ფრანგულმა კომპანიამ eviGroup-მა დააანონსა პლანშეტური კომპიუტერი SmartPaddle 10-დიუმიანი სენსორული დისპლეით.

ის არის Intel-ის აპარატულ პლატფორმაზე, რომელიც მოიცავს ერთბირთვიან პროცესორს Atom N455-ს ტაქტური სიხშირით 1,6 გჰც. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 2 გბ-ს; ასევე  შემოთავაზებულია 32 გბ-ანი SSD-ს ან 120 გბ-ანი HDD-ის დაყენება. ეკრანის გარჩევადობა — 1024×60 წერტილი.

პლანშეტს გააჩნია უკაბელო კავშირის Wi-Fi და Bluetooth 2.1 ადაპტერები, 1,3-მეგაპიქსელიანი კამერა, სტერეოფონური დინამიკები, სიმ-ბარათის სლოტი, სამი USB-პორტი და ასევე MicroHDMI ინტერფეისი.

SmartPaddle-ის სისქე შეადგენს 14,6 მმ-ს, ხოლო წონა — 890 გ. აკუმულატორული ემელენტის ერთხელ დამუხტვის შემთხვევაში, ავტონომიურად მუშაობის ხანგძლივობა აღწევს ხუთ საათამდე. ოპერაციულ სისტემის როლს ასრულებს Windows 7, დამატებითი საფირმო ინტერფეისით Scale 3D. ფასი — 550 ევროდან.

წყარო: eviGroup

 

კომპანია Samsung-მა წარმოადგინა ნოუთბუქები Chronos. 15,6 და 14 დიუმიაინი ეკრანის დიაგონალით.

პორტატული კომპიუტერები შესრულებულია Intel-ის პლატფორმაზე; მაქსიმალურ კონფიგურაციაში გამოიყენება პროცესორი Core i7-2675QM ტაქტური სიხშირით 2,2 გჰც. ოპერატიული მეხსიერების მოცულება — 8 გბ-მდე. გრაფიკის დამუშავებას უზრუნველყოფს დისკრეტული ამაჩქარებელი Radeon HD6750M. არის DVD-მიმღები, 1,3-მეგაპიქსელიანი ვებ-კამერა და USB 3.0 პორტი. ინფრომაციის გადაცემის სიჩქარის გასაზრდელად, PC-ში რეალიზებულია ტექნოლოგია Diskeeper ExpressCache, რომლის მეშვეობითაც, SSD-ს (8 გბ) და HDD-ის (750 გბ) ბაზაზე, ფორმირდება მონაცემების შენახვის ჰიბრიდული ქვესისტემა.

ლეპტოპებს გააჩნიათ SuperBright ეკრანები, გარჩევადობით 1600×900 წერტილი და სიმკვეთრე 300 კდ/მ². აკუმულატორული ელემენტის ერთხელ დამუტვის შემთხვევაში, ავტონომიური მუშაობის დრო აღწევს 9 საათამდე. ამასთანავე, ტექნოლოგია Battery Life Plus იძლევა ელემენტის «სიცოცხლის» გახანგძლივების საშუალებას. 1 500 ციკლის დამუხტვის შემდეგ უზრუნველყოფს, ელემენტის საწყისი სიმძლავრის 80 %-მდე გაზრდას.

Samsung Chronos ნოუთბუქების ღირებულება იწყება 1 000 დოლარიდან.

გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

 

კომპანია Acer-მა IFA 2011-ის გამოფენაზე (ბერლინი, გერმანია) წარმოადგინა ულტრაბუქი Aspire S3, რომელიც აღჭურვილია 13,3-დიუმიანი დისპლეით.

კომპიუტერი არის Intel Sandy Bridge-ის აპარატულ პლატფორმაზე მეორე თაობის Core პროცესორით. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 4 გბ-ს; გრაფიკის დამუშავებას უზრუნველყოფს ინტეგრირებული ვიდეობირთვი Intel HD 3000. მონაცემების შენახვის ქვესისტემა შედგება მყარი დისკისგან მოცულობით 320 ან 500 გბ; ასევე შესაძლებელია SSD-ს დაყენება მოცულობით 240 გბ.

ეკრანის გარჩევადობა — 1366×768 პიქსელი. კომპიუტერს გააჩნია უკაბელო კავშირის Wi-Fi და Bluetooth 4.0 ადაპტერები; აკუმულატორული ელემენტის ერთხელ დამუხტვის შემთხვევაში, ავტონომიურად მუშაობის ხანგძლივობა აღწევს შვიდ საათამდე. მწარმოებელი აღნიშნავს, რომ ლეპტოპს «ძილის» რეჟიმიდან გამოსასვლელადს სჭირდება ნახევარი წამი. მოწყობილობის სისქე — 13 მმ.

ულტრაბუქის Aspire S3-ის გაყიდვები დაიწყება სექტემბრიდან; ღირებულება — 800-დან 1 200 ევრომდე კონფიგურაციის მიხედვით.

გამოყენებულია Acer-ის მასალები.

 

Intel-მა და Google-მა განაცხადეს, რომ ოპერაციული სისტემა Android, ოპტიმიზირებული იქნება Atom პროცესორებთან სამუშაოდ.

ინიციატვია, რომელმაც გაიჟღერა IDF 2011-ის ფორუმზე, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს სან-ფრანცისკოში (კალიფორნია აშშ), დააჩქარებს Atom-ის ჩიპებით მობილური მოწყობილობების გამოჩენას ბაზარე, ასევე გაიზრდება პლანშეტების და მობილურების მწარმოებლების ინტერსესი Intel-ის აპარატული გადაწყვეტილების მიმართ.

IDF 2011-ზე დემონსტრირებული იყო კომუნიკატორების და პლანშეტური კომპიუტერების პროტოტიპები  Android-ის მართვის ქვეშ Intel Medfield-ის პლატფორმაზე.

Medfield-ის ფუძე — 32-ნანომეტრიანი Atom-ის ბირთვი მცირე ენერგომოხმარებით და ტაქტური სიხშირით 1,86 გჰც. გრაფიკული ქვესისტემის მწარმოებლურობით Medfield ოთხჯერ აღემატება თანამედროვე Moorestown პლატფორმას.

პლანშეტის პროტოპის სისქე არის 8,9 მმ. გაჯეტს გააჩნია 10-დიუმიანი სენსორული დისპლეი გარჩევადობით 1280×800 პიქსელი, ორი კამერა და სავარაუდოდ NFC მოდული. ოპერაციული სისტემა — Android 3.2 (Honeycomb).

გამოყენებულია Intel-ის მასალები.

 

გუშინ კონფერენციაზე Intel Developer Forum, Intel-მა და Goolge-მა განაცხადეს, რომ ერთობლივად დაიწყებენ Android-ის შემდეგი ვერსიების ოპტიმიზაციას Intel-ის ჩიპსეტებისთვის სმარტფონებისთვის.

მართალია ასეთი ჩიპსეტები ჯერ არ არის ბაზრზე. IDF-ზე აჩვენეს პლანშეტი Medfield ჩიპსეტზე (მესამე თაობის Atom პროცესორით), რომელიც Android 3.0-ზე მუშაობდა. ეს მოწყობილობები გაყიდვაში უნდა შემოვიდეს 2012 წლის პირველ კვარტალში.

Google-თან თანამშრომლობა და ოპტიმიზაცია x86 პლატფორმისათვის დაეხმარება Intel-ს სწრაფად გამოვიდეს მობილური მოწყობილობების ბაზარზე და მოიპოვოს იქ კონკურენტული უპირატესობა ARM პროცესორების მწარმოებლებთან, რომლებსაც არა აქვთ ასეთი მეგობრული ურთიერთობა Google-თან.

httpchd://www.youtube.com/watch?v=1saTUSCTvyE

 

კომპანია Samsung-მა  IFA 2011-ის გამოფენაზე, დააანონსა პლანშეტური კომპიუტერი Series 7 Slate PC  Intel-ის პლატფორმაზე.

სიახლეს შესაძლებელია ჰქონდეს მეორე თაობის Core პროცესორი (Core i5-2467M მოდელამდე ტაქტური სიხშირით 1,6 გჰც) ან ორბირთვიანი ჩიპი Pentium. ოპერაციული სისტემა — Windows 7 (64-ბიტიანი ვერსია).

პლანშეტს აქვს 4 გბ ოპერატიული მეხსიერება და მყარი დისკი მოცულობით 32 ან 64 გბ. სენსორული დისპლეის ზომა, შესრულებულია მოცულობითი ტექნოლოგიით და შეადგენს 11,6 დიუმს; ხოლო მისი გარჩევადობა — 1366×768 წერტილი.

კომპიუტერს განკარგულებაშია: 2-მეგაპიქსელიანი წინა კამერა და 3-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, 3G (HSPA+), Wi-Fi (802.11 b/g/n) და Bluetooth 3.0 მოდულები, GPS მიმღები, USB 2.0 პორტი, HDMI, MicroSD-ბარათების სლოტი და ასევე ქსელური Ethernet-ადაპტერი. მოწყობილობის წონა შეადგენს 860 გ-ს, ხოლო კორპუსის სისქე 13 მმ-ს. აკუმულატორული ელემნტის ერთხელ დამუხტვის შემთხევაში, ავტონომიური მუშაობის დრო აღწევს შვიდ საათამდე.

სიახლე გაყიდვაში გამოვა ოქტომბრის დასაწყისში 1 100-დან 1 350 დოლარამდე. დამატებით აქსესუარად შესაძლებელი იქნება Bluetooth-კლავიატურის შეძენა.

გამოყენებულია Samsung-ის მასალები.

 

კომპანია Lenovo-მ ბერლინში (გერმანია)  IFA 2011-ის გამოფენაზე წარმოადგინა თავისი პირველი ულტრაბუქი — მოდელი U300s, რომლის გაყიდვებიც დაიწყება ოქტომბერში.

პორტატული კომპიუტერი შესრულებულია Intel Sandy Bridge-ის პლატფორმაზე, რომლიც მოიცავს მეორე თაობის Core i7 პროცესორს ტექნოლოგიით Turbo Boost. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 4 გბ-ს; ხოლო მყარი დისკის მოცულობა 256 გბ-ს.

დისპლეის დიაგონალი — 13,3 დიუმი. ულტრაბუქს გააჩნია 1,3-მეგაპიქსელიანი ვებ-კამერა და უკაბელო კავშირის Wi-Fi (802.11b/g/n) ადაპტერი; ნახსენებია, აუდიოსისტემა SRS Premium Surround Sound, USB 3.0 პორტი და HDMI.

სიახლის კორპუსის სისქე  — 14,9 მმ; აკუმულატორული ელემეტნის ერთხელ დამუტვის შემთხვევაში, ავტონომიური მუშაობის დრო აღწევს 8 საათამდე. ულტრაბუქის შეძენა შესაძლებელი იქნება 1 200 დოლარად.

გამოყენებულია SlashGear-ის მასალები.

 

Toshiba-მ  IFA 2011-ის გამოფენაზე წარმოადგინა თავისი პირველი ულტრაბუქი — Portege Z830 13,3-დიუმიანი დისპლეით.

კომპიუტერი იყენებს მეორე თაობის Core პროცესორს Intel Sandy Bridge-ის აპარატული პლატფორმების შემადგელობიდან. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა — 6 გბ-მდე; ხოლო მყარი დისკის მოცულობა — 128 გბ. ეკრანის გარჩევადობაა 1366×768 წერტილი.

ულტრაბუქს გააჩნია SD-რიდერი, უკაბელი კავშირის Wi-Fi კონტროლერი 802.11b/g/n-ის მხარდაჭერით, 1,3-მეგაპიქსელიანი ვებ-კამერა, USB 3.0 ვერსიის პორტი და ასევე D-Sub და HDMI კონექტორები. აკუმულატორული ელემენტის ერთხელ დამუხტვის შემთხვევაში ავტონომიური მუშაობის დრო აღწევს 8 საათამდე.

Portege Z830-ის სისქე შეადგენს 15,9 მმ-ს; ხოლო წონა 1,13 კგ-ს. ულტრაბუქის შეძენა შესაძლებელი იქნება 1 000 დოლარად.

გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

 

სექტემბერში კომპანია Samsung დაიწყებს, მეშვიდე სერიის მძლავრი ლეპტოპის 700G7A-ის გაყიდვებს, რომელიც არის Intel-ის აპარატულ პლატფორმაზე.

ნოუთბუქს გააჩნია, 2-გიგაჰერციანი პროცესორი Core i7 ოთხი ბირთვით და 16 გბ ოპერატიული მეხსიერება. გრაფიკის დამუშავებას უზრუნველყოფს დისკრეტული ამაჩქარებელი, Radeon HD 6970M 2 გბ მეხსიერებით; 17,3-დიუმიანი დისპლეის გარჩევადობა — 1920×1080 წერტილი (ფორმატი Full HD).

ინფრომაციის გადაცემის სიჩქარის გასაზრდელად, კომპიუტერში რეალიზებულია ტექნოლოგია Diskeeper ExpressCache, რომლის მეშვეობითაც, ინფრომაციის შემგროვებლის (SSD) და ვინჩესტერის (HDD) ბაზაზე, ფორმირდება მონაცემების შენახვის ჰიბრიდული ქვესისტემა. მყარი დისკის მოცულობა შეადგენს 1,5 ტბ-ს, ხოლო ფლეშ-მეხსიერება 8 გბ-ს.

საიახლეს აქვს, USB 3.0 პორტი, HDMI ინტერფეისი, კლავიატურა განათებით, ოპტიკური Blu-ray-მიმღები ასევე Wi-Fi და Bluetooth 3.0 კონტროლერები. ნოუთბუქის ღირებულება სტანდარტული კონფიგურაციით — 1 800 ევრო.

გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

 

Dell-ის ნოუთბუქების ხაზი შეივსო მოდელით, Vostro V131, რომელიც არის Intel-ის აპარატულ პლატფორმაზე.

ბიზნეს-კლასის ნოუთბუქს შესაძლებელია ჰქონდეს, Celeron ან Core პროცესორი. დისპლეის ზომა — 13,3 დიუმი, გარჩევადობა — 1366×768 პიქსელი. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა სტანარტული კონფიგურაციით, შეადგენს 2 გბ-ს; მყარი დისკის მოცულობა სიჩქარით 7 200 ბრუნი/წმ-ში — 320 გბ.

კომპიუტერს აქვს, ქარდრიდერი «8 1-ში», ქსელური ადაპტერები Gigabit Ethernet, Wi-Fi (802.11b/g/n) და Bluetooth 3.0; არის ორი USB 3.0 პორტი. პარამეტრების სია მოიცავს, კლავიატურას განათებით, ვებ-კამერას HD-ვიდეოს მხარდაჭერით და ასევე 3G ან 4G მოდულს (WiMAX ან LTE).

ავტომატური მუშაობის დრო, ერთხელ დამუხტვის შემთხევაში აღწევს 9,5 საათამდე. ოპერაციული სისტემა  — Windows 7 Home Premium (64-ბიტიანი ვერსია).

სიახლის შეკვეთა, უკვე დაწყებულია; ფასი — 500 დოლარიდან.

გამოყენებულია Dell-ის მასალები.

© 2011 HI-TECH Suffusion theme by Sayontan Sinha

Social Widgets powered by AB-WebLog.com.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache