კომპანია Lenovo-მ ბერლინში (გერმანია)  IFA 2011-ის გამოფენაზე წარმოადგინა თავისი პირველი ულტრაბუქი — მოდელი U300s, რომლის გაყიდვებიც დაიწყება ოქტომბერში.

პორტატული კომპიუტერი შესრულებულია Intel Sandy Bridge-ის პლატფორმაზე, რომლიც მოიცავს მეორე თაობის Core i7 პროცესორს ტექნოლოგიით Turbo Boost. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 4 გბ-ს; ხოლო მყარი დისკის მოცულობა 256 გბ-ს.

დისპლეის დიაგონალი — 13,3 დიუმი. ულტრაბუქს გააჩნია 1,3-მეგაპიქსელიანი ვებ-კამერა და უკაბელო კავშირის Wi-Fi (802.11b/g/n) ადაპტერი; ნახსენებია, აუდიოსისტემა SRS Premium Surround Sound, USB 3.0 პორტი და HDMI.

სიახლის კორპუსის სისქე  — 14,9 მმ; აკუმულატორული ელემეტნის ერთხელ დამუტვის შემთხვევაში, ავტონომიური მუშაობის დრო აღწევს 8 საათამდე. ულტრაბუქის შეძენა შესაძლებელი იქნება 1 200 დოლარად.

გამოყენებულია SlashGear-ის მასალები.

 

კომპანია Lenovo-მ დაიწყო პორტატული კომპიუტერის IdeaPad Z575-ის გაყიდვები 15,6-დიუმიანი დისპლეით.

სიახლის ფუძე — პლატფორმა AMD Llano: მყიდველებისთვის გათვალისწინებულია ნოუთბუქის მოდელები ჰიბრიდული 32-ნანომეტრიანი პროცესორით E2-3000M ( ორი ბირთვი; 2,4 გჰც), A4-3300M (ორი ბირთვი; 2,5 გჰც) ან A6-3400M (ოთხი ბირთვი; 2,3 გჰც). ყოველ ჩიპს გააჩნია, გრაფიკული კონტროლერი DirectX 11-ის პროგრამული ინტერფეისის მხარდაჭერით.

ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 2 ან 4 გბ-ს; მყარი დისკის მოცულობა  — 320, 500 ან 750 გბ. კომპიუტერს, ასევე გააჩნია, DVD-რექორდერი, 0,3-მეგაპიქსელიანი ვებ-კამერა, ქარდრიდერი «5 1-ში» და ასევე Wi-Fi (802.11b/g/n) და Bluetooth კონტროლერები.

ეკრანის გარჩევადობა — 1366×768 წერტილი; HDMI ინტერფეისის საშუალებით, შესაძლებელია გამოსახულების გადაცემა გარე მონიტორზე ან ტელევიზორზე. ლეპტოპის წონა — 2,6 კგ.

IdeaPad Z575 შემოთავაზებულია 530 დოლარიდან (64-ბიტიანი ოპერაციული სისტემით Windows 7 Home Premium).

გამოყენებულია Lenovo-ს მასალები.

 

Lenovo-ს აღმასრულებელი დირექტორი, იან იუანცინი (2008 წლის მარტი; Imaginechina / Corbis–ის ფოტო).

კომპანია Lenovo–მ უკანასკნელი მეოთხედისა და 2010/2011 ფინანსური წლის მუშაონის შედეგები გამოაქვეყნა.

პერსონალური კომპიუტერების უმსხვილესმა მიმწოდებელმა, იანვრიდან მარტის ჩათვლით, $4,88 მლრდ გამოიმუშავა, რაც გასული წლის რეზულტატთან შედარებით 13%–ით მეტია. სუფთა მოგებამ კი $42 მლნ შეადგინა.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ რეალიზებული კომპიუტერების რაოდენობა 16%–ით გაიზარდა, ამასთან გასულ კვარტალში პერსონალური კომპიუტერების მსოფლიო ბაზრის მოცულობა 1,1%–ით შემცირდა.

მიმდინარე წლის პირველ მეოთხედში, Lenovo–ს მიერ ჩინეთში რეალიზებული კომპიუტერების ფულადი ოდენობა, წლიური გამოთვლებით, 12,3%–ით გაიზარდა — $2,2 მლრდ–მდე. დღეისათვის, მშობლიურ რეგიონს Lenovo–სთვის, საერთო მოგების, დაახლოებით, ნახევარი მოაქვს. განვითარებადი ქვეყნებიდან მიღებულმა შემოსავალმა $850 მლნ–ს მიაღწია (ზრდა — 14,2%), ხოლო განვითარებული ქვეყნებიდან ჩინურმა ვენდორმა $1,8 მლრდ მიიღო (ზრდა —13,4%).

Lenovo–ს წლიური შემოსავალი, თითქმის, მესამედით გაიზარდა და $21,6 მლრდს მიაღწია. სუფთა მოგებამ $273 მლნ შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ კომპანიამ ფინანსური წელი პერსონალური კომპიუტერების მსოფლიო ბაზრის 10,2%–ით დაასრულა.

წყარო: Lenovo

 

ივნისში კომპანია Lenovo დაიწყებს ახალი სამაგიდო კომპიუტერის «ყველაფერი ერთში» გაყიდვებს, რომელიც არის Intel Sandy Bridge-ის აპარატულ პლატფორმაზე.

ყველაზე მძლავრი კონფიგურაციის შემთხვევაში მონობლოკს ექნება ოთბირთვიანი პროცესორი Core i7-2600S ტაქტური სიხშირით 2,8 გჰც (3,8 გჰც-მდე Turbo-რეჟიმში ). ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 8 გბ-ს; მომხმარებლებს შეეძლაბათ აირჩიონ 1 ტბ-აინ მყარი დისკი ან 80 გბ-აინი SSD.

კომპიუტერს გააჩნია 21,5-დიუმიანი სენსორული დისპლეი შუქდიოდური განათებით და გარჩევადობით 1920×1200 პიქსელი. ვიდეოსისტემის შემადგენლობაში გამოყენებული იქნება Intel-ის ინტეგრირებული გრაფიკული კონტროლერი ან დისკრეტული ვიდეობარათი Radeon HD 6650 1 გბ მეხსიერებით.

მონობლოკს, ასევე გააჩნია DVD-ჩამწერი (ან Blu-ray drive), ქარდრიდერი «6 1-ში», 2-მეგაპიქსელიანი ვებ-კამერა, Wi-Fi-ადაპტერი, HDMI ინტერფეისი და ექვსი USB პორტი. ოპერაციული სისტემა — Windows 7.

სიახლის შეძენა შესაძლებელი იქნება 700 დოლარიდან Core i3-ის სერიის ჩიპით და 1 გბ ოპერატიული მეხსიერებით.

გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

 

კომპანია Lenovo გეგმავს ივლისში ახალი პლანშეტის პრზენტაციას, რომლის დისპლეის დიაგონლიც შეადგენს 10,1 დიუმს.

ThinkPad Tablet არის nVidia Tegra-ს მეორე თაობის აპარატულ პლატფორმაზე ორბირთვიანი ARM-პროცესორით. სენსორული ეკრანის გარჩევადობა შეადგენს 1280×800 პიქსელს; ინტეგრირებული ფლეშ-მოდულის მოცულობა — 16, 32 ან 64 გბ.

პლანშეტის მახასიათებლებს შორის ნახსენებია Wi-Fi, Bluetooth, 3G მოდული, ორი კამერა, SD-ბარათის სლოტი, Mini HDMI ინტერფეისი, USB და MicroUSB პორტები. ავტომატური მუშოაბის დრო აღწევს რვა საათამდე.

პლანშეტს აქვს Android 3.0 (Honeycomb) ვერსიის ოპერაციული სისტემა. სიახლის ღირებულებ შეადგენს $500.

გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

 

ჩინური კომპანიის Lenovo Mobile-ის მობილური ტელეფონების ხაზი შეივსო ახალი მოდელით i62, რომელსაც გააჩნია 3,2-დიუმიანი სენსორული დისპლეი მულტითაჩ-ტექნოლოგიის მხარდაჭერა ASV-დისპლეი (Sharp Advanced Super View TFT), წერტილოვანი გარჩევადობით 320×480 (HVGA).

ტელეფონს აქვს Bluetooth 2.0 ვერსიის ადაპტერი, Wi-Fi-კონტროლერი, MicroSD ფორმატის ბარათების სლოტი, 5-მეგაპიქსელიანი კამერა, 0,3 მეგაპიქსელიანი წინა კამერა განკუთვნილია ვიდეოზარებისთვის , ასევე 3,5 მმ-ანი ბუდე ყურსასმენის შესაერთებლად და FM-რადიო მიმღები.

მოწყობილობის შესაძლებობეში აღსანიშნავია, რომ მას შეუძლია HD-ვიდეომატარიალების გაშვება  720p ფორმატში და ასევე Dolby Mobile ტექნილოგიის მხარდაჭერა.

Lenovo i62 განკუთვნილია GSM/GPRS და UMTS/HSDPA ქსელებში სამუშაოდ. სიახლეს აქვს ორი სიმ-ბარათის სლოტი და შეუძლია ორი ოპერატორის ქსელში ერთდორულად მუშაობა.

ტელეფონის ზომები –– 113×56,5×14,2 მმ, წონა–– 112 გრ.

გამოყენებულია Lenovo Mobile-ის მასალები.

 

როგორც უამრავი ვებ-წყარო იტყობინება, ჩინურმა Lenovo-მ და იაპონური-მა NEC-მა შესაძლოა თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერონ ხელი.

საუბარია კომპიუტერების ერთობლივ წარმოებაზე. სავარაუდოდ კომპანია Lenovo NEC-ის ქვეგანყოფილების, Personal Products-ის საკონტროლო პაკეტს შეიძენს. თუმცა, პარტნიორობის სხვა გზებიც არსებობს.

PC-ბიზნესის გაერთიანება Lenovo-ს იაპონიასა და მსოფლიო ბაზარზე პროდუქციის გატანის გაცილებით მეტ შესაძლებლობებს მისცემს. დღეისათვის, IDC-ის მონაცემებით, ჩინური ვენდორი კომპიუტერების წარმოების მოცულობით, მსოფლიო მაშტაბით, რიგით მეოთხე ადგილზეა (10,4%), ხოლო იაპონიაში კომპანია მიზერულ წილს, ბაზრის 5-6%-ს ფლობს.

პარტნიორობა, ასევე ხელსაყრელია კორპორაცია NEC-თვისაც: ის ისევ შეძლებს საერთაშორისო ბაზარზე გასვლას, რომელიც 2009 წელს შეწყდა. შეგახსენებთ, რომ 20%-ით NEC იაპონური PC-ბაზრის ლიდერია.

მოკლედ, ოფიციალური ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა, ხოლო მისი პოტენციური მონაწილეები ჯერჯერობით კომენტარისგან თავს იკავებენ.

წყარო: PC World

 

კომპანია Lento, აპირებს პლანშეტური კომპიუტერის გამოშვებას.

როგორც ამბობენ, მზადების პროცესში მყოფ მოწყობილობას დაერქმევა LePad.სამწუხაროდ გაჯეტის ტექნიკური მონაცემები ჯერ-ჯერობით თითქმის არ მოიპოვება. ქსელის წყაროები აღნიშნავენ,  მხოლოდ იმას, რომ პლანშეტს ექნება 3D მოდული მობილურ ქსელებში სამუშაოდ.ბა

მოწყობილობა იმუშავებს Google Android ოპერაციულ სისტემაზე. როგორც ჩანს სიახლე გაყიდვაში წლის ბოლოსთვის გამოვა. მწარმოებლები თვლიან რომ ის შეძლებს Apple iPad-ისთვის კონკურენციის გაწევას.

წყარო: PC World

 

კომპანია Lenovo ადგილზე არ დგას , ის ვითარდება და თავისი გიგანტური 9კგ-იანი ნეთბუქების შემდეგ გამოუშვა პერსონალური კომპიუტერი IdeaCentre A310. მისი გაბარიტები მართლაც შთამბეჭდავია — კორპუსის სისქე 18,5 მილიმეტრს არ აღემატება .

მოწყობილობას აქვს 21,5 დიუმიანი დისპლეი, გარჩევადობით 1920*1080 პიქსელი. ის მუშაობს Intel Core i3-350M-ის ბაზაზე და  Windows 7-ის ოპერაციულ სისტემაზე.

ასევე კომპიუტერს აქვს 3გბ ოპერატიული მეხსიერება (რომლის გაზრდაც მაქსიმუმ 8გბ-მდეა შესაძლებელი). მას აქვს ნახევარი ტერაბიტი, 500გბ ვინჩესტერი.აქვს დღესდღეობით პოპულარული HDMI პორტი.

კომპიუტერს აქვს უკაბელო კავშირის მოდულები — Bluetooth და WiFi. კორპუსის ფერი — თეთრი, კომპლექტში შედის უკაბელო კლავიატურა და მაუსი.

მისი ფასი ჯერ-ჯერობით უცნობია.

 

Lenovo-მ დღეს წარმოადგინა ორი სამაგიდო კომპიუტერი კლასით «ყველაფერი ერთში» — IdeaCentre A700 и B305.

პირველი, ანონსირებული მონობლოკები შესაძლებელია აღჭურვილი იყოს Intel Core i3 ან i5 ორბირთვიანი პროცესორებით ან Core i7-ის ოთხბირთვიანი ჩიპით. ოპერატიული მეხსიერების მაქსიმალური მოცულობა 8 გბ; ვინჩესტერი — 2 ტბ-მდე. 23-დიუმიანი დისპლეი Full HD გაფართოებით 1920×1080 პიქსელი; შესაძლებელია დისკრეტული ვიდეოადაფტერის ATI Mobility Radeon HD 5650-ის დაყენება, პროგრამული ინტერფეისის DirectX 11-ის და Blu-ray ჩამწერის მხარდაჭერით. PC-ის არსენალში შედის — JBL დინამიკები, HDMI ინტერფეისი, Wi-Fi-ადაფტერი 802.11b/g/n-ის მხარდაჭერით და ქარდრიდერი «5 1-ში».

კომპიუტერი IdeaCentre B305 დამზადებულია AMD პლადფორმაზე, ოთხბირთვიანი პროცესორით Athlon II X4. შედარებით ძვირიან მონობლოკს გააჩნია 4 გბ RAM და 1 ტბ ვინჩესტერი. 21,5 დიუმიან ეკრანს გააჩნია Full HD-გაფართოება; შესაძლებელია დისკრეტული ადაფტერისა და TV-ტუნერის დაყენება. მუწყობილობის შემადგენლობაშია — Wi-Fi კონტროლერი, DVD-ჩამწერი და ქარდრიდერი.

IdeaCentre A700 და B305 მონობლოკები გაყიდვაში გამოვა მომდევნო თვეში; მათი ფასი დაახლებით შეადგენს 1000 და 700 დოლარს.

გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

© 2011 HI-TECH Suffusion theme by Sayontan Sinha

Social Widgets powered by AB-WebLog.com.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache