Apr 182011
 

კომპანია Packard Bell, რომელიც ეკუთვნის Acer-ს, მაისში დაიწყებს თავისი პირველი პლანშეტური კომპიუტერების გაყიდვას.

მოწყობილობა Liberty Tab, რომელიც არის Acer Iconia Tab A500-ის ანალოგი, შესრულებულია nVidia Tegra-ს მეორე თაობის აპარატულ პლატფორმაზე, რომელიც აღჭურვილია ორბირთვიანი ARM-პროცესორით ტაქტური სიხშირე 1 გჰც. სენსორულ დისპლეის აქვს 10,1-დიუმიანი დიაგონალი, ხოლო წერტილოვანი გარჩევადობა შეადგენს 1280×800.

Liberty Tab-ის არსენალში შედის: ორი კამერა (2-მეგაპიქსელიანი პანელის წინა კორპუსზე და 5-მეგაპიქსელიანი უკან), GPS, მიმღები, Wi-Fi, Bluetooth 2.1, სტერეოფონური დინამიკები, 3G მოდული, MicroSD სლოტი USB პორტი და ასევე HDMI იტნერფეისი.

ოპერატიული და ჩაშენებული ფლეშ-მეხსიერების მოცულობა არ სახელდება. პლანშეტი ფუნქციონირებს Android 3.0 (Honeycomb) ვერსიის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ.

ინფორმაცია Liberty Tab-ის ღირებულების შესახებ, ჯერჯერობით უნცობია.

გამოყნებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

May 192010
 

კომპანია Packard Bell-მა გამოუშვა ახალი ნოუთბუქების მოდიფიკაციები EasyNote TM, რომლებიც წარმოდგენილი იყო აპრილში.

ადრე ამ სერიის ლეპტოპები კომპლექტდებოდა Intel Core-ის ჩიპებით, ხოლო ეხლა გაყიდვაში გამოვა ვერსიები ADM Danube-ს პლათფორმის ბაზაზე სხადასხვა პროცესორებით, მათ შორის Phenom II ოთხი ბირთვით.

პორტატულ კომპიუტერებს აქვთ 15,6-დიუმიანი ეკრანი გარჩევადობით 1366х768 წერტილი, მყარი დისკი მოცილობით 640 გბ-მდე, მულტიფორმატული ქარდრიდერი, DVD ან Blu-ray, HDMI-პორტი, Windows 7 ოპერაციული სისტემა Adobe Photoshop Elements 8 პაკეტით. ამის გარდა აქვს სპეციალური კლავიში FacebookYouTube და Flickr სერვსებთან სწრაფად დასაკავშირებლად.

სიახლის ღირებულება –– £449-დან.

გამოყენებულია Techconnect Magazine-ის მასალები.

May 082010
 

კომპანია Hewlett-Packard გამოსაშვებად ამზადებს განახლებულ 12,1-დიუმიან ნოუთბუქ-ტრანსფორმერს TouchSmart tm2, იუწყება გერმანული რესურსი NewGadget.de.

შეგახსენებთ: ამ პრტატული კომპიუტერის წინა მოდიფიკაცია დაკომფლექტებული იყო პროცესორებით Intel Core 2 Duo SU7300 ან SU9600. არსებული ინფორმაციით, ივნისში ნოუთბუქი აღიჭურვება Intel Core i3 და i5 ჩიპებით. სრულიად შესაძლებელია, რომ HP-მ შეცვალოს ვიდეოადაფტერი ATI Mobility Radeon HD 4550 ოპერატიული მეხსიერებით 512 მბ რაიმე უფრო თანამედროვე და მძლავრით.

აღსანიშნავია ის, რომ ამერიკულმა მწარმოებელმა ერთდროულად განაახლა საკუთარი ნოუთბუქების და ნეტბუქების რამდენიმე ხაზი.

გამოყენებულია NewGadget.de-ის მასალები.

Apr 202010
 

9EE8D8B1-3A75-4DE7-825F-E8BC04F8AFB2.jpg

კომპანია Packard Bell-მა, რომელიც შედის კომპანია Acer-ის შემადგენლობაში, წარმოადგინა ნოუთბუქ EasyNote M-ის სახეობები.

ამ ხაზში შედის პორტატული კომპიუტერები EasyNote NM, TM და LM დისპლეის დიაგონალით 14, 15,6 და 17,3 დიუმის შესაბამისად შემოთავაზებული განსხვავებულ კონფიგურაციაში. ყველა მოდელის ბაზაზე არის Intel Core-ის პროცესორები, ხოლო გრაფიკასთან მუშაობას უზრუნველყოფს ვიდეოადაპტერი nVidia ან ATI.

ნოუთბუქების ყველაზე ძვირფასი მოდიფიკაციები აღჭურვილია 8გბ RAM-ით, 640-გიგაბაიტი “ვინჩესტერით” და Blu-ray-მიმღებით. შედარებით უბრალო ვერსიებს შეუძლიათ წაიკითხონ, მხოლოდ DVD. თაჩპედი – “მულტითაჩ“ ტექნოლოგიის მხარდაჭერით, ვებკამერა, მიკროფონი და HDMI-პორტი აქვს ყველა ვერსიას.

მწარმოებელი აღნიშნავს, რომ სიახლეები კომპლექტირდება Packard Bell Social Networks-ით, რომელიც საშუალებას იძლევა “შეხვიდე უდიდეს სოციალურ ქსელში ვებ-ბრაუზერის გაშვების გერეშე”. კონკრეტულად რომელ ქსელებზეა საუბარი- არ ზუსტდება. ცნობილია მხოლოდ, რომ არის სამი ქსელი. .

ნოუთბუქების სერიების EasyNote M-ის გაყიდვა დაიწყება ამ თვეში.

გამოყენებულია Packard Bell-ის მასალები

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache