78DEC5F2-E9B3-4E8D-A3D7-2EA1D5A5EED1.jpg

Engadget-ის გუნდის წევრები რომელბიც იმყოფებოდნენ სამომხამრებლო ელექტრონიკის გამოფენაზე და საშუალება ქონდათ ახლოს გაცნობოდნენ სმარტფონს Google Nexus One როგორც ყოველთვის საიტზე გამოაქვეყენეს მისი განხილვა, რომლის თარგმანიც მინდა შემოგთავაზოთ.

ჭორების ინტენსივობით ეს სმარტფონი მართლაც შეიძლება შევადაროთ Apple-ის iPad-ს რომელიც ახლახან გამოვიდა და რომლის სრულ განხილვასაც ძალიან მალე შემოგთავაზებთ. ჩვენს წინაშეა მართლაც ძალიან საინტერესო მოწყობილობა.

დიზაინი

95ACC598-F82F-4879-9905-DEC2E5760FAE.jpg

Nexus One-ის მწარმოებელი ცნობილი ტაივანური ფირმა HTC გახლავთ. ტაივანელებმა მართლაც შესანიშნავი პროდუქტი შექმნეს, მოწყობილობა გაცილებით უკეთესად გამოიყურება ვიდრე მათი პირველი გუგლოფონი T-Mobile G1. გამოირჩევა რბილი და არაკუთხოვანი ფორმით, არ არის მამაკაცური მაგრამ არც ძალიან ქალურია. როგორც გუგლის გუნდი მოთხოვდა HTC-საგან: “შექმენით ჩვენთვის ისეთივე დახვეწილი მოწყობილობა როცორიც აიფონია, მაგრამ ინდივიდუალური გარეგნობით.

შეიძლება ითქვას, რომ დავალება შესრულდა: სმარტფონი ნამდვილად ორიგინალურია, აიფონის აბსოლუტურ კლონს ვერ დაარქმევ. მას აქვს HTC-ის დიზაინის შტრიხები და რა თქმა უნდა იგრძნობა გუგლის გავლენა. კორპუსი ორი ნაწილისგან შედგება: მთავარი პანელი, რომელიც მუქი-ნაცრისფერია და რბილი, მეორე უფრო ნათელი და უფრო მყარი, მეტალის, რომელიც ეკრანს ეჭდობა გარშემო. სმარტფონი უფრო თხელია ვიდრე მისი მონაცემების სმარტფონისგან მოველით ჩვეულებრივ – სულ რაღაც 11,5 მმ. ფერთა გამა სასიამოვნოა და მოსალოდნელი არ არის მისი სხვა ფერის ვარიაციაში ხილვა. დიზაინით მოწყობილობა არ ჩამოუვარდება არც iPhone-ს Pre-სა და Droid-ს.

აპარატურა

22BFC0EF-55CA-4668-B294-C66BC24C76A2.jpg

მოწყობილობას გულის ნაცვლად უცემს საკმაოდ მძლავრი გიგაჰერციანი ჩიპი რომელსაც Quallcomm Snapdragon ქვია. 512 მეგაბაიტი როგორც ოპერატიული ასევე საოპერაციო. მონაცემები თავბრუდამხვევია: რად ღირს თუნდაც სამი ტიპის სენსორი (განათებულობის, მიახლოებისა და აქსელერომეტრი). არის GSM, WiFi. AGPS, microSD ბარათების სლოტი, კომპლექტში შედის 4 გბ, ხოლო მაქსიმალური ზომა 32 გიგაბაიტია. საერთო ჯამში ტელეფონი სწრაფია, მაგრამ პრინციპული სხვაობა Motorola Droid-ისგან არ იგრძნობა.დროიდისგან განსხვავებით ტრეკბოლი განთავსებულია ღილაკების ქვევით, რომელიც შეიძლება ცოტათი მოუხერხებელი გეჩვენოთ, მაგრამ ამის გამოცდილება უკვე არის HTC Hero სმარტფონში და მისი გამოყენება საკმაოდ კომფორტულად შეიძლება. მარცხენა გვერდზე არის ხმის კონტროლი, ზემოდან არის ჩართვა/გამორთვის ღილაკი, მეორე მხარეს არის აუდიო ბუდე 3,5 მმ სტერეოფონული ჯეკისათვის და microUSB პორტი, მიკროფონის ჭრილი და კიდე გაურკვეველი პორტი არის განთავსებული მოწყობილობის მეორე მხარეზე.

აპარატს აქვს კამერა და ფოტო-ფლეში.

E911DFFD-EAB6-4308-9446-0D65E63F6D32.jpgაღსანიშნავია რომ მოწყობილობა არ არის მულტისენსორული, რის გამოც შეუძლებელია ყველა თამაშისა და ოპერაციის შესრულება, რომელიც აიფონზეა შესაძლებელი. თუმცა ეს მხოლოდ პროგრამული შეზღუდვაა და მის გააქტიურება შესაძლებელია პროგრამული პატჩის საშუალებით.

კამერა

3DF113A1-33B3-4BCF-AFA3-56285C0F1309.jpg

სმარტფონის კამერა არის 5 მეგაპიქსელიანი სენსორის ბაზაზე, შუქ-დიოდის ფლეში, ვიდეო 720×480 20 კადრი წამში სიხშირით. კამერის მუშაობის სიჩქარე მისაღებია, სურათების ხარისხიც ნორმალურია: მათი დეტალიზაცია გამოირჩევა HTC-ის სხვა სმარტფონებისგან განსხვავებით. ფოკუსი წარმოუდგენლად სწრაფად რეაგირებს.

გაუმჯობესებული გალერეა ძალიან სიმპათიურად და მომხამრებლისთვის მოხერხებულად გამოიყრება. შესაძლებელია პანორამებისა და სლაიდ შოუების მოწყობა.

ტელეფონია

ნექსუსი პრინციპულად არ განსხვავდება სხვა GSM მოწყობილობებისაგან. ხმა საკმაოდ მაღალია, მიღება ნორმალური, მოსაუბრის ხმა მკაფიოდ ისმის. თუმცა Motorola Droid-ის ხმის ხარისხი უკეთესია მაგრამ არც ისე ძალიან.

3G ქსელებში ნექსუსი ისეთივე კარგია როგორც iPhone. 3G ქსელში ჩამოტვირთვის სიჩქარემ საშუალოდ 559 კილობაიტი/წამში შეადგინა ლას-ვეგასის რაიონში რაც არც ისე ცუდი შედეგია.

პროგრამული უზრუნველყოფა

8F954A95-67E8-445B-9F0D-C6098B44AD8F.jpg

ოეპრაციული სისტეამა – უახლესი Android 2.1 (Eclair), ნაწილობრივ მოდიფიცირებული გუგლის მიერ. ამ ცვლივლებებში იმალება მეტ-ნაკლებად საინტერესო მომენტები. ბევრი ფიქრობდა რომ ეს იქნებოდა “ნამდვილი ანდროიდი”. მიუხედავად იმის რომ ყველა მანამდე გამოშვებული გუგლოფონი არ იყო აბსოლუტურად გუგლის სტილში შესრულებული, თუმცა ის ძალიან მცირედ განსხვავდება წინა ვერსიისაგან 2.0.1 რომელიც Motorola Droid-ზე აყენია.

მთავარ ეკრანზე ნავიგაცია: როგორც ჩანს გუგლში იმუშავებს შეცდომებზე. უკვე არ არის ჩამოშლადი პანელი ყველა პროგრამით. ახლა მის მაგივრად აის იკონა სხალით საიდანაც ნებისმიერი ეკრანიდან შეიძლება პროგრამების სიაში გადასვლა რის შემდეგაც შეიძლება მათი დათვალიერება სიმპათიური 3D

გაიზარდა ხელმისაწვდომი მთავარი ეკრანების რაოდენობა, სამიდან ხუთამდე.

C64429DC-AE7B-4CC8-95FB-A62DF5263D28.jpg

ზოგიერთი დასკვნა

Nexus One – არის კარგი სმარტფონი, ეს უადოა, მაგრამ მისი მონათვლა რევოლუციურად შეუძლებელია, როგორც ეს ბევრს ეგონა გამოსვლამდე. ეს არის კარგი სმარტფონია Android-ის ბაზაზე გაუმჯობესებული აპარატურით, მაგრამ ას არანაირი აშკარა უპირატესობა არა აქვს Motorola Droid-თან მიმართებაში. რა თქმა უნდა პლატფორმის პოპულარიზაციისათვის გადადგმული ეს ნაბიჯი დროული და გამართლებული იყო: წამყვანი პროცესორი, კარგი ეკრანი, სიმპათიური დიზაინი, ეკზოტიკური ფუნქციები, როგორიცა სენსორები, თუმცა მულტისენსორულობის გამორთვამ მისი მიმზიდველობა ეჭვქვეშ დააყენა.

ა.შ.შ-ში მისი ფასი იქნება $529,99. თუმცა როდის იქნება ის საქართველოში უცნობია. HTC-ის ოფიციალური წარმომადგენლის Mobi-ს საიტზე მის შესახებ ჯერ არაფერი გამოუქვეყნებიათ.

გამოყენებულია Engadget.-ის მასალები