კომპანია Panasonic, აგვისტოს ბოლოს, დაიწყებს დამტენი მოწყობილობის BG-BL01-ის გაყიდვებს, რომლის ფასიც, სავარაუდოდ, იქნება 75 დოლარი.

სიახლე მუშაობს მზის ელემენტებზე: მწარმოებლების განცხადებით, АА სტანდარტის ორი აკუმულატორის სრულად დამუხტვისთვის საჭიროა 15 საათი. მოწყობილობას, შეუძლია გადასცეს ენერგია პორტატულ გაჯეტებს USB პორტის საშუალებით.

BG-BL01-ს აქვს სამი შუქდიოდი, რომლის მეშვეობითაც მას შეუძლია შეასრულოს ფარნის როლი. АА-აკუმულატორების სრულად დამუხტვის და მაქსიმალური სიმკვეთრის შემთხვევაში, მოწყობილობას შეუძლია სინათლის გენერირება 10 საათის განმავლობაში, ხოლო მინიმალური სიმკვეთრის პირობებში — დრო იზრდება ექვსჯერ.

მოწყობილობის ზომებია: 152×104×24 მმ, წონა — 150 გ. კორპუსი დაცულია IPX-3-ის სტანდარტით, რისი მეშვეობითაც, მასზე არ მოქმედებს წყლის წვეთების მოხვედრა.

გამოყენებულია PhysOrg-ის მასალები.

 

კომპანია Panasonic ივლისში იწყებს, პორტატული კომპიუტერის განახლებული მოდელის Toughbook CF-C1-ის გაყიდვებს, რომელიც აღჭურვილია მბრუნავი დისპლეით.

ტრანსფორმირებადი ნოუთბუქი შესრულებულია მძლავრ კორპუსში, რომლის მეშვეობითაც, მას შეუძლია გაუძლოს 76 სმ-ის სიმაღლიდან ვარდნას. წყალგაუმტარი კლავიატურა იცავს, ელექტრონულ კომპონენტებს სითხისგან.

მოდერნიზებული Toughbook CF-C1-ის აპარატული ფუძე — პროცესორი Intel Core i5-2520M, (Sandy Bridge-ის პლატფრომების შემადგენლობიდან) ტაქტური სიხშირით 2,5 გჰც. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 4 გბ-ს ( შესაძლებელია გაზრდა 8 გბ-მდე); ხოლო, მყარი დისკის მოცულობა — 320 გბ. ნოუთბუქის აღჭურვილობაში შედის: ქსელური კონტროლერები Gigabit Ethernet, Wi-Fi (802.11b/g/n) და Bluetooth 2.1, მოდული HSPA+ (არჩევით) და ქარდრიდერი SD/SDHC/SDXC.

12,1-დიუმიან ეკრანს გააჩნია გარჩევადობა 1280×800 პიქსელი; მხარდაჭერილია «მულტითაჩ» ინრერფეისი. მოწყობილობას, შესაძლებელია ჰქონდეს ორი აკუმულატორული ელემენტი, რომლებიც უზრუნველყოფენ 12 საათამდე მუშაობას ავტომატურ რეჟიმში. ოპერაციული სისტემა — Windows 7 Professional.

განახლებული Toughbook CF-C1-ის ღირებულება არის 1 900 ევრო.

გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

 

InfoComm 2011-ის გამოფენაზე, რომელიც ტარდება ორლანდოში (ფლორიდა აშშ) კომპანია Panasonic-მა წარმოადგინა პლანშეტური კომპიუტერი Toughbook.

კომპიუტერი შესრულებულია მძლავრ კორპუსში და ფუნქციორიებს Android-ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ. სესნორულ მულტითაჩ-დისპლეის, გააჩნია 10,1 დიუმანი დიაგონალი და გარჩევადობა XGA (1024×768 პიქსელი); მხარდაჭერილია ელექტრონული კალმით მართვა.

ცნობილია, რომ კომპიუტერს აქვს, GPS-მიმღები, ხოლო მობლურ ქსელებში სამუშაოდ გათვალისწინებულია 3G/4G მოდულები.

აკუმლულატორის ერთხელ დამუხტვის შემთხევაში, მოწყობილობის ავტომატური მუშაობის დრო არის 8 საათამდე.

მოწყობილობის გაყიდვაში გამოსვლის თარიღი და ღირებულება უცნობია.

გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

 

კომპანია Panasonic–მა Android–სმარტფონების წარმოების დაწყებას გეგმავს.

დღემდე Panasonic იაფფასიან მობილურ ტელეფონებს აწარმოებს, ისიც მხოლოდ იაპონური კავშირგაბმულობის ოპერატორებისთვის, მათ შორის NTT DoCoMo–სთვის. ადგილობრივ ბაზარზე, ფიჭური «ყურმილების» გაყიდვების მოცულობით, კომპანია, ლიდერთა დავაში, მეორე ადგილს იკავებს (პირველზეა Sharp).

Panasonic–ის პირველი Android-კომუნიკატორები, იაპონურ ბაზარზე, მიმდინარე წლის ზაფხულში გამოჩნდება — P-07C მოდელი. ამ მწყობილობას გააჩნია 4,3 დიუმიანი სენსორული ეკრანი გაფართოებით 480×854 წერტილი, კამერა 5,1-მეგაპიქსელიანი მატრიცით, Wi-Fi და Bluetooth ადაფტერები, GPS მიმღები, ასევე TV–ტუნერი.

ხოლო სმარტფონების საერთაშორისო ბაზარზე გასვლას კომპანია Panasonic 2012 წლისთვის გეგმავს, თუმცა თავიდან მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში გამოჩნდება (კონკრეტულა რომელში, ჯერჯერობით უცნობია). ამასთან, მობილური ტელეფონების იაპონური მწარმოებელი მომხმარებელთა ყურადღების მიქცევას საკუთარი პროდუქციის თხელი კორპუსით, შესანიშნავი დიზაინითა და ავტონომიური მუშაობის გახანგრძლივებული დროით გეგმავს.

IDC–ის მონაცემებით, 2010 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, მიმდინარე წლის პირველ მეოთხედში სმარტფონების გაყიდვების მოცულობა 80% პროცენტით გაიზარდა და 99,6 მლნ ერთეულს მიაღწია.

წყარო: Forbes

 

კომპანია Panasonic-ის პრეზიდენტი ფუმიო ოჰცუბო (2008 წლის აპრილი; AP-ის ფოტო).

კომპანია Panasonic-მა განაცხადა, რომ სმარტფონების სწრაფადმზარდ ბაზარზე გამოსვლისთვის უკვე მზად არის.

ელექტრონიკის იაპონური მწარმოებელი აღნიშნავს, რომ ამ სექტორის განვითარების ტემპები ზუსტად ვერ შეაფასა და მომავალში ეცდება ამ დანაკლისის შევსებას. Panasonic გეგმავს აპარატების აწყობას ოპერაციული სისტემა Google Android-ის მართვის ქვეშ.

როგორც მოსალოდნელია, კომპანიის ახალი პროდუქტი, იაპონურ ბაზარზე, მომავალი წლის დასაწყისში გამოჩნდება. მას მოუწევს კონკურენციის გაწევა ისეთი პოპოლარული სმარტფონებისთვის, როგორიცაა Apple iPhone და Samsung Galaxy S. დეტალური ინფორმაცია მომავალი აპარატის ტექნიკურ მახასიათებლებზე ჯერჯერობით უცნობია.

Panasonic-ის სმარტფონები საერთაშორისო ბაზარზე 2012 წლისთვის გამოჩნდება.

წყარო რეიტერი.

 

კომპანია Panasonic-ის,  Lumix კომპაქტური ფოტოკამერების ხაზი შეივსო მოდელით DMC-TS10, რომელიც ორიენტირებულია სპორტსმენებზე და აქტიური დასვენების მოყვარულთათვის.

სიახლეს აქვს საფირმო ჰერმეტული კორპუსი, არ ზიანდება 3 მეტრ სიღრმის წყალში და რამოდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდნისას. ასევე ფუნქციონირებს მინუს 10 გრადუს ყინვაში.

ფოტოაპარატს აქვს CCD-მატრიცა 1,4 მლნ ფერის აღქმით,  4-ჯერადი ოპტიკური მასშტაბირების ობიექტივი და ფოკუსური მანძილი 35-140 მმ ეკვივალენტში 35-მილიმეტრის ფირის კამერისთვის. ასევე აქვს გამოსახულების რეგულირების ოპტიკური სისტემა, კადრში სახის ამოცნობის ფუნქცია და სცენის არჩევის ავტომატური სისტემა.

ფოტოაპარატს აქვს 720р ფორმატში ვიდეოს ჩაწერის შესაძლებლობა გაფართოებით 1280×720 წერტილი სიჩქარით 30 კადრი წამში. გადაღებული მასალა ინახება SD/SDHC/SDXC სტანდარტის ფლეშ-ბარათზე. ასევე აქვს 40 მბ ინტეგრირებული მეხსიერება. კამერის ზომებია – 100×64×22 მმ, წონა – დაახლოებით 170 გ.

აპარატის შეძენა შესაძლებელი იქნება სექტემბერში და მისი ორიენტირებულ ფასში, 250 დოლარად.

გამოყენებულია Digital Photography Review-ის მასალები.

 

კომპანია Panasonic-მა გააფართოვა Lumix ფოტოაპარატების სერია მოდელებით DMC-FZ100 და 14,1-მეგაპიქსელიანი მატრიცით.

წარმოდგენილ კამერებს აქვს ახალი ოპტიკა Leica DC Vario-Elmarit 24-ჯერადი მასშტაბირებით და ფოკუსური მანძილით 25-600 მმ ეკვივალენტში 35-მილიმეტრის ფირის მოწყობილობისთვის. ფოტოაპარატები აღჭურვილია ოპტიკური გამოსახულების სტაბილიზაციის სისტემით Power O.I.S., ასევე აქვთ სახეების ამოცნობის და სცენის არჩევის ინტელექტუალური ფუნქცია.

ორივე მოდელს აქვს 3-დიუმიანი დისპლეი; ამასთან მოდელ DMC-FZ100-ის ეკრანი უკან ტრიალდება. კამერების აღჭურვილობაშია – 4-ჯერადი ციფრული მასშტაბირება, დაახლოებით 40 მბ ინტეგრირებული მეხსიერება, SD/SDHC/SDXC ფორმატის ფლეშ-კარტის  სლოტი, ინტერფეისი HDMI და USB 2.0 პორტი.

ძველ ვერსიას, Lumix DMC-FZ100-ს შეუძლია ჩაწეროს  ვიდეორგოლები Full HD ხარისხში გაფართოებით 1920×1080 პიქსელი. ხოლო მოდელს DMC-FZ40 აქვს 720p ფორმატის ვიდეოს მხარდაჭერა, გაფართოებით 1280×720 წერტილი.

აპარატების გაყიდვა დაიწყება მომავალ თვეში, ორიენტირებული ღირებულება იქნება 500 ან 400 დოლარი.

გამოყენებულია Panasonic-ის მასალები.

 

ტელევიზორების პირველი სერია RT2B, რომელსაც 3D- კონტენტთან მუშაობის შესაძლებლობა აქვს, დღეს წარმოადგინა კომპანია Panasonic-მა.

გამომგონებლის აზრით, დაანონსებული პლაზმური პანელი დღესდღეობით არის მსოფლიოში ერთადერთი 3D ტელევიზორი “All in One” კლასის: ის თავის თავში აერთიანებს მაღალი სიხშირის ფლეერს და პერსონალურ ვიდეორეკორდერს.

ამ მოწყობილობას აქვს ოპრიკური დრაივი Blu-ray ფორმატის მხარდაჭერით და ინტეგრირებული მყარი დისკით 500გბ. როგორც იუწყებიან მას შეუძლია 364 საათი ვიდეომატერიალის შენახვა, რომელიც ჩაწერილია სატელევიზიო არხებიდან. სხვათაშორის მას აქვს ორი არხის პროგრამის ერთდროული ჩაწერის ფუნქცია.

ეხლა სერიაში შედის მოდელები: TH-P46RT2B და TH-P42RT2B 46 და 42 დიუმი შესაბამისად. ტელევიზორებს აქვთ Full HD გაფართოება 1920×1080 პიქსელი; სივრცული სურათის დასანახად სპეციალური სათვალეებია საჭირო.

პანელებს აქვთ 5 000 000 კონტრასტულობა : 1. გარე წყაროების მისაერთებლად HDMI-ის 3 ბუდე აქვს გათვალისწინებული,ასევე ინტერფეისი D-Sub. სათვალეების აკუმლატორის ელემენტების დატენვა შესაძლებელია USB- პორტით.

ტელევიზორები TH-P46RT2B და TH-P42RT2B მაღაზიაში გამოჩნდება აგვისტოში; მათი ფასი დაახლოებით იქნება 4 800 და 4 250 დოლარი.

წყარო: Panasonic.

 

Panasonic-მა იაპონიაში წარმოადგინა პირველი პლაზმური ტელევიზორები 3D–გამოსახულების მხარდაჭერით.

სიახლე — 54–დიუმიანი მოდელი TH-P54VT2 და 50-დიუმიანი TH-P50VT2 — (შექმნის ახალ მიმართულებას VIERA VT2–ში ) და კომპლექტში იქნება სპეციალური სტერეოსკოპული სათვალეები.

ორივე მოდელის ეკრანს აქვს Full HD-გაფართოება 1080p და კონტრასტულობა 5 000 000:1. ტელევიზორებში ჩაყენებულია აკუსტიკური სიტემა 2.1 ფორმატი სიმძლავრით 20 ვტ.

სინგალის წყაროსთან შეერთებისთვის გათვალისწინებულია ოთხი  ინტერფეისი HDMI, VGA-შემაერთებელი, კომპონენტური ინტერფეისი და ქსელური Ethernet–პორტი.

იაპონიაში ტელევიზორები გაყიდვაში გამოვა აპირლიდან. TH-P54VT2 მოდელის შეძენა შესაძლებელი იქნება 5 900$, ხოლო TH-P50VT2 – 4 800$. ინფორმაცია სხვა რეგიონებში გაყიდვის შეახებ უცნობია.

Новый плазменный телевизор Panasonic.

გამოყენებულია Electronista–ის მასალები.

© 2011 HI-TECH Suffusion theme by Sayontan Sinha

Social Widgets powered by AB-WebLog.com.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache