Jul 272011
 

სექტემბერში, დაიწყება კომუნიკატორის Fujitsu Toshiba IS12T-ის გაყიდვები, რომელიც შესრულებულია მტვრისგან დამცავ, მონობლოკის ტიპის კორპუსში.

იაპონიაში, წარმოდგენილი სიახლე — მსოფლიოში პირველი სმარტფონი Windows Phone 7.5 (Mango)-ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ, რომელსაც წარმოებაში უშვებს Microsoft. OS-ში, რეალიზებულია 500-მდე ახალი ფუნქცია, მათ შორის შედის: მულტიტასკინგის მხარდაჭერა, ბრაუზერი  Internet Explorer 9-ის ბაზაზე, ვებ-გვერდების დარენდერების აპარატულად აჩქარების შესაძლებლობით, ხმის ამომცნობის საშუალება, ინსტრუმენტების გაუმჯობესებული საძიებო და მჭიდრო ინტეგრაცია სოციალურ ვებ-სერვისებთან.

Fujitsu Toshiba IS12T-ს გააჩნია, პროცესორი Qualcomm Snapdragon MSM8655 (სიხშირე, სავარუდოდ, შეადგენს 1 გჰც-ს). სენსორული დისპლეის დიაგონალი არის 3,7-დიუმი, ხოლო გარჩევადობა  480×800 წერტილი.

აპარატს აქვს, 13,2-მეგაპიქსელიანი კამერა, 32 გბ ჩაშენებული ფლეშ-მეხსიერება, GPS-მიმღები, Wi-Fi (802.11b/g/n), Bluetooth 2.1 და ასევე MicroSD სლოტი. სიახლის ზომები — 59×118×10,6 მმ, წონა — 113 გ.

სმარტფონის ღირებულება, ჯერჯერობით უცნობია.

გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

Jul 132011
 

კორპორაცია Fujitsu-მ, International Digital Publishing Expo-ს გამოფენაზე წარმოადგინა, ბუქრიდერის პროტოტიპი ფერადი ელექტრონული ქაღალდის ბაზაზე.

მოწყობილობაში, გამოყენებულია, დისპლეი, ქოლესტერინულ თხევად კრისტალებზე. ესეთ ეკრანს არ აქვს პოლარიზაცია ან ფერების ფილტრები, ხოლო ენერგია იხარჯება, მხოლოდ გამოსახულების გადართვის დროს. შესაბამისად, ელექტრონულ ქალღალდს ჭირდება უფრო ნაკლები ენერგომოხმარება, ვიდრე ტრადიციულ თხევადკრისტალურ-პანელებს.

წარმოდგენილ პროტოტიპს, გააჩნია 8-დიუმიანი დიაგონალი, ხოლო მისი გარჩევადობა  — 1024×768 პიქსელი  (157 წერტილი დიუმზე); კონტრასტი — 8:1; სურათის შეცვლის დრო შეადგენს 0,7 წმ-ს; ეკრანზე გამოისახება  4 096 ფერი.

რიდერი ფუნქციონირებს, ოპერაციულის სისტემის მართვის ქვეშ Linux-ის ბირთვზე; არის, JPEG, PDF და EPUB ფაილებთან მუშაობის მხარდაჭერა. წონა  — 220 გ.

მოწყობილობის გამოსვლის თარიღი და ღირებულება უცნობია.

გამოყენებულია DigInfo TV-ის მასალები.

May 152011
 

კომპანია Fujitsu მომავალი თვის ბოლოდან დაიწყებს პლანშეტური კომპიუტერის LifeBook TH40/D-ს გაყიდვებს 10-დიუმიანი დისპლეით.

სიახლე შესრულებულია «სლაიდერის» ფორმფაქტორზე და აღჭურვილია მოძრავი QWERTY-კლავიატურით. სენსორულ ეკრანის გარჩევადობა არის 1024×600 პიქსელი; HDMI ინტერფეისის საშუალებით შესაძლებელია პლანშეტის შეერთება გარე მონიტორზე და ტელევიზორზე.

პლანშეტი არის ახალი თაობის Intel Atom-ის აპარატულ პლატფორმაზე კოდური დასახელებით Oak Trail. გამოყენებულია Atom Z670-ის ერთბირთვიანი პროცესორი (1,5 გჰც) და ინტეგრირებული გრაფიკული კონტროლერი GMA 600. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 1 გბ-ს, ხოლო მყარი დისკის მოცულობა შეადგენს 120 გბ-ს.

LifeBook-ს აქვს 0,3-მეგაპიქსელიანი კამერა, Wi-Fi (802.11b/g/n) და Bluetooth 3.0 ადაპტერები, სტერეოფონური დინამიკები, SD-სლოტი და USB 2.0 პორტი.

პლანშეტის ზომები — 274×188×17,4 მმ, წონა— 1,1 კგ.

LifeBook TH40/D ფუნქციონირებს Windows 7 Home Premium-ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ; ავტომატური მუშაობის დრო აღწევს ექვს საათამდე.

მოწყობილობის ღირებულებაა 1 000 დოლარი.

გამოყენებულია Fujitsu-ს მასალები.

Oct 012010
 

იაპონური კორპორაციებმა Fujitsu-მ და Toshiba-მ განაცხადეს ხელშეკრულების შესახებ, რომლის თანახმად ორივე კომპანია გააერთიანებს მობილური აპარატების მწარმოებელ განყოფილებებს.

დღეს «ტოშიბამ» მობილურების ბიზნესი გადასცა გაერთიანებულ კომპანიას, რომელსაც ეწოდება Fujitsu Toshiba Mobile Communications Limited, ხოლო მეორე კონცესიონერმა, Fujitsu-მ, დაასრულა აქციების შესყიდვა. ახალი ბიზნესის მმართველი იქნება Fujitsu, რადგან მას ეკუთვნის საკონტროლო პაკეტი 80,1%. ერთობლივი საწარმოს საერთო კაპიტალი შეადგენს 450 მლნ იაპონურ იენს, ხოლო თანამშრომლების რაოდენობა 350 ადამიანს აღწევს.

18,7%-ით Fujitsu Toshiba Mobile Communications Ltd. სრულიად შესაძლებელია გახდეს მობილურების მწარმოებელი  მეორე უმსხვილესი  კომპანია იაპონურ ბაზარზე.

წყარო Fujitsu.

Mar 282010
 

Телефон доступен в белом и черном исполнении.

იაპონურმა მობილური კავშირის ოპერატორმა NTT DOCOMO დაიწყო უნიკალური მობილური ტელეფონის Fujitsu PRIME Series F-04B გაყიდვა. მოდელის ანონსი შედგა წინა წლის ნოემბერში, მაშინ ზოგმა დამკვირვებლება ჩათვალა, რომ ეს უბრალოდ იყო გაბედულ კონცეპცია.

აპარატი შედგება ორი ნაწილისგან: პირველი არის სლაიდერი, ზედა ნახევარი რომლზეც არის QWERTY-კლავიატურა, ხოლო ქვედა ნახევარი ჩვეულებრივად –– ციფრული. ტელეფონის მეორე ნაწილს აქვს სენსორული დისპლეი. ტელეფონის ორივე ნაწილს შეუძლიათ მუშაობა ერთად და ასევე  ცალცალკე: მაგალითისთვის, ერთი ნაწილის გამოყენება შეიძლება სალაპარაკოდ და მეორეს დახმარებით შეტყობინების დაწერა. ნაწილებს შორის კავშირი ხდება Bluetooth ტექნოლოგიის დახმარებით.

ტელფონი აღწურვილია 12,2- მეგაპიქსელიანი კამერით, ვიდოეზარებისთვის ხელმისაწვდომია კამერა, 0,32 -მეგაპიქსელიანი მატრიცით, დამატებულია Microsoft Office დოკუმენტებთან მუშაობა, GPS-მიმღები, 3,4-დიუმიანი  სენსორული დისპლეი წერტილოვანი გაფართოვებით 480×960, ციფრული-tv მიმღებით 1seg-ის სტანდარტით.

გამოყენებულია NTT DOCOMO-ის მასალები.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache