პირველი მარტიდან Goole შეწყვეტს Internet Explorer 6-ის მხარდაჭერას რამოდენიმე სერვისზე.

პოსტში სახელწოდებით “თანამედროვე ბრაუზერი თანამედროვე სერვისებისათვის”, Google Apps-ის დეველოპერთა ჯგუფის უფროსმა მენეჯერმა განაცხადა რომ, 2010 წლის 1 მარტიდან Gogle შეწყვეტს Internet Explorer 6-ის მხარდაჭერას Google Docs და Gogle Sites სერვისებზე.

მის სანაცვლოდ Google შემოგვთავაზებს თანამედროვე ბრაუზერებს: Internet Explore 7.0+, Firefox 3.0+ Chrome 4.0+ და Safari 3.0+. საინტერესოა, რომ საკმაოდ პოპულარული ქართველ ინტერნეტ მომხმარებლებს შორის ბრაუზერი Opera ამ სიაში არ მოხვდა, ხოლოდ Chrome ამ სიაში მხოლოდ მე-3 ადგილზე.

“2010 წელი იქნება ძალიან პროდუქტიული Google Apps-ისათვის და ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ყველა შეძლებს ამ პროდუქტებით სარგებლობას, რომელსაც ჩვენ ვქმნით. გთხოვთ დაუთმოთ დრო თქვენი ორგანიზაციების თანამედროვე ბრაუზერებით აღჭურვას”

როგორც იუწყება Techcrunch, 2010 წლის განმავლობაში Google უარს იტყვის ამ ბრაუზერზე მის სხვა სერვისებზეც.
საინტერესოა, Google შეძლებს თუ არა ამოძირკვოს ყველაზე დიდი პრობლემა ვებ დეველოპერებისათვის? ნუთუ თქვენ ჯერ კიდევ ამზადებთ საიტებს IE6-ის მხარდაჭერით?