Kodak–ის აღმასრულებელი დირექტორი, ანტონიო პერესი (Mark Ovaska–ს ფოტო).

დასასრულს უახლოვდება Kodak–ის მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელის განხილვა, რომელიც Apple–სა და Research In Motion–ს (RIM) პატენტის უფლების დარღვევაში ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის იანვარში Kodak–მა Apple-სა და RIM–ს სხვისი ტექნოლოგიის საკუთარ კომუნიკატორებში უკანონოდ გამოყენების გამო უჩივლა. იმავე წლის იანვარშივე ა.შ.შ–ს საერთაშორისო სავაჭრო კომისმიამ (ITC) უარყოფითი პასუხი გასცა Kodak–ის პრეტენზიებს, რადგან ის სრულიად უსაფუძვლოდ ჩათვალა. თუმცა შემდეგ საქმე გადასახედად მეორედ გაიგზავნა.

როგორც იუწყებიან, საბოლოო პასუხი 30 ივნისს იქნება ცნობილი. თუ განსასჯელები დამნაშავედ სცნეს, Kodak–მა შესაძლოა $1 მლრდ–ის ფულადი კომპენსაცია მიიღოს.

სხვათა შორის, გასულ წელს Kodak–მა უკვე მოიგო ანალოგიური დავა ჩრდილო–კერეულ კომპანიებთან, Samsung–თან და LG Electronics–თან, რომლებიც შესაბამისად $550 და $414 მლნ–ის გადახდას დათანხმდნენ.

წყარო: Associated Press

 

E7BE4795-11CB-4422-B35F-CB446C1864BB.jpg

აი ამ პატარა საოცრებას, რომელიც ძალიან გავს ტელეფონს, შეუძლია გადაიღოს FullHD(1080p), HD(720p) და 5mpx ფოტოები, ამის გარდა შეუძლია ეს ყველაფერი წყალქვეშაც და ტალახშიც, მოკლედ ნებისმიერ მდგომარეობაში სადაც სხვა კამერები უკვე ნაწილებად დაიშლებოდა.

EBCA4B36-3D8D-40E0-8F94-BD0E8283FB73.jpg

კამერის კომპლექტში შედის:

- კამერა Kodak PlaySpot
- USB კაბელი რომლითაც ფაილებს ვიწერთ და ვმუხტავთ კამერას
- USB ადაპტერი ჩვეულებრივი კვებისათვის ~220ვ.
- HDMI კაბელი
- TV(AV) კაბელი
- ამერიკული როზეტის გადამყვანი
- სამაგრი ზონარი
- ინსტრუქცია და გარანტია

E838D122-D106-4C1E-9368-63CD74199DAA.jpg

მოწყობილობის ტექნიკური მონაცემებია:

ვიდეოკამერისი ტიპი: Flash, ციფრული
ინფორმაციის მატარებელი: გადაწერადი მეხსიერება (Flash)
ჩადგმული მეხსიერების ზომა: 131.07 მბ.
FullHD-მხარდაჭერა არის
ვიდეოს მაქსიმალური ხარისხი 1920×1080
ფართოფორმატიანი ვიდეო არის
ციფრული გადიდება 4x
ფოტორეჟიმი არის
ფართოფორმატიანი ფოტო არის
ზომები 58x113x20 მმ.
წონა 128 გ.
გადაღების სიღრმე წყალში 3 მეტრამდე
მატრიცის ტიპი CMOS
მატრიცების რაოდენობა 1
მატრიცა 5 მეგაპიქსელი
მატრიცის ფიზ. ზომა 1/2.5”
სტაბილიზატორი ელექტრონული
LCD ეკრანი არის
Viewfinder არ არის
თეთრის ბალანსი ავტომატური
ჩაწერის ფორმატი 720p, 1080p
დამატებითი ფორმატი H.264 ჩაწერა
ინტერფეისები AV გამოსავალი, HDMI გამოსავალი, USB 2.0 ინტეფეისი
მეხსიერების ბარათები SD, SDHC ბარათებზე ჩაწერა.

F1405C4F-8320-436B-A849-4F9E3BC94A49.jpg

მოწყობილობის შეფასება:

პლიუსები

+ არ შესდის წყალი
+ კომფორტულია
+ მობილურია
+ იღებს HD ვიდეოს
+ ზონარის საიმედო ხვრელი და ნახვრეტი შტატივისათვის
+ HDMI
+ 2-4 საათი ვიდეოგადაღება აკუმულატორის ბაზაზე
+ ადეკვატური ფასი

მინუსები

- ვერ გაადიდებთ ფოტოს დათვალიერებისას
- არ არის გარეშე მიკროფონისა და ყურსასმენების შეერთების საშუალება

CD347CC5-716E-4D4F-8922-3ED1E04DB463.jpg

© 2011 HI-TECH Suffusion theme by Sayontan Sinha

Social Widgets powered by AB-WebLog.com.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache