ASUS-ის თავმჯდომარემ ჯონ შიიმ (Jonney Shih) AsiaD-ის კონფერენციაზე განაცხადა, რომ პლანშეტური კომპიუტერის PadFone-ის შეძენა შესაძლებელი იქნება 2012 წელს.

ფაქტიურად სიახლე წარმოადგენს ორ მოწყობილობას გაერთიანებულს ერთში: უკანა კორპუსზე არის სპეციალური განყოფილება, რომელშიც თავსდება სმარტფონი. ამასთან ერთად პლანშეტი წარმოადგენს დოკ-სადგურს კომუნიკატორისთვის, რომელიც ზრდის კომპიუტერის შესაძლებლობას.

PadFone-ის მახასიათბლებიდან ცნობილია: სენსორული დისპლეის დიაგონლი, რომელიც შეადგენს 4,3-დიუმს, ხოლო პლანშეტის ეკრანი — 10 დიუმი; პროგრამული პლატფორმის როლს ასრულებს ოპ.სისტემა Android Ice Cream Sandwich (4.0). მოწყობილობის ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ წლის ბოლომდე ASUS გეგმავს პლანშეტის Transformer Prime-ის გაყიდვებს, რომელიც არის მესამე თაობის nVidia Tegra-ს პლატფორმაზე.

წყარო:  TechConnect Magazine

 

სმარტფონი Garmin-ASUS Nuvifone G60.

ალიანსი Garmin-ASUS 2011 წლის იანვარში დაიშლება, იუწყება ჩინური გაზეთი Economic Daily.

შეგახსენებთ: Garmin და ASUS 2009 წლის თებერვალში გაერთიანდნენ იმ მიზნით, რომ შეექმნათ სმარტფონები მოწინავე ნავიგაციური შესაძლებლობებით.

თუმცა საქმე სულ სხვა მიმართულებით განვითარდა: 2010 წლის მეორე კვარტალში Garmin-ASUS-მა მხოლოდ $27 მლნ-მდე მოწყობილობების რეალიზება მოახერხა, რაც მობილურების მსოფლიო ბაზარზე თითქმის არაფერს ნიშნავს. გარდა ამისა, ორი წლის განმავლობაში ალიანსმა ხუთი მოდელის შექმნის მეტი ვერ შეძლო (A10A50M10M20 და G60).

როგორც იუწყებიან, მომავალში ASUS სმარტფონებს საკუთარი ბრენდის ქვეშ გამოუშვებს. ხოლო რაც შეეხება ნავიგაციურ პ.უ.-ს, კომპანია, Garmin-ის გადაწყვეტილებებს გამოიყენებს.

წყარო Economic Daily და Engadget.

 

ASUS-მა ეხლახანს წარმოადგინა მულტიმედიური ნოუთბუქი NX90, რომლის დემონსტრაციაც მარტის გამოფენა CeBIT 2010-ზე შედგა.

კომპიუტერი იქმნებოდი დანიურ ფირმა Bang & Olufsen-თან თანამშრომლობით; ნოუთბუქის მთავარ ღირსებად მისი მაღალხარისხიანი ხმა უნდა ჩაითვალოს. ლეპტოპში გამოყენებულია ტექნოლოგია SonicMaster:  კომპიუტერს აქვს 11ვტ ხმის გამაძლიერებელი (მაშინ როდესაც სხვა ნოუთბუქების ძირითად მასას 3ვტ აქვს) და დიდი დინამიკები, რომლებიც დისპლეის გვერდებზეა განლაგებული. სიახლეს შეუძლია სივრცული ძალიან დაბალი სიხშირის ხმების ფორმირება.

ამ ნოუთბუქის კიდევ ერთი თავისებურებაა ისაა,რომ მას აქვს ორი თაჩპედი,კლავიატურის მარჯვენა და მარცხენა მხარეს.

NX90-ის “გულს” წარმოადგენს პროცესორი Intel Core i7 — 1,66გჰც სიხშირით ( მაქსიმუმ 2,8გჰცმდე Turbo Boost რეჟიმში). კომპიუტერს აქვს 6გბ ოპერატიული მეხსიერება (გაზრდა შესაძლებელია 12გბ-მდე), ვინჩესტერი 1 ტერაბაიტი და Blu-ray. დისპლეის დიაგონალია 18,4 დიუმი აქვს Full HD-გაფართოება 1920×1080 პიქსელი. ის მუშაობს 64ბიტიან Windows 7 Home Premium ოპერაციულ სისტემაზე.

გამოყენებულია ASUS-ის მასალები.

 

როგორც მოსალოდნელის იყო დაიწყო გამოფენა Computex,  სადაც ყველა კომპანია დამონსტრირებას გაუკეთებს მათ მიღწევებს და გამოგონებებს. ძალიან ბევრი ახალი და საინტერესო პროდუქტი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის პლანშეტების ძალიან დიდი არჩევანი. ერთ-ერთი მათგანი უკვე წარმოადგინა კომპანიამ Asus.

ეს არის ASUS Eee Tablet – ციფრული “ბლოკნოტი” თაჩსქრინით, რომლის გარჩევადობა არის 2450 dpi, მისი ეკრანი წარმოადგენს TFT მატრიცას ქვეგანათების გარეშე, მუქი ფერის 64 დონის გრადაციით. Asus-მა ამ მოწყობილობას “ყველაზე მგრძნობიარე და ზუსტი ჩანაწერების წიგნი უწოდა”. იმის გარდა რომ მასზე შეიძლება ელ-წიგნების წაკითხვა, ASUS გამოყოფს მთავარ ფუნქციას, ეს არის ჩანაწერების და ნახაზების (ესკიზების) გაკეთების საშუალებას, რომლებიც შეიძლება მოვნიშნოთ ტეგებით და დავალაგოთ ნებისმიერეი პარამეტრებით. მოწყობილობას აქვს microSD სლოტი და 2 მეგაპიქსელიანი კამერა, ასევე USB პორტი სინქრონიზაციისათვის. აკუმულატორის ერთი მუხტი პლანშეტს 10 საათის განმავლობაში ამუშავებს.

პალნშეტს აქვს 8 დიუმიანი ეკრანი, 3.5 მმ. სტერეო ყურსასმენების ჯეკი და მედია ფლეერი მუსიკალური ფაილების დასაკრავად. როგორც კომპანია იუწყება მისი ფასი 199-299 დოლარის ფარგლებში იქნება.

 

5E2192DD-7E69-415B-82AC-31016F554125.jpg

დღევანდელი განხილვის საგანი გახდა ASUS-ის ახალი N-სერიის ნოუთბუქი, წროედ რომ ის New Generation სერია რომელსაც გვპირდებოდა მწარმოებელი.

ნოუთბუქის სრული სახელია ASUS N61Jv. დაინტერესებული და ამასთანავე დაკვირვებული მომხმარებელი შემჩნევს ფირმის სერიების ცვლის კანონზომიერებას და ადვილად მიხვდება თუ რას ნიშნავს მიმდინარე სერიის ნომერი.

ახალ თაობაში ალბათ იგულისხმება სიახლეების მთელი რიგი: Intel Core i5; ჩიპსეტი Intel HM55 Express; ვიდეოსისტემა NVIDIA Optimus; USB 3.0 და 802.11n უკაბელო ქსელის ადაპტერი.

42C3E169-34A5-441B-904A-E3E53701770E.jpg

ორბირთვიანი პროცესორი Intel Core i5-520M რომელიც მუშაობს 2400 მჰც. ტაქტური სიხშირით და აქვს 3MB L3 ქეში (512კბ L2). გამოიყენება 32-ნანომეტრიანი ტექპროცესი და როგორც ამ ოჯახის სხვა პროცესორები აქვს ინტეგრირებული Intel HD Graphics ვიდეო სისტემა, რომელიც აპარატულ დონეზე ამუშავებს HD მატერიალებს. პროცესორის სხვა ღირსებებს შორის აღსანიშნავია Hyper-Threading და Turbo Boost, რომელიც 4 ერთდროული დინების დამუშავებას უზრუნვეყოფს და ასევე ზრდის ყველა ან რომელიმე ბირთვის სიხშირეს 2933 მეგაჰერცამდე. (პროცესორის ენერგომოხმარება გრაფიკასთან ერთად შეადგენს 35 ვატს) – მოკლედ რომ ვთქვათ შთამბეჭდავია ამ ზომის პროცესორში გაერთიანებული ფუნქციონალი და მერწმუნეთ ეს ყველაფერი იდეალურად მუშაობს.

დისკრეტული ვიდეობარათის როლს NVIDIA GeForce GT 325M ასრულებს, რომლის შესახებაც მოგვიანებით გიამბობთ. ნოუთბუქში არის DDR3 ტიპის 2G გიგაბაიტიანი ორი მოდული, სულ 4 გიგაბაიტი. 2.5 დიუმიან მყარ დისკზე Seagate არის 320 გიგაბაიტი სივრცე ინფორმაციის შესანახად.

პირველად, როცა ლეპტოპის ზედაპირს შეხედავთ შეიძლება დაინახოთ საკუთარი თავის გამოსახულება და იფიქროთ რომ ის ისეთივე პრიალაა და არ გესიამოვნოთ, მართლაც ის ლაკირებულია და აქვს მცირედი ფაქტურა და წინწკლები, რომლის გამოც შესაძლოა მასზე არ რჩება ანაბეჭდები და ცხიმები.

2D0D8E79-3C49-4654-9118-4068D5393979.jpg

შიგნით არის მოთავსებულია ფართო-ფორმატიანი ეკრანი 16 დიუმის დიაგონალით და გაფართოებით 1366ხ768 (16:9). მის ზემოთ არის 2 მეგაპიქსელიანი ვიდეო-თვალი ხოლო ქვევით ვერცხლისფერი მეტალის ბადე, რომლის ქვეშაც დამალულია Altech Lansing-ის სტერეო დინამიკები. დინამიკების გვერდებში არის პლასტმასის ჩასმები რომლებიც ან ლურჯად ან თეთრად ანათებს.

6F5C25A5-2384-442E-B086-1C5D8AC20B04.jpg

ბადის მარჯვენა მხარეს არის ჩართვის ღილაკი ოდნავი თეთრი ქვე-განათებით ხოლო მარცხნივ 5 კლავიში – Asus Express Gate და აუდიო სისტემის მართვისათვის.

DD5505B7-B11C-4ED4-945C-5188C30C7B50.jpg

კლავიატურა სრული ზომისაა და კორპუსის ზომიდან გამომდინარე მასზე ციფრების ბლოკიცაა დამატებული.

7AB4377E-6C85-4913-BCA9-C9B0988D5C2B.jpg

E7B2A5F3-9289-4715-A58A-A5895DFC95EF.jpg

კლავიატურის ქვემო არე სასიამოვნო შეგრძნების ზედაპირისგან შედგება, რომლის ცენტრშიც არის სენსორული პანელი, რომელიც საკმაოდ დიდი და კომფორტულია.

B0BF0CDB-8EF5-4088-B94E-81E9F1FDBDEE.jpg

AC872006-D8BA-46A7-979E-F91ADE2AD9F4.jpg

ფოტოებზე შეგიძლიათ ნახოთ მისი პორტები. ასე რომ მათ ჩამოთვლას მემგონი აზრი არ ექნება.

0C37B86A-3BB7-46D8-A9BC-EDBB01605498.jpg

893E4533-10FE-4A92-AD29-C7AD2FF65C21.jpg

C07B4CF0-EDD4-4516-BAF1-89F51893F03F.jpg

და რა თქმა უნდა USB 3.0 პორტი რომელიც მხოლოდ ერთია და ცისფრად არის შეფერილი.

3DA1BA11-D82C-416B-B864-0F821DF705BF.jpg

საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლეპტოპი ყურადღების ღირსია და მისი ყიდვა რეკომენდებული როგორც უბრალო ენთუზიასისტვის ასევე საშუალო დონის გეიმერისა და თუნდაც ბიზნესმენისათვის.

 

030482D9-5BAB-4B38-A102-07493F42EEC6.jpg

თავის დროზე (2007 წლის 16 ოქტომბერს) კომპანია ASUS-მა წარმოადგინა მობილური მოწყობილობების ახალი ტიპი – მათ შექმნეს ნეტბუქი. მთელი ინტერნეტი გადავსებული იყო ერთი მთავარი თემით სადაც ყველაზე მეტად Eee სიტყვა ფიგურირებდა. ძალიან მალე ბევრამ სხვა კომპანიამაც დაიწყო მსგავსი პროდუქტების წარმოება და საკმაო წარმატებებსაც მიაღწიეს.

სუფთა სისხლის Eee-კი ახლაც გამოდის და ახლდება მისი მოდელები უახლესი აპარატურითა და ფუნქციებით. ხან WiMax მოდულს ჩადგამენ, ხან ეკრანს გაადიდებენ, ხან კი Intel-ის ახალ Atom პროცესორს ჩაამონტაჟებენ. მოკელდ სექტორი შეიქმნა და ის აუცილებლად შეინარჩუნებს აქტუალობას.

ამასობაში ყველას დაავიწყდა თუ რას ნიშნავდა სამი E სიმბოლო პროდუქტის დასახელებაში. თავიდან მათი მნიშვნელობა იყო “Easy to learn, Easy to play and Easy to work” – ამ შესანიშნავ სლოგანში ჩაეტიყა ყველაფერი რაც პროდუქტის წარსადგენად იყო აუცილებელი. ამ სლოგანის აბსოლუტურად გამართლებისათვის საჭირო იყო სწორი ფასების შერჩევა – თუმცა ფასი აპარატურაზეა დამოკიდებული ყოველთვის. მთავარი იყო Intel Atom პროცესორები რომლებიც დროთა განმავლობაში დაიხვეწა და სლოგანიც შეიცვალა “Easy, Excellent, Exciting” – თუმცა კომპანიისგან არავინ არ მოელოდა ახალი ტიპის მოწყობილობის გამოშვებას სახელით ASUS Eee Keyboard.

6C4B102D-2E58-44C1-B0DF-F6846EB2FED8.jpg

პირველ რიგში მინდა აღვნიშნო რომ ეს მოწყობილობე ხელში ვერ ჩავიგდე, ასე რომ ფოტოებს ვერ დავდებ სადაც მე თვითონ დავატესტირებ მოწყობილობის მახასიათებლებს. და რაც მთავარია ეს მოწყობილობა ნორმალურად წარმოდგენილ იქნა CeBIT 2010 გამოფენაზე, რის შემდეგაც გადავწყვიტე ამ რევიუს გამოქვეყნება.

მოკლედ ეს უბრალოდ კლავიატურა არ არის, ეს არის ASUS EeeKeyboard PC EK 1542. წარმოდგენა არა მაქვს თუ რას ნიშნავს ეს მარკირება, მაგრამ ცნობილია, რომ მოწყობილობის შიგნით არის Intel Atom N270 პროცესორი ტაქტური სიხშირით 1.6 გჰც. ის შეიძლება უკვე მოძველებული იყოს, თუმცა ეს ფასზე დადებითად იმოქმედებს. დამატებით გვაქვს 1 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, და 16 ან 32 გიგაბაიტიანი SSD ნამდვილად მყარი დისკი. HDMI პორტი, 802.11b/g/n უკაბელო ქსელი, Bluetooth 2.1, მინიატურული დინამიკები, 5-დიუმინაი მულტისენსორული ეკრანი… ეს ყველაფერი ერთად არის საშინაო მედია ცენტრი და არის უბრალოდ კლავიატურისა და პერსონალური კომპიუტერის სიმბიოზი. საუბარი არ არის უბრალოდ კლავიატურაზე, ის ძალიან მოსახერხებელი და კომფორტულია.

B94F4D59-AEB5-4A32-A9A9-F93A9B0E9AAB.jpg

კლავიშებს შორის, რომლებიც სხვათაშორის გამოირჩევა ღია ლურჯი განათებით, დამალულია ორი უბრალო სტერეოდინამიკი. მოწყობილობა Power-ზე დაჭერის შემდეგ ირთვება, რომელიც მარჯვენა ზედა კუთხეშია განთვსებული. მის ქვევით არის ღილაკი Home, კლავიატურის გვერდზე არის ეკრანი და მის ზემოთ სტატუსის ინდიკატორები.

29B8C3AE-A3C0-475E-9DCD-8773B6AD6947.jpg

ყველა ფუნქციონალური ბუდე არის მომხმარებლისგან შორს, წინა გვერდითა პანელზე: სტილუსი, WiFi ანტენის პორტი, სამი USB პორტი, კვების ბუდე, აკუმულატორის მუშაობის რეჟიმის გადამრთველი, ყურსასმენებისა და მიკროფონის ჯეკები, RJ-45 კონექტორის ბუდე, HDMI+VGA და სავენტილაციო ჭრილი.

B8FEEB95-E4F4-487F-8DF0-1A1D1B350E6D.jpg

როგორც ამ ფირმის ყველა ნეტბუქზე, Eee Keyboard-ზე შეიძლება წარმადობის პარამეტრების შეცვლა – არის პრესეტები ASUS Super Hybrid Engine იცვლება კომბინაციით Fn+Space. წარმადობის სერიოზულ გაზრდას ეს არ გამოიწვევს, თუმცა ავტონომიური მუშაობის დროს ნამდვილად ზრდის. ავტონომიურად მუშაობის დრო 4-5 საათით შემოიფარგლება.

9DB55090-9BAF-4E7E-A495-F044865C3E49.jpg

რაც შეეხება ოპ. სისტემას, არის ორი ვარიანტი, Windows და Moblin. პრიველი ვარიანტი რაც არ უნდა იყოს მაინც არ არის საინტერესო ხოლო მეორეს არა უშავს რა.

B797F7F0-0C6E-4599-BA63-A1682ECE14BD.jpg

Moblin არის Mobile Linux – პროექტი რომელიც არის Linux-ის მობილური ვერსია. რომელიც მთლიანად Intel-ის მიერ არის შემუშავებული. Moblin პლატფორმის მიზანი იგივეა რაც Google Android – უზრუნველყოს მოწყობილობების მთელი კლასი სტანდარტული ოპ. სისტემით, მხოლოდ იმ განსხვავებით რომ, Android – ეს არის ოპ. სისტემა ტელეფონებისათვის, ხოლო Moblin – საფუძველი ე.წ. MID (Mobile Internet Devices) მობილური ინტერნეტ მოწყობილობებისათვის. ამ იდეებს Intel უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს და უკვე სერიოზულ წარმატებებსაც მიაღწია.

EE5B90C8-C540-4AFF-BCDD-2C3EEBB024AC.jpg

სამუშაო მაგიდა შედგება შემდეგი ელემენტებისაგან – ზედა ნაწილში არის ამოცანათა პანელი (იქ არის გამოტანილი დრო, აკუმულატორის მუხტი, უკაბელო ინტერფეისების სტატუსი და ა. შ.) ქვევით არის მთავარი სამუშაო არე სადაც არის 6 ფუნქციონალური პიქტოგრამა:

Shortcuts: ხშირად გამოყენებადი პროგრამების მალსახმობები.
Web: პოპულარული საიტების ბბულები, სერვისები და ფოსტა.
Fun: ბლექჯეკი, მუსიკა, ვიდეო და თამაშები.
Tools & Settings: ყველანაირი პარამეტრები და სისტემური პროგრამები.
Learning: სასწავლო პროგრამები.
Info: სიახლეები, ამინდი და ა. შ.

1E3ED9DB-63F7-46E0-8E78-329A45940C92.jpg

სად შეიძლება ასეთი მოწყობილობეი გამოყენება? ძალინა ბევრი ვარიანტი შემიძლია შემოგთავაზოთ, როგორც უბრალო კლავიატურა, მაგრამ ინტეგრირებული სერვერით? ადვილია, საინტერესო და კარგი მედიაცენტრი, რეცეპტების წიგნი, შპარგალკები სტუდენტებისათვის, როგორც ორგანაიზერი? მანქანის კომპიუტერი? ჩეტბოქსი? ან საფოსტო კლიენტი?

მოკლედ თქვენ გადაწყვიტეთ….

BAAC7005-ADDC-4CC9-86F7-9C8349B05EB2.jpg

 

Портативный компьютер ASUS N82J.

კომპანია ASUS-მა შეავსო ნოუთბუქების ხაზი  მულტიმედიური მოდელით N82J.

კონფიგურაციიდან გამომდინარე ნოუთბუქი აღჭურვილი იქნება  Intel Core i3-ის პროცესორით სიხშირით 2,26 მჰც-მდე ან Core i5-ის პროცესორით სიხშირით 2,53 მჰც-მდე და Turbo Boost ტექნოლოგიით.

ტოპ-ვერსია იყენებს ჩიპს Core i7 (1,6 მჰც-დან; 2,8მჰც-მდე რეჟიმში Turbo Boost).

ოპერატიული მეხსიერების მოცულებამ შეასძლებელია მიაღწიოს 8 გბ-ს; მყარი დისკის მაქსიმალური მოცულობა — 640 გბ.

კომპიუტერი აღჭურვილია DVD-ჩამწერით, 2 მეგაპიქსელიანი კამერით და  Wi-Fi-ადაპტერით. 14-დიუმიან დისპლეის აქვს შუქდიოდური განათება, წერტილოვანი გაფართოვებით 1366×768.

ნოუთბუქში რეალიზებულია nVidia Optimus ტექნოლოგია: Intel-ის იტეგრირებულ გრაფიკულ კონტროლერსა და GeForce GT335M-ის დისკრეტულ ადაპტერს (1 გბ მეხსიერება) შორის, ავტომატური გადართვის ხარჯზე, ხდება ავტონომიური მუშაობის დროის გაზრდა.

მოდელის ზომები: ASUS N82J — 345×243×33-35 მმ წონა — 2,3 კგ. PC-ზე ლიცენზირებულია ოპერაციული სისტემა Windows 7 Ultimate.

გამოყენებულია ASUS-ის მასლები.

 

Eee Keyboard никак не доберется до прилавков...

CeBIT 2010–ის გამოფენაზე , ASUS–მა ნეტტოპის და ნეტბუქის გარდა, წარმოადგინა არასტანდარტული კომპიუტერი  Eee Keyboard.

შეგახსენებთ, რომ Eee Keyboard, რომელიც არის PC კლავიატურის კორპუსში, პირველად წარმოდგენილი იყო ერთი წლის წინ — 2009 წლის მარტში. იმ დროს მოწყობილობის კონფიგურაცია იყო: პორცესორი Atom N270 (1,6 გჰც), 1 გბ ოპერატიული მეხსიერება, SSD–მყარი დისკი მოცულობა 32 გბ, 5–დიუმიანი სენსორულ დისპლეი და HDMI ინტერფეისი.

ASUS კლავიატურა–კოპმიუტერის გაყიდვას გეგმავდა 2009 წლის ივნისში. შემდეგ გაყიდვაში გამოსვლის თარიღი შეიცვალა ორჯერ, პირველად 2009 წლის — ოქტომბრამდე და შემდეგ 2010 წლის —თებერვლამდე.

ASUS–ის Eee Keyboard გაყიდვაში გამოჩნდება აპრილიდან.

სავაროუდოდ მწარმოებლის მიერ ხდება ელექტრონული «სატენი»–ის მოედრნიზირება, რის შედაგად არის გამოწვეული შეფერხება. მოწყობილობას სავარაუდოდ ექნება RAM გაზრდილი მოცულობით, Atom–ის ბოლო თაობის პროცესორი და მყარი დისკი უფრო დიდი მოცულობით. მოსალოდნელია, რომ PC ფასი იქნება $400–დან  $600–მდე დოლარამდე.

გამოყენებულია Electronista–ის მასალები.

 

ალბათ ერთი წელია უკვე რაც ASUS აპირებს Eee Keyboard PC-გამოშვებას. უკვე ცნობილი გახდა რომ ის აპრილში გამოვა და ექნება Windows XP ოპერაციული სისტემა. აღსანიშნავია რომ ეს კომპიუტერი არის კლავიატურაში ჩაშენებული და მარჯვენა მხარეს აქვს მინი დისპლეი სადაც ვიჯეტები და მინი თამაშების გაშვება იქნება შესაძლებელი.

 

О сроках начала продаж нового нетбука не сообщается.

კომპანია ASUS–ს დაემატება ახალი მოდელი Eee PC 1005PE-H. ახალ მინი–კომპიუტერს აქვს, პლატფორმა Intel Pine Trail, პროცესორით Atom N450,1,66 გჰც ტაქტური სიხშირით. სტანდარტული კონფიგურაციაში შედის  2 გბ ოპერატიული მეხსიერება  და მყარი დისკი 320 გბ მოცულობით. დისპლეის დიაგონალის ზომა, სტანდარტულია ამ კლასის მოწყობილობისთვის და 10,1 დიუმია. ეკრანის გარჩევადობა — 1024×600 პიქსელი.

Eee PC 1005PE-H–ს აქვს  უკაბელო კავშირის Wi-Fi ადაპტერი (სტანდარტული IEEE 802.11b/g/n), Bluetooth და ქსელური Ethernet–კონტროლერი, ქარდრიდერი და ელემენტი მოცულობით 4400 მა/სთ (6 მოდულიანი).

ულტრაპორტატული კომპიუტერის ზომა შეადგენს 258×175×35 მმ.

მოდელი ფუნქციონირებს ოპერაციული სისტემის Windows 7 Home Premium მართვის ქვეშ, როცა  ანალოგიური ნეტბუქების უმრავლესობაზე, აყენებენ Windows 7 Starter Edition პლატფორმას.

მისი შეძენა შესაძლებელი იქნება 350 ევროდ.

გამოყენებულია TechConnect Magazine მასალები.

© 2011 HI-TECH Suffusion theme by Sayontan Sinha

Social Widgets powered by AB-WebLog.com.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache