კორპორაცია Oracle-მ  სასამარლოში უჩივლა Google-ს და დაადანაშაულა მისი ტექნოლოგიების არალიცენზირებულ გამოყენებაში. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, Oracle თვლის, რომ Android მობილურ ოპერაციულ სისტემაში უკანონოდ არის გამოყენებული Java ტექნოლოგიები, რემლებზეც პატენტები Oracle-მ მიიღო Sun Microsystems-ის შეძენის შემდგ.

როგორც ცნობილია Sun ის შეძენა Oracle-ს 5,6 მილიარდი დოლარი დაუჯდა, ამასთანავე ევროპის ანტიმონოპოლიურმა ორგანოებმა საკმაოდ გააჭიანურეს ამ გარიგების კანონიერად ცნობა.

Java პლატფორმა, Oracle-ის ყველაზე ფასეულ შენაძენად ითვლება – რაზეც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ლარი ელისონიც საუბროდა და იგივე იქნა დაფიქსირებული საჩივარშიც.

მასში ნათქვამია, რომ Android-ი არის Java-ს პირდაპირი კონკურენტი მობილური ოპერაციული სისტემების ბაზარზე და რომ Android-ი იყენებს Javas და მასზე დაფუძნებულ ტექნოლოგიებს შესაბამისი ლიცენზიების გარეშე.

Java არსი პროპრიეტარული პლატფორმა რომელიც გასული საუკუნი 90-იან წლებში შექმნა Sun Microsystems-მა. 2006-2007 წლებში მისი ბევრი კომპონენტი (ფაქტიურად უმთავრესი ნაწილი)  გადაიყვანეს GNU ლიცენზიაზე, რომელიც თავისუფალ ღია წვდომას უზრუნველყოფს ტექნოლოგიებზე. ამასთანავე Sun-მა შეინარჩუნა შემდგომ განვითარებაზე კონტროლი და ამისათვის შექმნა Java Community Process – პროგრამა.

2007 წელს Google-მა გამოაცხადა ღია პლატფორმის: Android-ის ანონსი, რაც Sun-ის ხელმძღვანელობას არ მოეწონა: Java-ს ის რეალიზაცია რომელიც წარმოადგინა Google-მა დიდად განსხვავდებოდა Java Standards Group-ის რეკომენდაციებისაგან. რომ დავაკონკრეტოთ საუბარის Java-ს ვირტუალურ მანქანაზე რომელიც Google-მა თავისებურად შეცვალა. Google-მა ასევე უარი თქვა Java Community Process-ის ნორმებზეც.

თქვენთვის რა თქმა უნდა ახალი არ არის ის ფაქტი, რომ Android-მა განახორციელა გიგანტური ნახტომი, მისი წილი ბაზარზე უკვე 17,2% შეადგენს, რითაც ის მესამე ადგილზეა Symbian-ისა და RIM-ის შემდეგ. მას ყავს მსხვილი პარტნიორები, როგორიცაა Motorola და HTC, რომლებიც აქტიურად აწარმოებენ მობილურ მოწყობილობებს Android-ის ბაზაზე, უკვე მეზადება Lenovo და DELL. და აი გამოიღვიძა Oracle-მა და გაახსენდა, რომ სიტყვა მასაც ეკუთვნის :-)

საჩივარში აღნიშნულია – “Google-ს ჰქონდა შესწავლილი Sun-ის პატენტების პორტფელი, მათ შორის საჩივარში ჩამოთვლილი ტექნოლოგიებიც, მას შემდეგ რაც დაახლოებით 5-6 წლის წინ სამსახურში აიყვანა Sun-ის ზოგიერთი დეველოპერი” რა თქმა უნდა მხედველობაშია Google-ის აღმასრულებელი დირექტორი ერიკ შმიდტი, უფროსი ვიცე-პრეზიდენტი ურს ჰელცლი. შმიდტი მართლა ხელმძღვანელობდა Java-ს დეველოპერების ჯგუფს Sun-ში და მერე გადავიდა Novell-ის აღმასრულებელ დირექტორად სანამ საბოლოოდ Google-ში დაიკავებდა იგივე პოსტს 2001 წელს. ურს ჰელცლი ასევე ღებულობდა მონაწილეობას Java-ს შექმნაში.

Oracle ითხოვს ზარალის ანაზღაურებას (თანხის მითითების გარეშე) და ასევე ყველა ინ ფორგრამული უზრუნველყოფის სრულ განადგურებას რომელიც Oracle-ს ეკუთვნის.

საჩივრის ტექსტი (ორიგინალი)

Oracle’s complaint against Google for Java patent infringement

 

წარმოუდგენლად ჩუმად შედგა virtualbox-ის ახალი ვერსიის რელიზი, რომელშიც პირველად განახორციელეს MacOSX-ის ვირტუალურ მანქანაში გაშვების ფუნქცია ოფიციალურად, ორიგინალური დისკიდან და არა ჰაკინტოშით.

MacOS- ის ლიცენზიური შეთანხმება ითვალისწინებს ორ შეზღუდვას:

  1. ვირტუალურ მანქანაში შეიძლება მხოლოდ MacOS X Server-ის გაშვება. ამავდროულად ფიზიკურად შეიძლება ჩვეულებრივი ვერსიის დაყენებაც მაგრამ ლიცენზიის დარღვევით.
  2. MacOS X Server ვირტუალური მანქანის გაშვება შეიძლება მხოლოდ Apple-ის აპარატურაზე. თუმცა აქაც შეიძლება ნებისმიერ მანქანაზე გავუშვათ (მაგრამ თუ პროცესორი არ არის იმ სიაში რომელსაც მხარს უჭერს Apple, მაგ Pentium D, AMD ან i3 – საჭირო გახდება ბირთვის შეცვლა) მაგრამ ამითაც დაირღვევა ლიცენზიური შეთანხმება.

მიმდინარე მომენტში მხარდაჭერა ექსპერიმენტულია. კერძოდ, Oracle, ჯერ ჯერობით არ აწარმოებს guest additions პაკეტს, რომელიც არის დრაივერების პაკეტი ვირტუალური მანქანის მხარდაჭერისათვის და აპარატული რესურსების სწორად გამოყენებისათვის. Guest Additions-ის გარეშე დაყენებული Mac OS X განიცდის პრობლემებს გარჩევადობის გადართვისას, არ არის ქსელი და ხმა (ქსელი შესაძლოა ზოგან ამუშავდეს) დეველოპერები გვპირდებიან, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე გვექნება.

© 2011 HI-TECH Suffusion theme by Sayontan Sinha

Social Widgets powered by AB-WebLog.com.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache