4BFC6D80-2215-4714-893F-D2393BC93738.jpg

ინფორმაცია ამ მოწყობილობის შესახებ,საკმაოდ დიდი ხნის წინ გამოჩნდა ქსელში,მაგრამ მხოლოდ ახლა გახდა ხელმისაწვდომი მისი სრული ტექნიკური მონაცემების ჩამონათვალი.

BlackBerry-ის სხვა კლავიატურიანი სმარტფონებისაგან განსხვავებით არ აქვს არც ტრეკბოლი და არც ოპტიკური ჯოისტიკი; ამის გარდა ის აღჭურვილია HVGA გარჩევადობის სენსორული ეკრანით. ადრე თაჩსქრინებით გამოდიოდა მხოლოდ ორი მოდელი: Storm და Storm2 მათ შორის არც ერთ მათთგანს არ აქვს აპარატული კლავიატურა.

BlackBerry Magnum-ს აქვს 624-მეგაჰერციანი პროცესორი, GPS მიმღები, კამერა, microSD მეხსიერების ბარათის სლოტი, 3,5მილიმეტრიანი აუდიო ბუდე, microUSB პორტი და Wi-Fi კონტროლერი. სმარტფონი მუშაობს GSM/GPRS/EDGE და UMTS/HSDPA ქსელებში.

აპარატის გამოსვლის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.

httpvhd://www.youtube.com/watch?v=fp-pAxesx9E

გამოყენებულია Research In Motion-ის მასალები.