Apr 212012
 

კორპორაცია Sony-მ წარმოადგინა ახალი თხევადკრისტალური მონიტორის პროტოტიპი, რომელიც განკუთვნილია სამედიცინო სისტემების ვიზუალიზაციისთვის და საოპერაციო კომპონენტებისთვის.

წარმოდგენილ პანელს გააჩნია 55-დიუმიანი დიაგონალი; მისი გარჩევადობაა 1920×1080 პიქსელი (ფორმატი Full HD). კონტრასტი არის 4 000:1; სიმკვეთრე აღწევს 1 000 კდ/მ²-მდე.

Sony-ს უკვე გამოშვებული აქვს სამედიცინო მონიტორი 42 და 47 დიუმიანი დიაგონალით და 700 კდ/მ²  სიმკვეთრით. მათში გამოყენებული იყო ტექნოლოგია CCFL (Cold Cathode Fluorescent Lamp), რომლის მეშვეობითაც მატრიცის განათება ხორციელდებოდა ფლურესცენციული ნათურების ცივი კათედორის საშუალებით. ახალი პანელი აღჭურვილია შუქდიოდური განათებით.

ზაფხულში, Sony აპირებს, სამედიცინო დაწესბულებებისთვის 55-დიუმიანი თხევადკრისტალური-პანელების მასიური მიწოდების ორგანიზებას.

წყარო: Nikkei Business Publications

Apr 122012
 

დათქმულ ვადაზე ცოტა ხნით ადრე, კომპანია Sony-მ, საკუთარ YouTube-არხზე, მესამე პირის შუთერის, Lost Planet 3-ის ტრეილერი გამოაქვეყნა. ამის კვალდაკვალ, გამომცემლობა Capcom-მა გაგვიზიარა პირველადი ინფორმაცია, თამაშის შესახებ.

მაშასადამე, Capcom-ის დაკვეთით, სტუდია Spark Unlimited ქმნის Lost Planet-ის მესამე ნაწილს. სიახლე გამოჩნდება 2013 წლის დასაწყისში. პლატფორმების სია იგივე რჩება, როგორიც იყო მისი წინამორბედებისთვის: PC, Xbox 360 და PS3. თამაშის დეტალები არ ხმაურდება, მაგრამ ჩვენ ნამდვილად გველის როგორც ერთმომხმარებლიანი კამპანია, ასევე რამოდენიმე ქსელური რეჟიმი.
Lost Planet 3 წარმოადგენს თამაშის პირველი ნაწილის პრეისტორიას; ჩვენ კვლავ გველის პლანეტა E.D.N.III-ის ყინულოვანი უდაბნოები. კომპანია Nevec-მა ეს-ეს არის დაიწყო პირველი ნაკადის დასახლება, როდესაც მოხდა გაუთვალისწინებელი რამ: პლანეტაზე აღმოჩნდნენ მტრულად განწყობილი გიგანტური მწერისებრი არსებები. კომპანია Nevec ჯერ კიდევ არ გამხდარა სასტიკი მმართველი, ამიტომაც იგი დაეხმარება ჩვენს გმირს,მეშახტეს სახელად Jim, რომელიც ჩართული იქნება აგრესიულ უცხოპლანეტელების წინაამღდეგ ბრძოლაში.

YouTube Preview Image

წყარო: VG247

Oct 052011
 

ნოემბერში კორპორაცია Sony იწყებს არასტანდარტული სიახლის — სატარებელი კინოთეატრის HMZ-T1-ის გაყიდვებს, რომელსაც აქვს 3D-კონტენტთან მუშაობის მხარდაჭერა.

HMZ-T1-ის კომპლექტი შედგება ორი მთავარი კომპონენტისგან — თავზე ჩამოსაცმელი მოდულისგან, რომლის მეშევეობითაც ფორმირდება სტერეოსკოპური გამოსახულება და პროცესორული ბლოკისგან, რომელსაც უერთდება სიგნალის წყარო (მაგალითად, Blu-ray ფლეერი).

თავზე ჩამოსაცმელ მოდულს აქვს ორი 0,7-დიუმიანი დისპლეი ორგანულ შუქდიოდებზე (OLED) გარჩევადობით 1280×720 პიქსელი. მოწყობილობა ახდენს გამოსახულების ფორმირებას, რომელიც აღიქმება, როგორც 750-დიუმიან ეკრანზე გამოსახული სურათი. ხილვადობის კუთხე ჰორიზონტალურად არის 45 გრადუსი.

მოდულის შემადგენლობაში, ასევე შედის აუდიობლოკი, რომელიც ქმნის მოცულობითი ჟღერადობის ეფექტს.

პროცესორულ ბლოკს გააჩნია HDMI ინტერფეისი; ამასთანავე ფუნქცია HDMI Pass-Through, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია გამოსახულების ჩვენება არამარტო თავზე ჩამოსაცმელ მოდულზე, არამედ დამატებით დისპლეიზე და ტელევიზორზე. ბლოკის გაბარიტები — 180×36×168 მმ.

HMZ-T1-ის კომპლექტის შეძენა შესაძლებელია 800 დოლარად.

გამოყენებულია SlashGear-ის მასალები.

Oct 022011
 

Sony-იმ ბერლინში (გერმანია) IFA 2011-ის გამოფენაზე წარმოადგინა საინტერესო სიახლე — დამატებითი პანელი, რომელსაც შეუძლია ჩვეულებრივი ნოუთბუქის ეკრანზე 3D-გამოსახულების ფორმირება.

გამჭვირვალე პანელი, რომლის სისქეც არის 3 მმ მაგრდება პორტატული კომპიუტერის დისპლეის წინ. 3D-ეფექტი მიიღება ორმაგი ლინზების სისტემის გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს ხილვადობის კუთხის გაზრდას. სტერეოსკოპური გამოსახულების საყურებლად, არ არის საჭირო სპეციალური სათვალეები.

პანელის შესაძლებლობები დემონსტრირებულია 15,5-დიუმიანი ნოუთბუქის Vaio S-ის მაგალითზე. ამ კომპიუტერს აქვს 6 გბ ოპერატიული მეხსიერება, მყარი დისკი მოცულობით 1 ტბ-მდე, უკაბელო კავშირის Wi-Fi და Bluetooth ადაპტერები, ოპტიკური მიმღები (DVD ან Blu-ray) და დისკრეტული ამაჩქარებელი Radeon HD 6630 1 გბ მეხსიერებით (არ აქვს ყველა მოდელს).

პანელის დამაგრების შემდეგ, აუცილებელია სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება, რომელიც ვებ-კამერის საშუალებით თვალყურს ადევნებს მომხმარებლის ადგილსამყოფელს. ეს ყველაფერი საჭიროა 3D-სურათების ოპტიმიზაცისათვის; ადამიანი უნდა იმყოფებოდეს, ეკრანისგან 30 სმ-დან 1 მ-მდე დაშორებით.

3D-პანელის შეძენა შესაძლებელი იქნება 130 ევროდ.

გამოყენებულია Nikkei Business Publications-ის მასალები.

Sep 272011
 

კორპორაცია Sony-იმ განაცხადა, რომ ახალი თაობის სათამაშო კონსოლი PlayStation Vita პირველად გაყიდვაში გამოჩნდება იაპონიაში.

Vita-ს გააჩნია ოთბირთვიანი პროცესორი ARM Cortex-A9 არქიტერქტურით და გრაფიკული ამაჩქარებელი PowerVR SGX543MP4+, რომელსაც ასევე აქვს ოთხი ბირთვი. მოწყობილობის განკარგულებაშია: 5-დიუმიანი სენსორული დისპლეი გარჩევადობით 960×544 წერტილი, ორი კამერა, GPS Bluetooth 2.1+EDR და სხვადასხვა სენსორების კრებულის მოდულები, სამღერძიანი გიროსკოპი და აქსელერომეტრი.

იაპონიაში კონსოლები გაყიდვაში გამოვა 17 დეკემბრიდან.

«უმცროსი ვერსიის» შეძენა Wi-Fi-ადაპტერით, შესაძლებელია 325 დოლარად. ხოლო მოდიფიკაცია Wi-Fi და 3G მოდულებით ჯდება 390 დოლარი. აღსანიშნავია, რომ Vita-ს ანონსის დროისთვის, ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა ჟანრის 26 თამაში.

კონსოლის გაყიდვები აშშ-ში და ევროპაში დაიწყება 2012 წელს. ამერიკულ ბაზარზე Wi-Fi-ვერსოოს ღირებულება იქნება $250, ხოლო მოდელი 3G-ის მხარდაჭერით — $300.

გამოყენებულია რეიტერის მასალები.

Aug 012011
 

Sony-მ შეავსო Walkman-ის ჯიბის ფლეერების ხაზი  მოდელებით NWZ-A860, NWZ-S760BT და NWZ-E460-თ ფლეშ-მეხსიერების ბაზაზე. მათი გაყიდვა დაიწყება სექტემბერში.

