტექნოლოგიითა და კარტოგრაფიული ინფორმაციით, დახვეწას საჭიროებს.

წყარო: Smartplanet

Apr 242011
 

“ღამის” მხედველობის ახალი მოწყობილობა სამხედრო და სამოქალაქო მფრინავებს საშუალებას მისცმს არა მხოლოდ მათ წინ მდებარე სივრცის დანახვის საშუალებას, არამედ გვერდებზეც.

სიბნელეში ხედვა თვითმფრინავების და ვერტმფრენების პილოტებისათვის ახალი ნამდვილად არ არის. მაგრამ ამ ბოლო დრომდე ამ მოწყობილობის მთავარი პრობლემა იყო მხედველობის არის პატარა არეალი (დაახ. 40 გრადუსი) და დაბალი გარჩევადობა. კომპანია SA Photonics ამტკიცებს, რომ მათ შეძლეს ამ პრობლემების გადაჭრა.

მოწყობილობა High Resolution Night Vision System (HRNVS) წარმოადგენს ქუდზე ჩამოსაცმელს ღამის ხედვის ოთხი კამერით, რომელიც გადაეცემა ორ მოძრავ მიკროდისპლეის. შესაძლოა მათი დაყენება თვალების წინ ან გაწევა გვერდზე, მათ შორის როგორც ორივესი ერთად ისევე ცალცალკე.

კონსტრუქცია იძლევა არეალის 82,5 გრადუსამდე გაზრდის საშუალებას. ამას გარდა, სისტემას აქვს უკეთესი გარჩევადობა და ნაკლები წონა სხვა ანალოგებთან შედარებით. დისპლეიზე გამოჩენილი გამოსახულება შესაძლოა მივაახლოვოთ ან თუნდაც ჩავიწეროთ. HRNVS ერგება ამერიკის სამხედრო და სამოქოლაქაო მფრინავთა ქუდებს.

HRNVS-ის შექმნაში აქტიურად მონაწილეობდა პენტაგონის კვლევითი დაწესებულების წევრებიც. ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ უცნობია რამდენ ხანში შევა ეს სისტემა ექსპულატაშია.

აპარატურაის პრეზენტაცია მოხდება 28 აპრილს, ორლანდოში.

გამოყენებულია SA Photonics-ის მასალები.

Feb 272011
 

დედამიწის რუკაზე სულ მცირე ცარიელი ადგილი რჩება. ახლა უკვე იქ საქართველოც არის.

გასულ წელს ორგანიზაციის Open Map Caucasus (OMC) ის მოხალისეების მიერ შექმნილი იქნა საქართველოს ელექტრონული რუქა. რუკაზე 500-მდე ადამიანი მუშაობდა. რუქის ბეტა ვერსია უკვე განთავსებული საიტზე mapspot.ge, ხოლო ფაილები ჩამოსატვირთად დევს საიტზე jumpstartinternetional.org.

უკვე დაწყებულია ამ მასშტაბური კარტოგრაფილული ინფორმაციის იმპორტირება საიტზე OpenStreetMap, რაც ძალიან სასიამოვნოა რა თქმა უნდა. პროექტის საიტის მიხედვით უკვე დასრულდა იმერეთის, გურიის და სვანეთის ინტეგრაცია. მიღებული რუქებით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც ნავიგატორში ასევე თქვენი iPhone, Android და ნებისმიერი Java-ს მხარდაჭერის მქონე ტელეფონით.

როგორც ვიცით Google Maps, რომელიც საკუთარ ინფორმაციას იყენებს საქართველოს ადგილას თეთრი ლაქაა, არც Bing-ში არის საქმე კარგად, რომელიც AND-ის ინფორმაციას იყენებს, და არც  OVI-ში, რომელიც  აღჭურვილია  NAVTEQ-ის რუქებით.

ასე რომ ისარგებლეთ OpenStreetMap-ის სერვისით და დაეხმარეთ პროექტს, თუ მოგიწიათ ისეთ ადგილებში გამგზავრება, რომლებიც ჯერ არ არის ამ შესანიშნავ რუქებზე დატანილი, თან წაიღეთ ნავიგატორი ან ნებისმიერი თავსებადი მოწყობილობა და შემატეთ პროექტს თქვენი წვლილი.

 

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache