Oct 172011
 

ალბათ, ყველას ძალიან კარგად გვახსოვს Samsung–ის მუქარა Apple–ის მიმართულებით, რომელიც რადიკალური ზომების მიღებას ითვალისწინებდა. როგორც ჩანს მუქარა ძალაშია და სამხრეთ კორეელები არ აპირებენ უკან დახევას. iPhone 4S–ის გაცნობა ნორმალურად ვერც კი მოვასწარით, რომ, ორი სარჩელით, Samsung–მა უკვე მიმართა სასამართლოს. მოთხოვნა: iPhone 4S–ის საფრანგეთისა და იტალიის ბაზრიდან ამოღება. ინფორმაცია, მომხდართან დაკავშირებით, Samsung–ის ოფიციალურ ბლოგზე გამოქვეყნდა.

ყველასათვის ნათელია Samsung Electronics–ის ქმედება — მან სპეციალურად შეიტანა სარჩელი ოდნავ ადრე, რადგან სასამართლო პროცესი iPhone 4S–ის მასიურად გაყიდვაში შემოსვლამდე დასრულდეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Apple–ს Samsung–ის პატენტის უფლების დარღვევაში ედება ბრალი. საუბარია Wideband Code Division Multiple Access–ზე (WCDMA), რომელიც 3G–ტელეფონებისთვის არის განკუთვნილი.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ტექნოლოგია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ტელეკომუნიკაციის სისტემებისა და სხვადასხვა მოწყობილობების საიმედო მუშაობაში.

წყარო: SamsungTomorrow

Aug 262011
 

კომპანია Apple–მა, ევროპაში, Samsung–ის წინააღმდეგ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ კომპანიებს შორის უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს სასამართლო გარჩევები. სტივ ჯობსის იმპერია სამხრეთ კორეულ მწარმოებელს, iPad–დან და iPhone–დენ დიზაინის, სამომხმარებლო ინტერფეისისა და გაფორმების დაკოპირებაში ადანაშაულებს. «სამსუნგი» კი Apple–ს მონაცემთა უკაბელო გადაცემის, ენერგომოხმარების შემემცირებელი საშუალებისა და შეცდომების კორექციის პატენტის უფლების დარღვევაში სდებს ბრალს.

მიმდინარე წლის აგვისტოში, გერმანიის სასამართლომ დროებით აკრძალა Samsung Galaxy Tab 10.1–ის ევროპაში გაყიდვა. ახლა კი ჰოლანდიის სასამართლომ გამოიტანა ანალოგიური სარჩელი Samsung–ის სამი სმარტონის მისამართით — Galaxy S, Galaxy S II და Galaxy Ace.

გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ დასახელებულ კომუნიკატორებში უკანონოდ გამოიყენება Apple–ის ტექნოლოგია, რომელიც ციფრული ფოტოგრაფიის კოლექციის ნავიგაციას ეხება. გარდა ამისა სასამართლომ უარყო Apple–ის ყველა პრეტენზია, მათ შორის ბრალდება, თითქოსდა  Galaxy აკოპირებს «აიფონის» დიზაინს.

ზემოთხსენებული გადაწყვეტილება ეხება Samsung–ის ჰოლანდიურ წარმომადგენლობას, რომელსაც ამიერიდან ეკრძალება ჩამოთვლილი სმარტფონების გაყიდვა დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ფინეთში, ირლანდიაში, შვედეთში, შვეიცარიასა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში. დადგენილება ძალაში 13 ოქტომბრიდან შევა; მანამდე, კომუნიკატორებში პროგრამული უზრუნველყოფის შეცვლით, Samsung–ს საშუალება ეძლევა მოაგვაროს აღნიშნული პრობლემა.

ასევე იუწყებიან, რომ Apple–სა და Samsung–ს შორის გაჩაღებული დავას, ინტელექტუალური საკუთრების შესახებ, 2012 წლის 30 ივნის შეერთებული შტატების სასამართლოც განიხილავს.

წყარო: რეიტერი

Aug 162011
 

Felix Wirth / Corbis–ის ფოტო.

ანალიტიკურმა კომპანია Gartner, 2011 წლის მეორე კვარტლის, ფიჭური აპარატების მსოფლიო ბაზრის საერთო მოცულობა შეაფასა.

სამი თვის განმავლობაში ბაზარს 428,7 მლნ მობილური ტელეფონი და სმარტფონი მიეწოდა, რაც 2010 წლის მეორე მეოთხედთან შედარებით 16,5%–ით მეტია, როცა გაყიდვების მოცულობა 368 მლნ ერთეულს შეადგენდა.

ფინური ვენდორის, Nokia–ს წილი, რომელიც ლიდერობას ჯერჯერობით არავის უთმობს, ერთი წლის განმავლობაში 30,3–დან 22,8%–მდე შემცირდა. მეორე კვარტალში კომპანიამ 97,9 მლნ «ყურმილის» რეალიზება მოახერხა.

თუ ერთი წლით ადრე კორეული კომპანია ბაზრის 17,8%–ს ფლობდა, დღეისათვის 69,8 მლნ გაყიდული აპარატით, Samsung ბაზრის 16,3%–ს აკონტროლებს. სამეულს ხურავს LG, რომლის წილი 8,0–დან 5,7%–მდე დაეცა (24,4 მლნ გაყიდული მოწყობილობა).

4,6%–ით სტივ ჯობსის იმპერია მეოთხე ადგილზე იმყოფება: სამი თვის განმავლობაში Apple-მა 19,6 მლნ «აიფონის» რეალიზება მოახერხა. და ბოლოს, 3,0%–ითა და 13,1 მლნ რეალიზებული მოწყობილობით მეხუთე პოზიციაზეა ჩინური კომპანია ZTE.

რაც შეეხება ჭკვიან ტელეფონებს, სმარტფონებზე მოთხოვნა, ერთი წლის განმავლობაში, 74%–ით გაიზარდა — 62,1–დან 107,7 მლნ ერთეულამდე.

გასულ კვარტალში რეალიზებული კომუნიკატორები, პლატფორმების მიხედვით, ასე გადანაწილდა:

  • Android — 46,8 მლნ ერთეული; 43,4%
  • Symbian — 23,9 მლნ; 22,1%
  • iOS — 19,6 მლნ; 18,2%
  • BlackBerry OS — 12,7 მლნ; 11,7%
  • Bada — 2,1 მლნ; 1,9%
  • Windows Mobile და Windows Phone 7 — 1,7 მლნ; 1,6%
  • სხვა — 1,1 მლნ; 1,0%

წყარო: Gartner

Jul 192011
 
Google-მა შეასრულა დაპირება და iPhone-ის მომხმარებლებისთვის გამოუშვა Google+ ის მობილური აპლიკაცია. მოულოდნელი არ იყო ის, რომ ის ძალიან ჰგავს ანდროიდის ვერსიას, სადაც მოთავსებულია მთავარი სტრიმი და ახლო მომხმარებლები, გაზიარება წერეებში და Huddle ჰენგაუთების მხარდაჭერა. ეს არ არის უნივერსალური პროგრამა, რაც ნიშნავს რომ iPad-ის მომხმარებლებს მოუწევთ ვებ აპლიკაციით სარგებლობა. იგივე შეიძლება iPod touch-ის ვერსიაზეც.
Jun 282011
 

ვებ-წყაროებზე დაყრდნობით, კომპანია Samsung უახლოეს თვეებში წარმოადგენს მძლავრ კომუნიკატორს Android 2.3.4 (Gingerbread) ვერსიის პროგრამულ პლატფორმაზე.

სმარტფონი სავარაუდოდ გამოვა, დასახელბით Galaxy S II Plus და მიიღებს ორბირთვიან პროცესორს ტაქტური სიხშირით 1,4 გჰც. შედარებისთივს: ფლაგმანური აპარატი Galaxy S II აღჭურვილია 1,2-გიგაჰერციანი ჩიპით. სიახლეს, სავარაუდოდ, ექნება 1 გბ ოპერატიული მეხსიერება.

აღსანიშნავია, რომ სმარტფონის დებიუტი შედგება ივლისში ან აგვისტოში. ეკრანის ზომა სავარაუდოდ იგივე იქნება რაც აქვს Galaxy S II-ს — 4,3 დიუმი.

დამკვირვებლები, ვარაუდობენ, რომ სმარტფონს მოუწევს კონკურენციის გაწევა iPhone-ის ახალი მოდელისთვის, რომელსაც, არსებული მონაცემებით კომპანია Apple დააანონსებს სექტემბერში. ჭორების თანახმად, აპარატი მიიღებს ორბრითვიან პროცესორს А5-ს და კამერას 8-მეგაპიქსელიანი მატრიცით ( iPhone 4-ს აქვს 5-მეგაპიქსელიანი კამერა).

გამეყენებულია TechConnect Magazine-ის მასალები.

Jun 242011
 

Kodak–ის აღმასრულებელი დირექტორი, ანტონიო პერესი (Mark Ovaska–ს ფოტო).

დასასრულს უახლოვდება Kodak–ის მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელის განხილვა, რომელიც Apple–სა და Research In Motion–ს (RIM) პატენტის უფლების დარღვევაში ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის იანვარში Kodak–მა Apple-სა და RIM–ს სხვისი ტექნოლოგიის საკუთარ კომუნიკატორებში უკანონოდ გამოყენების გამო უჩივლა. იმავე წლის იანვარშივე ა.შ.შ–ს საერთაშორისო სავაჭრო კომისმიამ (ITC) უარყოფითი პასუხი გასცა Kodak–ის პრეტენზიებს, რადგან ის სრულიად უსაფუძვლოდ ჩათვალა. თუმცა შემდეგ საქმე გადასახედად მეორედ გაიგზავნა.

როგორც იუწყებიან, საბოლოო პასუხი 30 ივნისს იქნება ცნობილი. თუ განსასჯელები დამნაშავედ სცნეს, Kodak–მა შესაძლოა $1 მლრდ–ის ფულადი კომპენსაცია მიიღოს.

სხვათა შორის, გასულ წელს Kodak–მა უკვე მოიგო ანალოგიური დავა ჩრდილო–კერეულ კომპანიებთან, Samsung–თან და LG Electronics–თან, რომლებიც შესაბამისად $550 და $414 მლნ–ის გადახდას დათანხმდნენ.

წყარო: Associated Press

Jun 232011
 

თქვენი აზრით, რა ფერის ბარათს უჩვენებს ამ ეპიზოდის შემდეგ მსაჯი?

რელიზისთვის ემზადება FIFA–ს საფეხბურთო სერიალის მეთორმეტე ნაწილი, იუწყება გამომცემლობა Electronic Arts. თამაში სექტემბრის ბოლოს გამოვა: 27-ში — ჩრდილო–ამერიკაში და 30-ში — ევროპაში.

დამუშავება, რომელზეც პასუხს სტუდია EA Canada აგებს, მიმდინარეობს აბსოლიტურად ყველა მოწყობილობაზე გარდა სარეცხი მანქანისა და მაცივრისა: iPhone, iPad, iPod touch, Nintendo 3DS, PSP, PS2, PS3, Wii, Xbox 360 და PC.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ PC–ვერსიის გავრცელება მხოლოდ EA-ს ინტერნეტ–მაღაზიიდან , Origin–დან მოხდება. იმათთვის ვინც არ იცის FIFA–ს სერიალის შესახებ მოკლედ ავხსნი: ეს არის ტრადიციული საფეხბურთო სიმულატორი, სადაც ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ სხვადასხვა მატჩებში, ჩემპიონატებისა და თასების გათამაშებებში და ა.შ. რითი იქნება განსხვავებული FIFA 12? დეველოპერები, როგორც ყოველთვის, საუბრობენ «შეჯახების ფიზიკის, ანიმაციებისა და კომპიუტერული მოწინააღმდეგის გაუმჯობესებულ თამაშზე».

თამაშის თრეილერი:

წყარო: Eurogamer

Jun 062011
 

კომპანია ZionEyez-მა დაიწყო წინასწარი შეკვეთების მიღება Eyez სათვალეებზე, რომელიც გაყიდვაში გამოვა შემოდგომიდან.

აღსანისშნავია, რომ ჩაშენებულ ვიდეოკამერს შეუძლია მატერიალების გადაღება 720р ფორმატში. აკუმულატორული ელემნტის ერთხელ დამუხტვის შემთხვევაში, მოწყობილობის მუშაობის დრო არის სამი საათი.

ვიდეოსათვალეს აქვს MicroUSB პორტი, 8 გბ ინტეგრირებული ფლეშ-მეხსიერება და Bluetooth ადაპტერი. Eyez-აპლიკაციით, გადაღებული ვიდეო, რომელიც განკუთვნილია iPhone-თვის და Android-მოწყობილობებისთვის, შესაძლებელია გადმოწერილი იყოს სმარტფონზე და შემდეგ ფიჭური ქსელის საშუალებით განთავსდეს ინტერნეტში.

სათვალისთვის შესაძლებელია მინის შეცვლა, რაც მყიდველებს მისცემს საშუალებას აირჩიონ შესაბამისი ლინზები და ა.შ.

Eyez-ის ღირებულება შეადგენს $200, ხოლი ვინც გააფორმებს შეკვეთას 31 ივლისამდე მიიღებს ფასდაკლებას $50-მდე.

გამოყენებულია ZionEyez-ის მასალები.

 

May 062011
 

Apple–მა შესაძლოა Nokia–ს გაასწროს (Wu Kaixiang / Xinhua Press / Corbis–ის ფოტო).

კომპანია International Data Corporation–მა (IDC) სმარტფონების უმსხვილესი მწარმოებლების, პირველი კვარტლის, საბაზრო წილები შეაფასა.

იანვრიდან მარტის ჩათვლით, მთელს მსოფლიოში, სხვადასხვა OS-ის, 99,6 მლნ კომუნიკატორი გაიყიდა. ეს მაჩვენებელი, დაახლოებით, 80%–ით მეტია გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, როცა ბაზრის მოცულობა 55,4 მლნ ერთეულს შეადგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ Nokia ჯერჯერობით სმარტფონების უმსხვილეს მწარმოებლად ისევ რჩება, ამ კომპანიის წილი, ერთი წლის განმავლობაში 33,8%–დან 24,3%–მდე შემცირდა. პირველ კვარტალში, ფინურმა ვენდორმა, 24,2 «ჭკვიანი ტელეფონის» რეალიზება მოახერხა.

Nokia–ს სულ უფრო და უფრო უახლოვდება მეორე ადგილზე მყოფი Apple, რომელმაც გასულ კვარტალში 18,7–მლნ, სხვადასხვა მოდელის iPhone გაყიდა. დღეისათვის, სტივ ჯობსის კომპანიის წილი 18,7%–ს შეადგენს.

13,9 მლნ გაყიდული სმარტფონითა და ბაზრის 14,0%–ით, სამეულს კანადური კომპანია Research In Motion (RIM) ხურავს. ერთი წლით ადრე ეს კომპანია ბაზრის 19,1%–ს აკონტროლებდა.

ერთი წლის განმავლობაში Samsung–ის წილი 4,3–დან 10,8%–მდე გაიზარდა: სამი თვის განმავლობაში კომპანია ბაზარს 10,8 მლნ კომუნიკატორი მიაწოდა და დღეისათვის რეიტინგში მეოთხე ადგილზე იმყოფება.

HTC — მეხუთე: კომპანიამ 8,9 მლნ სმარტფონის რეალიზება მოახერხა და ბაზრის 8,9% დაიკავა.

სხვა დანარჩენი მწარმოებელი, ერთად, კომუნიკატორების მსოფლიო ბაზრის 23,2%–ს იკავებს.

წყარო: BusinessWire

May 052011
 

Microsoft–ის გენერალური დირექტორი, სტივ ბალმერი (2011 წლის იანვარი; Jon Snyder / Wired.com–ის ფოტო).

ცნობილი გახდა, რომ Microsoft–ის Bing პასუხს აგებს ახალი BlackBerry–ების საძიებო სისტემაზე. აშკარაა, ამით  Microsoft–მა აღაირა ის ფაქტი, რომ მობილურების მსოფლიო ბაზარზე მარტო ვერასოდეს შეძლებს დაეწიოს ისეთ გიგანტებს როგორებიც არიან Google და Apple.

თუმცა შეძლებს კი Microsoft წარმატების მიღწევას, თუნდაც,  Nokia–სა და BlackBerry–ს დახმარებით?

გუშინ, BlackBerry World–ის კონფერენციაზე (3–5 მაისი, ორლანდო, ფლორიდა, ა.შ.შ) სტივ ბალმერმა კომპანია RIM–თან თანამშრომლობის შესახებ ოფიციალურად განაცხადა. «ჩვენ აუცილებლად ჩავდებთ ინვესტიციას BlackBerry–ის პლატფორმებში. მის მოწყობილობებში გამოყენებულიქნება Bing–ის საძიებო სისტემა და კარტოგრაფიული სერვისი…» ბოლოს მან დაამატა: «მე არასოდეს ვყოფილვარ ასეთი აღელვებული ჩვენს მომავალზე».

რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი ფრაზა არ ეხებოდა მარტო მობილურ მოწყობილობებს. თუმცა, ესეც ძალიან ბევრს ნიშნავს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია Microsoft–სთვის.

Microsoft–ის ბიზნესი და მოგება, ძირითადად, წარსულის დამსახურებებზე დგას და არა მომავლის პროექტებზე. კომპანიამ განაცხადა, რომ გასულ ფინანსურ კვარტალში, Office–ის წყალობით, დიდი ფინანსური მოგება ნახა, ხოლო Office Web Apps–ის განყოფილებამ კი კოლოსალური ზარალი განიცადა — $726 მლნ.

მომავალი — მობილური მოწყობილობები, სადაც Microsoft–ის გამოსვლას თითქმის არაფერი შეუცვლია. Windows Phone 7 ძალიან სუსტუ აღმოჩნდა, შესუსტდა ასევე მომხმარებელთა ინტერესი ამ OS-ის მიმართ.

Microsoft–ისა და Nokia–ს შეთანხმება — ეს არის Microsoft–ის თხოვნა დახმარებაზე. თუმცა Bing–ისა და Bing Maps–ის BlackBerry–მოწყობილობებში გამოყენება შესაძლოა შესანიშნავ პოტენციურ მოგებას ნიშნავდეს. ამას დამატებული ის შემოსავალი, რომელსაც Microsoft Nokia–ს სმარტფონებში Windows Phone 7–ის გამოყენებით მიიღებს.

მაგრამ, საკმარისია ეს ყველაფერი, სმარტფონების მსოფლიო ბაზარზე, Android–ისა და IOS–ის «დასაჩაგრავად»? ძალიან საეჭვოა. დღეისათვის (თუნდაც ახლო მომავალში) ფაქტია, რომ Nokia–სა და RIM–ის დევაისები რამდენიმე საფეხურით დაბლა დგანან Android–ის პლანშეტებთან და სმარტფონებთან, ასევე, iPhone–თან და IPAD–თან შედარებით.

რთული დასაჯერებელია, რომ Microsoft დაეწევა Google–ს ან Apple–ს. მაგრამ თუ Nokia და RIM შეძლებენ მის, თუნდაც, მესამე ადგილზე მყარად დამკვიდრებას, ესეც უკვე შეიძლება გამარჯვებად ჩაითვალოს.

HI-TECH is Stephen Fry proof thanks to caching by WP Super Cache