ფლეერი NWZ-A860 აღჭურვილია 2,8-დიუმიანი დისპლეით  WQVGA (400×240 პიქსელი) გარჩევადობით; ჩაშენებული მეხსიერების მოცულობამ შეიძლება შეადგინოს 8 ან 16 გბ. Bluetooth-ის მხარდაჭერის საშუალებით აუდიოსიგნალის გადაცემა შესაძლებელია უკაბელო ყურთსასმენზე, ავტომანქანის სტერეო ან აკუსტიკურ სისტემაზე. ამ მოდელის ღირებულებაა 179 – 219 დოლარი.

მოდელს NWZ-S760BT-ს გააჩნია 8 გბ მეხსიერება, 50 საათამდე დამოუკიდებლად მუშაობის საშუალება მუსიკის მოსმენის რეჟიმში და 10 საათამდე-ვიდეოს ყურების რეჟიმში. 2-დიუმიან დისპლეის აქვს გარჩევადობა 320×240 წერტილი. მოწყობილობის კომპლექტში შედის კაბელიანი და უკაბელო ყურთსასმენები. ფლეერის ღირებულება არის 149 დოლარი.

მოდელს, NWZ-E460 ექნება 4, 8, და 16 გბ მეხსიერება, შესაბამისად მათი ღირებულება იქნება 79, 89 და 109 დოლარი. დისპლეი არის 2 დიუმიანი, გარჩევადობით (320×240 წერტილი); როგორც ცნობილია მისი ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობა იქნება 50 საათი.

ყველა მოდელში რეალიზებულია საფირმო ტექნოლოგია Clear Audio, რომელიც უზრუნველყოფს ხმის გაწმენდას წყვეტის და ხმაურისაგან. ასევე ნახსენებია SenseMe სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ სურვილის მიხედვით შეირჩეს სიმღერების სია.

გამოყენებულია Sony-ის მასალები.

Jun 072011
 

დღეს, ლოს-ანჯელესში (აშშ) E3-ის (Electronic Entertainment Expo) გამოფენაზე, კორპორაცია Sony-იმ წარმოადგინა, ახალი თაობის სათამაშო კონსოლი PlayStation Vita.

Vita, აქამდე ცნობილი იყო, როგორც Next Generation Portable (NGP). გასულ კვირას დაანონსებული მოწყობილობა აღჭურვილია:

  • ცენრტალური პროცესორი: ARM Cortex-A9–ის 4 ბირთვიანი პროცესორი
  • გრაფიკული პროცესორი: SGX543MP4+, OpenGL 2.0–ის მხარდაჭერით
  • დისპლეი: 5–დიუმიანი მულტითაჩ OLED-დისპლეი, 960 × 544, TrueColor
  • ზომები: დაახლოებით 182 x 83,55 x 18,6 მმ
  • ღილაკები/გადამრთველები: ღილაკი PS, ჩამრთველ–გამომრთველი ღილაკი, მიმართულების ღილაკები (მაღლა/დაბლა/მარჯვნივ/მარცხნივ), სამოქმედო ღილაკები (სამკუთხედი/წრე/ჯვარი/ოთხკუთხედი), გვერდითა ღილაკები (მარჯვენა/მარცხენა), ორი მინი–ჯოისტიკი, Start და Select ღილაკები, ხმის დამარეგულირებელი ღილაკები(±)
  • კომუნიკაცია: IEEE 802.11 b/g/n Wi-Fi, Bluetooth 2.1 + EDR, 3G
  • დამატებით: GPS, ელექტრონული კომპასი, სტერეოდინამიკი, მიკროფონი, წინა და უკანა კამერა, უკანა მულტითაჩ პანელი

PlayStation Vita-ს გაყიდვები დაიწყება, 2012 წლის დასაწყისში, საახალწლო დღესასწაულებზე. «უმცროსი ვერისა», აღჭურვილია Wi-Fi ადაპტერით და მისი ღირუბულება იქნება $250, ხოლო მოდიფიაკცია Wi-Fi მოდულით და 3G-ით საჭიროებს 50 დოლარის დამატებას.

PlayStation Vita-თვის ერთერთი პირველი თამაში იქნება, სათავგადასავლო ექშენი Uncharted: Golden Abyss.

გამოყენებულია USA Today-ის მასალები.

Jun 072011
 

E3–ის (Electronic Entertainment Expo) ჩვენებაზე, რომელიც ლოს–ანჯელესში (ა.შ.შ) დღეს გაიხსნა, კორპორაცია Sony–მ დააანონსა სპეციალური მონიტორი, რომელიც PlayStation 3–სა და PSP–სთვის არის განკუთვნილი.

სიახლეს გააჩნია 24 დიუმიანი დიაგონალი და 3D–კონტენტთან მუშაობის მხარდაჭერა, რომლის სანახავად აუცილებელია სათვალეები. ჩვეულებრივი, 2D-რეჟიმის გაფართოება 1920×1080 პიქსელს (Full HD ფორმატი) შეადგენს, კონტრასტულობა — 5 000:1, ასევე მოწყობილობას გააჩნია 176 გრადუსამდე ხედვის კუთხე და HDMI პორტი.

მონიტორის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მას შეუძლია ერთდროულად ორ მომხმარებელს უჩვენოს სრულფასოვანი გამოსახულება, რა თქმა უნდა ორივე მომხმარებელმა უნდა გამოიყენონ 3D-სათვალეები. კონკრეტულად: შესაბამის სათამაშო რეჟიმში არ არის აუცილებელი ეკრანის ორ ნაწილად გაყოფა.

სიახლე გაყიდვაში შემოდგომის შუა რიცხვებში გამოჩნდება. კოპლექტში შედის: ორი სათვალე, HDMI–კაბელი და თამაში Resistance 3. მისი ფასი 500 დოლარს შეადგენს.

წყარო: CNET

Jun 032011
 

E3–ის ჩვენებაზე, კომპანია Sony-მ NGP–ის ახალი თაობის სათამაშო კონსოლი წარმოადგინა. შეიძლება ითქვას, რომ მოწყობილობის შესაძლებლობები და მონაცემები საკმაოდ მძლავრი და საინტერესოა. მოკლედ, მოდით ერთად ვნახოთ თუ რა შეუძლია Sony NGP–ს:

  • ცენრტალური პროცესორი: ARM Cortex-A9–ის 4 ბირთვიანი პროცესორი
  • გრაფიკული პროცესორი: SGX543MP4+, OpenGL 2.0–ის მხარდაჭერით
  • დისპლეი: 5–დიუმიანი მულტითაჩ OLED-დისპლეი, 960 × 544, TrueColor
  • ზომები: დაახლოებით 182 x 83,55 x 18,6 მმ
  • ღილაკები/გადამრთველები: ღილაკი PS, ჩამრთველ–გამომრთველი ღილაკი, მიმართულების ღილაკები (მაღლა/დაბლა/მარჯვნივ/მარცხნივ), სამოქმედო ღილაკები (სამკუთხედი/წრე/ჯვარი/ოთხკუთხედი), გვერდითა ღილაკები (მარჯვენა/მარცხენა), ორი მინი–ჯოისტიკი, Start და Select ღილაკები, ხმის დამარეგულირებელი ღილაკები(±)
  • კომუნიკაცია: IEEE 802.11 b/g/n Wi-Fi, Bluetooth 2.1 + EDR, 3G
  • დამატებით: GPS, ელექტრონული კომპასი, სტერეოდინამიკი, მიკროფონი, წინა და უკანა კამერა, უკანა მულტითაჩ პანელი

რაც შეეხება თამაშებს, მოწყობილობა თავსებადია ონლაინ–სერვის PSN–თან და მისი ბიბლიოთეკის თამაშებთან (უბრალოდ უნდა დაველოდოთ როდის დაიწყებს სსერვისი ძველებურად მუშაობას). მოწყობილობა თამაშის დროს ავტომატურად ადაფტირდება გამოსახულებასთან, რაც კომფორტული გართობის საშუალებას იძლევა.

პირადად მე ეს კონსოლი ძალიან მომეწონა — დახვეწილი დიზაინი, ეკრანის ზომა და კონფიგურაცია. საინტერესოა მხოლოდ ის, თუ რა ეღირება ეს მოწყობილობა, თუნდაც ქართულ ბაზარზე.

წყარო: blog.us.playstation

Apr 262011
 

ტოკიოში ჩატარებულ პრეზენტაციაზე კომპანიამ Sony წარმოადგინა ორი Android 3.0 პლანშეტი. ორივე პლანშეტი აღჭურვილია WiFi და WAN (3G/4G) უკაბელო ქსელების მხარდაჭერით. მომხამარებლას არა მხოლოდ ინტერნეტში ხეტიალი, ასევე ექნებათ წვდომა ციფრული მედიასთან, წიგნებთან, ვიდეოებთან, მუსიკასთან და თამაშებთან  Sony-ს პრემიუმ ქსელური სერვისების საშუალებით ნებისმიერ დროს. პლანშეტები მუშაობს Tegra 2 პლატფორმაზე. ჯერ-ჯერობით ცნობილია, რომ  S1 პლანშეტს აქვს 9.4 დიუმიანი ეკრანი, ხოლო S2 აღჭურვილია ორი 5.5 დიუმიანი ეკრანით. პლანშეტებსი შესახებ დამატებითი ინფორმაცია უახლოეს დღეებში იქნება ხელმისაწვდომი.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache