Jul 162011
 

კომპანია Lenovo-მ დაიწყო პორტატული კომპიუტერის IdeaPad Z575-ის გაყიდვები 15,6-დიუმიანი დისპლეით.

სიახლის ფუძე — პლატფორმა AMD Llano: მყიდველებისთვის გათვალისწინებულია ნოუთბუქის მოდელები ჰიბრიდული 32-ნანომეტრიანი პროცესორით E2-3000M ( ორი ბირთვი; 2,4 გჰც), A4-3300M (ორი ბირთვი; 2,5 გჰც) ან A6-3400M (ოთხი ბირთვი; 2,3 გჰც). ყოველ ჩიპს გააჩნია, გრაფიკული კონტროლერი DirectX 11-ის პროგრამული ინტერფეისის მხარდაჭერით.

ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 2 ან 4 გბ-ს; მყარი დისკის მოცულობა  — 320, 500 ან 750 გბ. კომპიუტერს, ასევე გააჩნია, DVD-რექორდერი, 0,3-მეგაპიქსელიანი ვებ-კამერა, ქარდრიდერი «5 1-ში» და ასევე Wi-Fi (802.11b/g/n) და Bluetooth კონტროლერები.

ეკრანის გარჩევადობა — 1366×768 წერტილი; HDMI ინტერფეისის საშუალებით, შესაძლებელია გამოსახულების გადაცემა გარე მონიტორზე ან ტელევიზორზე. ლეპტოპის წონა — 2,6 კგ.

IdeaPad Z575 შემოთავაზებულია 530 დოლარიდან (64-ბიტიანი ოპერაციული სისტემით Windows 7 Home Premium).

გამოყენებულია Lenovo-ს მასალები.

Jul 112011
 

კომპანია Pioneer Computers Australia-მ დაიწყო შეკვეთების მიღება, პორტატულ კომპიუტერ  DreamBook Power W27-0B-ზე 17,3-დიუმიანი დისპლეით.

სიახლის აპარატული ფუძე — AMD Brazos-ის პლატფორმა: საბაზისო კონფიგურაციაში, ნოუთბუქი აღჭურვილია ჰიბრიდული პროცესორით E-350 Zacate, რომელსაც აქვს ორი გამომთვლელი ბირთვი ტაქტური სიხშირით 1,6 გჰც და გრაფიკული კონტროლერი Radeon HD 6310 DirectX 11-ის მხარდაჭერით. ასევე შესაძლებელია, 1-გიგაჰერციანი ჩიპის C-50-ის შეკვეთა.

ოპერატიული მეხსიერების მაქსიმალური მოცულობა  — 8 გბ. კომპიუტერს გააჩნია, მეხსიერება მოცულობით 1 ტბ(ან SSD 256 გბ), ოპტიკური მიმღები (DVD ან Blu-ray), ქარდრიდერი «9 1-ში», 1,3-მეგაპიქსელიანი ვებ-კამერა, ქსელური ადაპტერი  Gigabit Ethernet და  Wi-Fi. ეკრანის გარჩევადობა — 1600×900 ან 1920×1080 წერტილი.

DreamBook Power W27-0B-ს აქვს, სამი USB 2.0 პორტი,  D-Sub და HDMI ინტერფეისი. აკუმულატორის ერთხელ დამუხტვის შემთხევაში, ავტომატრუ მუშაობის დრო აღწევს  5–6 საათმდე. ნოუთბუქის ზომები — 413×270×14–41 მმ, წონა— 2,9 კგ.

ნოუთბუქის ღირებულებაა 600 დოლარი.

გამოყენებულია Pioneer Computers Australia-ს მასალები.

Feb 022011
 

Jon Peddie Research-ის ანალიტიკოსებმა 2010 წელს გარფიკული პროცესორების მსოფლიო ბაზარზე ძალების გადანაწილება შეაფასეს.

მეოთხე კვარტალში, პლანეტას 113 მლნ ინტეგრირებული და დისკრეტული ვიდეოადაფტერი მიეწოდა. 2009 წლის ბოლო მეოთხედთან შედარებით ზრდამ 7,8% შეადგინა, ხოლო წლიური გამოთვლებით — მხოლოდ 4,3 %, სულ 432,2 მლნ ერთეული. შედარებისთვის: 2009 წელს, 2008 წელთან შედარებით, ბაზრის მოცულობა 11%–ით გაიზარდა.

გარფიკული პროცესორების ბაზარზე, 52,5%–ით, Intel უმსხვილეს მოთამაშედ რჩება. 2009 წლის მეოთხე მეოთხედთან შედარებით კომპანიამ 1,4% ზრდა უჩვენა, თუმცა კვარტალური გამოთვლებით, კორპორაციის წილები შემცირდა: სექტემბრის ბოლოს Intel ბაზრის 55,2%–ს ფლობდა.

AMD–მ, 24,2%–ით, როგორც წლიური ასევე კვარტალური გამოთვლებით, გაიმყარა პოზიციები ბაზარზე. 2009 წლის უკანასკნელ მეოთხედში კომპანია 21,7%–ს აკონტროლებდა, 2010 წლის მესამე კვარტალში — 23,0%–ს.

უმსხვილესი მიმწოდებლების სამეულს, 22,5%–ით nVidia ხურავს. ერთი წლით ადრე ეს კომპანია 26,5%–ს აკონტროლებდა, 2010 წლის მესამე მეოთხედში — 21,0%–ს.

ექსპერტების აზრით, გრაფიკული პროცესორების გაყიდვების ზრდის სუსტი დინამიკა პერსონალური კომპიუტერების მოთხოვნების შემცირებამ გამოიწვია. მათი აზრით, მომხმარებელთა ნაწილის ყურადღება პლანშეტურ კომპიუტერებზეა გადართული.

წყარო: Jon Peddie Research

Jan 222011
 

Intel-ის შემდეგ, მიკროპროცესორების წარმოების მოცულობით რიგით მეორე კომპანიმ, AMD-მ 2010 წლის მეოთხე კვარტალი წარმატებით დაასრულა.

ოქტომბრიდან დეკემბრამდე AMD-მ $1,65 მლრდ გამოიმუშავა — იმდენივე რამდენიც ერთი წლის წინ. სუფთა მოგებამ $357 მლნ შეადგინა, ანუ 50 ცენტი აქციაზე. შედარებისთვის: 2010 წლის მესამე მეოთხედში კომპანიამ $118 მლნ დაკარგა. ამასთან, 2009 წლის უკანასკნელ კვარტალში მოგება გაცილებით მეტი იყო — $1,18 მლრდ ($1,52 ერთი ფასიანი ქაღალდი).

2010 წელს კომპანიამ, სულ, $6,49 მლრდ-ის შემოსავალი მიიღო, რაც 20%-ით მეტია 2009 წლის რეზულტატთან შედარებით ($5,40 მლრდ). სუფთა მოგება $304 მლნ-დან (45 ცენტი ერთი ფასიანი ქაღალდი) $471 მლნ-მდე (64 ცენტი) გაიზარდა.

წყარო: AMD

Sep 182010
 

Intel-ის აღმასრულებელი დირექტორი პოლ ოტელინი IDF-ის საშემოდგომო ფორუმზე.

კომპანია iSuppli-მ შეაფასა კომპიუტერული მიკროპროცესორების მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებლების საბაზრო წილები მიმდინარე წლის მეორე მეოთხედში.

iSuppli-ის მონაცემების მიხედვით, გასულ კვარტალში კომპანია Intel აკონტროლებდა ბაზრის 80,4%-ს. შედარებისათვის: მიმდინარე წლის პირველ მეოთხედში მისი წილი იყო 80,3%. წლიური გამოთვლით კომპანიის დანაკარგმა შეადგინა 0,3%: 2009 წლის მოერე კვარტალში ფლობდა ბაზრის 80,7%-ს.

AMD-ს პოზიციები შესუსტდა მიმდინარე წლის მოერე კვარტალში: თუ პირველ მეოთხედში ის აკონტროლებდა ბაზრის 11,7%-ს, ეს მაჩვენებელი ჩამოვიდა 11,5%-მდე. წლიური გამოთვლით მიკროპროცესორების უმსხვილესი მწარმოებლის პოზიციები პრაქტიკულად არ შეცვლილა.

რაც შეეხება სხვა მიმწოდებლებს, iSuppli-ის შეფასებით, მეორე კვარტალში აკონტროლებდნენ ბაზრის 8,1%-ს. წლის დასაწყისში ეს მაჩვენებელი შეადგენდა 8,0%-ს, ხოლო 2009 წლის მეორე მეოთხედში — 7,8%-ს.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კომპიუტერული ბაზარი განიცდის ზრდას. მსოფლიო მაშტაბით რეალიზებული მიკროპროცესორების საერთო შემოსავალი გაიზარდა 34%-ით, ხოლო კომპუტერების მიწოდება გაიზარდა თითქმის 23%-ით.

წყარო iSuppli.

Aug 192010
 

х86-ის არქიტექტურის მიკროპროცესორების წარმოების სტატისტიკა.

კომპანია IDC-მა გამოაქვეყნა მსოფლიო ბაზარზე х86-ის არქიტექტურის მიკროპროცესორების წარმოების მეორე კვარტლის სტატისტიკა.

ჩიპების მიწოდების წლიური მაჩვენებელი გაიზარდა 30,8%-ით. უმსხვილეს მიმწოდებლებად რჩებიან AMD და Intel. პირველი კომპანიის წილი შემცირდა 20,6%-ით 2009 წლის მეორე კვარტალთან შედარებით; მეორე კომპანიის წილი, პირიქით, გაიზარდა 78,9-დან 80,7%-მდე. ტაივანური კომპანია VIA Technologies აკონტროლებს 0,3%-ს.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ მსოფლიო ბაზარზე, სერვერული ჩიპების სექტორში, AMD-ს პოზიციების მორყევაზე: თუ ერთი წლის წინ მწარმოებელი აკონტროლებდა 10,1%-ს ამ სეგმენტში, მიმდინარე კვარტალში ეს მაჩვენებელი ჩამოვიდა 6,5%-მდე. ამავე დროს კორპორაცია Intel-მა შეძლო წილის გაზრდა 89,9%-დან 93,5%-მდე.

მობილურ სექტორში AMD იკავებს ბაზრის 13,7%-ს, Intel — 86,1%. ასევე მაგიდის კომპიუტერების სეგმენტში «ინტელი» 72,2%-ით ერთპიროვნულ ლიდერად რჩება.

IDC-ის მონაცემებით, 2010 წლის პირველ კვარტალთან შედარებით მობილური კომპიუტერების მიკროპროცესორების წარმოების მაჩვენებელი  გაიზარდა 6,5%-ით, სერვერულის — 6,1%-ით. დესკტოპ-ჩიპების გაყიდვა გაიზარდა 0,1%-ით.

წყარო PC World.

Jun 022010
 

ტაივანში Computex 2010–ის გამოფენაზე AMD–მ წარმოადგინა თავისი პირველი ახალი თაობის პროცესორი — Fusion APU.

Fusion APU (Accelerated Processing Unit) — ჰიბრიდული ტიპის ჩიპი,რომლის ბირთვიც აგებულია х86 არქიტექტურით და გაერთიანებულია გრაფიკულ კონტროლერთან. მწარმოებლები ამბობენ რომ ამ  ტიპის პროცესორების გამოჩენა კომპიუტერულ ინდუსტრიას ახალ ეტაპზე გადაიყვანს, გაზრდის მაღალი ხარისხის ვიდეოების დამუშავების ხარისხს, გაზრდის მათ სათამაშო პოტენციალს.

Fusion APU — წარადგინა AMD Products Group–ის ვიცე–პრეზიდენტმა რიკ ბერმანმა. ასევე წარმოდგენილი იყო კომპიუტერი, რომელსაც ჰქონდა ეს პროცესორი, რომელიც ადვილად უმკლავდება თამაშს Aliens vs. Predator, რომელსაც სჭირდება  DirectX 11–ის პროგრამული ინტეფეისის მხარდაჭერა.

AMD–ს მწარმოებლებმა უკვე დაიწყეს Fusion APU–ის ჩიპების საცდელი გამოშვება კოდური სახელით Llano. ამ პროცესორებს აქვთ 4 ბირთვი და ინტეგრირებული 5600 სერიის   გრაფიკული კონტროლერი  ATI Radeon HD  DirectX 11-ის მხარდაჭერით.

Fusion APU–ის მასიური გამოშვება იგეგმება შემდეგი წლის პირველ ნახევარში.

გამოყენებულია AMD–ის მასალები.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache