ინტერნეტში გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტაივანური კომპანია MSI გამოუშვებს ახალ პლანშეტურ კომპიუტერს.

Computex 2010-ის ჩვენებაზე (1-6 ივნისი, ტაიბეი, ტაივანი) MSI წარადგენს 10-დიუმიან პლანშეტს Slatebook-ს პლადფორმა Intel Menlow-ის ბაზაზე. ცნობილია, რომ მოწყობილობა აღჭურვილი იქნება Intel Atom-ის Z სერიის ჩიპსეტით და 3G და Wi-Fi მოდულებით. MSI Slatebook იმუშავებს ოპერაციული სისტემა Windows 7-ის მართვის ქვეშ.

MSI აწარმოებს მოლაპარაკებებს კონტენტ-პროვაიდერებთან და soft-ის მწარმოებლებთან, რათა Slatebook-ის მომხმარებელმა შეძლოს ელექტრონული წიგნების წაკითხვა.

მოწყობილობის ფასი შეადგენს $500.

MSI ასევე ჩვენებისთვის ამზადებს პლანშეტს პლადფორმა nVidia Tegra-ს ბაზაზე, თუმცა ამ მოდელის ბაზარზე გამოჩენა ახლო მომავალში არ იგეგმება: გაყიდვა დამოკიდებულია მსგავსი მოწყობილობების მოთხოვნაზე.

გამოყენებულია DigiTimes-ის მასალები.

 

კომპანია MSI გეგმავს პალნშეტური კომპიუტერების ბაზარზე გასვლას. არსებული ინფორმაციით, MSI ამზადებს ორი ტიპის პლანშეტს:  პირველი კატეგორიის მოწყობილობა გამოიყენებს nVidia Tegra 2-ის აპარატულ პლატფორმას და Google Android-ის ოპერაციულ სისტემას, ხოლო მეორე კატეგორიის კომპიუტერებში იგეგმება ენერგეტიკულად ეფექტური Intel Atom-ის პროცესორების და  Microsoft Windows 7-ის გამოყენება. მოწყობილობების დისპლეის დიაგონალი შეადგენს 8,9 და 10 დიუმს.

სავარაუდოდ, სიახლის დემონსტრაცია შედგება Computex 2010-ის გამოფენაზე, რომელიც ჩატარდება ტაივანში 1-დან 5 ივნისამდე. პლანშეტები გაყიდვაში გამოვა შემდეგ კვლარტალში.

მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში MSI აპირებს გამოუშვას პლანშეტური კომპიუტერი ორი სენსორული დისპლეით. ორივე ეკრანის დიაგონალი იქნება 10 დიუმი.

შეგახსენებთ, რომ პლანშეტური კომპიუტერების გამოშვებას, ასევე გეგმავენ ASUS, Dell, Nokia,Samsung და Toshiba.

გამოყენებულია Techconnect Magazine-ის მასალები.

 

Ноутбук снабжен фирменной клавиатурой Chiclet с оригинальным дизайном кнопок.

კომპანია MSI შეავსო პორტატული კომპიუტერების ხაზი ბიზნეს-კლასის P600 მოდელით.

ნოუთბუქი არის Intel Calpella–ის პლათფორმაზე, პროცესორით Core i5. ოპერატიული მეხსიერების მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 4 გბ; 2,5-დიუმიანი მყარი დისკის მოცულობა — 250 გბ–დან 500 გბ–მდე.

15,6-დიუმიანი დისპლეის აქვს გაფართოვება 1366×768 პიქსელით და შუქდიოდური განათება. გრაფიკის დამუშავება ინტეგრირებულ Intel–ის ადაპტერზე.

კომპიუტერი აღჭურვილია DVD-მიმღებით, 1,3-მეგაპუქსელური კამერით, ქარდრიედრით SD, SDHC და MMC ფორმატების მხარდაჭერით, Wi-Fi (802.11 b/g/n) და Bluetooth 2.1 კონტროლერებით, სტერეფონური დინამიკებით და თითის ანაბეჭდის დაფიქსრების სენსორით.

შიდა მოწყობილობების შეერთებისთვის არის ორი პორტი USB 2.0, ჯეკი e-SATA, ინტერფეისი HDMI და D-Sub.

სიახლეში რეალიზებულია საფირმო ტექნოლოგია ECO Engine, რომელიც უზრუნველყოფს ენერგიის ოპტიმალურ განაწილებას ელემტიდან კვებისას, ( გათვალისწინებულია ხუთი რეჯიმი: სათამაშო, ვიდეო მიმოხილვა, პრეზენტაციის მიმოხილვა, საოფისე და მწარმოებლური). აკუმულატორიდან ავტომატური მუშაობის დრო — რვა საათმდე.

ნოუთბუქის ზომა — 392×255×36 მმ, წონა — 2,4 კგ. კომპიუტერზე ყენდება Windows 7 Home Premium–ის ოპერაციული სისტემა.

გამოყენებულია MSI–ის მასალები.

 

აი ისიც, მონობლოკების ფანატებისთვის საოცნებო: MSI Wind Top all-in-ones, ეს ტოპ მოდელი გამოირჩევა ტექნოლოგიების ბოლო სიტყვით. სრული მაღლი ხარისხის გარჩევადობა, 3D ფუნქციონალი 120 ჰერციანი ეკრანით. Intel-ის Core i7 პროცესორი და მულტითაჩი. მოდელი წარმოდგენილი იქნება როგორც 24 ასევე 22 დიუმიანი ვარიანტიც. მოკლედ პირველივე შანსი, როგორც კი მექნება ამ მოწყობილობას აუცილებლად შევიძენ და დავატესტირებ.

 

Выглядят MSI CX620 и CR620 одинаково.

MSI-იმ გამოსაშვებად გაამზადა რამოდენიმე ახალი ლეპტოპი 15,6 დიუმიანი დისპლეით, მოდელი CX620 და CR620.

ნოუთბუქს აქვს დისკრეტული ვიდეოკარტა ATI Radeon HD5470 1 გბ ოპერატიული მეხსიერებით, ასევე Intel–ის ინტეგრირებული ადაპტერი.

ფუნქცია  3D Boost გვაძლევს საშუალებას ავირჩიოთ რეჟიმი “მწარმოებლური” ან “ეკონომიური”. MSI CR620–ს აქვს მხოლოდ ერთი ინტეგრირებული ვიდეოადაპტერი.

ლეპტოპებში გამოყენებულია Intel HM55 ჩიპსეტი და ასევე ბოლო თაობის Intel Core პროცესორი.

ნოუთბუქს აქვს Wi-Fi (IEEE 802.11 b/g/draft-n) კონტროლერი. ქარდრიდერი 4  1–ში (MS/XD/SD/MMC), Bluetooth 2.1 ვერსიის მოდული და 1.3 მეგაპიქსელიანი ვებკამერა.

HDMI კონექტორი, D-Sub და RJ45 პორტები, მყარი დისკი  250, 320 ან 500 გბ, ორი დინამიკი და სამი USB 2.0 პორტი. ნოუთბუქში შეიძლება გამოყენებული იყოს DDR3 ოპერატიული მეხსიერება, რომელიც მუშაობს 1066 ან  800 მჰც სიხშირეზე. დისპლეის გარჩევადობა არის 1366×768 პიქსელი. ნოუთბუქს აქვს MSI ECO Engine ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს ელემენტიდან კვებისას  ენერგიის ოპტიმალურ განაწილებას (სულ გათვალისწინებულია ხუთი რეჟიმი: სათამაშო, ვიდეო, საპრეზენტაციო, საოფისე და მწარმოებლური)

კომპიტერის ზომა – 247,5×374×35 –მმ, წონა –– 2,5 კგ–მდე.

გამოყენებულია MSI-ის მასალები.

© 2011 HI-TECH Suffusion theme by Sayontan Sinha

Social Widgets powered by AB-WebLog.com.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache