May 042012
 

Canalys-ის სტატისტიკა მოიცავს ინფორმაციას, სამაგიდო კომპიუტერების, ნოუთბუქების, ნეთბუქების და პლანშეტების რეალიზაციის შესახებ. კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, ბოლო სამი თვის მანძილზე, 107 მილიონი სხვადასხვა ტიპის კომპიუტერული მოწყობილობა გაიყიდა, რაც 21%-ით აღემატება, პირველი კვარტლის გაყიდვებს.

პორტატულ კომპიუტერებზე მოთხოვნა, 11%-ით არის გაზრდილი, პერსონალურ კომპიუტერების გაყიდვებმა, 8%-ით იმატა. მომხმარებელთა ინტერესმა ნეთბუქებისადმი, 34%-ით იკლო.

სამომხმარებლო კომპიუტერული მოწყობილობების სეგმენტში, ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი Hewlett-Packard გახდა. კომპანიამ 15,84 მილიონი კომპიუტერის და პლანშეტის რეალიზება შეძლო, რაც საერთო გაყიდვების 14,8%-ს შეადგენს.

მცირე მაჩვენებლით ჩამორჩა კომანია Apple, რომელმაც 15,80 მილიონი კომპიუტერი და პლანშეტი გაყიდა.

ყველაზე მსხვილ მიმწოდებელთა ხუთეულში შედიან, Lenovo, Acer და Dell.

Canalys-ის განცხადებით, პლანშეტების გაყიდვებმა 200%-ით იმატა, მოცემული მოწყობილობების გაყიდვები სამომხმარებლო ბაზარზე, საერთო გაყიდვების 19% შეადგენს.

წყრაო: Canalys

May 022012
 

Dell-მა დაიწყო შეკვეთების მიღება მძლავრ პორტატულ კომპიუტერზე Alienware M17x 17,3-დიუმიანი დისპლეით.

სათამაშო ნოუთბუქი შესრულებულია Intel Ivy Bridge-ის აპარატულ პლატფორმაზე: მაქსიმალური კონფიგურაციით ის აღჭურვილია 4-ბირთვიანი პროცესორით Core i7-3820QM-ით, რომელიც ფუნქციონირებს 2,7 გჰც ტაქტურ სიხშირეზე (3,7 გჰც-მდე «ტურბო» რეჟიმში). ვიდეოსისტემისთვის ასარჩევად შემოთავაზებულია დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებული GeForce GTX 660M, GeForce GTX 675M და Radeon HD 7970M, რომლეთაგანაც თითოეულს გააჩნია 2 გბ მეხსიერება GDDR5.
ოპერატიული მეხსიერების მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 32 გბ-ს; შესაძლებელია 1 ტბ-ანი მყარი დისკი ან ორი 512 გბ-ანი SSD დაყენება. უმცროსი მოდელების ეკრანის გარჩევადობაა 1600×900 წერტილი; უფროსი ვერსიას აქვს 3D-პანელი გარჩევადობით 1920×1080 პიქსელი (Full HD).
ნოუთბუქის განკარგულებაშია მრავალფორმატიანი ქარდრიდერი, ოპტიკური Blue-ray მიმღები, Bluetooth 4.0 და Wi-Fi ადაპტერები, და ასევე 2,1-მეგაპიქსელიანი ვებ-კამერა HD-ვიდეოს მხარდაჭერით. გარდა ამისა, ნახსენებია ოთხი USB 3.0 პორტი, HDMI Mini DisplyPort და D-Sub კონექტორები.
Alienware M17x-ის ფასი იწყება 1 500 დოლარიდან.
წყარო: Dell
Aug 152011
 

Dell-ის ნოუთბუქების ხაზი შეივსო მოდელით, Vostro V131, რომელიც არის Intel-ის აპარატულ პლატფორმაზე.

ბიზნეს-კლასის ნოუთბუქს შესაძლებელია ჰქონდეს, Celeron ან Core პროცესორი. დისპლეის ზომა — 13,3 დიუმი, გარჩევადობა — 1366×768 პიქსელი. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა სტანარტული კონფიგურაციით, შეადგენს 2 გბ-ს; მყარი დისკის მოცულობა სიჩქარით 7 200 ბრუნი/წმ-ში — 320 გბ.

კომპიუტერს აქვს, ქარდრიდერი «8 1-ში», ქსელური ადაპტერები Gigabit Ethernet, Wi-Fi (802.11b/g/n) და Bluetooth 3.0; არის ორი USB 3.0 პორტი. პარამეტრების სია მოიცავს, კლავიატურას განათებით, ვებ-კამერას HD-ვიდეოს მხარდაჭერით და ასევე 3G ან 4G მოდულს (WiMAX ან LTE).

ავტომატური მუშაობის დრო, ერთხელ დამუხტვის შემთხევაში აღწევს 9,5 საათამდე. ოპერაციული სისტემა  — Windows 7 Home Premium (64-ბიტიანი ვერსია).

სიახლის შეკვეთა, უკვე დაწყებულია; ფასი — 500 დოლარიდან.

გამოყენებულია Dell-ის მასალები.

Aug 122011
 

Dell-ის საიტზე გამოჩნდა, პორტატული კომპიუტერის  Latitude XT3 მახასიათებლები, რომლის არსებობაც ცნობილი გახდა თებერვალში.

ტრანსფორმირებად ნოუთბუქს გააჩნია 13,3-დიუმიანი სენსორული დისპლეი გარჩევადობით 1366×768 პიქსელი. სპეციალური სამაგრის საშუალებით ლეპტოპი გარდაიქმნება პლანშეტად. დისპლეიზე შესაძლებელია, რამოდენიმე თითით ერთდროულად (მხარდაჭერილია მულტითაჩ ტექნოლოგია) და ასევე კალმით ზემოქმედება.

კომპიუტერს აქვს, მეორე თაობის Core პროცესორი ინტეგრირებული გრაფიკული ბირთვით Intel HD 3000. გარე მონიტორთან შესაერთებლად, გათვალისწინებულია D-Sub და HDMI კონექტორები.

ნოუთბუქის არსენალში შედის: ოპტიკური მიმღები, ვებ-კამერა, მრავალფორმატიანი ქარდრიდერი და ასევე თითების ანაბეჭდის ამომცნობი სენსორი. Latitude XT3-ის მაქსიმალური კონფიგურაციით აღჭურვილია, უკაბელო კავშირის Wi-Fi და Bluetooth 3.0 ადაპტერებით, GPS-მიმღებით და ასევე 3G მოდულით.

Latitude XT3-ის ზომები შეადგენს 323×222×31 მმ-ს, წონა  — 2 კგ. მოწყობილობის გაყიდვები დაიწყება უახლოეს მომავალში; ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.

გამოყენებულია Dell-ის მასალები.

Jul 292011
 

კომპანია Dell-მა, ჩინეთში, დააანონსა პლანშეტური კომპიუტერი Streak 10 Pro 10-დიუმიანი დისპელით.

გაჯეტი, არის nVidia Tegra-ს მეორე თაობის აპარატულ პლატფორმაზე, ორბირთვიანი ARM-პროცესორით სიხშირე 1 გჰც. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა — 1 გბ; ჩაშენებული ფლეშ-მეხსიერების მოცულობა შეადგენს 16, 32 ან 64 გბ-ს.

სენსორული ეკრანი, დაცულია მინით  Gorilla Glass და გააჩნია გარჩევადობა 1280×800 წერტილი. არის ორი კამერა — წინა 2-მეგაპიქსელიანი და 5-მეგაპიქსელიანი, რომელიც განთავსებულია კორპუსის უკანა პანელზე. პლანშეტის არსენალში შედის: უკაბელო კავშირის Wi-Fi (802.11b/g/n) და Bluetooth 2.1 ადაპტერები და ასევე MicroUSB პორტი. მისი სისქე — 13 მმ, წონა — 730 გ.

Streak 10 Pro, ფუნქციონირებს Android 3.1 (Honeycomb) ვერსიის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ. კომპიუტერი წარმოდგენილი იქნება ჩინეთის ბაზარზე და მისი ღირებულება იქნება  465 (16 გბ-ანი ფლეშ-მეხსიერებით). ხოლო მოგვიანებით დაიწყება, გაყიდვები სხვა ქვეყნებშიც.

გამოყენებულია  Engadget-ის მასალები.

Jul 252011
 

კომპანია Dell-მა დაიწყო მონიტორის  UltraSharp U2412M-ის გაყიდვები, რომელსაც აქვს 24-დიუმიანი დიაგონალი.

სიახლეს, გააჩნია, IPS-მატრიცა შუქდიოდური განათებით; ეკრანის გარჩევადობა შეადგენს 1920×1080 წერტილი (ფორმატი Full HD). სიმკვეთრე არის  300 კდ/მ²; კონტრასტი –– 1 000:1 (დინამიური კონტრასტულობის სიდიდე აღწევს  2 000 000:1-მდე). მატრიცის განახლების დრო  –– 8 მს; ხილვადობის კუთხე, ჰორიზონტალურად და ვერტიკლაურად შეადგენს 178 გრადუსს.

სიგნალის წყაროსთან შესაერთებლად, გათვალისწინებულია ანალოგური  D-Sub პორტი, ასევე ციფრული ინტერფეისიები DVI და DisplayPort. გარდა ამისა, არის ოთხი USB 2.0 პორტი.

საყრდენის საშუალებით, რეგულირდება, დახრის კუთხეები, დისპლეის ბრუნვა და მისი სიმაღლე სამუშაო მაგიდასთან. მონიტორის ზომები — 514×556×180 მმ, წონა — 4 კგ.

UltraSharp U2412M-ის შეძენა შესაძლებელია 400 დოლარად.

გამოყენებულია Dell-ის მასალები.

Jun 092011
 

ვებ-წყაროებზე დაყრდნობით, კომპანია Dell ამზადებს პლანშეტს 7-დიუმიანი დისპლეით. მოწყობილობა შესრულებული იქნება «სლაიდერის» ფორმფაქტორზე და მიიღებს მოძრავ QWERTY-კლავიატურას.

გარდა ამისა, ნახსენებია ორი ჩაშენებული კამერა: წინა და უკანა პანელზე, ხოლო მათი გარჩევადობის შესახებ ინფორმაცია არ სახელდება.

დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ პლანშეტის აღჭურვილობაში შევა: ორბირთვიანი პროცესორი და უკაბელო კავშირის Wi-Fi ადაპტერი, ხოლო ოპერატიული მეხსიერების მოცულობა იქნება 512 მბ ან 1 გბ. პროგრამული პლატფორმა — Android.

ასევე არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინეთის ბაზარზე შედგება 10-დიუმიანი პლანშეტის Dell Streak Pro-ს დებიუტი. კომპიუტერი შესრულებულია nVidia Tegra-ს მეორე თაობის პლატფორმაზე ორბირთვიანი ARM-პროცესორით, ტაქტური სიხშირე 1 გჰც. მოწყობილობის არსენალში ასევე შედის: 1 გბ ოპერატიული მეხსიერება, ფლეშ-მეხსიერება 16, 32 ან 64 გბ, ორი კამერა 2- და 5-მეგაპიქსელიანი მატრიცით და ასევე Wi-Fi (802.11b/g/n) და Bluetooth 2.1. მოდულები. პლანშეტის ზომები — 261×176,4×12,9 მმ, წონა — 720გ.

Dell Streak Pro-ს გაყიდვები დაიწყება «ზაფხულის ბოლომდე».

გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

May 242011
 

კომპანია Dell-ის ახალი კომპიუტერი XPS 15z არის Intel Sandy Bridge-ის აპარატულ პლატფორმაზე. მწარმოებლების განცხადებით, წარმოდგენილი მოდელი არის მსოფლიოში ყველაზე თხელი ნოუთბუქი 15,6-დიუმიანი დისპლეით. მისი კორპუსის სისქე შეადგენს 24,7 მმ-ს, ხოლო მოწყობილობის წონა არის 2,5 კგ.

PC-ს ექნება i5-ის ან i7-ის სერიის მეორე თაობის Core პროცესორი და 8 გბ ოპერატიული მეხსიერება. მყარი დისკის მოცულობა — 750 გბ. მოწყობილობას, ასევე გააჩნია DVD-«რექორდერი», ქარდრიდერი «9 1-ში», 1,3-მეგაპიქსელიანი კამერა ორი მიკროფონით და ასევე Gigabit Ethernet, Wi-Fi (802.11b/g/n) და Bluetooth 3.0 ადაპტერები.

ეკრანის წერტილოვანი გარჩევადობა არის 1366×768 ან 1920×1080; ვიდეობარათი — GeForce GT 525M 1 ან 2 გბ მეხსეირებით. არის HDMI 1.4 ინტერფეისი, Mini DisplayPort და ორი USB 3.0 პორტი.

ნოუთბუქში რელიზებულია ტექნოლოგია Intel Wireless Display (WiDi), რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია გამოსახულების გადაცემა მაღალი გარჩევადობის ტელევიზორის ეკრანზე უკაბელო კავშრის საშუალებით (აუცილებელია სპეციალური სატელევიზიო მიმღები).

ავტომატური მუშაობის დრო, აკუმულატორის ერთხელ დამუხტვის შემთხვევაში — რვა საათამდე.

სიახლეს აქვს Windows 7 Home Premium-ის ოპერაციული სისტემა; ნოუთბუქის ღირებულება შეადგენს 1 000 დოლარს.

გამოყენებულია Dell-ის მასალები.

May 202011
 

ივნისში კომპანია Dell წარმოდგენს ახალ პლანშეტურ კომპიუტერს Android 3.0 ვერსიის (Honeycomb) პლატფორმაზე.

ცნობილია, რომ Streak Pro-ს ექნება nVidia Tegra-ს მეორე თაობის «სისტემა ჩიპზე» ორბირთვიანი ARM-პროცესორით, ტაქტური სიხშირე 1 გჰც. სენსორული დისპლეის დიაგონალი შეადგენს 10 დიუმს, გარჩევადობა — 1280×800 წერტილი.

სიახლე მიიღებს 1 გბ ოპერატიულ მეხსიერებას, 16, 32 ან 64 გბ ფლეშ-მეხსიერებას, SD-სლოტს და ასევე ორ კამერას; წინა — 2-მეგაპიქსელიანი და უკანა 5-მეგაპიქსელიანი. ასევე ნახსენებია Wi-Fi (802.11b/g/n) და Bluetooth 2.1 ადაპტერები. პლანშეტის ზომები — 261×176,4×12,9 მმ, წონა — 720 გ.

არსებული ინფორმაციით, Streak Pro-ს მომხარებლებს შეეძებათ LTE მოდულის დაყენება მობილურ ქსელებთან შეერთებისათვის.

გაჯეტის ავტომატური მუშაობის დრო სავარაუდო მონაცემებით აღწევს 12 საათამდე.

Streak Pro-ის ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.

გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

May 182011
 

Dell–ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, მაიკლ დელი (2010 წლის სექტემბერი; Kim Kulish / Corbis–ის ფოტო).

კომპანია Dell–მა 2011 წლის პირველ კვარტალში რეკორდული მოგება ნახა — 49 ცენტი აქციაზე.

კომპიუტერებლის უმსხვილესი მწარმოებლის შემოსავალმა, სამი თვის განმავლობაში, $15 მლრდ შეადგინა, ანუ გასული წლის მონაცემს 1%–ით გადააჭარბა. ამასთან სუფთა მოგება, პრაქტიკულად, გასამმაგად: თუ 2010 წლის პირველ კვარტალში კომპანიის სუფთა მოგება $341 მლნ–ს არ აღემატებოდა, დღეისათვის ეს მაჩვენებელი $945 მლნ–ს შეადგენს.

მსხვილი კორპორაციული კლიენტების მიერ შეკვეთილი ტექნიკის გაყიდვების მოცულობა, ერთი წლის განმავლობაში, 5%–ით გაიზარდა — $4,5 მლრდ. საშუალო და მცირე ბიზნესმა Dell–ს, დაახლოებით, $3,8 მლრდ მოუტანა, რაც გასული წლის მონაცემთან შედარებით 7%–ით მეტია. მიუხედავად ამისა, საჯარო სეგმენტის მოცულობა 2%–ით დაეცა — $3,8 მლრდ–მდე, ხოლო სამომხმარებლო სეგმენტის — 7%–ით ($3,0 მლრდ–მდე).

IDC–ის შეფასებით, დღეისათვის Dell პერსონალური კომპიუტერების უმსხვილეს მიმწოდებელთა სიაში მეორე ადგილზე იმყოფება (HP–ის შემდეგ): გასულ კვარტალში კომპანია 10,3 მლნ PC-ის რეალიზება მოახერხა, რაც მსოფლიო ბაზრის 12,8%–ს შეადგენს.

წყარო: Dell

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache