May 242011
 

Microsoft–ის გენერალური დირექტორი, სტივ ბალმერი (2004 წლის მარტი; Nancy Kaszerman / ZUMA / Corbis–ის ფოტო).

კომპანია Microsoft–ის გენერალურმა დირექტორმა, სტივ ბალმერმა, ტოკიოში (იაპონია), პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელთა ფორუმზე, Windows–ის შემდეგი ვერსიის გამოსვლის საორიენტაციო თარიღი დაასახელა.

დამუშავების პროცესში მყოფ პროგრამულ პლატფორმას ბალმერმა Windows 8 უწოდა და დასძინა, რომ ის ოფტიმიზირებულია არა მხოლოდ კლავიატურიან მოწყობილობებთან სამუშაოდ, არამედ — პლანშეტურ კომპიუტერებთანაც. ამასთან «მაიკროსოფტის» გენერალურმა დირექტორმა დაადასტურა ადრე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Windows 8–ის ანონსი მომავალ წელს შედგება.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ Microsoft პლანშეტური კომპიუტერების OS-ის ინტერფეისს მომავალ კვირას წარმოადგენს. ჭორის თანახმად, პრეზენტაციას Windows–ის დამუშავების მთავარი სპეციალისტი, სტივენ სინოფსკი უხელმძღვანელებს, ეს ყველაფერი კი D: All Things Digital–ის კონფერენციაზე მოხდება.

როგორც მოსალოდნელია, Windows 8–ის ბეტა–ვერსია მიმდინარე წლის მესამე–მეოთხედში გამოვა.

წყარო: Microsoft

May 222011
 

Windows 8–ის, სხვადასხვა ტიპის, ექსპერიმენტალური ინტერფეისი.

ალბათ ძალიან ბევრს აინტერესებს, თუ როგორი იქნება Microsoft–ის ახალი ოპერაციული სისტემა. მიუხედავად იმისა, რომ ამ OS-ზე ოფიციალური ინფორმაცია პრაქტიკულად არ არსებობს, სხვადასხვა ინტერნეტ–რესურსებიდან თავი მოვუყარე რამდენიმე დეტალს, რომელიც Windows 8-ს ეხება. მოკლედ: ვებ–წყაროებმა, უკვე, დაიწყეს ინფორმაციის გავრცელება დამუშავების პროცესში მყოფ ოპერაციული სისტემის განსაკუთრებულობებზე.

როგორც იუწყებიან, Windows 8–ში ინტეგრირებული იქნება დოკუმენტების PDF ფორმატში დათვალიერების საშუალება, ასევე Windows Live–ის ონლაინ სერვისები და გამოჩნდება ინფორმაციის სარეზერვო კოპირების ინსტრუმენტი History Vault.

აღნიშნავენ, რომ Windows 8 მიიღებს კომპიუტერის ძილის რეჟიმში გადაყვანის გაუმჯობესებულ ფუნქციას, რომლის აქტივაციას, მხოლოდ, რამდენიმე წამი დასჭირდება.

Windows 8 გახდება Microsoft–ის პირველი OS პერსონალური კომპიუტერებისთვის, რომელსაც ARM–არქიტექტურის х86 პროეცესორების მქონე პლატფორმების მხარდაჭერა ექნება. ასევე, ინტერფეისის რამდენიმე დეტალი Windows Phone 7–დან იქნება «ნასესხები».

ჯერჯერობით სულ ეს არის…

ფინალური ვერსიის რელიზი 2012 წლის მეორე ნახევრისთვის არის დაგეგმილი.

Apr 262011
 

სტივ ბალმერი წარადგენს Windows 7–ს (ნიუ–იორკი, ა.შ.შ, 2009 წლის 22 ოქტომბერი; Timothy A. Clary / AFP / Getty Images–ის ფოტო).

Microsoft–ის განცხადებით, ოპერაციული სისტემა Windows 7 პერსონალური კომპიუტერებისათვის ყველაზე სწრაფად გაყიდვადი პროგრამული პლატფორმა გახდა.

Windows 7–ის დაანონსებიდან (2009 წლის ოქტომბერი) წელიწად ნახევარში 350 მლნ–ზე მეტი ლიცენზია გაიყიდა. შედარებისთვის: იგივე პერიოდში, Microsoft–მა 180 მლნ Windows Vista–ს ლიცენზიის რეალიზება მოახერხა და დაახლოებით 130 მლნ — Windows ХР–ის.

Net Applications–ის შეფასებით, დღეისათვის Windows 7–ის საბაზრო წილი 24,2%–ს შეადგენს. ჯერჯერობით, პოპულარობით ეს OS Windows ХР–ის საგრძნობლად ჩამორჩება, რომელიც მსოფლიო ბაზრის 54,4%–ს ფლობს. რაც შეეხება Windows Vista–ს, მისი წილი 11%–ს არ აღემატება.

საერთო ჯამში, Windows-სისტემების სხვადასხვა ვერსიებზე ბაზრის, დაახლოებით, 90% მოდის. გავრცელებით მეორე PC-პლატფორმა — Apple Mac OS X — მხოლოდ 5,3%–ს ფლობს.

დღეისათვის, Microsoft ამუშავებს ახალ ოპერაციულ სისტემა Windows 8–ს, რომელიც როგორც მოსალოდნელია, Windows 7–ს მომავალი წლის მეორე ნახევარში შეცვლის.

წყარო: Guardian

Feb 082011
 

კომპანია comScore–ის მონაცემებით, გასულ კვარტალში, შეერთებულ შტატებში 63,2 მლნ კომუნიკატორის მფლობელი დაფიქსირდა. ეს მაჩვენებელი 2009 წლის უკანასკნელ კვარტალთან შედარებით 60%–ით მეტია.

ამერიკელებს შორის ყველაზე გავრცელებულ სმარტფონად Research In Motion–ის BlackBerry რჩება, რომლის წილი 31,6%–ს შეადგენს.

Android–კომუნიკატორმა Apple iPhone–ს უკვე გაასწრო პოპულარობით. comScore–ს შეფასებით, გასული წლის ბოლო მეოთხედში «გუგლფონი» ბაზრის 28,7%–ს ფლობდა, ხოლო «აიფონი» — 25%–ს. ანალიტიკოსები, ასევე აღნიშნავენ, რომ OS Android–ის გაყიდვების რაოდენობა განსაკუთრებით დიდი ტემპებით იზრდება.

8,4%–ით მეოთხე ადგილზე Microsoft–ის მობილური ოპერაციული სისტემა გავიდა, ხოლო Palm–ის პლატფორმას მომხმაებელთა 3,7% იყენებს.

წყარო: comScore

Feb 022011
 

კორპორაცია Intel მიმდინარე წელს გეგმავს პლანშეტების გამოშვებას სხვადასხვა პროგრამულ პლატფორმებზე.

«ინტელი» 2011 წლის შუანახევრისკენ, წარმოადგენს პლანშეტებს MeeGo-ს ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ. სავარაუდოდ ეს გაჯეტების დემონსტრირება შედგება Computex 2011-ის გამოფენაზე, რომელიც ჩატარდება ტაივანში ივნისის დასაწყისში.

MeeGo-კომპიუტერების ძირითადი რაოდენობის გამოშვება სავარაუდოდ იგეგმება მესამე კვარტალში. ამ პლანშეტების მფლობელებს აპლიკაციების დაყენება შეეძლებათ ონლაინ სერვისით AppUp Center.

აღსანიშნავია, რომ «ინტელის» გეგმებში შედის პლანშეტური კომპიუტერების გამოშვება Windows 7-ის და Android-ის მართვის ქვეშ. სავარაუდოდ, ყველა მოწყობილობაში გამოყენებული იქნება Atom-ის პროცესორი მცირე ენერგომოხმარებით.

გამოყენებულია Fudzilla-ს მასალები.

Feb 012011
 

კომპანია Canalys–მა 2010 წლის მეოთხე კვარტლის მობილური ოპერაციული სისტემების ბაზრის წილები შეაფასა.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ: Google Android–ის კომუნიკატორებმა გაყიდვების მოცულობით პირველად გაასწრეს Symbian–ის «ყურმილებს». ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით, მთელს მსოფლიოში, 33,3 მლნ «გუგლფონი» გაიყიდა, რაც საერთო ჯამში გაყიდული კომუნიკატორების 32,9%–ს შეადგენს. შედარებისთვის: 2009 წლის ბოლო მეოთხედში 4,7 მლნ Android–სმარტფონის რეალიზება მოხდა, ანუ წლიური გამოთვლებით ზრდამ 615% შეადგინა.

Symbian-მოწყობილობების გაყიდვები მხოლოდ 30%–ით გაიზარდა — 23,9–დან 31,0 მლნ ერთეულამდე. ამ სმარტფონების წილი 44,4–დან 30,6%–მდე შემცირდა.

16,2 მლნ გაყიდული «აიფონით» Apple ინარჩუნებს თავის პოზიციებს ბაზარზე, მისი საბაზრო წილი 0,3%–ით, 16,3–დან 16,0%–მდე შემცირდა. მეოთხე ადგილზე კანადური RIM იმყოფება, რომელმაც 14,6 მლნ BlackBerry–ის რეალიზება მოახერხა, საბაზრო წილი კი 20,0–დან 14,4%–მდე შემცირდა. ხუთეულს კორპორაცია Microsoft ხურავს, რომელიც მიზერულ, 3,1%–ს დასჯერდა.

Canalys–ის ანალიტიკოსები, ასევე აღნიშნავენ რომ კომპანია Nokia, 28%–ით, სმარტფონების მსოფლიოში უმსხვილეს მწარმოებლად რჩება. ხუთეულში შედიან: Apple, RIM, Samsung და HTC შესაბამისად 16, 14, 11 და 8%.

საერთო ჯამში, გასულ კვარტალში 101,2 მლნ სმარტფონი გაიყიდა, რა 2009 წელთან შედარებით 89%–ით მეტა.

წყარო: Canalys

Jan 282011
 

კორპორაცია Microsoft–მა გამოაქვეყნა ინფორმაცია მობილური ოპერაციული სისტემის, Windows Phone 7–ის გაყიდვების მოცულობის შესახებ, რომლის დებიუტი მსოფლიო ბაზარზე 2010 წლის ოქტომბერში შედგა.

კორპორაციის შეფასებით, 2010 წლის მეორე კვარტალში მობილური პლატფორმის 2 მლნ–ზე მეტი ასლი გაიყიდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამავე რაოდენობის მაწყობილობების რეალიზება მოხდა ამ OS-ის მართვის ქვეშ, ანუ Microsoft–ის მიერ დასახელებული ციფრები Windows Phone 7–ის ოპერატორებისა და კომუნიკატორების მწარმოებლების მიერ შესყიდულ რაოდენობას აღნიშნავს.

Microsoft–ში აღნიშნავენ, რომ მომხმარებელთა 93% «აღფრთოვანებულია» Windows Phone 7–ის შესაძლებლობებით. თუმცა დღეისათვის ეს OS გაყიდვების რაოდენობით კონკურენტ მობილურ პლატფორმებს ძალიან ჩამორჩება. მაგალითად, კომპანია Apple–მა, გასულ კვარტალში, 16,2 მლნ iPhone–ის რეალიზება მოახერხა iOS ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ, ხოლო კანადურმა RIM–მა — 14,2 მლნ კომუნიკატორი BlackBerry.

თუმცა უდიდეს წარმატებას OS Android განიცდის. Google–ის შეფასებით, ყოველდღიურად 300 ათასი სმარტფონი აქტიურდება ამ პლატფორმის მართვის ქვეშ.

წყარო: რეიტერი

Aug 192010
 

ოპერაციული სისტემა Ubuntu Linux-ის შემდეგ ვერსიას (ინდექსით 10.10) ექნება” multitouch” ინტერფეისის მხარდაჭერა.

მხარდაჭერა დარეალიზდება სპეციალური ფრეიმვორკით UTouch.

Canonical-ის უფროსის,მარკ შატლუორტის განცხადებით, რომელიც Ubuntu Linux-ის განვითარებითაა დაკავებული,აღნიშნავს, რომ მწარმოებლების საბოლოო მიზანია “შეხების ენის” შექმნა. შატლუორტი ადარებს გარკვეულ ჟესტებს სიტყვებს, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელია ბრძანებებით მთელი “წინადადებების” აწყობაც კი.

Ubuntu 10.10-ის რელიზი დაგეგმილია ოქტომბერში. ცნობილია, რომ მწარმოებლების ძალისხმევა მიმართულია არა მხოლოდ ” multitouch” ინტერფეისის შქმნაზე, არამედ ოპერაციული სისტემის სისწრაფის გაზრდაზე და მის სტაბილურობაზე. ასევე გაუმჯობესდება მომხმარებლის ნტერფეისიც; გაუმჯობესდება სოციალურისკენ ორიენტირებული ონლაინ სერვისებთან ინტეგრაცია.

წყარო:BetaNews.

Aug 072010
 

ABI Research-ის ანალიტიკებს მიაჩნიათ, რომ 2013 წელს სულ რეალიზებული მობილური რელეფონებიდან მეოთხედი სმატრფომი იქნება.

სმარტფონებში ABI Research გულისხმობს მობილურ მოწყობილობებს მაღალი დონის ოპერაციული სისტემების BlackBerry OS-ის, iOS-ის (წინა iPhone OS), Android-ის, webOS-ისა და Symbian-ის მართვის ქვეშ.

გასული წლის მონაცემებით, სულ გაყიდული მობილური აპარატების 16% სმარტფონებზე მოდიოდა. მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი 19%-მდე გაიზარდა, ხოლო 2013 წლისთვის, ანალიტიკებს მიაჩნიათ, რომ ეს რიცხვი გაიზრდება 25%-მდე.

ABI Research-ს მიაჩნია, რომ Symbian ჯერ კიდევ რჩება მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ პლადფორმად: მეორე კვარტალში, მის ბაზაზე, შეიქმნა 25,8 მლნ სმარტფონი. მეორეზეა Google Android, რომლის მართვის ქვეშ რეალიზებულია 11,3 მლნ კომუნიკატორი. შემდეგ მოდის BlackBerry OS — 11,2 მლნ.

Android-ის პოპულარობის სწრაფ ზრდაზე, ასევე, აღნიშნავს კომპანია Canalys: ამ ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე აპარატების მოთხოვნა, მსოფლიო მაშტაბით, ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა 886%-ით.

წყარო PC World.

Jul 192010
 

როგორც ჩანს, შესამჩნევად შეიცვალა სამუშაო მაგიდა. ეკრანის ზედა მხარეზე გამოჩნდა სტატუსის ხაზი, ხოლო ქვემოთ განლაგებულია სწრაფი წვდომის მენიუ ხშირად გამოყენებადი ფუნქციებისა და ელემენტებისთვის. ინტერფეისი გადამუშავებულია და ადაპტირებულია სპეციალურად სენსორული მოწყობილობებისათვის და სამუშაო მაგიდის ნებისმიერ ადგილას დაჭერისას გამოჩნდება ფანჯარა პარამეტრებით.

სავარაუდოდ Symbian 4 გამოვა ამ წლის ბოლოსთვის ან 2011 წლის დასაწყისში. ის აუცილებლად იქნება გამოყენებული Nokia-ში, მაგრამ ასევე ცნობილია რომ მას გამოიყენებს Samsung, Sony Ericsson და სხვა მწარმოებლები.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache