Oct 312010
 

ტელევიზორი Philips Econova (მწარმოებლის ფოტო — ორივე).

კომპანია Philips-მა წარმოადგინა 42-დიუმიანი თხევადკრისტალური ტელევიზორი Econova (42PFL6805), რომელიც აღჭურვილია შუქდიოდური განათებით, ოთხი USB და HDMI პორტით და მიეკუთვნება «ეკოლოგიური» პროდუქტების კატეგორიას.

შემქმნელები იტყობინებიან, რომ სიახლემ ევროპის ხმის და გამოსახულების ასოციაციისგან (EISAმიიღო შეფასება: 2010–2011 წლის ყველაზე «მწვანე» ტელევიზორი მსოფლიოში.

Philips Econova-ს კომპლექტში შედის ელექტრონული ინსტრუქცია და დისტანციური მართვის პულტი, რომელიც მზის ელემენტებით არის აღჭურვილი.

ტელევიზორი ეკონომიურ რეჟიმში 40 ვტ ელექტროენერგიას მოიხმარს.  აპარატის მატრიცის გარჩევადობა 1920×1080 (Full HD) წერტილს შეადგენს.

ინფორმაცია სიახლის ფასის შესახებ ჯერჯერობით უცნობია.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=F15K3wbOsc4

გამოყენებულია Ecofriend-ის მასალები.

Oct 192010
 

კომპანია Philips-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ჯერარდ კლაისტერლე.

კომპანია Philips-მა გამოაქვეყნა 2010 ფინანსური წლის მესამე კვარტლის მუშაობის რეზულტატები.

ელექტრონიკისა და სამედიცინო აპარატურის უმსხვულესმა ევროპულმა მწარმოებელმა სამი თვის განმავლობაში €6,16 მლრდ მიიღო. ეს მაჩვენებელი 9,6%-ით მეტია 2009 ფინანსური წლის მესამე კვარტალთან შედარებით, როცა კომპანიის შემოსავალი არ აღემატებოდა €5,62 მლრდ-ს.

Philips-ის სუფთა მოგება გაიზარდა სამჯერ. თუ ერთი წლის წინ კომპანიამ გამოიმუშავა €176 მლნ, დღეისათვის — €524 მლნ. მოგების შესაბამისად გაიზარდა ფასიანი ქაღალდის ფასი €0,55.

Philips-ში აღნიშნავენ გაყიდვების ზრდას განვითარებად ბაზრებში, სადაც ძალიან დიდი მოთხოვნაა მანათობელ მოწყობილობებსა და სამედიცინო აღჭურვილობაზე.

კომპანია ჯერჯერობით თავს იკავებს წლიური გაყიდვების მოცულობის პროგნოზირებაზე და არ გამორიცხავს შემოსავლის ვარდნას მიმდინარე კვარტალში.

გასულ წელს Philips-მა დაახლოებით 2 300-ით შეამცირა თანამშრომლების რაოდენობა და ბიზნესის იფტიმიზაცია მოახდინა, რასაც მოჰყვა ფასიანი ქარალდის 3,3%-ით გაიაფება — €23,09.

წყარო Philips.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache