Jun 162011
 

1911 წლის 16 ივნისს ა.შ.შ–ში შეიქმნა კომპანია სახელწოდებით Computing Tabulating Recording, რომელიც მოიცავდა Computing Scale Company of America–ს, Tabulating Machine Company–სა და International Time Recording Company–ს, ხოლო 1914 წელიდან ის ცნობილია, როგორც International Business Machines, ან, შემოკლებით IBM.

გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ კომპანია IBM–მა დიდი გავლენა მოახდინა სამყაროს განვითარებაში. თავად შეაფასეთ: მყარი დისკი, ფორტრანი, DRAM, SQL (და საერთოდ რელაციური მონაცემთა ბაზის კონცეფცია), შტრიხ–კოდები, ფლოპი დისკი — ეს ყველაფერი IBM–ის კედლებში შეიქმნა. გარდა ამისა IBM–ის თანამშრომლების მიერ იქნა აღმოჩენილი მაღალტემპერატურული ზეგამტარობა და შეიქმნა მას­კა­ნი­რე­ბე­ლი ტუ­ნე­ლუ­რი მიკ­როს­კო­პი, რის გამოც 1986 და 1987 წლებში, ფიზიკის დარგში, ნობელის პრემიები იქნა გაცემული.

კომპანიის ისტორია:

ბმულები თემასთან დაკავშირებით:

www.ibm100.com

www-03.ibm.com

May 232011
 

IBM–ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, სამუელ პალმიზანო (Erica Berger / Corbis–ის ფოტო).

გასული კვირის მიწურულს IBM–ის საბაზრო ღირებულებამ $208,1 მლრდ–ს მიაღწია. ეს ნიშნავს, რომ, პირველად, 15 წლის განმავლობაში კორპორაციამ შეძლო Microsoft–ის კაპიტალიზაციისთვის გაესწრო.

გასულ პარასკევს «მაიკროსოფტის» საბაზრო ღირებულებამ, დაახოებით, $208,0 მლრდ შეადგინა.

ამასთან, ორივე კომპანიის საბაზრი ღირებულება საკმაოდ ჩამორჩება Apple–ს — ინფორმაციული ტექნოლოგიების ლიდერის კაპიტალიზაცია, დაახლოებით $311,6 მლრდ–ს უტოლდება. დღეისათვის, სტივ ჯობსის იმპერიის ფასიანი ქაღალდის ფასი $340–ს შეადგენს. ანალიტიკოსების აზრით, ერთი წლის განმავლობაში Apple–ის აქციების ფასი $460–470–მდე გაიზრდება. შედეგად, «ვაშლის» საბაზრო ღირებულება $434 მლრდ–ს მიაღწევს. შედარებისთვის: დღეისათვის ყველაზე მსხვილი კომპანის, ნავთობ–გიგანტის, Exxon Mobil–ის ღირებულება, საერთო ჯამში, $423 მლრდ–ს შეადგენს.

ასეთი მონაცემებით, თუ ექსპერტთა მოსაზრება გამართლდა, ხოლო Exxon Mobil და სხვა მეგაკორპორაციები ვერ შეძლებენ საკუთარი კაპიტალიზაციის მოცულობის გაზრდას, Apple პლანეტის უმსხვილესი კომპანია გახდება.

წყარო: San Francisco Chronicle

Dec 142010
 

მიუხენის მეცნიერებათა აკადამიამ (გერმანია) IBM-თან კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ევროპისთვის ყველაზე მძლავრი სუპერკომპიუტერის დაზმადებას ითვალისწინებს.

სისტემა SuperMUC განთავსდება ლაიბნიცის სახელობის სუპერკომპიუტერულ ცენტრში (გარხინგი, გერმანია) და გამოყენებული იქნება ევროპელი მეცნიერების მიერ კომპლექსური კველებისთვის შემდეგ სფეროებში: მედიცინა, ასტროფიზიკა და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ SuperMUC-ს აქვს საფირმო გაგრილების სისტემა: მიკროპცესორის ტემპერატურას მიკროარხებში გამავალი წყალი დაარეგულირებს. IBM-ის განცხადებით, ეს ტექნიკური გადაწყვეტილება, სხვა სუპერკომპიუტერებთან შედარებით, SuperMUC-ს 40-პროცენტით ნაკლები ენერგომოხმარების საშუალებას მისცემს.

SuperMUC-ს გააჩნია Intel Xeon-ის 14 ათასი ჩიპი, რომლებიც მუშაობს IBM System x iDataPlex-ის სერვერში. როგორც, მოსალდნელია სისტემის წარმადობა მიაღწევს 3 პეტაფლოპს (კვინტილიონი ოპერაცია მცურავი მძიმით წამში).შედარებისთვის: სუპერკომპიუტერების Top500-ის რეიტინგის ლიდერი — ჩინური სისტემა Tianhe-1A .

SuperMUC-ის გაშვება 2012 წლისთვის იგეგმება.

გამოყენებულია PC World-ის მასალები.

Oct 202010
 

კორპორაცია IBM-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი სამუელ პალმიზანო.

კორპორაცია IBM-მა მიმდინარე წლის მესამე კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა: შემოსავალმა შეადგინა $24,3 მლრდ, რაც 3%-ით მეტია გასული წლის რეზულტატთან შედარებით. არ გამართლდა ანალიტიკოსების პროგნოზი, რომლებიც $24,1 მლრდ-ს ვარაუდობდნენ.

ბრიჩ-ქვეყნებში (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი) გაყიდვების რაოდენობა გაიზარდა 29%-ით, ხოლო აზია-წყნაროკეანურ რეგიონში — 14%-ით. მოგება აპარატული უზრუნველყოფიდან გაიზარდა 10%-ით და მიაღწია $4,3 მლრდ-ს; პროგრამულმა მომსახურეობამ კომპანიას მოუტანა $5,2 მლრდ, რაც 1%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით.

IBM-ის კვარტაკური მოგება გაიზარდა 12%-ით და შეადგინა $3,6 მლრდ, ანუ $2,82 ერთი ფასიანი ქაღალდი (ანალიტიკოსები $2,75 ვარაუდობდნენ). შედარებისთვის: ერთი წლით ადრე კომპანიამ გამოიმუშავა $3,2 მლრდ.

საერთო წლიური გამოთვლებით კორპორაცია ელოდება $11,4-ის შემოსავალს აქციაზე.

წყარო IBM.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache