კომპანია Acer-მა IFA 2011-ის გამოფენაზე, რომელიც მიმდინარეობს ბერლინში (გერმანია), წარმოადგინა «გუგლფონი» Liquid mini Ferrari Edition.

ეს არის, Acer-ის და იტალიური ფერარის მწარმოებლის მორიგი თანამშრომლობა. კომუნიკატორის მეხსიერებაში ჩაწერილია ფოტოები, მელოდიები და სხვა კონტენტები, რომლებიც ეძღვნება «ფერარის» (მათ შორის ამ მანქანების ძრავის ხმებიც).კომპლექტში შედის ექსკლუზირი Bluetooth-გარნიტურა Ferrari-ის დიზაინით.

დააანონსებული სმარტფონი, შესრულებულია მონობლოკის ტიპის კორპუსში. სიახლეს გააჩნია 600-მეგაჰერციანი პროცესორი და 3,2-დუიმიანი სენსორული დისპლეი გარჩევადობით 320×480 წერტილი. ოპერატიული და ჩაშენებული ფლეშ-მეხსიერება შეადგენს 512 მბ-ს; ასევე შესაძლებელია MicroSD-ბარათის დაყენებაც მოცულობით 8 გბ.

Liquid mini Ferrari Edition აღჭურვილია 5-მეგაპიქსელიანი კამერით, რომელსაც შეუძლია ვიდეოს ჩაწერა 480p ფორმატში. აპარატის წონა შეადგენს 105 გ-ს; ოპერაციული სისტემა — Android 2.3 (Gingerbread).

როდის დაიწყება სიახლის გაყიდვები და რა იქნება მისი ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.

გამოყენებულია Acer-ის მასალები.

 

კომპანია Acer-მა IFA 2011-ის გამოფენაზე (ბერლინი, გერმანია) წარმოადგინა ულტრაბუქი Aspire S3, რომელიც აღჭურვილია 13,3-დიუმიანი დისპლეით.

კომპიუტერი არის Intel Sandy Bridge-ის აპარატულ პლატფორმაზე მეორე თაობის Core პროცესორით. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 4 გბ-ს; გრაფიკის დამუშავებას უზრუნველყოფს ინტეგრირებული ვიდეობირთვი Intel HD 3000. მონაცემების შენახვის ქვესისტემა შედგება მყარი დისკისგან მოცულობით 320 ან 500 გბ; ასევე შესაძლებელია SSD-ს დაყენება მოცულობით 240 გბ.

ეკრანის გარჩევადობა — 1366×768 პიქსელი. კომპიუტერს გააჩნია უკაბელო კავშირის Wi-Fi და Bluetooth 4.0 ადაპტერები; აკუმულატორული ელემენტის ერთხელ დამუხტვის შემთხვევაში, ავტონომიურად მუშაობის ხანგძლივობა აღწევს შვიდ საათამდე. მწარმოებელი აღნიშნავს, რომ ლეპტოპს «ძილის» რეჟიმიდან გამოსასვლელადს სჭირდება ნახევარი წამი. მოწყობილობის სისქე — 13 მმ.

ულტრაბუქის Aspire S3-ის გაყიდვები დაიწყება სექტემბრიდან; ღირებულება — 800-დან 1 200 ევრომდე კონფიგურაციის მიხედვით.

გამოყენებულია Acer-ის მასალები.

 

კომპანია Acer-მა წარმოადგინა, «ყველაფერი ერთში» კლასის სამაგიდო კომპიუტერები, Aspire Z5801 და Z3801,  24- და 21,5-დიუმიანი დისპლეებით შესაბამისად.

მონობლოკები შესრულებულია Intel Sandy Bridge პლატფორმაზე, რომელიც მოიცავს მეორე თაობის Core პროცეოსრს. ოპერატიული მეხსიერების მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 8 გბ-ს; მყარი დისკის მოცულობა — 2 ტბ-მდე. შესაძლებელია DVD-რექორდერის ან ოპტიკური  Blu-ray-მიმღების დაყენება.

ორივე შემთხევაში, ეკრანების გარჩევადობა არის 1920×1080 პიქსელი (ფორმატი Full HD); გრაფიკის დამუშავებას უზრუნველყოფს, Intel-ის ინტეგრირებული ვიდეობირთვი (ასარჩევად შემოთავაზებულია დისკრეტული ვიდეობარათი nVidia GeForce).

დესკტოპებს გააჩნიათ, ქარდრიდერი, ქსელური კონტროლერები Gigabit Ethernet და Wi-Fi (802.11b/g/n), სატელევიზიო ტუნერი (არა ყველა მოდიფიკაციას), 5-ვატიანი სტერეოფონური დინამიკები, ვებ-კამერა, HDMI კონექტორი და ორი  USB 3.0 პორტი.

ოპერაციული სისტემა — Windows 7 Home Premium.  Aspire Z5801-ის და Z38011-ის ღირებულება არის  1 000 და 800 ევროდან შესაბამისად.

გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

 

Acer-ის პრეზიდენტი ჯიმ ვონგი ( jim wong)

ვებ-წყაროებზე დაყრდნობით,  კომპანია Acer-მა, წლის მეორე ნახევარში შესაძლოა წარმოადგინოს ახალი პლანშეტური კომპიუტერი 10-დიუმიანი დიაგონალით.

პლანშეტი შესრულებული იქნება, «სლაიდერის» ფორმფაქტორზე გამოსაწევი კლავიატურით. აპარატული ფუძე — პროცესორი ARM არქიტექტურით, ხოლო პროგრამული პლატფორმა — Android-ის ოპერაციული სისტემა. გაჯეტის სხვა ტექნიკური მახასიათებლები ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია, მხოლოდ მისი მწარმოებელი Compal Electronics, ხოლო ანონსი სავარაუდოდ შედგება დეკემბრის მიწურულს.

მიმდინარე წელს, Acer-ს დაგეგმილი ჰქონდა 5-დან 7-მდე პლანშეტური კომპიუტერის გამოშვება, მაგრამ მცირე მოთხოვნის გამო პროგნოზი არ გამრთლდა და მოუწიათ 2,5–3,0-მდე შემცირება.

გამოყენებულია DigiTimes-ის მასალები.

 

ამ კვირაში სან-ფრანცისკოში (კალიფორნია, აშშ) ჩატარებულ Google I/O 2011-ის კონფერენციაზე,  კომპანია Google-მა, წარმოადგინა პირველი სერიული ნოუთბუქები,  Chrome OS-ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ.

«ქრომბუქი» (Chromebook) პირველ რიგში გათვლილია ვებ-აპლიკაციაებისთვის და ონლაინ სერვისებისთვის. Google ხაზს უსვამს, რომ ლეპტოპების ჩატვირთვა გრძელდება სულ რაღაც 8 წამი. სიახლეებს, ინტერნეტის უკაბელო კავშირისთვის, აქვთ Wi-Fi და 3G მოდულები. ასევე აქვთ თანამედროვე ვებ-სტანდარტების და Adobe Flash-ის მხარდაჭერა.

პირველი «ქრომბუქები» იქნებიან Samsung Series 5 Chromebook და Acer Chromebook-ის ლეპტოპები, რომლებიც გაყიდვაში გამოვა 15 ივნისს აშშ-ში, დიდბრიტანეთში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში, იტალიაში და ესპანეთში. (სხვა ქვეყნებში მათი მიწოდება დაიწყება შედარებით მოგვიანებით.)

Samsung-ის მინი-ნოუთბუქი აღჭურვილია 12,1 დიუმიანი დისპლეით, რომლის გარჩევადობა არის 1280×800 წერტილი, მას ექნება ორბირთვიანი პროცესორი Atom N550 (1,5 გჰც) ან N570 (1,66 გჰც) , ქარდრიდერი «4-1-ში», ვებ-კამერა, Wi-Fi კონტროლერი, 3G-მოდემი (არჩევით), ორი USB 2.0 პორტი და D-Sub ბუდე. მინი-ნოუთბუქის ავტომატური მუშაობის დრო აღწევს 8,5 საათს. მისი წონა — 1,48 კგ. Series 5 Chromebook-ის Wi-Fi-ვერსიის ღირებულა – $429, ხოლო მოდიფიკაცია 3G მოდულით — $500.

Acer «ქრომბუქს» აქვს ანალოგიური მახასიათებლები, მაგრამ აღჭურვილია 11,6-დიუმიანი ეკრანით და HDMI ციფრული ინტერფეისით. ნოუთბუქი იწონის 1,34 კგ-ს და ავტომატური მუშაობის დრო შეადგენს 6 საათს. მისი ღირებულება იწყება $350-დან.

ბიზნეს მომხმარებლებს და საგანმანათლებლო ინსტიტუტებს «ქრომბუქების» შეძენა შეეძლებათ გამოწერით. დამკვეთები, კომპიუტერის გამოყენებისთვის და თანმხლები ონლაინ სერვისების წვდომისათვის, ყოველთვიურად გადაიხდიან $20–28, ხოლო მიმწოდებლები უზრუნველყოფენ «ჰარდვეარის» კომპონენტის უფასო« აფგრეიდს» და გაფუჭებული ნაწილის გამოცვლას.

გამოყენებულია Google-ის მასალები.

 

კომპანია Packard Bell, რომელიც ეკუთვნის Acer-ს, მაისში დაიწყებს თავისი პირველი პლანშეტური კომპიუტერების გაყიდვას.

მოწყობილობა Liberty Tab, რომელიც არის Acer Iconia Tab A500-ის ანალოგი, შესრულებულია nVidia Tegra-ს მეორე თაობის აპარატულ პლატფორმაზე, რომელიც აღჭურვილია ორბირთვიანი ARM-პროცესორით ტაქტური სიხშირე 1 გჰც. სენსორულ დისპლეის აქვს 10,1-დიუმიანი დიაგონალი, ხოლო წერტილოვანი გარჩევადობა შეადგენს 1280×800.

Liberty Tab-ის არსენალში შედის: ორი კამერა (2-მეგაპიქსელიანი პანელის წინა კორპუსზე და 5-მეგაპიქსელიანი უკან), GPS, მიმღები, Wi-Fi, Bluetooth 2.1, სტერეოფონური დინამიკები, 3G მოდული, MicroSD სლოტი USB პორტი და ასევე HDMI იტნერფეისი.

ოპერატიული და ჩაშენებული ფლეშ-მეხსიერების მოცულობა არ სახელდება. პლანშეტი ფუნქციონირებს Android 3.0 (Honeycomb) ვერსიის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ.

ინფორმაცია Liberty Tab-ის ღირებულების შესახებ, ჯერჯერობით უნცობია.

გამოყნებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

 
ტაივანური კომპანიები უკვე სერიოზულად  ცდილობენ დაიკავონ Honeycomb პლანშეტების ბაზრის ქვედა ნიშა. მას შემდეგ რაც ASUS-მა წარმოადგინა 10 დიუმიანი Eee Pad Transformer არ დააყოვნა Arcer-მა და ბაზარზე გამოუშვა  £300 ($483) ფასით 7 დიუმიანი პლანშეტი Iconia Tab. მას აქვს Tegra 2 აპარატული პლატფორმა და Android 3.0 რა თქმა უნდა 512 მეგაბაიტი ოპ. მეხსიერებით და 8 გიგაბაიტი შიდა მეხსიერებით.  როგორც ამაზონზეა მითითებული, პლანშეტი გაერთიანებულ სამეფოს ტერიტორიაზე გაყიდვაში 20 აპრილს შემოვა,  ხოლო მთელს მსოფლიოში მისი გაყიდვა იმედია ძალიან არ დააგვიანებს :-)

წყარო: Engadget.com

 

კომპანია DisplaySearch–მა 2010 წლის მეოთხე კვარტლის პორტატული კომპიუტერების ბაზრის მოცულობა შეაფასა.

ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით, მთელს მოფლიოში, დაახლოებით, 59,6 მლნ მობილური PC გაიყიდა, რაც კვარტალური გამოთვლებით 8%–ით მეტია, ხოლო წლიური გამოთვლებით — 17%–ით.

ლიდერის პოზიციას, 17,2 %–ითა და 10,2 მლნ გაყიდული მოწყობილობით, Apple არავის უთმობს. თუ არ ჩავთვლით პლანშეტ iPad–ს, რომლის გაყიდვების მოცულობამ, წინა კვარტალში, 7,33 მლნ ერთეულს მიაღწია, სტივ ჯობსის კომპანია რეიტინგში მხოლოდ მეშვიდე ადგილზე იქნება.

მეორეზეა Hewllett-Packard, რომელმაც 9,3 მლნ პორტატული კომპიუტერის რეალიზება შეძლო, რაც ბაზრის 15,6%–ს შეესაბამება. 14%–ით სამეულს ხურავს Acer: სამი თვის განმავლობაში მან 8,4 მლნ მოწყობილობა გაყიდა.

შემდეგ მოდიან Dell და Toshiba შესაბამისად 9,9 (5,6 მლნ გაყიდული პორტატული კომპიუტერი) და 8,6% (5,1 მლნ).

წყარო: DisplaySearch

 

Acer–ის დესკტოპ–მომობლოკების ხაზი კიდევ ერთი მოდელით, Aspire Z5761–ით შეივსო, რომელსაც გააჩნია 23–დიუმიანი სენსორული «მულტითაჩ»–დისპლეი. სიახლის ეკრანის გაფართოება — 1920×1080 პიკსელი (Full HD).

მოდელი აღჭურვილია Intel Core–ს მეორე თაობის პროცესორით; გრაფიკულ ადაფტერზე ინფორმაციას მწამოებელი ჯერჯერობით არ აქვეყნებს, თუმცა სავარაუდოდ ის «ძალიან მძლავრი» იქნება. DDR3–ის მოცულობა მაქსიმალურ კონფიგურაციაზე 8 გბ–ს შეადგენს, ვინჩესტერის ტევადობა — 1,5 ტბ–ს.

კომპიუტერს ასევე გააჩნია DVD დისკების ოფტიკური მიმღები, 5–ვატიანი სტერეოსისტემა Dolby Home Theater v4 ტექნოლოგიის მხარდაჭერით, მულტიფორმატული ქარდრიდერი, 8 USB-პორტი, Wi-Fi (IEEE 802.11b/g/n) და Bluetooth 2.1 ადაფტერი, ქსელური ბარათი და «მაღალი გარჩევადობის» ვებ–კამერა. მყიდველს, ასევე შეუძლია Blu-ray ჩამწერისა და TV-ტუნერის შეკვეთა.

სიახლის კომპლექტაციაში შედის: ოპერაციული სისტემა Windows 7 Home Premium, Acer TouchPortal–ის პროგრამული პაკეტის დამატება, რომელიც სენსორული დისპლეის დახმარებით კომპიუტერთან მუშაობის გასამარტივებლად შეიქმნა.

ინფორმაცია Acer Aspire Z5761–ის ღირებულების შესახებ ჯერჯერობით უცნობია.

გამოყენებულია Acer-ის მასალები

 

Acer-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირქტორი ჯანფრანკო ლანჩი (Gianfranco Lanci)

კომპანია Acer-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ჯანფრანკო ლანჩიმ (Gianfranco Lanci) განაცხადა, რომ პლანშეტური კომპიუტერების ანონსი შედგება შემდეგ თვეში.

პრეზენტაცია შედგება 23 ნოემბერს, რომელიც ჩატარდება ნიუ-იორკში (აშშ). გაჯეტის ღირებულება იქნება 300-დან 700 დოლარამდე მოდიფიკაციის შესაბამისად.

გენერალურ დირექტორს ჯანფრანკო ლანჩის მოწყობილობების მახასიათებლებზე არ უსაუბრია. თუმცა ინტერნეტ წყაროებზე დაყრდნობით Acer-ის პლანშეტურ კომპიუტერებს ექნებათ პროცესორები ARM-ის არქიტექტურით, ასევე 7 და 10 დიუმიანი სენსორული დისპლეი, ხოლო პროგრამულ პლატფორმად გამოყენებული იქნება Google Android-ის ოპერაციული სისტემა.

ანალიტიკოსების შეფასებით, მიმდინარე წელს მთელი მსოფლიოს მაშტაბით გაყიდული იქნება 19,5 მლნ-მდე პლანშეტური კომპიუტერი. 2011 წელს ეს რიცხვი გაიზრდება 55 მლნ-მდე, ხოლო 2014 წლისთვის მაჩვენებელი აიწევს 200 მლნ-მდე.

გამოყენებულია Wall Street Journal-ის მასალები.


© 2011 HI-TECH Suffusion theme by Sayontan Sinha

Social Widgets powered by AB-WebLog.com.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache