DNS სერვისების პროვაიდერთა ჯგუფი და ინტერნეტ-კომპანიები, მათ შორის Neustar/UltraDNS-მა და Google-მა წარმოადგინეს წინადადება DNS პროტოკოლის გაუმჯობესაბასთან დაკავშირებით. მოცემული დოკუმენტები განიხილება IETF ექსპერიმენტების სახით, ხოლო რამოდენიმე თვის შემდეგ მოხდება კენჭისყრა. დოკუმენტის წინასწარი განხილვა უკვე დაიწყო dnsext მეილინგ-ლისტში.

Google გვთავაზოვს ავტორიტიულ DNS სერვერს ქონდეს უფლება მიიღოს კონკრეტული მომხარებლების IP-მისამართის ფრაგმენტი (და არა მთლიანად მიმართი), იმისათვის რომ უფრო ზუსტად განსაზღვროს მისი გეოგრაფიული მდებარეობა. ეს საშუალებს მოგვცემს მოხმარებელს მიეწოდოს კონკრეტული საიტის მისთვის ყველაზე ახლომდებარე სერვერი.

ახლა ამ მიზნით მხოლოდ შემომავალი IP-მისამართი გამოიყენება, რომელიც სინამდვილეში თქვენი DNS ქეშის მისამართია და არა თქვენი ნამდვილი მისამართი. არა და ლოკალური DNS-ქეშ სერვერი არც ისე ბევრ კომპანიას და მომხამრებელს აქვს. ბევრი იყენებს სხვა და სხვა ღია სერვისებს, როგორიცაა Google Public DNS.

შესაბამისად, თუ DNS-ქეშ სერვერი მომხმარებლისგან შორს არის, მისი შეერთება შეიძლბა მოხდეს არა უახლოეს სერვერთან არამედ რომელიმე შესაძლო სერვერთან, რის გამოც ინტერნეტის რესურსები არაოპტიმალურად იხარჯება და საიტის ჩატვირთვის დროც იზრდება.

Google-ის წინადადება: თქვენი მისამართის პირველი სამი ოქტეტი IP-მისამართიდან ხელმისაწვდომი გახდეს ავტორიტული DNS სერვერისთვის, მათ შორის Google Public DNS, საშუალებას იძლევა პრივატულობის დარღვევის გარეშე მოხდეს ინტერნეტ ტრაფიკის ოპტიმიზაცია.

ჩემი კორპორაციული ქსელის უსაფრთხო DNS სერვერად ხშირად ვიყენებ Opendns.org-ის სერვისებს, რომელიც საშუალებას იძლევა გაიფილტროს საიტები DNS-ის დონეზე, რაც ვირუსული და საშიში საიტებისგან ეფექტურად იცავს ჩემს კორპორაციულ ქსელს. რეგისტრაცია უფასოა და სერვისს აქვს მძლავრი კონფიგურაციის პანელი. შესაძლებელია შავი და თეთრი სიების შედგენა. საინტერესოა რამდენად გაზრდის მსგავსი სერვისების სისწრაფეს აღნიშნული წინადადება Googe-ისაგან.