Sep 282010
 

Adobe Systems-ის აღმასრულებელი დირექტორი შანტანუ ნარაიენი Web 2.0-ის სამიტზე.

კომპანია Adobe Systems-მა გამოაქვეყნა მიმდინარე ფინანსური წლის კვარტალური მოგების რეზულტატები.

პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტმა 2010 წლის მესამე კვარტალში ნახა რეკორდული მოგება, — $990,3 მლნ. გასული წლის მესამე მეოთხედთან შედარებით, როდესაც კომპანიამ მიიღო $697,5 მლნ, მოგება გაიზარდა 42%-ით.

ასევე სუფთა მოგება გაიზარდა 69%-ით. თუ ერთი წლის წინ Adobe-მ გამოიმუშავა $136 მლნ, ანუ 26 ცენტი ერთი ფასიანი ქაღალდი, დღეისათვის ეს მაჩვენებელია — $230,1 მლნ, რაც ერთ აქციაზე 44 ცენტის ეკვივალენტურია.

მიუხედავად ამისა, Adobe აღნიშნავს ამერიკულ და იაპონურ ბაზარზე საკუთარ პროდუქციაზე მოთხოვნის ვარდნას. მიმდინარე კვარტალში კომპანია ვარაუდობს $0,95-დან $1,0 მლრდ-მდე შემოსავალს.

წყარო Adobe Systems.

Sep 162010
 

როგორც იტყვიან შეპირებულს 7 წელი უნდა ელოდოო და აი Adobe-ის პროგრამისტებმა წარმოადგინეს Adobe Flash Player-ის 64 ბიტიანი ვერსიის წინასწარი რელიზი.  თან რაც ყველაზე მთავარია ის ყველა პლატფორმისათვის ერთდროულად გამოვიდა. MacOS X/Linux/Windows. ასევე გათვალისწინებულია ბრაუზერი – IE9-ის მხარდაჭერაც, რომლისთვისაც 64 ბიტიან ვერსიაში გათვალისწინებულია რენდერინგის აპარატული აჩქარება.
გადმოწერეთ: Adobe Flash Player «Square»

Jun 112010
 

ამ პროდუქტების ანონსი კარგა ხანია გაკეთდა, ამიტომაც უბრალოდ გირჩევთ დააყენოთ ბოლო ვერსიები და დაიცვათ თავი კრიტიკული უსაფრთხოების პრობლემისგან.

ჩამოტვირთეთ Flash Player 10.1
ჩამოტვირთეთ Adobe AIR 2.0 download

64-ბიტიანი ვერსიები ჯერ-ჯერობით არ გამოსულა, თუმცა დეველოპერების ფორუმზე გამოქვეყნდა რომ ძალიან მალე გამოვა ვერსიები ამ თანრიგისთვისაც.

Mar 252010
 

ოფიციალურად გამოცხადდა Adobe Creative Suite 5-ის გაშვების თარიღი. ეს სასიამოვნო მოვლენა მოხდება  12 აპრილს 10:00 საათზე თბილისის დროით.

მოვლენის ოფიციალური საიტი: http://cs5launch.adobe.com

დამატებითი ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია საიტზე http://cs5.org/.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache