Jun 192011
 

კომპანია Motorola-მ დააანონსა მძლავარი სმარტფონი Photon 4G, რომელსაც აქვს მეოთხე თაობის მობილურ ქსელებში მუშაობის მხარდაჭერა.

აპარატი შესრულებულია მონობლოკური ტიპის კორპუსში, ის არის nVidia Tegra-ს მეორე თაობის პლატფორმაზე ორბირთვიანი პროცესორით, სიხშირე 1 გჰც. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 1 გბ-ს; ჩაშენებული ფლეშ-მოდულის — 16 გბ ( მოცულობის გაზრდა შესაძლებელია 32 გბ-მდე MicroSD-ბარათის საშუალებით).

4,3-დიუმიან სესნორულ დისპლეის, გააჩნია qHD გარჩევადობა (540×960 წერტილი). არის ორი კამერა: 0,3-მეგაპიქსელიანი ვიდეოზარებისთვის და მთავარი 8-მეგაპიქსელიანი მატრიცით, ორმაგი შუქდიოდური გაელვებით და მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერის ფუნქციით 720р ფორმატში.

სმარტფონის არსენალში ასევე შედის; GPS-მიმღები, HDMI ინტერფეისი, Bluetooth 2.1 და Wi-Fi (802.11b/g/n) ადაპტერები. Photon 4G ფუნქციონირებს Android 2.3 (Gingerbread) ვერსიის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ; მხარდაჭერილია GSM/CDMA ქსელებში მუშაობა.

სიახლე, გაყიდვაში გამოჩნდება მიმდინარე ზაფხულიდან, ხოლო მისი ღირებულება ჯერჯერობით არ სახელდება.

გამოყენებულია Motorola-ს მასალები.

May 282011
 

ოპერატორმა Verizon Wireless-მა  დღეს დაიწყო კომპანია Motorola-ს ახალი «გუგლფონის» Droid X2-ის გაყიდვები.

აპარატი, დახურული მონობლოკური ტიპის კორპუსში, შესრულებულია  nVidia Tegra-ს მეორე თაობის აპარატულ პლატფორმაზე, რომლის შემადგენლობაში შედის ორბირთვიანი ARM-პროცესორი სიხშირით 1 გჰც. სენსორული დისპლეი დიაგონალით 4,3 დიუმი, აქვს qHD გარჩევადობა (540×960 წერტილი) და როგორც ამტკიცებენ, ძნელად იფხაჭნება.

სმარტფონს აქვს კამერა 8-მეგაპიქსელიანი მატრიცით, ორმაგი შუქდიოდური გაელვებით და ვიდეოს ჩაწრის ფუნქცია 720p ფორმატში . ინტეგრირებული მეხსიერების მოცულობა არის 8 გბ; კომპლექტში შედის SD-ბარათი იგივე მოცულობით. ასევე ნახსენებია FM-ტუნერი, HDMI ინტერფეისი და აკუმულატორული ელემენტი მოცულობით 1 540 მა/სთ.

კომუნიკატორი ფუნქციონირებს Android 2.2 (Froyo) ვერსიის მართვის ქვეშ, შემდეგ განახლებით 2.3 (Gingerbread)-მდე.  ორწლიანი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაშიVerizon Wireless ქსელში ფუნქციონირებისთვის, მოწყობილობის ყიდვა შესაძლებელი იქნება 200 დოლარად.

გამოყენებულია Motorola-ს მასალები.

Mar 022011
 

ამერიკული კომპანია Xoom Corp. აცხადებს, რომ Motorola Mobility სავაჭრო მარკა Xoom–ს არაკანონიერად იყენებს.

Xoom — ეს არის ფულის ინტერნეტ–გადარიცხვის სერვისი. კომპანიაში აცხადებენ, რომ მომსახურება 2003 წელს დაიწყეს, ხოლო სავაჭრო ნიშანი 2004 წელს დაარეგისტრირეს.

Xoom–მა უკვე მიმართა სან–ფრანცისკოს ფედერალურ სასამართლოს პრეტენზიით, რომ Motorola–მ «ბრენდი Xoom თვითნებურად და არაკანონიერად მიითვისა იმისთვის, რომ მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანოს». როგორც ცნობილი გახდა, მოსარჩლე ბრენდის გამოყენების აკრძალვას და კომპენსაციის გადახდას მოითხოვს. Motorola მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

10,1-დიუმიანი პლანშეტი Xoom, რომელიც nVidia Tegra–ს მეორე თაობის პლატფორმაზეა აგებული, გაყიდვაში გასულ კვირას გამოჩნდა. Verizon Wireless–თან ორწლიანი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში მოწყობილობის ფასი $600–ს შეადგენს, ხოლო ვერსიას, მითითებული მობილური ოპერატორის გარეშე $800–ად შეიძენთ.

წყარო: Bloomberg

Jan 242011
 

პლანშეტური კომპიუტერის Motorola Xoom-ის  გაყიდვები სავარაუდოდ დაიწყება 2011 წლის 17 თებერვალს. ამ დღეს გამოჩნდება პლანშეტი Best Buy-ის სუპარკეტების ქსელში.

მოდელის ღირებულებაა $700, რაც საკმაოდ ძვირია.

შეგახსენებთ, რომ პლანშეტი წარმოდგენილი იყო CES 2011-ის გამოფენაზე  (6–9 იანვარი, ლას-ვეგასი, ნევადა, აშშ). მოდელის არსენალში შედის: nVidia Tegra-ს მეორე თაობის პლატფორმა, 10,1-დიუმიანი დისპლეი წერტილოვანი გარჩევადობით 1280×800, ადაპტერი ფიჭურ ქსელებში სამუშაოდ, 32 გბ მეხსიერება და Android 3.0 ვერსიის ოპერაციული სისტემა.

გამოყნებულია Engadget-ის მასალები.

Jan 082011
 

CES 2011-ზე კომპანია Motorola-მ წარმოადგინა Honeycomb (Android 3.0) პლანშეტი LTE ქსელების მხარდაჭერით.

  • ოპ. სისტემა – Android 3.0 Honeycomb
  • ზომები – 249.1 მმ x 167.8 მმ x 12.9 მმ
  • ეკრანი – 10,1 1280×800 გარჩევადობა
  • წონა 730 გ.
  • პროცესორი – NVIDIA Tegra 2: 1 გჰც ორ-ბირთვიანი
  • აკუმულატორი – 10 საათი ვიდეოს გაშვება
  • შეერთება – 3.5 მმ, micro USB 2.0 HS, Corporate Sync, WiFi 2.4 Ghz და 5 Ghz 802.11 b/g/n. Bluetooth 2.1+EDR+HID
  • ქსელები – 3G, 4G LTE. 802,11n
  • პროგრამები – ელ-ფოსტა (Corporate Sync, Gmail, POP3/IMAP, Push Email, Yahoo Mail), WebKit / Adobe Flash
  • აუდიო – AAC, AAC+. AMR NB, AMR WB, MP3, XMF
  • ვიდეო –  720p გადაღება/1080p გაშვება/სტრიმინგი, H.263, H264 MPEG4
  • კამერა – 5 მეგაპიქსელიანი უკანა და 2 მეგაპიქსელიანი წინა კამერა (LED განათებით)
  • მეხსიერება – 32 გიგაბაიტი ჩაშენებული მეხსირება, SD ბარათების მხარდაჭერა, 1 გიგაბაიტი DDR2 ოპერატიული მეხსიერება

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache