15F50E30-40F7-41E2-A33A-D7EB313201F4.jpg

თუ თქვენ Nokia N900 და N810 კომუნიკატორების ბედნიერი მფლობელები ხართ და გინდათ კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ რომ თქვენი მოწყობილობები ტექნოლოგიებს ფეხდაფეხ მიყვებიან, მაშინ აუცილებლად ნახეთ Fairefox, რომელმაც მობილური ვერსიის დებიუტი გააკეთა სწორედ Maemo OS-ზე. შეგიძლიათ გადმოიწეროთ ამწუთას, ვერსია 1.0 გამოვა უკვე Weave Sync ფუნქციონალით, რომელიც შეინახავს თქვენს რჩეულებს, ტაბებს, ისტორიას და პაროლებს იმისათვის რომ რამოდენიმე მოწყობილობაზე ერთდროულად ისარგებლოთ ერთი პროფილით.  ფლეშის მხარდაჭერა არასტაბილურია და ის სტანდარტულად გამორთულია, მაგრამ მისი გააქტიურება მარტივად პარამეტრებიდან არის შესაძლებელი. გადმოიწერეთ და აუცილებლად დაატესტირეთ მოზილას ახალი პროდუქტი.