Sep 202011
 

 

BUILD-ის კონფერენციაზე (კალიფორნია, აშშ) წარმოდგენილი იყო პლანშეტური კომპიუტერის საცდელი ნიმუში, რომელიც არის nVidia-ს ახალი თაობის აპარატულ პლატფორმაზე. გაჯეტს აქვს «სისტემა ჩიპზე», კოდური დასახელებით  Kal-El. მის შემადგენლობაში შედის,  ოთხი გამომთვლელი ბირთვი სიხშირით 1,5 გჰც და 12-ბირთვიანი გრაფიკული კონტროლერი GeForce ( გარჩევადობა 1920×1200 პიქსელი). nVidia-ს განცხადებით, Kal-El მწარმოებლურობით ხუთჯერ აღემატება Tegra-ს მეორე თაობის ჩიპებს. 

აღსანიშნავია, რომ ნაჩვენები პროტოტიპი ფუნქციონირებს Windows 8-ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ. დისპლეის ზომები არ სახელდება, თუმცა სავარაუდოდ დისპლეის ზომა იქნება 10 დიუმი. სავარაუდო მონაცემებით, პლატფორმა  Kal-El უზურნველყოფს ავტონომიურ რეჟიმში მუშაობას ხანგძლივი დროის განმავლობაში.

პირველად Kal-El პლანშეტები შესაძლოა გამოჩნდეს წლის ბოლომდე. ჭორების თანახმად, ასეთ მოწყობილობას ამზადებს კომპანია ASUS.

წყარო: Geek.com

Aug 282011
 

კომპანია Acer-მა წარმოადგინა, «ყველაფერი ერთში» კლასის სამაგიდო კომპიუტერები, Aspire Z5801 და Z3801,  24- და 21,5-დიუმიანი დისპლეებით შესაბამისად.

მონობლოკები შესრულებულია Intel Sandy Bridge პლატფორმაზე, რომელიც მოიცავს მეორე თაობის Core პროცეოსრს. ოპერატიული მეხსიერების მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 8 გბ-ს; მყარი დისკის მოცულობა — 2 ტბ-მდე. შესაძლებელია DVD-რექორდერის ან ოპტიკური  Blu-ray-მიმღების დაყენება.

ორივე შემთხევაში, ეკრანების გარჩევადობა არის 1920×1080 პიქსელი (ფორმატი Full HD); გრაფიკის დამუშავებას უზრუნველყოფს, Intel-ის ინტეგრირებული ვიდეობირთვი (ასარჩევად შემოთავაზებულია დისკრეტული ვიდეობარათი nVidia GeForce).

დესკტოპებს გააჩნიათ, ქარდრიდერი, ქსელური კონტროლერები Gigabit Ethernet და Wi-Fi (802.11b/g/n), სატელევიზიო ტუნერი (არა ყველა მოდიფიკაციას), 5-ვატიანი სტერეოფონური დინამიკები, ვებ-კამერა, HDMI კონექტორი და ორი  USB 3.0 პორტი.

ოპერაციული სისტემა — Windows 7 Home Premium.  Aspire Z5801-ის და Z38011-ის ღირებულება არის  1 000 და 800 ევროდან შესაბამისად.

გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

Aug 172011
 

კომპანია Samsung-მა ევროპაში წარმოადგინა «გუგლფონი» Galaxy R, რომელიც შესრულებულია მონობლოკის ტიპის კორპუსში და მისი სისქე შეადგენს 9,6 მმ-ს.

ეს არის «სამსუნგის» პირველი სმარტფონი  nVidia Tegra-ს მეორე თაობის პლატფორმაზე. მასში გამოყენებულია ორბირთვიანი ARM-პროცესორი ტაქტური სიხშირით 1 გჰც; ოპერატიული მეხსიერების მოცულობა — 1 გბ, ჩაშენებული ფლეშ-მოდულის მოცულობა — 8 გბ.

Galaxy R-ს აქვს, 4,2-დიუმიანი სენსორული Super Clear LCD დისპლეი გარჩევადობით 480×800 წერტილი. არის ორი კამერა  — 1,3-მეგაპიქსელიანი წინა და 5-მეგაპიქსელიანი უკანა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია, მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერა 720р ფორმატში.

სმარტფონის არსენელაში შედის: უკაბელო კავშირის Wi-Fi (802.11b/g/n) და Bluetooth 3.0 ადაპტერები,  GPS-მიმღები,  FM-ტუნერი, MicroSD ბარათის სლოტი და ასევე MicroUSB პორტი. მოდელის წონა — 130 გ.

სიახლე არის, Android 2.3 (Gingerbread) ვერსიის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ. ხოლო მისი ღირებულება, ჯერჯერობით უცნობია.

გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

Jul 292011
 

კომპანია Dell-მა, ჩინეთში, დააანონსა პლანშეტური კომპიუტერი Streak 10 Pro 10-დიუმიანი დისპელით.

გაჯეტი, არის nVidia Tegra-ს მეორე თაობის აპარატულ პლატფორმაზე, ორბირთვიანი ARM-პროცესორით სიხშირე 1 გჰც. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა — 1 გბ; ჩაშენებული ფლეშ-მეხსიერების მოცულობა შეადგენს 16, 32 ან 64 გბ-ს.

სენსორული ეკრანი, დაცულია მინით  Gorilla Glass და გააჩნია გარჩევადობა 1280×800 წერტილი. არის ორი კამერა — წინა 2-მეგაპიქსელიანი და 5-მეგაპიქსელიანი, რომელიც განთავსებულია კორპუსის უკანა პანელზე. პლანშეტის არსენალში შედის: უკაბელო კავშირის Wi-Fi (802.11b/g/n) და Bluetooth 2.1 ადაპტერები და ასევე MicroUSB პორტი. მისი სისქე — 13 მმ, წონა — 730 გ.

Streak 10 Pro, ფუნქციონირებს Android 3.1 (Honeycomb) ვერსიის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ. კომპიუტერი წარმოდგენილი იქნება ჩინეთის ბაზარზე და მისი ღირებულება იქნება  465 (16 გბ-ანი ფლეშ-მეხსიერებით). ხოლო მოგვიანებით დაიწყება, გაყიდვები სხვა ქვეყნებშიც.

გამოყენებულია  Engadget-ის მასალები.

Jul 242011
 

ინტერნეტში გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია Motorola ამზადებს 10-დიუმიან პლანშეტს.

სიახლე, Xoom-თან შედარებით, იქნება უფრო თხელი და მიიღებს უფრო მაღალი გარჩევადობის დისპლეის, რომელიც არის 2048×1536 პიქსელი (Xoom –1280×800 ). ჭორების თანახმად, პროგრამულ პლატფორმად არჩეულია ოპერაციული სისტემა Android 4.0 (Ice Cream Sandwich).

მომავალ პლანშეტს, შესაძლოა ჰქონდეს, «სისტემა ჩიპზე» Kal-El (მესამე თაობის Tegra), რომლის შემადგენლობაშიც შედის ოთხი გამოთვლითი ბირთვი და 12-ბირთვიანი გრაფიკული კონტროლერი GeForce. nVidia-ს განცხადებით, ახალი «სისტემა ჩიპზე» ხუთჯერ აღემატება Tegra-ს მეორე თოაბას მწარმოებლურობით.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ  დაიწყო Xoom-თვის Android 3.2 ვერსიის განახლების გავრცელება. გარდა ამისა, Android 3.2-ში გაუმჯობესებულია, SD-ბარათის მხარდაჭერა, რელიზებულია თავსებადობა  Qualcomm-ის ახალ პროცესორთან, ოპტიმიზირებულია ინტერფეისი და ა.შ.

გამოყნებულია Fudzilla-ს და CNET News-ის მასალები.

Jul 052011
 

კომპანია Pioneer Computers Australia-ს პლანშეტურ ხაზს დაემატა DreamBook ePad N10 10, 1-დიუმიანი დისპლეით. სიახლის აპარატული პლატფორმა არის მეორე თაობის nVidia Tegra.

პლანშეტში გამოიყენება ორბირთვიანი პროცესორი Cortex-A9 ტაქტური სიხშირით 1გჰც; ოპერატიული მეხსიერების მოცულობა უტოლდება 1 გბ-ს. ჩაშენებული ფლეშ-მეხსიერების მოცულობაა 4 ან 16 გბ; აქვს ასევე MicroSD ბარათი. ეკრანს გააჩნია «მულტითაჩ» ტექნოლოგიის მხარდაჭერა, მისი გაფართოებაა 1024×600 პიქსელი; არჩევით შესაძლებელია შეუკვეთოთ 1280×800 წერტილის გაფართოების ეკრანი.

სიახლეს შემადგენლობაში შედის: Wi-Fi (IEEE 802.11b/g/n) და Bluetooth 2.1 +EDR ადაპტერები, 3G მოდული, GPS მიმღები, ორიენტაციის სენსორი და სტერეოფონური დინამიკები. აქვს 2 კამერა: 1,3-მეგაპიქსელიანი შუაში და 5-მეგაპიქსელიანი კორპუსის უკანა მხარეს.  ასევე HDMI და USB პორტი, 3,5-მილიმეტრიანი ბუდე ყურთსასმენებისთვის და ბუდე დოკ-სადგურისთვის.

პლანშეტის ზომებია - 264,7×176,3×10,5 მმ, წონა – 670 გ. ავტომატური მუშაობის დრო ვიდეოს ჩვენების რეჟიმში აღწევს 10 საათს. PC-ზე ინსტალირდება Android 3.0 (Honeycomb) ოპერაციული სისტემა.

DreamBook ePad N10-ის ფასი – 500 დოლარიდან; დამატებითი ინფორმაცია მოწყობილობის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ.

გამოყენებულია Pioneer Computers Australia-ს მასალები.

Jul 012011
 

კომპანია Samsung-მა, ევროპაში, დააანონსა კომუნიკატორი Galaxy Z, რომელიც წარმოადგენს შუალედეს I9003 Galaxy SL-ისა და Galaxy S II-ის შორის.

სიახლეს გააჩნია 4,2-დიუმიანი სენსორული დისპლეი Super Clear LCD გარჩევადობით 480×800 წერტილი. არის ორი კამერა: წინა კამერა ვიდეოზარებისთვის და მთავარი კამერა 5-მეგაპიქსელიანი მატრიცით, შუქდიოდური გალვებით და HD-ვიდეოს ჩაწერის ფუნქციით 720р ფორმატში.

Galaxy Z — nVidia Tegra-ს მეორე თაობის აპარატულ პლატფორმაზე, ორბირთვიანი პროცესორით Cortex-A9, ტაქტური სიხშირით 1 გჰც. ჩაშენებული ფლეშ-მეხსიერების მოცულობა შეადგენს 8 გბ-ს ( მოცულობის გაზრდა შესაძლებელია MicroSD ბარათების საშუალებით). გარდა ამისა, სმარტფონს აქვს, Wi-Fi (802.11b/g/n) და Bluetooth 3.0 ადაპტერები, MicroUSB პორტი, FM-ტუნერი და GPS-მიმღები. აკუმულატორული ელემნტის მოცულობა — 1 650 მა/სთ.

აპარატის ზომები შეადგენს 125,3×66,1×9,5 მმ-ს, წონა — 135 გ. ოპერაციული — Android 2.3.

სმარტფონ Galaxy Z-ის შეძენა, შესაძლებელი იქნება 630 დოლარად.

გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

Jun 192011
 

კომპანია Motorola-მ დააანონსა მძლავარი სმარტფონი Photon 4G, რომელსაც აქვს მეოთხე თაობის მობილურ ქსელებში მუშაობის მხარდაჭერა.

აპარატი შესრულებულია მონობლოკური ტიპის კორპუსში, ის არის nVidia Tegra-ს მეორე თაობის პლატფორმაზე ორბირთვიანი პროცესორით, სიხშირე 1 გჰც. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 1 გბ-ს; ჩაშენებული ფლეშ-მოდულის — 16 გბ ( მოცულობის გაზრდა შესაძლებელია 32 გბ-მდე MicroSD-ბარათის საშუალებით).

4,3-დიუმიან სესნორულ დისპლეის, გააჩნია qHD გარჩევადობა (540×960 წერტილი). არის ორი კამერა: 0,3-მეგაპიქსელიანი ვიდეოზარებისთვის და მთავარი 8-მეგაპიქსელიანი მატრიცით, ორმაგი შუქდიოდური გაელვებით და მაღალი გარჩევადობის ვიდეოს ჩაწერის ფუნქციით 720р ფორმატში.

სმარტფონის არსენალში ასევე შედის; GPS-მიმღები, HDMI ინტერფეისი, Bluetooth 2.1 და Wi-Fi (802.11b/g/n) ადაპტერები. Photon 4G ფუნქციონირებს Android 2.3 (Gingerbread) ვერსიის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ; მხარდაჭერილია GSM/CDMA ქსელებში მუშაობა.

სიახლე, გაყიდვაში გამოჩნდება მიმდინარე ზაფხულიდან, ხოლო მისი ღირებულება ჯერჯერობით არ სახელდება.

გამოყენებულია Motorola-ს მასალები.

May 302011
 

კომპანია nVidia აფართოებს კომპიუტერის აქსესუარების ასორტიმენტს, 3D Vision ტექნოლოგიის მხარდაჭერით, რომელიც მუშაობის საშუალებას იძლევა 3D-კონტენტთან.

ივნისის ბოლოს nVidia დაიწყებს, ახალ აქტიურ 3D-სათვალის გაყიდვას. აღსანიშნავია, რომ 3D Vision Wired Glasses კომპიუტერს უერთდება სამმეტრიანი კაბელით USB ინტერფეისის მეშვეობით. სტანდარტული უკაბელო სათვალეებისგან განსხვავებით, სიახლე გამოირჩევა ნაკლები მასით და კვებისთვის არ საჭიროებს ელემენტს.

3D Vision Wired Glasses-ის ღირებულება არის $99, რაც უკაბელო სათვალეზე $50-ით ნაკლებია. აქსესუარი თავსებადია 65 სხვადასხვა მოდელის მონიტორთან, პორტატულ კომპიუტერებთან და პროექტორებთან.

nVidia ვარაუდობს, რომ კაბელიანი სათვალეების გამოჩენა გაზრდის 3D Vision პლატფორმის პოპულარობას.

გამოყენებულია nVidia-ს მასალები.

May 282011
 

ოპერატორმა Verizon Wireless-მა  დღეს დაიწყო კომპანია Motorola-ს ახალი «გუგლფონის» Droid X2-ის გაყიდვები.

აპარატი, დახურული მონობლოკური ტიპის კორპუსში, შესრულებულია  nVidia Tegra-ს მეორე თაობის აპარატულ პლატფორმაზე, რომლის შემადგენლობაში შედის ორბირთვიანი ARM-პროცესორი სიხშირით 1 გჰც. სენსორული დისპლეი დიაგონალით 4,3 დიუმი, აქვს qHD გარჩევადობა (540×960 წერტილი) და როგორც ამტკიცებენ, ძნელად იფხაჭნება.

სმარტფონს აქვს კამერა 8-მეგაპიქსელიანი მატრიცით, ორმაგი შუქდიოდური გაელვებით და ვიდეოს ჩაწრის ფუნქცია 720p ფორმატში . ინტეგრირებული მეხსიერების მოცულობა არის 8 გბ; კომპლექტში შედის SD-ბარათი იგივე მოცულობით. ასევე ნახსენებია FM-ტუნერი, HDMI ინტერფეისი და აკუმულატორული ელემენტი მოცულობით 1 540 მა/სთ.

კომუნიკატორი ფუნქციონირებს Android 2.2 (Froyo) ვერსიის მართვის ქვეშ, შემდეგ განახლებით 2.3 (Gingerbread)-მდე.  ორწლიანი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაშიVerizon Wireless ქსელში ფუნქციონირებისთვის, მოწყობილობის ყიდვა შესაძლებელი იქნება 200 დოლარად.

გამოყენებულია Motorola-ს მასალები.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache