Apr 182012
 

კორპორაცია Sharp-მა განაცხადა, IGZO ტიპის დისპლეების გამოშვების დაწყების შესახებ, რომლებსაც გააჩნიათ 7, 10 და 32 დიუმი. IZGO პანელი შესრულებულია ტრანზისტორების გამოყენებით ინდიუმის ოქსიდის, გალიუმის და თუთიის ბაზაზე. დისპლეებს აქვთ მაღალი გარჩევადობა და მცირე ენერგომოხმარება. გარდა ამისა, მათ გააჩნიათ დიდი ხილვადობის კუთხე და კარგი ფერების გადაცემა. 7-დიუმიანი ეკრანების გარჩევადობაა 1280×80 წერტილი. პიქსელების სიმჭიდროვე — 217 ppi (წერტილები დიუმზე).

10-დიუმიან პანელებს ეს მაჩვენებლები თანაბარი აქვთ 2560×1600 წერტილი და 300 ppi. 32-დიუმიანი დისპლეების აღჭურვილობაში შედის, გარჩევადობა 3840×2160 პიქსელი (140 ppi). მოსალოდნელია, რომ IZGO-ეკრანები გამოყენებული იქნება პლანშეტურ კომპიუტერებში, ულტრაბუქებში, სამედიცინო სისტემებში და ა.შ.

წყარო: Nikkei Business Publications

Sep 202011
 

კომპანია Sharp-მა დააანონსა კომუნიკატორი Aquos SH8298U, რომელიც შესრულებულია მონობლოკის ტიპის კორპუსში. პროგრამულ პლატფორმად გამოყნებულია Android 2.3.4 ვერსია.

სიახლეს გააჩნია  3D-კონტენტთან მუშაობის მხარდაჭერა; სტერეოსკოპური გამოსახულებს საუყურაბლად არ არის საჭირო სპეციალური სათვალეები. კორპუსის უკანა პანელზე განთავსებულია ორი 8-მეგაპიქსელიანი კამერა, რომლებსაც შეუძლიათ 3D-სურათების და ვიდეობის გადაღება.

აპარატს აქვს პროცესორი  Qualcomm Snapdragon ერთი ბირთვით, რომელიც ფუნქციონირებს 1,4 გჰც ტაქტური სიხშირეზე; ვიდეოსისტემის შემადგენლობაში გამოყენებულია გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno 205. გარდა ამისა, სმარტფონის განკარგულებაშია: 512 მბ ოპერატიული მეხსიერება, ფლეშ-მოდული მოცულობით 2 ან 4 გბ,  4,2-დიუმიანი სენსოული ეკრანი გარჩევადობით qHD (540×960 წერტილი), MicroSD ბარათების სლოტი,  Wi-Fi (802.11b/g/n) და Bluetooth 3.0 ადაპტერები, GPS -მიმღები და USB პორტი.

მოდელის ზომები — 130×64×13 მმ, წონა —140 გ. მხარდაჭერილია WCDMA და GSM ქსელებში მუშაობა.

იაპონიაში Aquos SH8298U-ს გაყიდვებს უზრუნველყოფს ოპერატორი SoftBank.

გამოყენებულია GSMArena-ს მასალები.

Sep 102011
 

კომპანია Sharp-მა IFA 2011-ის გამოფენაზე წარმოადგინა ტელევიზორის პროტოტიპი, რომელსაც აქვს ზემაღალი გარჩევადობა Super Hi-Vision.

Sharp თავის პროდუქტს ეძახის, მსოფლიოში პირველ 85-დიუმიან 8K4K ფორმატის პანელს. მისი გარჩევადობა —  7680×4320 წერტილი, ხოლო პიქსელების რაოდენობა დაახლოვებით 33 მლნ. ეს 16-ჯერ (!) აღემატება, თანამედროვე Full HD ფორმატის დისპლეებს, რომლებსაც გააჩნიათ გარჩევადობა 1920×1080 წერტილი.

Super Hi-Vision პანელი შექმნილია NHK სპეციალისტების მხარდაჭერით. მისი სიმკვეთრე (სიკაშკაშე) — 300 კდ/მ². მსგავსი ტელევიზორების კომერციულ წარმოებაზე საუბარი, ჯერჯერობით არ არის, თუმცა პერსპექტივაში ეს ტექნოლოგია შეცვლის ამჯამინდელ, მაღალი გარჩევადობის სამაუწყებლო სისტემებს.

ზოგიერთი მონაცემებით, 8K4K ფორმატის სატესტო მაუწყებლობა დაიწყება 2020 წელს.

გამოყენებულია Dvice-ის მასალები.

Aug 052011
 

კომპანია Sharp-მა წარმოადგინა პლანშეტური კომპიუტერი A01SH მეორე თაობის nVidid Tegra პლატფორმაზე.

პლანშეტს აქვს 1 გიგაჰერციანი ორ-ბირთვიანი ARM პროცესორი და 1 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება. აქვს 8 გიგაბაიტი ჩაშენებული ფლეშ მეხსიერება, Micro SD ბარათების სლოტი, Wifi და  Bluetooth ადაპტერები, ასევე აქსელერომეტრი და განათების სენსორი.

ეკრანის დიაგონალი 7 დიუმია და მისი გარჩევადობა 1024×600 პიქსელს შეადგენს. აქვს ორი კამერა, წინა (2 მეგაპიქსელი) და უკანა (5 მეგაპიქსელი) პლანშეტის სისქე არის 12,6 მმ. ხოლო წონა 390 გ.

ავტონომიური მუშაობს დრო 7,5 საათია. გაჯეტი მუშაობს Android 3.2 (Honeycomb) ოპ. სისტემის მართვის ქვეშ.

აპარატის გაყიდვები იაპონიაში აგვისტოს ბოლოდან არის დაგეგმილი, ხოლო საერთაშორისო ბაზარზე ის მოგვიანებით გამოვა. რა ეღირება ეს სიახლე ჯერ-ჯერობით უცნობია.

Jul 242011
 

ვებ-წყაროებზე დაყრდნობით, კომპანია Samsung, ამზადებს ფლაგმანურ სმარტფონს მოცულობითი კონტენტის მხარდაჭერით.

აპარატი, დასახელებით Galaxy 3D, არსებული ინფორმაციით შესრულებული იქნება 4,3-დიუმიანი სენსორული დისპელით. სტერეოსკოპიული სურათის სანახავად არ არის საჭირო სპეციალური სათვალე.

ჭორების თანახმად, მოწყობილობა მიიღებს, Exynos-ის ორბირთვიან პროცესორს ტაქტური სიხშირით 1,2 გჰც. ასევე, ნახსენებია, ორმაგი 8-მეგაპიქსელიანი კამერა 3D-გადაღებისთვის და HDMI ინტერფეისი.

Galaxy 3D-ს, დებიუტი, შესაძლოა შედგეს 2011 წლის ბოლოს — უფრო ზუსტად, მეოთხე კვარტალში. აღსანიშნავია, რომ მასში დაინსტალირებული იქნება ოპერაციული სისტემა Android 2.3.

სმარტფონებს 3D-კონტენტის მხარდაჭერით, უკვე გვთავაზობს სხვა მწარმოებლებიც. მაგალითად, LG Electronics-ს აქვს, მოდელი Optimus 3D, რომელიც შესრულებულია 4,3-დიუმიანი ეკრანით და ორი კამერით.

აქვე შეგახსენებთ, რომ Sharp-მა წარმოდგინა მსოფლიოში პირველი «გუგულფონი» 3D დისპლეით.

გამოყენებულია Samsung Hub-ის მასალები.

May 282011
 

იაპონური ფიჭური ოპერატორი KDDI, უახლოეს მომავალში დაიწყებს სმარტფონის SharpAquos IS11SH-ის გაყიდვებს, რომელიც არის Android 2.3 ვერსიის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ. სიახლე უფრო მეტად განკუთვნილია ქალბატონებისთვის.

სიახლის აპარატული პლატფორმა — Qualcomm Snapdragon-ის MSM8655 1,4-გიგაჰერციანი პროცესორით. კომუნიკატორი შესრულებულია «სლაიდერის» ფორმფაქტორზე და აღჭურვილია მოძრავი კლავიატურით.

სენოსრული დისპლეის დიაგონალი არის 3,7 დიუმი, ხოლო გარჩევადობა 540×960 პიქსელი. სიახლის არსენალში შედის: კამერა 8,5-მეგაპიქსელიანი მატრიცით, TV-ტუნერი, ინფრაწითელი პორტი, Bluetooth და Wi-Fi ადაპტერები. სმარტფონს გააჩნია «ელექტრონული საფულის» ფუნქციონალი.

KDDI Aquos IS11SH-ს წარმოადგენს სხვადასხვა ფერის კორპუსში, მათ შორის ვარდისფერში და ლურჯში. ღირებულების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით უცნობია.

გამოყენებულია DigInfo TV-ის მასალები.

May 242011
 

კომპანიებმა Sharp-მა და NHK -მა (Japan Broadcasting Corporation) განაცხდეს მსოფლიოში პირველი Super Hi-Vision ფორმატის დისპლეის დამზადების შესახებ, ზემაღალი გარჩევადობით.

თანამედროვე მაღალი გარჩევადობის ტელემაუწყებლების სისტემები , გამოსახულების ტრანსლიაციას ახდენენ, გარჩევადობით 1920×1080 წერტილი (Full HD). ხოლო Super Hi-Vision ტექნოლოგიის საშუალებით შესაძლებელია ვიდეოს ყურება და ჩაწერა გარჩევადობით 7680×4320 პიქსელი, რაც 16-ჯერ (!) აღემატება Full HD-ის.

Sharp-ის და NHK-ის მიერ შექმნილი პანელის პროტოტიპს აქვს 85-დიუმიანი დიაგონალი; მისი სიმკვეთრე — 300 კდ/მ². პიქსელების რაოდენობის ჯამი შეადგენს დაახლოვებით 33 მლნ-ს, ხოლო მისი გარჩევადობა, შეადგენს 7680×4320 წერტილი.

Super Hi-Vision ფორმატის პანელების კომერციულ წარმოებზე საუბარი ჯერჯერობით არ არის.

გამოყენებულია Sharp-ის მასალები.

May 122011
 

კომპანია Sharp-მა დააანონსა ახალი კომუნიკატორი Android 2.3 (Gingerbread) ვერსიის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ.

Aquos Phone SH-12C-ს შეუძლია 3D-კონტენტთან მუშაობა. უკანა პანელზე განთავსებულია ორი 8-მეგაპიქსელიანი კამერა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია 2D/3D-ვიდეომატერიალების ჩაწერა 720р ფორმატში და ასევე სტერეოსკოპიური დინამიკების მიღება.

სენსორულ დისპლეის დიაგონალი შეადგენს 4,2-დიუმს, ხოლო მისი წერტილოვანი გარჩევადობა არის 540×960 (qHD). ამ ეკარნაზე მოცულობით სურათის ნახავა შესაძლებელია სპეციალური სათვალის გარეშე.

Aquos Phone SH-12C აღჭურვილია 1,4-გიგაჰერციანი Qualcomm MSM8255 პროცესორით. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 512 მბ-ს; ჩაშენებული ფლეშ-მოდულის მოცულობა — 2 გბ.

სმარტფონს ასევე აქვს Wi-Fi და Bluetooth მოდულები, GPS-მიმღები და HSDPA მობილურ ქსელებში მუშაობის მხარდაჭერა. აპარატის ზომებია: 127×64×11,9–13,8 მმ, წონა — 138 გ.

იაპონიის ბაზარზე სიახლის გაყიდვები დაიწყება 20 მაისიდან; ხოლო მისი ღირებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

გამოყენებულია Sharp-ის მასალები.

Nov 292010
 

შემდეგი წლიდან კომპანია Sharp გეგმავს თავისი 3D-დისპლეიანი კომუნიკატორების გატანას იაპონიის ფარგლებს გარეთ.

2011 წელს Sharp-ის 3D-დისპლეიანი კომუნიკატორები გამოჩნდება აშშ-ში, ჩინეთში და ინდოეთში. ინფორმაცია ამ მოწყობილობების ტექნიკური მახასიათებლების შესახებ, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მოსლოდნელია, რომ მოწყობილობა მიიღებს 3,8-დიუმიან ASV-დისპლეის (Sharp Advanced Super View TFT) და Android OS-ს.

გეგმავს თუ არა Sharp 3D-სმარტფონების გაყიდვას ევროპაში უცნობია.

გამოყენებულია SlashGear-ის მასალები.

Nov 082010
 

Sharp Galapagos 003SH.

როგორც მოსალოდნელი იყოSharp-მა წარმოადგინა ორი ”გუგლფონი” 3D-დისპლეით. მოდელები Galapagos 003SH და 005SH გაიყიდება მხოლოდ იაპონიაში ადგილობრივი ფიჭური ოპერატორის SoftBank-ის მიერ. პირველი სიახლის შეძენა შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის დეკემბერში, ხოლო მეორე მოდილის შეძენა მომავალი წლის თებერვალში.

ორივე სმარტფონი აღჭურვილია 3,8-დიუმიანი სენსორული ASV-დისპლეით (Sharp Advanced Super View TFT), წერტილოვანი გარჩევადობით 480×800 (WVGA) და «მულტითაჩ» ტექნოლოგიის მხარდაჭერით, რომელის მეშვეობითაც შესაძლებელია გამოსახულების დანახვა სპეციალური სათავალის გარეშე. სავარაუდოდ, ეკრანი იყენებს parallax barrier-ის ეფექტს.

მოდელ Sharp Galapagos 003SH-ს აქვს 9,6-მეგაპიქსელიანი კამერა CCD-მატრიცაზე ავტოფოკუსით და HD-ვიდეოს ჩაწერის ფუნქციით 720p ფორმატში. მოწყობილობას, ასევე აქვს 400 მბ ჩაშენებული მეხსიერება, Bluetooth მოდული, Wi-Fi და GPS. სმარტფონი –– Qualcomm Snapdragon-ის გიგაჰერცულ პროცესორზე, ხოლო პროგრამულ პლატფორმად გამოყენებულია Android 2.2-ის ოპერაციული სისტემა.

Sharp Galapagos 005SH-ს გააჩნია მოძრავი QWERTY-კლავიატურა, 512 მბ მეხსიერება და კამერა 8-მეგაპიქსელიანი მატრიცით. ამ ჩამონათვალზე მთავრდება მოდელებს შორის განსხვავება.

Sharp Galapagos 005SH.

გამოყენებულია Sharp-ის მასალები.


HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache