მავნე პროგრამა, რომელმაც კრიჩის ავიაბაზის კომპიუტერებში შეაღწია, საიდანაც შეერთებული შტატების საჰაერო ძალების დრონების უმეტესობა იმართება, კლავიატურიდან შეყვანილ ყველა ინფორმაციას იპარავს. მასთან გამკლავება კი ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

ვირუსი, რომელიც კეილოგერს მოიცავს, ორი კვირის წინ პენტაგონის უსაფრთხოების სისტემის, Host-Based Security System–ის საშუალებით აღმოაჩინეს. ავღანეთის ცაზე მფრინავ დრონებს პრობლემა ჯერჯერობით არ შექმნიათ, არც ინფორმაციის გაჟონვა დაფიქსირებულა, მიუხედავად ამისა საფრთხის რისკი მაინც მაღალია, აღნიშნავენ ექსპერტები.

სანდო წყაროები, დეტალურ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ახმაურებენ, თუმცა სამხედროები თავადაც ვერ გარკვეულან ყველაფერში. მაგალითად, მათ არ იციან იყო თუ არა ვირუსი სპეციალურად გაშვებული და რა მაშტაბით გავრცელდა. თუმცა მათ იციან, რომ შეტევა დახურული ინფორმაციის მქონე კომპიუტერების მიმართულებითაც განხორციელდა.

მიუხედავად იმისა, რომ ა.შ.შ–ს სპეციალისტები, უსაფრთხოების მიზნით, კასპერსკის ლაბორატორიის ანტივირუსს იყენებენ, შექმნილი პრობლემის ლიკვიდირება მაინც ვერ მოხერხდა. შესაბამისად მყარი დისკებიდან, პროგრამა BCWipe–ის საშუალებით, ყველა ინფორმაციის წაშლის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

შეგახსენებთ, რომ დღეისათვის ავღანეთში, ერაყსა და პაკისტანში შეერთებული შტატების ორასზე მეტი სადაზვერვო და საბრძოლო უპილოტო აპარატია განლაგებული. მათ უსაფრთხოებაზე კი შეიძლება ერთი რამ ითქვას — 2009 წელს ერაყელი მებრძოლებს, 26$–ად შეძენილი პროგრამის საშუალებით, ხელში ჩაუვარდათ მრავალსაათიანი ვიდეო მასალა, რომელიც დრონების საბორტო კამერების მიერ იყო გადაღებული.

წყარო: Wired

 

 

უკვე Android აპლიაკციების გაშვება შესაძლებელი იქნება iPad-ზე და სხვა ბევრ Android-ისგან განსხვავებულ მოწყობილობებზე. ეს შესაძლებელია სპეციალური აპლიკაციის Alien Dalvik 2.0-ის მეშვებით, რომელიც დამზადებულია შვეიცარიული კომპანიის Myriad-ის მიერ. იდეაში ის წარმოადგენს ვირტუალურ Java მანქანას, რომელშიც შესაძლებელი იქნება APK აპლიკაციების შესრულება, რეალურ Android OS-თან მიბმის გარეშე. მწარმოებლების მიზანი არ არის თავისი პროდუქტის კონკრეტული მომხმარებლისთვის მიწოდება, არამედ მისი მიწოდება სხვადასხვა მოწყობილობების მწარმოებლებისთვის, იმიტომ რომ მათ ჰქონდეთ Android აპლიკაციების მხარდაჭერა. ამას გარდა, ვირტუალური მანქანების შემქმნელები გვარწმუნებენ, რომ მათ შეძლეს სხვადასხვა OS ვერსიებს და აპლიკაციებს შორის «უთანხმოების» მოგვარება. რაც მწარმოებლებს პროგრამის წერის საშუალებას მისცემს Android სტანდარტით, რომლებიც იმუშავებენ სხვადასხვა მოწყობილობების ფართო სპექტრში. კომპანია Myriad თავისი პროდუქციის დემონსტრაციას CTIA Enterprise & Applications-2011-ის გამოფენაზე გეგმავს.

წყარო: techcrunch და cnet

 

სტივენ სინოფსკი (Microsoft–ის ფოტო).

კორპორაცია  Microsoft–მა გახსნა ბლოგი სახელწოდებით «Windows 8–ის შექმნა», სადაც, როგორც დაგეგმილია, რეგულარულად განთავსდება ინფორმაცია OS-ის დამუშავების შესახებ.

პირველი პოსტი გამოაქვეყნა Microsoft–ის პლატფორმა Windows–ის განყოფილების პრეზიდენტმა, სტივენ სინოფსკიმ. მისი თქმით, ახალი ოპერაციული სისტემა იქნება საუკეთესო პლატფორმა ძველი თუ უახლესი გამომთვლელი მანქანებისათვის. Microsoft–ში კი აცხადებენ, რომ ეს იქნება ყველაზე დახვეწილი OS კომპანიის არსებობის ისტორიაში.

სინოფსკიმ ასევე აღნიშნა, რომ Windows 8–ის წინასწარი ვერსია «უახლოეს თვეებში გამოვა», ხოლო შემდეგ კვირას Microsoft ახალი ოპერაციული სისტემის განსაკუთრებულობის განხილვას შეუდგება — დაწყებული ფუნდამენტალური კომპონენტებიდან სამომხმარებლო ინტერფეისით დამთავრებული, მოწყობილობების მხარდაჭერა, ქსელური ინტერფეისი და ა.შ.

ბლოგი «Windows 8–ის შექმნა» ნათარგმნია შვიდ ენაზე. მკითხველებს და მწარმოებლებს საშუალება ეძლევათ კომენტარებისა და ელექტრონული წერილების სახით ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი აზრები და შეხედულება (რატომღაც ლინუქსი მახსენდება ;) ).

Windows 8 გახდება Microsoft –ის პირველი OS პერსონალური კომპიუტერებისათვის, რომელსაც ARM არქიტექტურის  х86–პროცსორების მხარდაწერა ექნება. პროდუქტის ფინალური ვერსია სინათლეს 2012 წელს იხილავს.

წყარო: Microsoft

 

Microsoft–ის გენერალური დირექტორი, სტივ ბალმერი (2004 წლის მარტი; Nancy Kaszerman / ZUMA / Corbis–ის ფოტო).

კომპანია Microsoft–ის გენერალურმა დირექტორმა, სტივ ბალმერმა, ტოკიოში (იაპონია), პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელთა ფორუმზე, Windows–ის შემდეგი ვერსიის გამოსვლის საორიენტაციო თარიღი დაასახელა.

დამუშავების პროცესში მყოფ პროგრამულ პლატფორმას ბალმერმა Windows 8 უწოდა და დასძინა, რომ ის ოფტიმიზირებულია არა მხოლოდ კლავიატურიან მოწყობილობებთან სამუშაოდ, არამედ — პლანშეტურ კომპიუტერებთანაც. ამასთან «მაიკროსოფტის» გენერალურმა დირექტორმა დაადასტურა ადრე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Windows 8–ის ანონსი მომავალ წელს შედგება.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ Microsoft პლანშეტური კომპიუტერების OS-ის ინტერფეისს მომავალ კვირას წარმოადგენს. ჭორის თანახმად, პრეზენტაციას Windows–ის დამუშავების მთავარი სპეციალისტი, სტივენ სინოფსკი უხელმძღვანელებს, ეს ყველაფერი კი D: All Things Digital–ის კონფერენციაზე მოხდება.

როგორც მოსალოდნელია, Windows 8–ის ბეტა–ვერსია მიმდინარე წლის მესამე–მეოთხედში გამოვა.

წყარო: Microsoft

 

Windows 8–ის, სხვადასხვა ტიპის, ექსპერიმენტალური ინტერფეისი.

ალბათ ძალიან ბევრს აინტერესებს, თუ როგორი იქნება Microsoft–ის ახალი ოპერაციული სისტემა. მიუხედავად იმისა, რომ ამ OS-ზე ოფიციალური ინფორმაცია პრაქტიკულად არ არსებობს, სხვადასხვა ინტერნეტ–რესურსებიდან თავი მოვუყარე რამდენიმე დეტალს, რომელიც Windows 8-ს ეხება. მოკლედ: ვებ–წყაროებმა, უკვე, დაიწყეს ინფორმაციის გავრცელება დამუშავების პროცესში მყოფ ოპერაციული სისტემის განსაკუთრებულობებზე.

როგორც იუწყებიან, Windows 8–ში ინტეგრირებული იქნება დოკუმენტების PDF ფორმატში დათვალიერების საშუალება, ასევე Windows Live–ის ონლაინ სერვისები და გამოჩნდება ინფორმაციის სარეზერვო კოპირების ინსტრუმენტი History Vault.

აღნიშნავენ, რომ Windows 8 მიიღებს კომპიუტერის ძილის რეჟიმში გადაყვანის გაუმჯობესებულ ფუნქციას, რომლის აქტივაციას, მხოლოდ, რამდენიმე წამი დასჭირდება.

Windows 8 გახდება Microsoft–ის პირველი OS პერსონალური კომპიუტერებისთვის, რომელსაც ARM–არქიტექტურის х86 პროეცესორების მქონე პლატფორმების მხარდაჭერა ექნება. ასევე, ინტერფეისის რამდენიმე დეტალი Windows Phone 7–დან იქნება «ნასესხები».

ჯერჯერობით სულ ეს არის…

ფინალური ვერსიის რელიზი 2012 წლის მეორე ნახევრისთვის არის დაგეგმილი.

 

ვებ-წყაროებზე დაყრდნობით, კომპანია Samsung Google I/O-ს კონფერნციაზე ( 10-11 მაისი, სან-ფნარცისკო, აშშ) წარმოადგენს თავის პირველ ნეტბუქს Chrome OS-ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ.

ნეტბუქს კოდური დასახელებით Alex-ს გააჩნია ორბირთვიანი პროცესორი Intel Atom N550 ტაქტური სიხშირით 1,5 გჰც. კომპიუტერი მიიღებს 2 გბ ოპერატიულ მეხსიერებას, SSD-ს და ქარდრიდერს.

დისპლეის გარჩევადობა შეადგენს 1280×800 წერტილი; დიაგონალი არ სახელდება. გარდა ამისა, გათვალისწინებულია Wi-Fi და Bluetooth ადაპტერები, 3G მოდული, ვებ-კამერა, Ethernet-ადაპტერი USB და D-Sub ინტერფესი.

გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

 

სტივ ბალმერი წარადგენს Windows 7–ს (ნიუ–იორკი, ა.შ.შ, 2009 წლის 22 ოქტომბერი; Timothy A. Clary / AFP / Getty Images–ის ფოტო).

Microsoft–ის განცხადებით, ოპერაციული სისტემა Windows 7 პერსონალური კომპიუტერებისათვის ყველაზე სწრაფად გაყიდვადი პროგრამული პლატფორმა გახდა.

Windows 7–ის დაანონსებიდან (2009 წლის ოქტომბერი) წელიწად ნახევარში 350 მლნ–ზე მეტი ლიცენზია გაიყიდა. შედარებისთვის: იგივე პერიოდში, Microsoft–მა 180 მლნ Windows Vista–ს ლიცენზიის რეალიზება მოახერხა და დაახლოებით 130 მლნ — Windows ХР–ის.

Net Applications–ის შეფასებით, დღეისათვის Windows 7–ის საბაზრო წილი 24,2%–ს შეადგენს. ჯერჯერობით, პოპულარობით ეს OS Windows ХР–ის საგრძნობლად ჩამორჩება, რომელიც მსოფლიო ბაზრის 54,4%–ს ფლობს. რაც შეეხება Windows Vista–ს, მისი წილი 11%–ს არ აღემატება.

საერთო ჯამში, Windows-სისტემების სხვადასხვა ვერსიებზე ბაზრის, დაახლოებით, 90% მოდის. გავრცელებით მეორე PC-პლატფორმა — Apple Mac OS X — მხოლოდ 5,3%–ს ფლობს.

დღეისათვის, Microsoft ამუშავებს ახალ ოპერაციულ სისტემა Windows 8–ს, რომელიც როგორც მოსალოდნელია, Windows 7–ს მომავალი წლის მეორე ნახევარში შეცვლის.

წყარო: Guardian

 

კომპანია comScore–ის მონაცემებით, გასულ კვარტალში, შეერთებულ შტატებში 63,2 მლნ კომუნიკატორის მფლობელი დაფიქსირდა. ეს მაჩვენებელი 2009 წლის უკანასკნელ კვარტალთან შედარებით 60%–ით მეტია.

ამერიკელებს შორის ყველაზე გავრცელებულ სმარტფონად Research In Motion–ის BlackBerry რჩება, რომლის წილი 31,6%–ს შეადგენს.

Android–კომუნიკატორმა Apple iPhone–ს უკვე გაასწრო პოპულარობით. comScore–ს შეფასებით, გასული წლის ბოლო მეოთხედში «გუგლფონი» ბაზრის 28,7%–ს ფლობდა, ხოლო «აიფონი» — 25%–ს. ანალიტიკოსები, ასევე აღნიშნავენ, რომ OS Android–ის გაყიდვების რაოდენობა განსაკუთრებით დიდი ტემპებით იზრდება.

8,4%–ით მეოთხე ადგილზე Microsoft–ის მობილური ოპერაციული სისტემა გავიდა, ხოლო Palm–ის პლატფორმას მომხმაებელთა 3,7% იყენებს.

წყარო: comScore

 

ორგანიზაციამ The Document Foundation ოთხი თვის მუშაობის შემდეგ გამოუშვა საოფისე პროგრამული პაკეტის LibreOffice – პირველი სტაბილური ვერსია, ინდექსით 3.3

არაკომერციული ფონდი The Document Foundation გასული წლის სექტემბერში დაარსდა OpenOffice.org-ის ყოფილი წევრების მიერ, რომლებიც უკმაყოფილონი იყნენ კომპანია Oracle-ის მიერ წარმოებული მკაცრი ცენტრალიზებული პოლიტიკით. კომპანიის მთავარი მიზანია შექმნას თავისულფალი საოფისე პაკეტი OpenOffice.org-ის ბაზაზე (აი საიდან არის ვერსიის ნომერი 3.3) ODF ღია ფორმატის მხარდაჭერით.

LibreOffice-ის დეველოპერების საზოგადოება პირველი თვის მერე 20-დან 100-მდე გაიზარდა. პროექტს მხარდაჭერას უწევენ კომპანიები როგორიცაა Google, Canonical და Red Hat.

LibreOffice 3.3 – ის შემადგენლობაში შედის:

Writer - ტექსტური რედაქტორი

Calc -ელ ცხრილების რედაქტორი

Impress – პრეზენტაციების რედაქტორი

Base – მონაცემთა ბაზების მართვის პროგრამა

Draw – ვერტორული გრაფიკის რედაქტორი

Math – ფორმულების რედაქტორი

რა თქმა უნდა პროგრამას აქვს ქართული სამომხმარებლო ინტერფეისი !

პაკეტი გამოდის: Windows, Linux, Mac OS X პლატფორმებისათვის და შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ შემდეგი ბმულიდან:

http://www.libreoffice.org/download/

 

კორპორაცია Intel მიმდინარე წელს გეგმავს პლანშეტების გამოშვებას სხვადასხვა პროგრამულ პლატფორმებზე.

«ინტელი» 2011 წლის შუანახევრისკენ, წარმოადგენს პლანშეტებს MeeGo-ს ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ. სავარაუდოდ ეს გაჯეტების დემონსტრირება შედგება Computex 2011-ის გამოფენაზე, რომელიც ჩატარდება ტაივანში ივნისის დასაწყისში.

MeeGo-კომპიუტერების ძირითადი რაოდენობის გამოშვება სავარაუდოდ იგეგმება მესამე კვარტალში. ამ პლანშეტების მფლობელებს აპლიკაციების დაყენება შეეძლებათ ონლაინ სერვისით AppUp Center.

აღსანიშნავია, რომ «ინტელის» გეგმებში შედის პლანშეტური კომპიუტერების გამოშვება Windows 7-ის და Android-ის მართვის ქვეშ. სავარაუდოდ, ყველა მოწყობილობაში გამოყენებული იქნება Atom-ის პროცესორი მცირე ენერგომოხმარებით.

გამოყენებულია Fudzilla-ს მასალები.

© 2011 HI-TECH Suffusion theme by Sayontan Sinha

Social Widgets powered by AB-WebLog.com.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache