May 052012
 

ნუთუ დაგავიწყდათ, რომ ამ წელს მთავრდება მაიას კალენდარი და გველოდება საშინელი აღსასრული? აპოკალიფსის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიზეზია პლანეტა ნიბირუ, რომელიც დედამიწას უნდა დაეჯახოს. ზოგჯერ მას პლანეტა X-ში ურევენ.
NASA-ს უკვე ძალიან მობეზრდა, რომ უფოლოგები, პანიკიორები, ტროლები, ცხელ-ცხელის მოყვარულები და უბრალო სპამერებიც კი მის მეცნიერებს აცხადებენ წყაროდ და ამიტომაც გააკეთა განცხადება, რომ ოახლოეს მომავალში დედამიწას არ ელოდება განადგურება ზემოთ ხსენებული ობიექტებისაგან. უფრო მკაცრად რომ ვთქვათ ასეთი ობიექტები არ არსებობენ.

სიგიჟის ეს ისტორია იქიდან დაიწყო, რომ 1976 წელს ზაქარია სიტჩინმა გამოაქვეყნდა წიგნი “მეთორმეტე პლანეტა”, რომელშიც განათავსა შუმერული ტექსტის თავისი თარგმანი, რომელშიც თითქოს ნახსენებია პლანეტა ნიბირუ, რომელიც მზეს ყოველ 3 600 წელიწადში ერთხელ უახლოვდება. რამოდენიმე წლის შემდეგ თვითმარქვია მედიუმმა ნენსი ლიდერმა განაცხადა, რომ ის კონტაქტში შევიდა უცხოპლანეტელებთან, რომლებმაც ის გააფრთხილეს, რომ პლანეტა დედამიწას 2003 წელს შეეჯახებოდა. როცა ეს არ მოხდა აპოკალიფსის თარიღი 2012 წლამდე გადაწიეს – რომელიც მაიას კალენდარის თანახმად დიდი პერიოდის დასასრულია.

შემდეგ უკვე 210 წელს, ასტრონომებმა აღმოაჩინეს ელენინის კომეტა (C/2010 X1) რის შემდეგაც უფოლოგებმა თქვეს, რომ ესაა ზუსტად ის დამღუპველი პლანეტა. კომეტა თუ პლანეტა – რა მნიშვნელობა აქვს ! იმის მაგივრად, რომ დედამიწას დაჯახებოდა ეს ობიექტი ზედმეტად მიუახლოვდა მზეს და გაიხლიჩა რამოდენიმე ფრაგმენტად.

თუმცა უფოლოგები არ დანებდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა გამოთხარა Astrophysical Journal Letters-ის 1984 წლის ჟურნალებში სტატია სადაც საუბარი იყო რამოდენიმე ინფრაწითელი გამოსხივების წყაროზე, რომლებსაც არა აქვთ ანალოგი. მსგავსი შრომები ფართოდ არის გავრცელებული ასტრონომიაში, რომელსაც უფრო დეტალური გამოკვლევები მოყვება ხოლმე. რა თქმა უნდა მოგვიანებით გაირკვა, რომ უმრავლესობა ამ ობიექტებს შორის იყო შორეული გალაქტიკები და არა პლანეტები.

თვით ფაქტი, რომ პლანეტა იმდენად ექსცენტრიული ორბიტით შეიძლება არსებობდეს ძალიან დიდ ეჭვებს ბადებს. ის მზის სისტემის სერიოზულ დესტაბილიზაციას გამოიწვევდა და მიიღებდა საპასუხო დარყმასაც სხვა პლანეტებისგან, რაც შეუმჩნეველი არ დარჩებოდა.

ყველაზე მარტივი და გადამოწმებადი მოსაზრება ამისთანა პლანეტის არსებობის უარსაყოფად იმაში მდგომარეოს, რომ ობიექტი რომელიც 2012 წლის ბოლოსკენ უნდა დაეჯახოს დედამიწას, უკვე გამოჩნდებოდა შეუარაღებელი თავალითაც. მარტივი გამოთვლებიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ის უკვე უნდა გამოჩენილიყო აპრილში უფრო კაშკაშად ვიდრე ჩვეულებრივი ვარსკვლავები რომლის დანახვაც ქალაქის ციდან არის შესაძლებელი და უნდა ყოფილიყო ისეთივე კაშკაშა როგორც მარსი მის ყველაზე მქრალ ფაზაში.

უფოლოგები ამბობენ, რომ პლანეტა უკვე დიდი ხანია რაც ჩანს, უბრალოდ ამის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაა აკრძალული, რათა არ მოხდეს პანიკა. თუმცა ძნელია ასობით ათასი ასტრონომის გაჩუმება. ასევე პროფესიონალებსაც თითქმის არ აქვთ მთავრობასთან არანაირი დამოკიდებულება გარდა სახელმწიფო უნივერსიტეტებისა. დევით მორისონმა NASA-ს ასტრობიოლოგიის ინსტიტუტიდან აღნიშნა, რომ უმრავლესობა ინფორმაციას იღებს დამოუკიდებელი ასტრონომებისაგან.

ასევე არსებობს უბრალო ხალხიც, რომელთაც შეუძლიათ აიხედონ ცაში.

წყარო: compulenta.ru
Apr 112012
 

პლანეტების წყვილი, რომელიც ევროპელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს დაიბადა მაშინ როცა დიდი აფეთქებიდან სულ რაღა 950 მილიონი წელი იყო გასული. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ცნობილი პლანეტური სისტემა. მისი დაბადება ბევრ საინტერესო საკითხს იკავშირდება სამყაროს ევოლუციის ადრეული ეტაპისთვის.

მიუნხენის უნივერსიტეტის ობსერვატორიის (University Observatory Munich) მკვლევართა ჯგუფი და მაქს პლანკის საზოგადოება  (Max-Planck-Gesellschaft)იტყობინება, რომ აღმოაჩინეს პლანეტები  HIP 11952b და HIP 11952c, რომელიც HIP 11952 ვარსკვლავს ეკუთვნიან. ორივე პლანეტა არის იუპიტერის მსგავსი გაზის გიგანტი. ისინი ვარსკვალვს 290 და 7 დღის განმავლობაში უვლიან გარშემო.

მსგავსი პლანეტური ისსტემები ცოტა არ არის, რომ არა ორი გარემოება: ამ პლანეტების  მშობელი ვარსკვლავი ძალიან ღარიბია მძიმე ელემენტებით და ძალიან ბებერია – მისი ასაკი არის 12,8 მილიარდი წელი.

გამოდის, რომ ეს პლანეტები რაღაცნაირად წარმოიშვნენ, მიუხედავად მეტალების მცირე რაოდენობისა პროტოპლანეტურ ღრუბელში. “არქეოლოგიური აღმოჩენა” დაგვეხმარება დავაზუსტოთ შეხედულებები კოსმოსის განვითარების ადღეულ პერიოდზე იმიტომ, რომ მეტალების მცირე შემცველობის მქონე ვარსკვალავებს პლანეტები ძალიან იშვიათად ჰყავთ.

პლანეტები ფორმიდრება ღრუბლებისაგან, რომლებიც შეიცავენ დიდი რაოდენობით ნივთიერებებს, რომლებიც უფრო მძიმეა ვიდრე წყალბადი და ჰელიუმი. ასეთი ატომები პირველად წარმოიშობა პირველი მასიური ვარსკვლავების ბირთვებში და მერე გამოიტყორცენბა მათი აფეთქების შედეგად.

ასევე საკვირველი იყო ვარკვლავი HIP 13044b, რომელიც აღმოაჩინეს 2010 წელს. ისიც ერთ-ერთი უძველესია, მისი ასაკი არის 9 მილიარდი წელი (ორჯერ უფრო მეტი ვიდრე მზე და დედამიწა)

როცა ასტრონომებმა ის აღმოაჩინეს, ჩათვალეს რომ ეს იყო გამონაკლისი შემთვევა. ახლა კი გამოდის, რომ უძველესი პლანეტები არც ისე დიდი იშვიათობაა, როგორც ეს აქამდე იყო ცნობილი. ეს იმას ნიშნავს, რომ პერიოდი, როცა სამყაროში პირველი პლანეტები წარმოიშვა უფრო ძველია ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ მეცნიერები.

წყარო: MEMBRANA

 

Jan 082012
 

საიტმა LiveScience ამერიკელ მკვლევარებს სთხოვა დაესახელებინათ წინა წლის ყველაზე გამორჩეული სიახლეები და აი მათი პასუხებიც.

მაიკლ მანი, პენსილვანიის შტატის უნივერსიტეტის კლიმატოლოგი:

“ცოტა რთული შეკითხვაა, ვფიქრობ რამოდენიმე ნამუშევარი აუცილებლად უნდა იქნეს ნახსენები, რომლებმაც ნათელი გახადეს ექსტრემალურ ბუნებრივ პირობებს  და კლიმატის ცვალებადობას შორის, ასევე სტივენ რამსტორფის კვლევები, ტედ პრეფერის და სხვების, რომლებმაც შემოგვთავაზეს გადაგვეხედა ზღვის დონის პროგნოზირებადი ზრდა ამ საუკუნეში შეფასებასთან შედარებით, იმ შეფასების, რომელიც წარმოადგინეს კლიმატის ცვლილების საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფის დასკვნას”. ბოლო მონაცემებით, ზღვის დონის საშუალო მატება 1,8 მეტრით ახლანდელი სიტუაციის გათვალისწინებით არც ისე წარმოუდგენელია.

რაც შეეხება ზოგადად მეცნიერებას, კანდიდატები საკმაოდ ბევრია, მაგრამ როგორც ფიზიკოსს (მე თითქმის დავასრულე დისერტაცია თეორიტიკულ ფიზიკაში) არ შეიმიძლია არ დავასახელო ჰიგსის ბოზონი. თუ აღმოჩენა დადასტურდება, ეს იქნება თანამედროვე მეცნიერების უდიდესი გამარჯვება.

სკოტ სტოლტენბერგი, ლინკოლნში, ნებრასკას შტატის უნივერსიტეტის ქცევითი გენეტიკის მკვლევარი:

” ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოკვლევა, რომელიც გამოქვეყნდა 2011 წელს, პირველად აჩვენა, რომ იმპრინტირებულ გენს შეუძლია გავლენა მოახდინოს სოციალურ ქცევასზე. იმპრინტინგი — ეს არის მექანიზმი, რომლის საშუალებითაც რეგულირდება შთამომავლობის გენების ექსპრესია. ის დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელმა მშობელმა გადასცა შესაბამისი ალელი. მაგალითად, მამისგან იმპრინტინგებულ გენში ხდება მხოლოდ მისი მამისგან მიღებული გენის ექსპრესიტება, ხოლო დედისგან მიღებულის კი არა.

ალისტერ გარფილდმა და მისმა კოლეგებმა აჩვენეს, რომ გენი  Grb10, რომელიც მონაწილეობს უჯრედულ სიგნალიზაციაში და ექსპრესირდება თავის ტვინში, გამოიხატება მხოლოდ მამისეულ ალელში და თაგვებში გამოიხატება სოციალურ დომინირებაში. ეს ნიშნავს, რომ ქცევის გენეტიკური არქიტექტურის შესწავლისას აუცილებელია, თუ რომელი მშობლისგან აქვს ადამიანს გენი. ამ მომენტისადმი ყურადღების არ მიქცევა არის სწორედ იმის მიზეზი, რომ დღემდე მცირედაა შესწავლილი გენეტიკის გავლენა ადამიანის ქცევაზე”.

კრისტინა კილგროვი, ჩაპელ-ჰილში, ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის ანტროპოლოგი:

“2011 წლის შემოდგომაზე ანტროპოლოგების საერთაშორისო ჯგუფმა გამოაქვეყნა ორი მნიშვნელოვანი სტატია “შავი სიკვდილის შესახებ” — პანდემიის, რომელმაც XIV საუკუნეში თითქმის ნახევარი ევროპა ამოხოცა. 99 ადამიანის კბილებიდან და ძვლებიდან, რომლებიც დაკრძალულები იყვნენ ლონდონის ერთ-ერთ სასაფლაოზე, კრისტენ ბოსმა, ვერენა შუემანმა და მათმა კოლეგებმა წარმატებით გამოყვეს დნმ-ი და 20 მათგანში აღმაჩინეს დაავადება Yersinia pestis-ის კვალი. ჯგუფმა ასევე მოახდინა ბაქტერიის მთლიანი გენომის რეკონსტრუირება და შევიდა ისტორიაში, რადგან ეს არის ძველი პათოგენის პირველი სრული თანმიმდევრულობა. აღმოჩნდა, რომ ძველი გენომი მცირედით განსხვავდება მისი თანამედროვე ვერსიისაგან. მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ყველა დღევანდელი შტამპი წარმოქმნილია სწორედ “შავი სიკვდილისაგან”. იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელობაში პანდემია არც ისე საშიშია, მკვლევარებმა წამოჭრეს ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ მაღალი სიკვდილიანობა გახდა სხვა ფაქტორების ზემოქმედების შედეგი: არაჯანსაღი კლიმატის, მოუსავლიანობის და მოსახლეობის იმუნიტეტის დაქვეითების.

პანდემია წარსულის დაავადება არ არის. რამოდენიმე ხნის წინ მან იფეთქა სამხრეთ ამერიკაში და ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ პანდემია შეიყვანა აღმავალი დაავადებების რიგებში. ბოსის და შუემანის ნამუშევარმა ასევე აჩვემა, რომ Y. pestis ევოლუციონირდებოდა “შავი სიკვდილის” დროსაც და რომ, ძველი და თანამედროვე შტამპები საკმაოდ გვანან ერთმანეთს, პათოგენები მუტიებენ და თანდათან ვითარდებიან, ამიტომ ახალი პანდემია შესაძლოა მოხდეს ნებისმიერ მომენტში. თუმცა “შავი სიკვდილი” მედიცინის დღევანდელი განვითარების პირობებში ფაქტობრივად შეუძლებელია.

მოლეკულური ტექნოლოგიები, რომლითაც სარგებლობდნენ ბოსი და შუენემანი, გზას ხსნის არა მხოლოდ ისეთი დაავადებების ევოლუციონირების გაგებისაკენ როგორიცაა სიფილისი და ტუბერკულიოზი, არამედ ასევე თანამედროვე პანდემიების შემთხვევაში მიკროორგანიზმების შესწავლისაკენ”.

სტივენ სტერნსი, იელის უნივერსიტეტის, ევოლუციური ბიოლოგიის და ეკოლოგიის პროფესორი:

“ვფიქრობ, წლის მთავარი გარღვევა იყო პოტენციურად დასახლებული პლანეტების აღმოჩენა. თუ ჩვენ ვიპოვით სიცოცხლეს სხვა პლანეტებზე (ეს ახლა რეალურია როგორც არასოდეს), ამას ექნება უდიდესი გავლენა ჩვენს შეხედულებაზე ჩვენი ადგილის შესახებ სამყაროში. თუ ჩვენ მათ შესწავლასაც მოვახერხებთ, ამით ძალიან ბევრს ახალს გავიგებთ ჩვენს საკუთარ ბიოლოგიაზე, ევოლუციის მიერ სხვა არჩეულ გზასთან შედარებით”.

მეტ სპოინჰეიმერი, ბოულდერში, კოლორადოს უნივერსიტეტის ანტროპოლოგი:

“ერთ-ერთი ყველაზე დიდი დისკუსია, რომელიც წინა წელს გაიმართა, მიეძღვნა, პირობებს, რომლებში ცხოვრობდნენ ძველი გომინინები. ტიმ უაიტი და მისი თანამშრომლები ამბობდნენ, რომ ისინი ცხოვრობდნენ დახურულ, ტყიან გარემოში, ხოლო ტურე სერლინგი თავის თანამშრომლებთან ერთად კი ამბობდა რომ ისინი ცხოვრობდნენ ღია, მშრალ გარემოში. ამ საკითხს აქვს მნიშვნელოვანი როლი ადამიანის ევოლუციის გაგებაში”.

ძენ ფოლკსი, ტეხასის უნივერსიტეტის თავის ტვინის, ქცევის და ევოლუციის მკვლევარი:

“ჩვენ წარმატებით მივიწევთ წინ, ფუნქციონალური მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფის გამოყენებაში აზრების წაკითხვისთვის. ბევრი მეცნიერი იკვლევს ტყუილის ნეირონულ საფუძვლებს, რამაც მიგვიყვანა იდეამდე, რომ გამოგვეყენებინა მრტ აპარატი სიცრუის დეტექტორის სახით. ის გახდა იმდენად პოპულარული, რომ მას “ლეგენდების დამანგრევლების” ერთი სერიაც მიუძღვნეს”.

ამ სტატიაში წარმოდგენილია მანქანის მოტყუების ძალიან მარტივი მეთოდი. ეს მნიშვნელოვანია, რადგან იძლევა საშუალებას, გავიგოთ, რომ დღევანდელობაში ნეირობიოლოგიის პერსპექტიული დარგი ჯერ მხოლოდ ჩანასახის მდგომარეობაშია”.

გამოყენებულია LiveScience-ის მასალები.

Nov 082011
 

კოსმოსურმა გამა-ტელესკოპმა “ფერმიმ” აღმოაჩინა ცნობილი მილიწამიანი პულსარებიდან ყველაზე ახალგაზრდა. მილიწამიანი პულსარი, ეს არის ნეიტრონული ვარსკვლავი მძლავრი მაგნიტური ველით, რომლის ბრუნვის პერიოდიც იზომება მილიწამებში.

თეორიის თანახმად, ბრუნვის ძალიან მაღალ სისწრაფეს, რომელიც აღწევს 43 000 ბრუნს წუთში, ამ ტიპის პულსარები აღწევენ სხვა “ჩვეულებრივ” ვარსკვლავებთან ურთიერთქმედებისას. თავისი ევოლუციის ერთ-ერთ ეტაპზე მნათობები პულსარს გადასცემენ გაზს (და ენერგიას ბრუნვისათვის), რაც დროდადრო აძლევს მას აჩქარებას, როდესაც გადაცემა დასრულდება, ნეიტრონული ვარსკვლავის მოძრაობა იწყებს შენელებას.

“ფერმის” მიერ დანახული ობიექტი PSR J1823−3021A მდებარეობს არეალში, რომელიც დედამიწიდან დაშორებულია 27 ადათი სინათლის წელიწადით. ამ მიდამოს ასაკი, რომელიც მშვილდოსნის თანავარსკვლავედში მდებარეობს შეადგენს დაახლოებით 10 მილიარდ წელიწადს. PSR J1823−3021A, რომლის ბრუნვის პერიოდიც შეადგენს 5,44 მწ-ს, დიდი ხანია უკვე რაც კლასიფიცირებულია როგორც პულსარი, ხოლო კოსმოსურმა ტელესკოპმა გამოავლინა მისი გამა-პულსაციები 100 მევ ენერგიაზე ზემოთ.

ინფორმაციის დამუშავების დასრულების შემდეგ, ასტრონომებმა გაარკვიეს, რომ PSR J1823−3021A განსხვავდება სხვა მილიწამიანი პულსარებისაგან: მას გასაოცრად ძლიერი მაგნიტური ველი აქვს, მისი ასაკი კი ~25 მილიონ წელს აღწევს, თუმცა ჩვეულებრივ მილიწამიანი პულსარების ასაკი მილიარდ წელზე ნაკლები არ არის ხოლმე. ამას გარდა, პულსარს აქვს რეკორდულად მაღალი გამა-ნათება, რომლის სიმძლავრეც (8,4 ± 1,6)•1034 ერგ/წმ-ს შეადგენს. “გასაკვირია, მაგრამ მთელი გამა-გამოსხივება, რომელსაც ჩვენ ვაფიქსირებთ NGC 6624-ში, მოდის ერთი ობიექტიდან”, — აღნიშნავს გერმანიის მაქს პლანკის სახელობის რადიოასტრონომიის ინსტიტუტის თანამშრომელი პაულო ფრეირე (Paulo Freire), PSR J1823−3021A-ის კვლევების ხელმძღვანელი, რომლის შედეგებიც გამოქვეყნდება ჟურნალ Science-ში.

“ფერმის” მონაცემები, ასევე გამოიყენეს ნამუშევარში, რომლის ანგარიშიც გამოჩნდება ჟურნალ Astrophysical Journal-ის მომდევნო ნომრებიდან ერთ-ერთში. კვლევის ავტორების მიზანი თავიდანვე იყო გრავიტაციული ტალღების აღმოჩენა, რომელიც სწრაფად ბრუნვადი ნეიტრონული ვარსკვლავებისგან მოდის, გამა პულსარების “ბრმა” ძიებისთვის გამოყოფილია ცხრა მანამდე უცნობი ასეთი ტიპის ობიექტი.

ახალი გამა-პულსარების ბრუნვის სიხშირე ხვდება შემდეგ დიაპაზონში 3 დან 12 ჰერცამდე. მათგან ყველაზე საინტერესოს სახელია PSR J0106+4855, მისი ასაკი შეადგენს 3მლნ წელს. PSR J0106+4855 გამოირჩევა კიდევ იმით, რომ პულსაციები რადიოდიაპაზონში ასტრონომებმა მხოლოდ მის შემთხვევაში დააფიქსირეს; დანარჩენი რვა წყარო მიეკუთვნება “რადიოჩუმ” გამა-პულსარებს.

გამა-იმპულსების “ბრმა” ძიების სქემა:

გამოყენებულია ბი-ბი-სის მასალები.

Oct 152011
 

მოლეკულური რნმ-ის მაგალითი რთული სივრცული სტრუქტურით. ასეთი რნმ-ი შეიძლება არ ახდენდეს ცილების კოდირებას, მაგრამ ახდენს დიდ ზეგავლენას ცილების მასინთეზირებელ “მანქანების” აქტივობაზე. (rosefirerising-ის ილუსტრაცია).

მკვლევარებმა ძუძუმწოვრების გენომში იპოვეს ათასობით უცნობი მარეგულირებელი დნმ- მიმდევრობები.

კოლოსალური მასშტაბების კვლევამ, ანუ 29 სახეობის ძუძუმწოვრის გენომის შესწავლამ შესაძლოა მიგვიყვანოს ადამიანის გენომის ფუნქციონირების და ორგანიზაციის გადახედვამდე. მეცნიერებმა შეძლეს პირდაპირ დაენახათ გენეტიკური “ბნელი მატერია”, რომლის არსებობის შესახებ ვარაუდები უკვე დიდი ხანია არსებობს. წინა გამოკვლევებში, რომლებშიც ადარებდნენ ადამიანის და თაგვის დნმ-ს, “გადაკვრით” ასკვნიდნენ იმასაც, რომ არსებობს გარკვეული დიდი რაოდენობით რეგულატორული მიმდინარეობები, რომლებიც თვითონ არ ახდენენ ცილების კოდირებას, მაგრამ აკონტროლებენ სხვა გენების აქტივობებს. მაგრამ, სხვა უკვე ცნობილი რეგულატორებისგან განსხვავებით, მათი არსებობა ჰიპოთეზების დარგში რჩებოდა. სწორედ ამის გამო ეძახდნენ მათ “ბნელ მატერიას”: ის აუცილებლად არის სადღაც მაგრამ ის არავის დაუნახავს.

მკვლევარების ჯგუფმა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან (ა.შ.შ) და კოლეგებმა სხვა ქვეყნების მეცნიერული ცენტრებიდან ეს შეძლეს. ხუთი წლის განმავლობაში ისინი დაკავებულები იყვნენ სეკვენირებით და 29 პლაცენტარული ძუძუმწოვრების გენომის შედარებით, მათ შორის ადამიანის, სპილოს, კურდღლის, ღამურების და ა.შ. ოცი მათგანის შემთხვევაში გენომური დნმ-ის თანმიმდევრობა პირველად იქნა მიღებული. პირველ რიგში მეცნიერებს აინტერესებთად ის მიმდევრობები, რომლებიც ყველაზე ნაკლებად იცვლებოდნენ თაობიდან თაობისთვის გადაცემისას. ასეთი უბნების სწორედ მაღალმა კონსერვატულობამ დააფიქრა მეცნიერები მათში რეგულატორულ მიმდევრობების არსებობაზე.

და აი შედეგიც: აღმოჩენილი იქნა 10 000 მაღალკონსერვატული მიმდევრობა, რომლებიც პირდაპირ მოქმედებენ გენების აქტივობაზე, და 1 000 მათგანი წარმოადგენს რთული სტრუქტურის რნმ-ის (რიბო ნუკლეინის მჟავა) სინთეზის საფუძველს. მეცნიერებმა ასევე იპოვეს 2,7 მილიონი უბანი — რომლებიც პოტენციურად არიან ტრანსკრიპციის ფაქტორებთან ურთიერთქმედების მიზნები, რომლებიც განსაზღვრავენ, თუ სად და როდის უნდა ამუშავდეს გენი. ამას გარდა, აღმოჩენილ იქნა 4 000 ახალი კოდირების თანმიმდევრობა, ცილების შესახებ ინფორმაციით. მართალია ადამიანის გენომი მთლიანად იქნა წაკითხული, მაგრამ ბევრი დნმ-მიმდევრობების ფუნქცია ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება. როდესაც საქმე გვაქვს ერთ გენომთან, თითქმის შეუძლებელია იმის თქმა, თუ რომელი მონაკვეთი ახდენს ცილის კოდირებას, და რომელს აქვს რეგულატორული ფუნქცია. მაგრამ სხვა გენომებთან შედარებისას ასეთი ამოცანა სრულიად ამოხსნადია.

მეცნიერებმა მოლეკულურ დონეზე შეძლეს თვალი მიედევნებინათ ძუძუმწოვრების ევოლუციისათვის 100მლნ წლის განმავლობაში. ორგანიზმის ადაპტაცია ცვალებადი გარემოსადმი აისახება გენომის რეგულაციის ტრანსფორმაციებში, სწორედ იმ “ბნელ მატერიასთან” ერთად (რომელიც ახლა უკვე არც ისე “ბნელია” :) .

ამ აღმოჩენამ მედიცინაც საკმაოდ წინ წაწია. დაავადებების დიდი რაოდენობა დაკავშირებულია სწორედ დნმ-ის მაკოდირებელ ნაწილთან: ეს მუტაციები არღვევენ თვითონ ცილის სტრუქტურას. მაგრამ კიდევ უფრო მეტი დაავადებები გამოწვეულია გენების აქტივობის რეგულაციის დარღვევით — როდესაც ცილა იწყებს სინთეზირებას იმ ადგილას სადაც არ არის საჭირო, ან არ იწყებს იმ ადგილას სადაც საჭიროა, ან თუნდაც იმ რაოდენობით რაც არ არის საჭირო. ასე რომ, ახლა როდესაც არსებობს გენომში რეგულატორული ელემენტების უფრო ფართო და დეტალური რუკა შესაძლებელი გახდება ძალიან ბევრი დაავადების რეალური მიზეზის განსაზღვრა!

გამოყენებულია მასაჩუსეტსის ტექნიკური ინსტიტუტის მასალები.

Oct 122011
 

კოლაიდერ SuperB-ის სქემა. ( INFN-ის ილუსტრაცია).

იტალიის ბირთვული ფიზიკის ნაციონალურმა ინსტიტუტმა და რომის უნივერსიტეტმა “ტორვერგატამ” ხელი მოაწერეს საერთაშორისო ლაბორატორიის შექმნის შეთანხმებას, და უკვე დაიწყო პროექტი, რომელიც ელექტრონ-პოზიტრონული კოლაიდერი SuperB-ის მშენებლობას გულისხმობს.

უახლოეს თვეებში პროექტს, როგორც ვარაუდობენ შეუერთდება იტალიის ტექნიკური ინსტიტუტი. SuperB-ის მშენებლობა დაიწყება 2012 წელს, ხოლო კოლაიდერის ექსპულატაციაში გაშვება იგეგმება 2017 წლისათვის. სიჩქარე განპირობებულია იმით,  SuperB-ს მოუწევს ანალოგიურ იაპონურ კონკურენტ Belle II-თან კონკურენცია, რომლის სტარტის 2016 წელსაა დაგეგმილი. ” ერთწლიან დაგვიანებას ჩვენ მალევე “ამოვავსებთ” ნაწილაკების შეჯახების სიხშირის გაზრდით, მაგრამ უფრო სერიოზული ჩამორჩენის ლიკვიდირება ძალიან რთული იქნება”, — აღნიშნავს ბირთვული ფიზიკის ნაციონალური ინსტიტუტის პრეზიდენტი რობერტო პოტროციო (Roberto Petronzio), რომელსაც შესთავაზეს ლაბორატორიის ხელმძღვანელობა.

SuperB დაპროექტებულია, როგორც ტრადიციული  B-factory (B-ქარხანა) — B-მეზონების, D-მეზონების და ტაუ-ლეპტონების მისაღები და მათი დაშლის შესასწავლი დანადგარი. ყველა ეს ნაწილაკი დაიბადება ელექტრონების და პოზიტრონების შეჯახებისას, რომლებიც იმოძრავებენ 1,3 კმ-იან გვირაბში. ნათების SuperB უნდა ჯობდეს არა მხოლოდ ზემოთ ნახსენებ Belle-ს არამედ B-ქარხანა BaBar-საც რომელიც მდებარეობს ამერიკაში National Accelerator Laboratory-ში (SLAC).

ფიზიკოსების თქმით, ცდების შედეგები ახალ კოლაიდერზე, დაეხმარებათ ისეთ კითხვებზე პასუხის გასაცემად, როგორიცაა: რატომ აღემატება სამყაროში მატერიის რაოდენობა ანტიმატერიისას და მეცნიერებს მისცემს სტანდარტული მოდელის სუპერსიმეტრიული გაფართოების “დატესტვის” საშუალებას. ამას გარდა, SuperB, ისევე როგორც, სხვა ნებისმიერი ელექტრონების და პოზიტრონების ამაჩქარებელი გახდება სინქროტრონული გამოსხივების მძლავრი წყარო, რომელიც გამოყენებული იქნება სხვადასხვა ქიმიურ და ბიოლოგიურ ექსპერიმენტებში.

პროექტის ხელმძღვანელობა ჯერ-ჯერობით მთელი ფინანსური საკითხვების გადაჭრა ვერ მოახერხა. იტალიის მთავროა დათანხმდა გამოეყო 250 მილიონი ევრო კოლაიდერის მშენებლობისათვის, მაგრამ სამუშაოების მთლიანი ღირებულება ფასდება, როგორც 450-600 მილიონი. ასევე ცნობილია, რომ ა.შ.შ მზადაა, რომ SuperB-ს გადასცეს BaBar-ის ზოგიერთი კომპონენტი, რომლებმაც უკვე დაასრულეს თავიანთი სამუშაო. ფულის დანარჩენი ნაწილისთვის ხელმძღვანელები აპირებენ ევროპის ქვეყნებთან მოლაპარაკებას, რომლებიც დაინტერესდებიან პროექტით და ასევე რუსეთთან.

გამოყენებულია Nature News-ის მასალები.

Oct 082011
 

მარცხნივ – ვარსკვლავი HR 8799 “ჰაბლის” თვალებით ცენტრში – სურათი, რომელზეც დამუშავების შემდეგ შეგვიძლია დავინახოთ პლანეტები მარჯვნივ - HR 8799-ის პლანეტარული სისტემა, ნეპტუნის ორბიტით, შდარებისთვის (NASA / ESA / STScI.-ის სურათი)

ამერიკელმა ასტრონომებმა ტელესკოპ “ჰაბლის” სურათების დეტალურად შესწავლისას აღმოაჩინეს ორი ეგზოპლანეტა.

2007-2010 წლებში ასტრონომთა ჯგუფმა კანადიდან, კრისტინ მაუერის ხელმძღვანელობით, დედამიწის ობსერვატორიებიდან გადაღებული სურათების მეშვეობით აღმოაჩინეს ოთხი გიგანტური ეგზოპლანეტა, რომლებიც ვარსკვლავ HR 8799-ის გარშემო ბრუნავენ. ახალგაზრდა მასიური ვარსკვლავი პეგასის თანავარსკვლავედიდან ჩვენგან 129 სინათლის წელიწადითაა დაშორებული.

2009 წელს დევიდ ლაფრენიტმა, მონრეალის უნივერსიტეტიდან (კანადა) გადაწყვიტა ამ პლანეტარული სისტემის ანალიზის გაკეთება, მათი ფოტოების გამოყენებით, რომლებიც 1998 წელს კოსმოსურმა ტელესკოპმა “ჰაბლმა” გადაიღო. სპეციალისტმა სურათების ხარისხის გაუმჯობესების შემდეგ შეძლო, განესაზღვრა ოთხიდან ყველაზე უფრო მოშორებული პლანეტა და ასევე მისი ორბიტის გამოთვლაც კი.

ესტაფეტა ახლა უკვე გადაეცათ მკვლევარებს The Space Telescope Science Institute-დან (ა.შ.შ) რომელსაც რემი სომერი ხელმძღვანელობს: “ჰაბლი” სწორედ მათ დაქვემდებარებაშია. ბატონმა სომერმა და მისმა კოლეგებმა ათი წლის წინანდელი დაახლოებით ხუთასი სურათი შეისწავლეს დეტალურად; მათ HR 879-ისგან დაშორებული სამი პლანეტის ორბიტალური პერიოდები გამოთვალეს (ვარსკვლავთან ახლოს მყოფი პლანეტა თითქმის არ ჩანდა), არამედ ასევე აღმოაჩინეს ორი აქამდე უცნობი ეგზოპლანეტაც.

იმ დროინდელი სურათების თანამედროვეებთან შედარება იძლევა პლანეტების ტრაექტორიების განსაზღვრის საშუალებას.

მეცნიერები ასეთი მეთოდით კიდევ 400 ვარსკვლავის შესწავლას აპირებენ, რომელთან ახლოსაც შესაძლოა იყოს პლანეტები. უკვე ჩატარებული სამუშაოების შედეგები გამოჩნდება ჟურნალ Astrophysical Journal-ში.

გამოყენებულია NASA-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის მასალები.

Oct 062011
 

ასტრობიოლოგები ამტკიცებენ, რომ იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე, შეიძლებოდა ორი ტიპის ბაქტერიები გადარჩენილიყო.

ყოველი ვარაუდი იმის შესახებ, რომ სიცოცხლე დედამიწაზე კოსმოსიდან იქნა “შემოტანილი”, გამომდინარეობს იქიდან, რომ თვითონ ამ სიცოცხლეს უპრობლემოდ უნდა შეეძლოს პლანეტათაშორისი მოგზაურობების გადატანა. მაგრამ თითქმის ყველა ექსპერიმენტი საპირისპიროს მოწმობს: ბაქტერიები, ვირუსები და უბრალოდ დნმ-ი უბრალოდ ვერ უძლებენ ღია კოსმოსის პირობებს, ვაკუუმს და მის რადიაციას. მხოლოდ რამოდენიმე მიკროორგანიზმები შეძლებდნენ მთვარიდან დედამიწაზე მოგზაურობის განხორციელებას.

ასევე ასტრობიოლოგებს, გასაოცარია, მაგრამ ხედვის არეალიდან გამოეპარათ არქეა. ამ უძველეს მიკროორგანიზმებს შეუძლიათ ექსტრემალურ პირობებში გაძლება, როგორიცაა ძალიან მაღალი ტემპერატურა ან დაბინძურებული წყალი, და ლოგიკური იქნებოდა, პირველ რიგში სწორედ მათთვის მოეწყოთ “კოსმოსური გამოცდა”. მეცნიერების ჯგუფმა ბუენოს-აირესის უნივერსიტეტიდან (არგენტინა) გადაწყვიტა ამ გაუგებრობის გარკვევა და ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელშიც იმიტირებული იყო ევროპის (იუპიტერის ერთ-ერთი მთვარე) მსგავსი სასიცოცხლო პირობები. ევროპა აირჩიეს იმის გამო, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე რეალური ვარიანტია, იმ პლანეტებიდან, რომლებზეც ვარაუდობენ, რომ სიცოცხლე არსებობს. ასტრონომები თვლიან, რომ მის ზედაპირზე არის მარილიანი წყლის დიდი ოკეანე, რომელიც მოქცეულია ყინულის მრავალი ფენის ქვეშ; ამიტომ ვარაუდობენ, რომ ამ ოკეანეში იქნება რაიმე ცოცხალი. “ევროპის” პირობებში პოთავსებული იქნა სამი სახის არქებაქტერია: Natrialba magadii, Haloferax volcanii და Deinococcus radiodurans.

მიკროორგანიზმები მუშავდებოდა იმ ინტენსიობის ულტრაიისფერი გამოსხივებით, რომელიც სავარაუდოდ არის ევროპის ზედაპირზე. შედეგად გადარჩა ყველა. როგორც ავტორები სტატიაში წერენ, ჟურნალ Astrobiology-ში, Haloferax volcanii-ის უჯრედები ბლომდე დაიღუპნენ. მაგრამ დანარჩენი ორი სახეობის ნაწილმა შეძლო ექსპერიმენტში გადარჩენა. Deinococcus radiodurans-ის შემთხვევაში რაც არ არის გასაკვირი — ეს მიკროორგანიზმი ითვლება ძალიან გამძლედ: მას შეუძლია გაუძლოს სიმშრალეს, სიცივეს, ვაკუუმს, ჰაერში ჟანგბადის მაღალ შემცველობას და გამა გამოსხივების ძალიან დიდ დოზებს.

მაგრამ პლანეტათაშორის მოგზაურობებში მას გამოუჩნდა კოლეგა —  Natrialba magadii, რომელიც აღმოაჩინეს კენიის ერთ-ერთ მარილიან ტბაში 1984 წელს. ნებისმიერ მათგანს შეეძლო გადაეტანა კოსმოსში მოგზაურობა და ყოფილიყვნენ დედამიწის პირველი კოლონიზატორები. თუმცა, ასეთი დასკვნების გაკეთება ჯერ ადრეა: ექსპერიმენდი გრძელდებოდა სულ სამი საათის განმავლობაში, ამ დროის მანძილზე ვერანაირად ვერ მოხერხდებოდა პლანეტათაშორისი მოგზაურობა.

გამოყენებულია  Technology Review-ის მასალები.

 

Sep 212011
 

GRAIL- THE Gravity Recovery and Interior Laboratory, მთვარის მისიაში მონაწილეობს ორი “ტყუპი” აპარატი, რომელთა დანიშნულებაც, დედამიწის თანამგზავრის გრავიტაციული ველის და მისი შინაგანი მდგომარეობის შესწავლაა. აპარატებები 8 სექტემბერს გაეშვა მისე კანავერალის კოსმოდრომიდან. მთვარემდე მისაღწევად, ორ აპარატს დასჭირდება დაახლოებით ოთხი თვე, ისინი მოძრაობენ სპეციალური ტრაექტორიით, რომელიც მათ დაუზოგავს ენერგიას.

 

Sep 202011
 

სტარტი შეჩერდა ორბიტაზე თანამგზავრის წარუმატებელი გაშვების გამო, სწორედ იმ სერიის რაკეტით, რაც თვითონ რაკეტა-მატარებელია, რომელიც განკუთვნილია სადგურ “ტიანგონგ-1″-ის პირველი მოდულის კოსმოსში გასაგზავნად.

აპარატი “ტიანგონგ-1″ (“ცის სასახლე”) კოსმოდრომ “Jiuquan“-ზე ჯერ კიდევ ზაფხულში და მას შემდეგ გადიოდა წინასწარ ტესტირებებს. იქვეა რათქმაუნდა რაკეტა-მატარებელიც “Long March 2F“, რომელმაც 8,5 ტონიანი ტვირთი ორბიტაზე უნდა გაიყვანოს. გაშვება დაგეგმილი იყო აგვისტოში, მაგრამ ახლა ჩინეთის მთავრობა გაშვების თარიღად 27-30 სექტემბერს ასახელებს.

პაუზა როგორც ზემოთ ავღნიშნეთ გამოწვეულია იმით, რომ 18 აგვისტოს “Long March 2F“-ის გაუმართაობის გამო ორბიტაზე ვერ მოხვდა ექსპერიმენტული თანამგზავრი “შიცზიან 11-04″ (SJ-11-04), რომლის დანიშნულებასაც არ ახმაურებენ.

“ტიანგონგ-1″ წარმოადგენს ჩინეთის ერთადერთი კოსმოსური ხომალდი “Shenzhou“-ის მოდიფიცირებულ ვარიანტს. მანამ სანამ აპარატი გახდება 60 ტონიანი ორბიტალური სადგურის ნაწილი, რომელშიც შეძლებენ განთავსდნენ სამი კოსმონავტი, აპარატს მოუწევს უპილოტო “შენჩჟოუ-8″-სთან შეერთება. აპარატი, პილოტირებული კოსმოსური ფრენების (CMSEO) წარმომადგენლების თქმით, 26 აგვისტოდან იმყოფება კოსმოდრომში.

გამოყენებულია “სინხუა“-ს მასალები.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache