როგორც იქნა კომპანია Apple დათანხმდა განეთავსებინა ნორვეგიული ბრაუზერის მინი ვერსია თავის AppStore-ში

პროგრამა უახლოესი 24 საათის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი ყველა მომხმარებლისათვის თუმცა მისი ტესტირების საშუალება გამოსვლამდეც მომეცა, ამიტომ მინდა შემოგთავაზოთ მოკლე ვიდეო რგოლი სადაც ჩემს iPhone-ზე დემონსტრირებას გავუკეთებ აღნიშნულ ბრაუზერს.

 

imageდღეს გამოვიდა Opera-ს განახლებული ვერსია ნომრით 10.51 Windows პლატფორმისათვის. მიმდინარე რელიზში აღმოიფხვრა უსაფრთხოების ბაგი, რომელიც 10.50 ვერსიაში აღმოაჩინეს თითქმის ახლა ასევე გამოასწორეს შეცდომების უმრავლესობა, რისთვისაც დიდ მადლობას უხდიან მომხმარებლებს, რომლებმაც აქტიურად შეატყობინეს დეველოპერებს შეცდომების შესახებ. ცვლილებათა სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ამის გარდა ოპტიმიზაცია გაუკეთდა Carakan ძრავს, რის შედეგადაც 20%-ით გაიზარდა Javascript-ის დამუშავების სიჩქარე. ასევე ჩასმულია ავტომატური განახლების სისტემა, რომელიც წინა ვერსიებიდან განახლებას ძალიან გაამარტივებს. Opera 10.51-ის გადმოწერა შესაძლებელია მისი ოფიციალური ვებ-საიტიდან. MAC და Linux ვერსიები ცოტა მოგვიანებით გამოვა.
დამატებით ინფორმაციისათვის იხილეთ შემეგი ბმულები:
Opera Desktop blog
Choose Opera

 

Opera Mini на экране iPhone. Фотомонтаж.

კომპანია Opera Software გამოაცხადა რომ, რომ მეორეჯერ იქნება ნაჩვენები ბარაუზერი Opera Mini სმარტფონისთვის  Apple iPhone. დემონსტრაცია შედგება CTIA Wireless–ის გამოფენაზე, რომელიც გაიხსნება 22 მარტს ლას–ვეგასში (შტატი ნევადა, აშშ).

შეგახსენებთ: iPhone-ვერსიის ყველაზე პოპულარული მობილური ვებ–ოპცია დიდი ხანია ცნობილია, თუმცა პრესისთვის პირველად წარდგენილი იყო თებერვლის გამოფენაზე Mobile World Congress 2010.

მაშინ, Opera Software–ის თანამშრომლებმა აკრძალეს «აიფონისთვის» სურათის გადაღება, რომელზეც დაყენებული იყო Opera Mini.

CTIA Wireless 2010–ზე  კომპანია პირდება ჟურანლისტებს, რომ დაშვებული იქნება გადაღბა. მალე ბრაუზერი გამოჩნდება მაღაზიაში App Store.

გამოფენაზე, ასევე წარმოდგენილი იქნება Opera Software–ის პროდუქტები პლათფოერმებისთვის Symbian S60, Windows Mobile 6.5, J2ME და RIM Blackberry.

გამოყენებულია Opera Software–ის მასალები.

 

2 მარტს, სამშაბათს, ოპერამ მისი ინტერნეტ მეგზურის ახალი ვერსიის გამოშვების შესახებ ამცნო მსოფლიოს. საუბარია Opera 10.5 ვერსიაზე, როგორც კომპანიაში იუწყებიან windows – ის ოპერაციული სისტემისათვის ეს არის დღემდე არსებულ ყველაზე სწრაფი ინტერნეტ ბრაუზერი, რომელიც გამოირჩევა დახვეწილი დიზაინითა და პრივატული ბრაუზინგის ფუნქციით. კიბერსივრცეში მისი გამოჩენა დაემთხვა Microsoft-ის მიერ ევროპელი მომხმარებლებისათვის ე.წ. „საარჩევნო ყუთის“ შემოთავაზების იდეას.

„Opera 10.50 უსწრაფესი ბრაუზერია, რომელმაც წარმატებით გაიარა სიჩქარის შესამოწმებელი ყველა ტესტი“ – განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა პროგრამული უზრუნველყოფის საკითხებში ლარს ბოილსენმა. ის იყენებს ახალი  JavaScript -ის  ძრავს Carakan და უახლეს გრაფიკულ ბიბლიოთეკას Vega-ს, რათაც იგი ხდება უსწრაფესი windows – ის პლათფორმისათვის. სხვათაშორის, Google Chrome აცხადებს პრეტენზიას იგივე ტექნოლოგიაზე.

აღსანიშნავია, რომ Opera 10.5 სამშაბათიდან მილიონობით ევროპელი მომხმარებლის ეკრანზე უკვე გამოჩნდა Microsoft – ის მიერ შემოთავაზებული ე.წ. „საარჩევნო ყუთის“ მეშვეობით, ხოლო ამჟამინდელი მონაცემებით მას მსოფლიო ბრაუზერების ბაზრის 1, 78% აქვს ათვისებული, ამ მაჩვენებლით ის მნიშვნელოვნად ჩამორჩება Microsoft-ის ინტერნეტ ექსპლორერს.

პირველი, თვალშისაცემი ცვლილება ბრაუზერში არის მისი განსხვავებული ინტერფეისი და მენიუს ზოლში ჩამატებული ახალი ღილაკები, რამაც ჩაანაცვლა ე.წ. „ტრადიციული ინტერფეისი“. ახალი გვერდის (ჩანართის) გასხნა კი ძალიან წააგავს  Google Chrome -ში ანალოგიური ოპერაციის შესრულებას. მასში ასევე გათვალისწინებულია ინტეგრაცია windows 7 – ის ოპერაციული სისტემის ინტერფეისთან: Aero Glass, Aero Peek, და Jump – თან.

განსხვავებით Google Chrome – სა და Apple Safari – საგან ის მომხმარებლს „პრივატულად“ (ფარულად) მუშაობის საშუალებას აძლევს, „წინდაუხედავი“ ნაბიჯი კი ალბათ ის არის, რომ ეს ვერსია ხელმისაწვდომი არ არის Linux და Macintosh – ის ოპერაციული სისტემითვის, თუმცა ოფოციალურ ვებ-გვერდზე დაყრდნობით სხვა ოპერაციული სისტემიბისათვის ხელმისაწვდომი Opera 10.5 „მალე გამოვა“.

გამომყენებულია: http://www.pcworld.com/ მასალები.

 

httpvhd://www.youtube.com/watch?v=EGB0mZjJyYY

 

ოპერამ გააკეთა პრესისათვის და პარტნიორებისთვის ანონსი მათი Opera Mini ბრაოუზერის წარმოდგენის შესახებს  Mobile World Congress-ზე. ოროგრც ცნობილია Opera-ს Opera Mini და Opera Mobile ბრაუზერები ძალიან პოპულარულია Symbian პლატფორმაზე, ასევე Windows Mobile-სა და Android-ზე. როგორც Safari მასშიც არ არის Adobe Flash-ის მხარდაჭერა. აღსანიშნავია რომ Apple-ის პოლიტიკა არ ითვალისწინებს მისი სტანდარტული ფუნქციონალის დუბლირებას არც ერთ ოფიციალურ პროდუქტში ამიტომაც ამ რელიზს აზრი არ აქვს გარდა მისი გამოქვეყნებისა Cydia-ს ონლაინ მაღაზიაში.

© 2011 HI-TECH Suffusion theme by Sayontan Sinha

Social Widgets powered by AB-WebLog.com.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache