Apr 132012
 

კორპორაცია Toshiba მეორე კვარტლის დასრულებამდე დაიწყებს პლანშეტების Excite 7.7-ის, Excite 10-ის და Excite 13-ის გაყიდვებს. რომლებსაც გააჩნათ 7,7, 10,1 და 13,3 დიუმიანი სენსორული დისპლეი შესაბამისად.

პროგრამულ-აპარატული ბაზა

ყველა კომპიუტერი შესრულებულია nVidia Tegra-ს მესამე თაობის აპარატულ პლატფორმაზე, რომელიც მოიცავს ოთხ მთავარ გამომთვლელ ბირთვს ტაქტური სიხშირით 1,4 გჰც, ასევე დამხმარე დაბალვოლტიან ბირთვს და გრაფიკულ კონტროლერს GeForce-ს. ოპ. სისტემა — Android 4.0 Ice Cream Sandwich.

მოწყობილობებს აქვთ 1 გბ ოპერატიული მეხსიერება, უკაბელო კავშირის Wi-Fi და Bluetooth ადაპტერები, სტერეფონური დინამიკები, მთავარი 5-მეგაპიქსელიანი კამერა, წინა კამერა 2-მეგაპიქსელიანი მატრიცით და MicroUSB პორტი. ეკრანი დაცულია Gorilla Glass-ის დამცავი მინით.

Excite 13

სიახლე გამოირჩევა დიდი თაჩსქრინით ბაზარზე ხელმისაწვდომი პლანშეტური კომპიუტერებისგან, რომელსაც გააჩნია 1600×900 წერტილი გარჩევადობა. ზოგიერთი დამკვირვებელი ვარაუდობს, რომ მისი წონის გამო გაჯეტის გამოყენებისას შეიქმნება დისკომფორტი, რაც დააფრთხობს მყიდველებს. ბაზრის მონაწილეების აზრით კი, ეს პროდუქტი გათვლილი იქნება გარკვეული ტიპის მომხარებლებზე.

პლანშტის განკარგულებაშია MicroHDMI პორტი და SD-სლოტი; ავტონომიურ რეჟიმში მუშაობის ხანგძლივობა აღწევს 13 საათამდე. სისქე შეადგენს 10 მმ-ს; ხოლო წონა — დაახლოებით 1 კგ. სიახლე გაყიდვაში გამოვა ივნისში, 32 და 64 გბ-ანი ჩაშენებული ფლეშ-მეხსიერებით, ხოლო მისი ღირებულება იქნება $650 და $750 შესაბამისად.

Excite 10

მინი-კომპიუტერს აქვს 10,1-დიუმიანი ეკრანი (1280×800 პიქსელი) და გააჩნია 10-წერტილიანი «მულტითაჩ» ინტერფეისის მხარდაჭერა. მოწყობილობის მახასიათბლები ასე გამოიყურება: MicorHDMI პორტი, SD-სლოტი, კორპუსი სისქით 9 მმ და 10 საათამდე ავტონომიურ რეჟიმში მუშაობის საშუალება. ამ მოდელის შეძენა შესაძლებელი იქნება მაისიდან 450, 530 და 650 დოლარად 16, 32 და 64 გბ-ანი მეხსიერებით.

Excite 7.7

ხაზის უკანასკნელი წარმომდგენელი აღჭურვილია MicroSD სლოტით და AMOLED-პანელით, რომლის გაჩევადობაც არ კონტრეტდება. კორპუსის სისქე — სულ რაღაც 7,5 მმ; ხოლო მოწყობილობის წონა შეადგენს 380 გ-ს. ივნისში გაყიდვაში გამოვა მოდიფიკაციეები 16 და 32 გბ-ანი მეხსიერებით 500 და 580 დოლარად.

 

YouTube Preview Image

წყარო: MarketWatch

Oct 102011
 

კომპანია Toshiba-მ CEATEC Japan 2011-ის გამოფენაზე (4-8 ოქტომბერი, ტოკიო, იაპონია) წარმოადგინა ტელევიზორი Regza 55×3 55-დიუმიანი დიაგონალით.

სტანდარტულ 2D-მატერიალებთან მუშაობისას პანელის გარჩევადობა აღწევს 3840×2160 პიქსელამდე (ფორმატი Quad Full HD).

სიახლეს, ასევე გააჩნია სამგანზომილებიანი კონტენტის მხარდაჭერა — თუმცა, ამ შემთხვევაში გამოსახულების გარჩევადობა ნაკლებია. სტერეოსკოპური სურათების სანახავად არ არის საჭირო სპეციალური სათვალეები; ჩაშენებული სისტემა, რომელიც თვალყურს ადევნებს მაყურებლის მდგომარებას, უზრუნველყოფს 3D-ეფექტს რამოდენიმე ადამიანისთვის.

იაპონიაში ტელევიზორი Regza 55×3 გაყიდვაში გამოჩნდება დეკემბრის შუაგულში; საწყის ეტპაზე წარმოების მოცულობა იქნება 1 000 ცალი თვეში. მისი ფასი — $11 730; როდის გამოჩნდება მოწყობილობა სხვა ქვეყნებში, ჯერჯერობით უცნობია.

წყარო: PhysOrg

Sep 282011
 

კორპორაცია Toshiba-მ IFA 2011-ის გამოფენაზე, (ბერლინი, გერმანია) სხვა მოწყობილობებთან ერთად წარმოადგინა სამაგიდო კომპიუტერი Qosmio DX730, კლასი «ყველაფერი ერთში», რომელიც არის Intel-ის აპარატულ პლატფორმაზე.

მონობლოკს შესაძლებელია ჰქონდეს Pentium ან მეორე თაობის Core i3/i5/i7 პროცესორები. ოპერატიული მეხსიერების მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 16 გბ-ს; ხოლო მყარი დისკის მოცულობა — 2 ტბ-მდე. კომპიუტერს ექნება DVD-მიმღები ან  Blu-ray რექორდერი.

დისპლეის დიაგონალი — 23 დიუმი; ხოლო მისი გარჩევადობა — 1920×1080 წერტილი (ფორმატი Full HD). სიახლის განკარგულებაშია; TV-ტუნერი, ქარდრიდერი, ადაპტერი Gigabit Ethernet, Wi-Fi (802.11b/g/n) და Bluetooth 3.0 კონტროლერები და ასევე 1,3-მეგაპიქსელიანი კამერა. გარდა ამისა, ნახსენებია Onkyo-ს აუდიოსისტემა ორი დინამიკით და საბვუფერით.

Qosmio DX730-ის«უმცროს» ვერსიას გააჩნია Intel-ის ინტეგრირებული ვიდეობირთვი; უფრო მძლავრ მოდიფიკაციაში შემოთავაზებულია დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებელი GeForce GT 540M 1 გბ მეხსიერებით. კომპლექტში შედის დისტანციური მართვის პულტი.

მონობლოკის ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.

გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

Sep 152011
 

კორპორაცია Toshiba-მ IFA 2011-ის გამოფენაზე (2–7 სექტემბერი, ბერლინი, გერმანია) წარმოადგინა, მსოფლიოში პირველი SDHC ფორმატის ფლეშ-ბარათი უკაბელო კავშირის Wi-Fi-ს მხარდაჭრით.

სიახლემ მიიღო დასახელება FlashAir და მისი მოცულობაა 8 გბ. ინფორმაციის გადაცემის სიჩქარე აღწევს 6 მბ/წ-მდე; სამუშაო ტემპერატურა — მინუს 25-დან პლიუს 85 გრადუსამდე ცელსიუსით.

ფელშ-ბართს აქვს IEEE 802.11b/g/n სტანდარტის და WEP, TKIP, AES (WPA, WPA2) პროტოკოლების მხარდაჭერა. მისი ზომები შეადგენს 32×24×2,1 მმ-ს, ხოლო წონა — 2 გ.

ბარათი FlashAir პირველ რიგიში განკუთვნილია ციფრულ ფოტოაპარატბში გამოსაყენებლად. ნიმუშები გამოჩნდება ნოემბერში; ხოლო მასიური წარმოება დაგეგმილია 2012 წლის თებერვალში. ღირებულება ჯერჯერობით არ სახელდება.

გამოყენებულია Toshiba-ს მასალები.

Sep 112011
 

კომპანია Toshiba-მ ბერლინში (გერმანია) IFA 2011-ის გამოფენაზე წარმოადგინა «მსოფლიოში პირველი დიდი ზომის 3D-ტელევიზორი, რომელსაც არ სჭირდება სპეციალური საათვალეები სტერეოსკოპური გამოსახულების საყურებლად».

პანელს 55ZL2-ს აქვს 55-დიუმიანი დიაგონალი; ხოლო მისი გარჩევადობა  — 3840×2160 პიქსელი (ფორმატი Quad Full HD). 3D-ეფექტი მიიღება ორმაგი ლინზების სისტემის გამოყენების საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს ხილვადობის კუთხის გაზრდას, რაც აძლევს ერთდროულად ცხრა მაყურებელს ყურების საშუალებას.

სიახლეს გააჩნია Smart TV-ის პლატფორმის მხარდაჭერა, რომლიც შეუძლია იმუშაოს ინტერნეტ-კონტენტთან.  შესაძლებელია სატელევიზიო გადაცემების ჩაწერა გარე HDD-ზე, რომელიც მიერთებულია  USB პორტის საშუალებით.

ტელევიზორი Toshiba 55ZL2 ევროპულ ბაზარზე გაყიდვაში გამოჩნდება დეკემბერში; ხოლო მისი ფასი შეადგენს 8 000 ევროს.

გამოყენებულია Toshiba-ს მასალები.

Sep 072011
 

Toshiba-მ  IFA 2011-ის გამოფენაზე წარმოადგინა თავისი პირველი ულტრაბუქი — Portege Z830 13,3-დიუმიანი დისპლეით.

კომპიუტერი იყენებს მეორე თაობის Core პროცესორს Intel Sandy Bridge-ის აპარატული პლატფორმების შემადგელობიდან. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა — 6 გბ-მდე; ხოლო მყარი დისკის მოცულობა — 128 გბ. ეკრანის გარჩევადობაა 1366×768 წერტილი.

ულტრაბუქს გააჩნია SD-რიდერი, უკაბელი კავშირის Wi-Fi კონტროლერი 802.11b/g/n-ის მხარდაჭერით, 1,3-მეგაპიქსელიანი ვებ-კამერა, USB 3.0 ვერსიის პორტი და ასევე D-Sub და HDMI კონექტორები. აკუმულატორული ელემენტის ერთხელ დამუხტვის შემთხვევაში ავტონომიური მუშაობის დრო აღწევს 8 საათამდე.

Portege Z830-ის სისქე შეადგენს 15,9 მმ-ს; ხოლო წონა 1,13 კგ-ს. ულტრაბუქის შეძენა შესაძლებელი იქნება 1 000 დოლარად.

გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

Jun 222011
 

კორპორაცია Toshiba-მ, დააანონსა 21,5-დიუმიანი დესკტოპი DX1215, კლასი – «ყველაფერი ერთში».

მონობლოკი შესრულებულია Intel-ის პლატფორმაზე და მოდიფიკაციის შესაბამისად, აღჭურვილია მეორე თაობის Core i5/i7-ის პროცესორით. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა არ სახელდება, ხოლო მყარი დისკი მოცულობა შეადგენს 1 ტბ-ს. ოპტიკურ მულტი-ფორმატებთან სამუშაოდ, გათვალისწინებულია DVD-რექორდერი.

ეკრანს გააჩნია სენსორული Full HD დესკტოპი ( გარჩევადობა — 1920×1080 პიქსელი). მოწყობილობას აქვს, Onkyo-ს სტერეფონური დინამიკები, HDMI ინტერფეისი TV-ტუნერი, ორი USB 3.0 პორტი და ოთხი — USB 2.0.

კომპლექტში შედის უკაბელო Bluetooth-კლავიატურა და მაუსი. მოწყობილობის შეძენა შესაძლებელია 3 ივლისიდან 930 დოლარად.

გამოყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

May 292011
 

კომპანია Toshiba გამოსაშვებად ამზადებს მულტიდემიურ-სათამაშო პორტატულ  კომპიუტერს Qosmio X770-ს Intel Sandy Bridge-ის პლატფორმაზე.

ნოუთბუქი აღჭურვილია ოთხბირთვიანი Core i7-2630QM პროცესორით და ტაქტური სიხშირით 2,0 გჰც (2,9 გჰც-მდე Turbo-რეჟიმში); ოპერატიული მეხსიერების მოცულობა — 8 გბ. შესაძლებელია ორი «შემგროვებლის» დაყენება: მყარი დისკი მოცულობით 750 გბ და 500 გბ-ანი ჰიბრიდული «ვინჩესტერი» ფლეშ-მეხსიერების მოდულით. ქვესისტემის მონაცემების შენახვის მაქსიმალური მოცულობა არის 1,25 ტბ.

გრაფიკის დაუმშავებას უზრუნველყოფს დისკრეტული ამაჩქარებელი GeForce GTX 560M 1,5 გბ მეხსიერებით; დისპლეის გააჩნია 17,3-დიუმიანი დიაგონალი Full HD-გარჩევადობით 1920×1080 პიქსელი. მხარდაჭერილია ტექნოლოგია nVidia 3D Vision, რისი მეშვეობითაც შესაძლებელია მოცულობით კონტენტთან მუშაობა.

ნოუთბუქის არსენალში შედის: ოპტიკური Blu-ray-მიმღები, Wi-Fi და Bluetooth 3.0 ადაპტერები, ვებ-კამერა, HDMI ინტერფეისი, USB 3.0 პორტი და სამი USB 2.0 პორტი. სიახლის ზომები — 410×270×28–42 მმ, წონა — 3,4 კგ. OS — Windows 7 Home Premium.

ნოუთბუქის ღირებულება შეადგენს 1 300 ევროს.

გამოყენებულია SlashGear-ის მასალები.

Apr 202011
 

ივლისის მიწურულს, კორპორაცია Toshiba იწყებს პორტატული კომპიუტერის Dynabook Qosmio T851/D8CR-ის გაყიდვებს, რომელიც არის Intel-ის აპარატულ პლატფორმაზე.

სიახლე გახდა მსოფლიოში პირველი ნოუთბუქი, რომელზეც შესაძლებელია 3D-გამოსახულების ყურება სპეციალური სათვალეების გარეშე 2D-სურათთან ერთად ( სხვადასხვა ფანჯარაში).

ლეპტოპის სხვა განსაკუთრებულობა — ჩაშენებული მიკროპროცესორი SpursEngine, რომელიც არის ოთხ ბირთვიან Synergistic Processing Element-ის (SPE) ბაზაზე . ეს ჩიპი უზრუნველყოფს რეალურ დროში ორგანზომილებიანი გამოსახულების გარდაქმნას სტერეოსკოპურ რეჟიმში.

ნოუთბუქს გააჩნია პროცესორი Core i5-2410M ტაქტური სიხშირით 2,3 გჰც. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 1 გბ-ს; მყარი დისკის მოცულობა — 750 გბ. მოწყობილობას აქვს Blu-ray გამშვები, ქსელის კონტროლერი Gigabit Ethernet, Wi-Fi (802.11b/g/n), Bluetooth 3.0, TV-ტუნერი, USB 3.0 პორტი და ასევე HDMI ინტერფეისი.

15,6-დიუმიანი დისპლეი აღჭურვილია შუქდიოდური გაელვებით და Full HD გარჩევადობით (1920×1080 პიქსელი); გრაფიკის დამუშავებას უზრუნველყოფს 1 გბ-ანი GeForce GT 540M-ის ამაჩქარებელი. ოპერაციული სისტემა — Windows 7 Home Premium.

მოწყობილობის სავარაუდო ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.

გამოყენებულია Toshiba-ს მასალები.

Mar 112011
 

Toshiba-ს ავსტრალიური ქვეგანყოფილების გენერალურმა მენეჯერმა რობ უილკინსონმა (Rob Wilkinson) კომენტარი გააკათა პლანშეტური კომპიუტერის Apple iPad 2-ის გამოსვლის შესახებ.

უილკინსონის განცხადებით Toshiba-s პლანშეტი, რომელიც არის Android 3.0 ვერსიის ბაზაზე ჯობია «აიპადს» მთელი რიგი პარამეტრებით. შეგახსენებთ, რომ Toshiba-მ თავისი პლანშეტი წარმოაგინა Mobile World Congress 2011-ის გამოფენაზე. მოწყობილობას აქვს 10,1-დიუმიანი დისპლეი, ორბირთვიანი ARM-პროცესორი (პლატფორმა nVidia Tegra), 32 გბ მეხსიერება, Wi-Fi, GPS და ა.შ.

«ჩვენი პლანშეტი ცოტა უფრო მძიმეა ვიდრე აიპადი, მაგრამ სამაგიეროდ (Toshiba-773 გრ Apple-613 გრ ), მას აქვს ბევრი ფუნქცია, რომელიც არ გააჩნია iPad 2-ს», — აღნიშნა რობ უილკინსონმა. თუმცა მენეჯერს დეტალების შესახებ არ უსაუბრია.

ობიექტურად თუ შევადარებთ, ზოგიერთი პარამეტრებით Toshiba-ს პლანშეტი მართლაც აღემატება «აიპადს». მაგალითად, iPad 2-ის გარჩევადობა შეადგენს 1024×768 პიქსელი, ხოლო Toshiba-ს პლანშეტის გარჩევადობა არის 1280×800 პიქსელი. გარდა ამისა, მოწყობილობას გააჩნია მოხსნადი აკუმულატორული ელემენტი, USB და Mini USB პორტები.

სავარაუდოდ Toshiba-ს პლნაშეტის ღირებულება იქნება (500-დან 830 დოლარამდე).

გამოყენებულია SmartHouse-ის მასალები.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache