Sep 092011
 

ბერლინში IFA 2011-ის გამოფენაზე, კომპანია ViewSonic-მა წარმოადგინა ერთდროულად სამი პლანშეტი ViewPad 7x, 10pro და 7e.

ფლაგმანური მინი-კომპიუტერი ViewPad 10pro აღჭურვილია 10-დიუმიანი სენსორული დისპლეით, რომელსაც აქვს «მულტითაჩ» ტექნოლოგიის მხარდაჭერა. გაჯეტი შესრულებულია Intel Oak Trail-ის პლატფორმაზე, რომელიც მოიცავს Atom პროცესორს ინტეგრირებული გრაფიკული კონტროლერით და chipset-ით  SM35 Express.  პლანშეტის განსაკუთრებულობაა ორი ოპერაციული სისტემა: მომხმარებლებს შეეძლებათ აირჩიონ Windows 7 Professional ან Android 2.3-ს (Gingerbread). ViewPad 10pro Wi-Fi-ის მხარდაჭერით გაყიდვაში გამოვა 5 სექტემბრიდან, მისი ღირებულებაა €500.

ViewPad 7x-ს გააჩნია 7-დიუმიანი თაჩსქრინი გარჩევადობით 1024×600 პიქსელი, ორი კამერა, GPS მიმღები და 8 გბ ჩაშენებული ფლეშ-მეხსიერება. პლანშეტს აქვს nVidia Tegra-ს მეორე თაობის «სისტემა ჩიპზე», რომელშიც შედის ორბირთვიანი 1-გიგაჰერციანი პროცესორი.

გაჯეტი ფუნქციონირებს Android 3.2 (Honeycomb) ვერსიის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ; მისი ღირებულება შეადგენს 350 ევროს.

ViewPad 7e-ს შესახებ ცნობილია მხოლოდ, რომ მას გააჩნია Wi-Fi და Bluetooth ადაპტერები და ასევე HDMI პორტი. ხოლო მისი ღირებულება არის €170.

გამოყენებულია SlashGear-ის მასალები.

Sep 182010
 

კომპანია ViewSonic-მა გამოსაშვებად დაამზადა 10-დიუმიანი პლანშეტური კომპიუტერი დასახელებით G Tablet.

მოწყობილობაში არის nVidia Tegra 2-ის პლატფორმა და მუშაობს Android 2.2-ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ.

მოდელის არსენალში –– 1 გბ ოპერატიული მეხსიერება, 1,3-მეგაპიქსელიანი კამერა, Bluetooth 2.1 ადაპტერი, Wi-Fi (IEEE 802.11n), USB და HDMI პორტები.

სენსორული დისპლეის წერტილოვანი გაფართოვება შეადგენს 1024×600.

გაჯეტის ღირებულება იქნება $529, ხოლო მოწყობილობა გაყიდვაში გამოვა ოქტომბრიდან.

შეგახსენებთ, რომ ViewSonic-ის პორტფოლიოში არის კიდევ ორი პლანშეტი; რომლებიც წარმოდგენილი იყო IFA 2010-ის გამოფენამდე (ბერლინი, გერმანია 3-8 სექტემბერი).

ViewPad 7-ის დისპლეის დიაგონალი არის 7 დიუმი და მუშაობს Android-ის ოპერაციული სისტემის მართვის ქვეშ, ხოლო 10-დიუმიან  ViewPad 100-ს აქვს Android და ასევე Windows 7.

გამოყენებულია Engadget-ის მასალები.

May 182010
 

ViewSonic-მა გაყიდვაში გამოუშვა სამაგიდო მინიატურული კომპიუტერი VOT125, რომელიც ანონსირებული იყი იანვარში CES 2010-ის გამოფენაზე.

ნეტტოპი ხელმისაწვდომია Intel Celeron M ULV 743, Intel Celeron SU2300, Intel Pentium SU4100 და Intel Core 2 Duo SU7300-ის პროცესორებით. მოდიფიკაციის ღირებულება –– 499, 529, 629 და 679 დოლარი შესაბამისად.

ყველა ვერსია აღჭურვილია 2 გბ ოპერატიული მეხსიერებით, 250-გბ ვინჩესტერით, ქსელური ბარათით და Ethernet-პორტით, Wi-Fi კონტროლერით, ქარდრიდერით «3  1-ში», DVI და HDMI შესაერთებლით და ასევე ოთხი  USB პორტით. პროგრამულ პლათფორმად გამოიყენება ОС Windows 7 Home Premium.

მინი-დესკტოპის ზომები –– 38,1×130×114 მმ

გამოყენებულია ViewSonic-ის მასალები.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache